"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 09 აგვ 2011, 12:50

ეს გასვლაც შედგა. ჩამოვედით შთაბეჭდილებებით დახუნძლული და გულდათუშულები.
ჯერ თემის პირველ წერილს დავწერ ლაშქრობის წესების დაცვით და შემდეგ რეპორტაჟს დავიწყებ.
ჰო, მართლა, სათაურზე საავტორო უფლებები იაკოს ეკუთვნის, სწორედ მისი თხოვნით დავარქვი თემას ეს სახელი. წოვა თუშეთში ყოფნისას, ლეო პაპამ რომ გვიმასპინძლა, იაკომ კითხა ბაცბურად როგორ იქნებოდა "ლამაზია თუშეთი" და სწორედ ეს პასუხი მივიღეთ :D
მართლაც, თემისთვის ამაზე უკეთეს სათაურს ვერც მოვიფიქრებდით :).


1. რეგიონი: კახეთის მხარე, ახმეტის რაიონი (თუშეთი)

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ალვანი-ფშაველი-აბანოს უღელტეხილის უმაღლესი წერტილი - ცერი (მეტრმზომმა 2875 მეტრი აჩვენა)-ცერიდან უღელტეხილზე გადავედით ფეხით (მეტრმზომმა დაახ. 3150 მ. აჩვენა)-მდინარე ორიწყლის სათავეში მდებარე ტბები (ჩვენ კარავი.გე-ის ტბები დავარქვით ;) )- გომეწრის ხეობა : ვესტმო-ვესტომთა-ილიურთა-ჯვარბოსელი-ვერხოვანი-წოვა თუშეთი: წარო-ინდურთა-ეთელტა-ეთელტას ჩანჩქერი-ნაყაიჩოს უღელტეხილი (მეტრმზომმა 2926 მეტრი აჩვენა)- ფარსმა-ბასო-გირევი-ჰეღო-ლაროვანის ხეობა და ლაროვანის ტბის ფსკერი ;) (ტბა აღარ დაგვხვდა, როგორც დაგუბდა, ისევე გაუგლეჯია ჯებირები) -ჭეშო-დართლო-დანოს და კვავლოს ქვემოდან შევავლეთ თვალი-ზემო ომალო-კესელოები-ქვემო ომალო - აბანოს უღელტეხილი-ალვანი-თბილისი


3. ხანგრძლივობა:

8 დღე და 7 ღამე


4. სირთულე:

საშუალოდ რთული (უღელტეხილების გადასვლა), ზოგი მონაკვეთი რთული (ჩაწყვეტილი ბილიკები, სადაც რისკის ფასად გადავდიოდით), ზოგი მონაკვეთი კი მარტივი (გზა ილიურთადან -ვერხოვნამდე, ვერხოვნიდან წოვათაში და ფარსმიდან დართლომდე)

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება

230 ლარი - კაცზე. აქ შედიოდა მგზავრობა მინიბუსით თბილისი-ფშაველი და უკან - ალვანი-თბილისი - 440 ლარი, მგზავრობა ჯიპებით ფშაველი-ცერი და უკან დართლო- ალვანი, სულ (3 მანქანა - 1500 ლარი, თითო 500 ლარად, ცხენები - 8 ცხენი 6 დღის გან-ში, თითო - 35 ლარად - 1680 ლარი, მეგზური - 40 ლარი, 6 დღე, 2 მეგზური გვყავდა - სულ 480 ლარი, დარჩენილი თანხით პროდუქტები ვიყიდეთ და მერე თუშეთშიც დავაცხობინეთ პური, ჭადი და კოტრები.

6. მონაწილეთა რაოდენობა
22 ადამიანი, + პაატა ჯი და ცვენი 2 მეგზური - პაატა და გელა.

0. პაატა (სრული აღჭურვილობა და 3კაციანი კარავი)
1. მთა მყვარებია (სრული არჭურვილობა, პაატა მაძლევს 3კაციან კარავს)
2. ქეთო (სრული აღჭურვილობა, 2კაციანი კარავი)
3. ფალკონი (სრული აღჭურვილობა, 1კაციანი კარავი)
4. თებუკა (საძილეს პაატა ათხოვებს საგებელი არ აქვს, ადგილი მთაშენკას კარავში)
5. რუსკიტო (საძილეს პაატა ათხოვებს საგებელი არ აქვს, ადგილი მთაშენკას კარავში)
6. იაკოს + ანი (სრული აღჭურვილობა და 2კაციანი კარავი)
7. იაკოს + (სრული აღჭურვილობა და ადგილი ანის კარავში)
8. ფალკონის + (სრული აღჭურვილობა და 2კაციანი კარავი)
9. მარიშკა (საძილესა პაატა ათხოვებს, საგებელს- კაკატული, ადგილი თამოს (ქეთოს მეგობრის) 4კაციან კარავში)
10. გიორგი-ბარსა(სრული აღჭურვილობა, ადგილი პაატას კარავში)
11 დათო (სრული აღჭურვილობა 1 კაციანი კარავი)
12. იაკო (სრული აღჭურვილობა, თამოს (ქეთოს მეგობრის) 4კაციან კარავში)
13. ეკატო (სრული აღჭურვილობა, 1კაციანი კარავი, გაჭირვების შემთხვევაში მეორე გამხდარი გოგოც დაეტევა და თუ 4კაციან კარავში 4 გოგო ვერ მოთავსდა კარგად, ერთერთი ეკატოსთან გადავა თუ იქ მეტი ადგილი იქნა)
14. ბუნტურიკა (სრული აღჭურვილობა, 2კაციანი კარავი (ცელოფნის პარკით)
15. ზვიოსული (სრული აღჭურვილობა, ადგილი პაატას კარავში)
16 . ლალიმას (სრული აღჭურვილობა, ადგილი ქეთოს კარავში)
17. ინა-უნა (სრული აღჭურვილობა, 2ადგილიანი კარავი)
18. ლაილა (სრული აღჭურვილობა, ადგილი ინა-უნას კარავში)
19. ნათია ტუხაშვილი ninininuca + (საძილეს პაატა ათხოვებს, საგებელი არ აქვს, თამოს (ქეთოს მეგობრის) 4კაციან კარავში)
20.მაკა სხვიტარიძე (სრული აღჭურვილობა, თამოს (ქეთოს მეგობრის) 4კაციან კარავში)
21. ნიკა აბესაძე - გიო-ბარსას +
22. ლაშა ხეხელაშვილი - გიო-ბარსას +


7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
მთა მყვარებია, პაატა.ჯი

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ჩამოთვლილ სოფლებთან მეტნაკლებად ახლომდებარე სხვა სოფლები: თუშეთში- ხახაბო, დიკლო, შენაქო, დოჭუ

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
მანქანით მთლიანად გავლილი მანძილი -433კმ
აქედან თუშეთში:
თბილისი-თელავი - 160კმ
თელავი-სოფელი ფშაველი-32კმ
სოფელი ფშაველი - ომალო-72 კმ. ამ მონაკვეთზე იმდენად ცუდი გზაა, რომ მის დაფარვას მანქანა დაახლოებით 4 საათს ანდომებს. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ორხიდიანი ავტომობილით.

10. ფეხით გავლილი მანძილი: კაცმა არ იცის რამდენი :), რადგან ტუშეთში მანძილს კმ-ებით არავინ ზომავს. ცერი-საჭიღოლო (ადგილი, რომლის სიახლოვესაც დავბანაკდით მეორე ღამეს) - დაახლ 15 კმ. , საჭიღოლო-ვერხოვანი - ალბათ ამდენივე, ვერხოვანი-წოვათა-ვერხოვანიც სასუალოდ ამდენივე, ვერხოვანი -ნაყაიჩოს უღელტეხილი-ფარსმა რუკის მიხედვით 10 კმ-ია, მაგრამ ალბატ ცოტა უფრო მეტი გავიარეთ, ფარსმა-გირევი-ლაროვანის ხეობა-ფარსმა - დაახლოებით 8 კმ, ფარსმა-დართლო- დაახლ 10-12 კმ. ანუ სულ დაახლოებით 75 კმ-მდე გავიარეთ.

11. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
თითქმის ყველა სოფელში კოშკები, ლამაზი სახლები, ხატები და სალოცავები, რომელთან მიახლოებაც ქალისთვის კი არა მამაკაცისთვისაც კი არ შეიძლება, ულამაზესი სოფელი დართლო, კოშკებით და დანგრეული ეკლესიით, სადაც ასევე არ შეიძლება ქალის მიახლოება, ასევე ლამაზია ფარსმა და ომალო, ულამაზესი ხეობები, სულისშემკვრელი ხედები უღელტეხილებიდან.

12. საბანაკე ადგილები: ყველგან მშვენიერი საბანაკე ადგილებია, თუმცა ზოგიერთი სასტუმროს ეზოში ან სიახლოვეს ბანაკის დასაცემად სასტუმროს მეპატრონის ნებართვაა საჭირო. ასევე დაცულ ტერიტორიებზე კოცონის დანთება მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებშია შესაძლებელი. (სასტუმროს ტერიტორიაზე ან ახლოს დაბანაკება სასმელი წყლის გამოა მიზანშეწონილი)
თუმცა რაც უფრო მაღლა ადიხარ იდეალურად სწორი ზედაპირის ნახვა ჭირს, ამიტომ ხანდახან წერაყინს ვნატრობდით ღამით საგებლიდან ძირს ჩაცურებულები ზემოთ აფოფხებისას :lol: .

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ყველა სოფელში, სხვაგან იშვიათად. თუმცა გვხვდება მთიდან ჩამომდინარე პატარა ნაკადულები, რომელიც სასმელად ვარგისია.

14. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
საწვიმარი და გამოსაცვლელი სამოსი, მოცურებისგან დამცავი ფეხსაცმელი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ძალიან თბილი ტანსაცმელი და საძილე, განსაკუთრებით თუ შემოდგომის დასაწყისში აპირებთ თუშეთში გამგზავრებას.
კიდევ აუცილებელი აღჭურვილობაა სამთო ან ჩვეულებრივი ხის ჯოხი, რაც ძალიან გამოგადგებათ ამ და მსგავს მარშრუტებზე.

მგონი კარგი აზრია აქვე ჩავამატო რჩევების შესახებ ის ნაწილი, რაც სამომავლო გეგმებში დავდე.
აუცილებლად წამოიღეთ:
1. პირადობის მოწმობა
2. მზისგან დამცავი ქუდი და ნელსაცხებელი
3. საწვიმარი
4. ფარანი (გაითვალისწინეთ რომ იქ ელექტროენერგია არაა, მხოლოდ იშვიათი გამონაკლისების გარდა, სასტუმროებში მაგალითად, ამიტომ ვერც ტელეფონებს, ვერც ფოტოაპარატებს, ვერც ფარანს ვერ დატენით, და თუ სათადარიგო ბატარიები გაქვთ, წამოღება არ დაგავიწყდეთ)
5. მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი, და ასევე მოხერხებული გამოსაცვლელი ფეხსაცმელი. თუ სანდლები გაქვთ, აუცილებლად წამოიღეთ, სავარაუდოდ მდინარეებში გავლა-გამოვლა მოგვიწევს, ასევე კარგი იქნება ისეთი შარვალი რომელიც ადვილად შრება. ასევე კარგია თუ გაქვთ ისეთი შარვალი, რომელიც ელვა შესაკრავების საშუალებით მოკლდება ან გრძელდება. დილით ეციება, მერე კი ეცხელება. მაგრამ თუ ასეთი შარვალი არ გაქვთ, არაუშავს, მე პირადად მუხლამდე ბრიჯები მაცვია ხოლმე მაღალ წინდებთან, როცა დაცხება მაღალ წინდებს დაბალი წინდებით ვანაცვლებ, ასევე თუ დამისველდა ფეხი, მხოლოდ წინდებს ვიცვლი, და დისკომფორტი არ მაქვს. არ გირჩევთ ახალი ფეხსაცმლის ჩაცმას. ფეხს გატკენთ. მანამდე მაგ ფეხსაცმელი სადმე გამოსცადეთ, თუნდაც 1-2 დღე ქალაქში ჩაიცვით.
6. სულ მცირე 1 ხელი თბილი ტანსაცმელი (მე მაგალითად 1 ქუდიანი როლინგი, 1 ჟაკეტი, ერთი თხელი, უსახელო ე.წ. დუტის შემოსაცმელი და საწვიმარი მომაქვს, ერთად როცა ვიცვამ ხოლმე არ მცივა)
7. ძირითადი ზურგჩანთის გარდა 1 პატარა ზურგჩანთა ან მოხერხებული მხარზე გადასაკიდებელი ჩანტა წამოიღეთ, სადაც საწვიმარს, ფარანს, ჟაკეტს, სანდლებს, წყალს, სასუსნავებს, ან ისეთ ნივთებს ჩადებთ, რაც იმ დღის განმავლობაში დაგჭირდებათ, რადგან ცხენებმა შეიძლება ჩვენთან ერთად ვერ იარონ ( ვიწრო ბილიკზე ცხენისთვის და ადამიანისთვის ერთ ტემპში სიარული ძნელია), და ჯობია საჭირო, აუცილებელი ნივთები თან გქონდეთ.
8. ტანსაცმელი და საძილე პოლიეთილენის პარკში გაახვიეთ და ისე ჩადეთ ზურგჩანთაში (მდინარეზე ხიდი რომც იყოს, ცხენები საცალფეხო ხიდზე ვერ გადავლენ და ხანდახან ზურგჩანთებს ძირი უსველდებათ ხოლმე), ასევე კარგია თუ გაქვთ ზურგჩანტის საწვიმარი, თუ არადა, დიდი ლურჯი პარკები რომ არის, 1-2 ის წამოიღეთ, რომ წვიმაში ბარგი არ დაგისველდეთ).
9. სანტავიკი, ციტრამონი, ბამბა, და ასეთი რაღაცეებიც წამოიღეთ. სანტავიკი ყველას ინდივიდუალურად უნდა ჰქონდეს, რადგან ასეთ გასვლებში, ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო საშუალებაა.
10. არ დაგავიწყდეთ სალაშქრო აღჭურვილობის: საგებელი, საძილე, წყალგაუმტარი კარვის წამოღება (ვისაც გაქვთ). ვისაც კარავი არ გაქვთ, იქნებ მეგობრებში იშოვოთ.
დაწერეთ ვის რამდენ კაციანი კარავი აქვს, რომ გათვლა მაგის მიხედვით გავაკეთოთ.
11. საკუთარი არაერთჯერადი ჭურჭელი: რკინის ან პლასტმასის ჭიქა, თეფში ან ჯამი, პატარა კოვზი, ჩანგალი და თუ გჭირდებათ ხოლმე დანაც.
12. სალაშქრო ან ჩვეულებრივი, ხის ჯოხი. არ დაგეზაროთ ტარება, მერე კარგ სამსახურს გაგიწევთ.

კიდევ ერთი, როცა საცხენოსნო ტურით მიდიხართ, კარგი აზრია, შაქრის დიდ - 50კგ-იან ტომარას თუ წაიღებთ (გარეცხეთ წინასწარ ;) ) ზურგჩანტა თავის საგებელიან-საძილიანად ჯერ დიდ პარკში ჩადეთ, მერე ამ ტომარაში და არც დასველდება, არც ცხენის სუნს და ბალნებს აიკრავს და არც დაიხევა. ჩვენ ასე მოვიქეცით და ყველა კმაყოფილი დარჩა.

15. სასარგებლო საკონტაქტო ინფო: თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მისამართი:
ახმეტის რ-ნი, სოფელი ომალო
ტელ: 899 98 24 17
დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის მისამართი:
თბილისი, გულუას ქ.6
ტელ./ფაქსი: 75 23 55
ელ.ფოსტა: info@dpa.gov.ge
ვებ-გვერდი: www.dpa.gov.ge

საოჯახო სასტუმროები თუშეთში:
"თუშეთი" (სოფელი ომალო) მეპატრონე ვაჟა შაბალაიძე
"დართლო" (სოფელი დართლო) ტელ:893 444 229
"სამციხე" (სოფელი დართლო) ტელ:899 11 89 93
"კრუისკარი" (სოფელი დოჭუ) ტელ:899 28 56 47
"დოჭუ" (სოფელი დოჭუ) ტელ: 899 53 33 98
"ომალო-2005" (სოფელი ომალო) ტელ: 899 67 22 43
"ლამატი" (სოფელი ვერხოვანი) ტელ: 899 700 378
'ჯიქი" (სოფელი ჭეშო) 899 67 42 10

ჯიპების მძღოლები, რომლებსაც ალვანიდან აჰყავთ ტურისტები ომალოში:
ლევანი შაბალაიძე
ტელეფონი: (+995) 5 99 25 38 18
Mitsubishi Pajero - ტევადობა 6 ადამიანი
ფასი: ალვანი - ომალო - 200ლარი და ალვანი - დართლო - 250 ლარი
ენა: ქართული, რუსული
დავით აქიმიძე
ტელეფონი: (+995) 5 99 76 05 54
Mitsubishi Pajero - ტევადობა 6 ადამიანი
ფასი: ალვანი - ომალო 4 ვიზიტორისთვის - 200ლარი, 6 ვიზიტორისთვის- 300 ლარი; ალვანი - დართლო - 250 ლარი
ენა: ქართული
ზაზა დათუნაიძე
ტელეფონი: (+995) 5 99 69 44 63
Jeep Nisaci - ტევადობა 4 ადამიანი
ფასი: ალვანი - ომალო - 200ლარი და ალვანი - დართლო - 250 ლარი
ენა: ქართული, რუსული
დევი გიგოიძე
ტელეფონი: (+995) 5 95 73 79 11
RAF 4 ორ კარიანი - ტევადობა 4 ადამიანი
ფასი: ალვანი - ომალო - 200ლარი და ალვანი - დართლო - 250 ლარი
ენა: ქართული
ელდარი იდოიძე
ტელეფონი: (+995) 5 98 28 16 76; ალვანი - ომალო - 320 ლარი; Landcruiser - ტევადობა 8 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
იური ომაიძე
ტელეფონი: (+995) 5 51 11 81 59
Nissan Patrul 4 კარიანი - ტევადობა 7 ადამიანი
ფასი: ალვანი - ომალო -300 ლარი
ენა: ქართული
ლევან ითიურიძე
ტელეფონი: (+995) 5 97 06 60 00
Landrover Defender 4 კარიანი - ტევადობა 8 ადამიანი
ფასი: ალვანი - ომალო -250 ლარი
ენა: ქართული, რუსული
ტრისტან ნეკერაული - ტელ: (+995) 599 40 49 34; ალვანი- ომალო - 250 ლარი; Mitsubishi Pajero- ტევადობა - 6 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
სულიკო ღაზიაიძე - ტელ: (+995) 595 51 94 03; ალვანი- ომალო - 250-300 ლარი;Opel Monterey - ტევადობა - 6 ადამინი; ენა: ქართული, რუსული, გერმანული
გიორგი ქარსამაული - ტელ: (+995) 598 83 15 94; ალვანი - ომალო- 300 ლარი; ალვანი-დართლო - 400 ლარრი; ალვანი - ჯვარბოსელი - 400 ლარი;Mitsubishi Delika - ტევადობა - 8 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
თორნიკე იდოიძე - ტელ: (+995) 555 23 12 35; ალვანი - ომალო - 300 ლარი;Mitsubishi Delika - ტევადობა 6 ადამიანი; ენა: ქართული, ინგლისური
ვაჟა კარდლიძე - ტელ: (+995) 555 30 02 21; ალვანი - ომალო - 300 ლარი; Nissan - ტევადობა 6 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
ბესიკ ელანიძე - ტელ: (+995) 599 11 89 93; ალვანი - ომალო - 200 ლარი Toyota - ტევადობა - 4-5 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
მურად იჭირაული - ტელ: (+995) 557 12 77 22; ალვანი - ომალო 300 ლარი; Mitsubishi Pajero - ტევადობა 6 ადამიანი; ენა: ქართული, ებრაული
ლევან სულაკაური - ტელ: (+995) 558 45 42 42; ალვანი - ომალო 250 ლარი; Mitstubishi Delika - ტევადობა 6 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
ალეკო ყიზილაშვილი - ტელ:(+995) 599 11 10 68;ალვანი - ომალო 300 ლარი;Toyota landrover - ტევადობა 8 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
გიორგი წიქარაძე - ტელ: (+995) 598 60 86 61; თბილისი - ომალო - 250 ლარი; თბილისი - დართლო - 300 ლარი;ალვანი - ომალო - 180 - 200 ლარი; ალვანი - დართლო - 250 ლარი; Mitsubishi Montero - ტევადობა 6 ადამიანი; ენა:ქართული, ინგლისური, რუსული, ლატვიური
ნოდარ ჭვრიტიძე - (+995) 599 71 36 43; ალვანი - ომალო - 250 ლარი; Mitstubishi Pajeron- ტევადობა 5 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
თემურ ბაშინურიძე - (+995) 59974 23 54; ალვანი - ომალო 800 ლარი; ალვანი - დართლო - 900 ლარი; Kamazi - ტევადობა 30 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
ილია იჩუაიძე - (+995) 593 39 93 73; ალვანი - ომალო 250 ლარი; Mitsubishi Delika - ტევადობა 7 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
მამუკა კინდოლაური - (+995) 593 32 35 86; ალვანი - ომალო - 250 ლარი; Mitsubishi Pajero - ტევადობა 6 ადამიანი; Mitsubishi Delika-ტევადობა 7 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
ბესიკ კარდლიძე - ტელ: (+995) 599 68 76 90; ალვანი-ომალო 300 ლარი;Toyota Landcruiser - ტევადობა 9 ადამიანი; ენა: ქართული
სოსო გიგოიძე - ტელ: (+995) 598 51 81 24; ალვანი - ომალო 200 ლარი; Isuzu Truper - ტევადობა 4 ადამიანი; ენა: ქართული, ინგლისური
რეზო ჯელიძე - (+995) 555 17 74 80; ალვანი- ომალო 250 ლარი; Hunday Galloper- ტევადობა 7 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
ლევან იდიძე- (+995) 595 64 36 28; ალვანი - ომალო 300 ლარი; Landcruiser - ტევადობა 8 კაცი; ენა: ქართული, ესპანური
დავით იდოიძე - (+995) 593 76 91 35; ალვანი- ომალო 300 ლარი; Mitsubishi Delika - ტევადობა 6 კაცი; ენა: ქართული
გოგია იჭირაული - (+995) 593 32 48 41; ალვანი - ომალო - 200 ლარი; Landrover - ტევადობა 5 კაცი; ენა: ქართული, იტალიური, რუსული
სოსო იჭირაული - (+995) 595 51 56 88; ალვანი - ომალო - 300ლარი; Mitsubishi Delika - ტევადობა 6 კაცი; ენა: ქართული, რუსული
ირაკლი ბექურიძე - (+995) 598 48 85 70; ალვანი - ომალო - 300 ლარი; Mitsubishi Delika - ტევადობა 6 ადამიანი; ენა: ქართული
არკადი წვერაიძე - (+995) 599 62 61 72; ალვანი - ომალო - 300 ლარი Mitsubishi Delika - ტევა ...
Last edited by Mta Mkvarebia on 16 აგვ 2013, 10:15, edited 3 times in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 09 აგვ 2011, 12:51

16. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
მთელი თუშეთი ღირშესანიშნავი ადგილია, თუ დრო გაქვთ და გზაც მიდის ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეიძლება.
17. რუქა: მოგვიანებით დავდებ ბმულს.
ეს კი სატელიტიდან ჩვენი მარშრუტი:

ვესტმო, ვესტომთა, საჭიღოლო, გოგრულთა და დოჭუ სატელიტიდან. თუ მოახლოვებთ ბილიკებსაც კარგად დაინახავთ:

http://wikimapia.org/#lat=42.3810237&lo ... &v=8&ifr=1

ეს კიდევ ის სამი პატარა ტბა:

http://wikimapia.org/#lat=42.2963735&lo ... &v=8&ifr=1

18.გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
როცა კი გზა გახსნილია, მთელი ის პერიოდი. მთაში გაზაფხულიც, ლამაზია, ზაფხულიც და შემოდგომაც. თუმცა გაითვალისწინეთ რომ იქ გაზაფხული ივლისის დასაწყისში დგება :)

19. რისკები და საფრთხეები
მთელი საფეხოსნო მარშრუტი უწვრილესი საცალფეხო ბილიკებია, სერპანტინებად რომ სერავს მთებს, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ, რომ ფეხი არ ჩაგიცდეთ და არ ჩაიჩეხოთ სადმე, ასევე ყურადღებით უნდა იაროთ უღელტეხილებზე, სადაც ნაშალის ჩამოშლა საფრთხეს გიქმნით თქვენც და თქვენს უკან მომავალ თანამოლაშქრეებსაც.

20.პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის
მაგთი დართლოში და ომალოში იჭერს, გომეწრის ხეობაში ჩვენს მარშრუტზე მხოლოდ ერთ ადგილას დაიჭირა, (ილიურთასა და ვესტომთას შორის გორაკზე) გირევში კი მხოლოდ მესაზღვრეების ეზოში, ისიც ერთ წერტილში.

21.ლაშქრობისას გავლილი უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან
საფეხოსნო მარშრუტისას- სამყინვროს უღელტეხილი 3165 მეტრი და ნაყაიჩოს ურელტეხილი - ცნობებში 2903, რეალურად 2926 მეტრი)
ტრანსპორტით უმაღლესი სამანქანო უღელტეხილი საქართველოში- აბანოს უღელტეხილი თუშეთში (მისი უმაღლესი წერტილი-ცერი- ზოგი რუკის მიხედვით 2928 მეტრია, ზოგის ცნობით 2850 მეტრი, ჩვენმა მეტრმზომმა 2875 მეტრი აჩვენა.

22. სასარგებლო ბმულები მსგავს გასვლებზე:
ამ ლაშქრობის მზადების თემა სამომავლო გეგმებში:

http://karavi.caucasus.net/posting.php? ... t&p=349707

დაწვრილებითი ცნობები თუშეთის შესახებ წინა წლების თემაში შეგიძლიათ ნახოთ:
გულდა-თუშ-ულები, თუშეთი 15-19.07.10.
თუშეთი 18-21 სექტემბერი (თუშეთი)
თუშეთი 3-11 აგვისტო
თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09. (თუშეთი)
ჩემი შემოდგომის შემოდგომა (2008) (თუშეთი)
დართლო-"ჩემი " სოფელი 10.2008. (თუშეთი)
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია... 21-24.09.08 (თუშეთი)
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი
ორეტზე გატუსჰმეცხვარებულნი : ) (თუშეთი) 08.08.
მეაც გავთუშდ, მეაც... 2008 წლის 1-5 აგვისტო (თუშეთი)
თუშეთის რეპორტაჟი გოგასგან
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007
aTi dge fexiT alvanidan Shatilamde : ) (თუშეთი)
თუშეთი - ომალო, შენაქო, კესელო, ხედები ვერტმფრენიდან
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007
თუშეთი. 5-7 ოქტომბერი 2007
თუშეთიდან ხევსურეთში - 30.07 - 06.08
თუშური შთაბეჭდილებები


ნ-----------------------------------------------------------------
Last edited by Mta Mkvarebia on 16 აგვ 2013, 10:30, edited 1 time in total.
Image

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by domciko » 09 აგვ 2011, 13:25

დასაწყისი ძალიან მომწონს,ფოტოებსაც რომ ვნახავ იმედია გული არ გამიჩერდება :D :D :D

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 09 აგვ 2011, 13:45

როგორც ვწერდით, ამ გასვლას დიდი ხანია ვგეგმავდით. ჰოდა 30 ივლისს დილის 11 საათზე სასტუმრო "რედისონთან" შევიკრიბეთ 20 ადამიანი. გაგვაცილეს კარველებმა - გურულმა, რიფმა, ბოცომ . მათი სული და გული ჩვენს ბარგთან ერთად მოვათავსეთ მინიბუსში და გავუდექით გზას დაუვიწყარი თავგადასავლებისკენ. გვეგონა 20 ადამიანი ვიქნებოდით, პაატას ჩათვლით 21. მაგრამ თურმე ბედი სხვა რამეს გვიმზადებდა. კეთილი ანგელოზი, სადღაც ზემოთ ღრუბლებში, ფიქრობდა, ესენი რომ მარტო გავუშვა, მარტო ბუნტურის მხიარულების და ანოს, იგივე თიკო სადუნიშვილის კომუნიკაბელურობის იმედზე ხომ არ იქნებიან, ლამაზი იუმორი და სიმღერა როგორც კიტრი-პამიდვრის სალათას მარილი, ისე მოუხდება ამათ გასვლასო, და ორი საყვარელი ადამიანი - ნიკა და ლაშა - გიორგი ბარსას პლიუსები გამოგვიგზავნა, რომლებმაც სპონტანურად გადაწყვიტეს, 8 დრით ცივილიზაციას დამშვიდობებოდნენ და თუშეთში მწამოსულიყვნენ უცხო ადამიანებთან ერთად. ბიჭები სოფელ ფშაველში შემოგვიერთდნენ. თუმცა მანამდე ჩვენ თელავშიც შევიარეთ, პროდუქტების მეორე ნაწილი ვიყიდეთ, იმაზეც ვიკამათეთ ბულგარული წიწაკის ყიდვა ჯობდა, თუ კიდევ 1-2 კილო კარტოფილის, ნესვის თუ ვაშლის. კამათი რა თქმა უნდა, ძირითადად ჩემს და ვარდანაულს შორის მომდინარეობდა. რას იზამ, ასე გვიყვარს ერთმანეთი :D ჩვენი სიყვარულით მაკას ვაფრთხობდით ხოლმე, "თქვენ რომ ჩხუბობთ, ვნერვიულობო, მეუბნებოდა" :). თუმცა შემდგომ დღეებში ჩვენს ჩხუბზე იმუნიტეტი გამოუმუშავდა :D. მაღაზიიდან მაღაზიაში ხეტიალის და მერე 45-გრადუსიან სიცხეში "ბილაინისა" და სხვა, კონდიციონერიან ოფისებში შეფარებული კარველების მოგროვებაში ლამის მოსაღამოვდა. მაგრამ ამჯერად ოლიმპიურ სიმშვიდეს არ ვკარგავდი, "დღეს პენსიონერული დღე გვაქვს, რამდენიც გინდათ იმდენი იზოზინეთ, მაგრამ ხვალიდან მე თქვენ გიჩვენებთთქო", ვიმუქრებოდი :D თან კარგ ხასიათზე ვიყავი, ლუდის ბოთლი მეჭირა ხელში :P (ვენტო, ამას დაწვრილებით შენთვის ვწერ, ანგარიში რომ არ აგერიოს, რამდენჯერ გამაბრაზეს :))) ).
გაზის ბალონებიც დავტენეთ და გავემართეთ ფშაველისკენ. ძალიან კარგი საბანაკე ადგილი მოვძებნეთ. ხეების ჩრდილში, დიდი მდელო იყო, გვერდზე კიდევ მდინარე ჩამოდიოდა. მინიბუსის მძღოლს დავემშვიდობეთ, 1 კვირის თავზე დავიბარეთ, ბარგი მინდორზე დავყარეთ და მდინარეში შევცვივდით. იმ სიცხეში გრილი წყალი ცხონება იყო, თითქმის მთელი საღამო წყალში ვჭყუმპალაობდით. თავი უკვე თუშეთში გვეგონა, ისე გავგრილდით :).

გადაწყვეტილი მქონდა იმ დღეს ფოტოები არ გადამეღო. სათადარიგო ბატარეები კი მქონდა ბლომად ქეთოს და "ამაზონის" წყალობით, მაგრამ პირველად არ მივდიოდი თუშეთში და ვიცოდი, წინ რა სილამაზე მელოდა :) ამიტომ კადრებსაც ვუფრთხილდებოდი და ელემენტებსაც. თუმცა ღამის თორმეტ საათზე მაინც მომიწია 1–2 ფოტოს გადაღება. ან კი როგორ არ გადამეღო? :). თუმცა ამაზე მოგვიანებით.
ჭყუმპალაობის მერე, რა თქმა უნდა, მოგვშივდა, შამფურები ვერ გავთალეთ სორდელებისთვის, ამიტომ კონსილიუმი მოვიწვიეთ და უკვე მზა საჭმლის ათვისება გადავწყვიტეთ, „ამ შემწვარ ქათმებს ამ სიცხეში ხომ არ გავაფუჭებთო“– დაასკვნა კონსილიუმმა. ეჭვი მაქვს, ნარჩევ საბჭოში ზედმეტად მშიერი ან ზედმეტად ზარმაცი ხალხი მოხვდა, თორემ მაგ ქათმებს გაფუჭების არაფერი ეტყობოდა :). 5 ქათამი 15 წუთში გავანადგურეთ, ჯერი ქეთოს გამომცხვარ ხაჭაპურებზე რომ მიდგა (ქეთოს ნახელავი ღვეზელები მინიბუსშივე ავითვისეთ), მაშინ კი გამოვფხიზლდით და ხაჭაპურები ბუნტურის კარავში გადავმალეთ მეორე დღისათვის. რა ვიცოდით, რომ იგივე კეთილი ანგელოზი თურმე მაგ ხაჭაპურებს სხვა დანიშნულებას უმზადებდა :) . ხაჭაპურების ნაცვლად მდინარიდან ჩაციებული საზამთროები და ლუდის ბოთლები ამოვყარეთ. თან თავს ვიმართლებდით, აბა ამდენ სანოვაგეს ხომ არ ვათრევინებთ ხვალ საწყალ ცხენებსო ;). მოკლედ ჩვენი მოგზაურობის პირველი დღე ზედმეტად პენსიონერული და გასტრონომიული გამოგვივიდა, მაგრამ ვიცოდით, რომ წინ შიმშილობის დღეები გველოდა და თავს ამით ვიმშვიდებდით. მეორე საზამთროს განადგურების პროცესში ვიყავით, რომ ნიკა და ლაშაც შემოგვიერთდნენ. ამასობაში დაღამდა კიდეც. ერთმანეთის კარაგად გასაცნობად ის ცნობილი თამაში ვითამაშეთ, საკუთარი სახელი, გვარი და დახასიათება რომ უნდა გაიმეოროს თითო მონაწილემ, თავის წინამორბედის გვარ–სახელ–დახასიათებასთან ერთად . თამაშით კარგად გავერთეთ, ბევრი ახალი ინფორმაციაც შევიტყვეთ თანამგზავრების შესახებ, ცოდვა გამხელილი ჯობია და, და უკვე კარგად ნაცნობი კარველების შესახებაც გავიგე რაღაც–რაღაცეები, რაც მანამდე არ ვიცოდი :oops: . მაგრამ მთავარი ინფორმაცია მაინც ნიკასგან შევიტყვეთ, თურმე 1 საათში მისი დაბადების დღე დგებოდა. სადღესასწაულო ტორტი არ გვქონდა, მაგრამ ხაჭაპურები ხომ გვქონდა? :) თან წინდახედულ და მისტერ მხიარულება ბუნტურიკას შუშხუნები ჰქონდა წამოღებული. თებუკამ და ბუნტურმა ჩუმად, სახელდახელოდ მოამზადეს სანთლებიანი ტორტი კიარადა, შუშხუნებიანი ხაჭაპური და ღამის თორმეტ საათზე ნიკას "რა ლამაზი დღეა" უღერეს. ბუნებრივია ის ხაჭაპურებიც ვერ გადარჩა შეჭმას ;)

Image
Image
Image
Image
Image

უკვე გვიანი იყო. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. მაგრამ გარეთ ძილი უამრავმა მწერმა და ჭია-ღუამ გადამაფიქრებინა. ნაწილი დასაძინებლად წავიდა, ნაწილი კი არ ჩქარობდა, ანო გვთავაზობდა, ხალხის დასაშლელად შავ ანეკდოტებს მოვყვებიო :), 1-2 რომ მოვისმინე, მე პირადად გარეთ დაჩენის სურვილი გამიქრა და დასაძინებლად წავედი.
Last edited by Mta Mkvarebia on 16 აგვ 2013, 10:30, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 09 აგვ 2011, 14:09

მეორე დღეს გაღვიძებისთანავე გამახსენდა არასასიამოვნო ინფორმაცია. ძილის წინ პაატას ერთერთმა მძღოლმა დაურეკა, დანარცენი მძღოლები დღეობას შერჩნენ თუშეთში და ვერ ჩამოვიდნენო. ვეცდები ხვალ დილამდე სხვა მანქანები ვნახოთო :(. ისედაც 2 ადამიანით მეტი ვიყავით და სხვა, ნაკლები გაბარიტების მანქანა ნამდვილად არ გვინდოდა. განვიხილეთ მარშრუტის ცვლილების სხვადასხვა ვარიანტები, იმ დღესაც თუ ფშაველში მოგვიწევდა დარჩენა, როგორ უნდა გადაგვეწყო გეგმა რომ არცერთი ღირშესანიშნაობა არ ამოვარდნილიყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ტყუილად ვინერვიულეთ. დილით 3 მანქანა მოვიდა ჩვენს წასაყვანად. ერთერთის მძღოლი ჩვენი ვასოს მამა იყო - გოგი იჭირაული. შევხედე თუ არა, მაშინვე მივხვდი, ისეთივე ცისფერი თვალები ჰქონდა :D ვასომ შარშან მოგვატარა თუშეთი. შარშან წლევანდელისგან განსხვავებით ჯიპტური გვქონდა და ამიტომ ვასოც ჩვენთან ერთად იყო იმ 5 დღის განმავლობაში.

როგორც იქნა დავტვირთეთ ბარგი, ჩვენც ჩავეტენეთ მანქანებში, ზოგი სავარძელში, ზოგი - საბარგულში და გავემართეთ დანიშნულების ადგილისკენ.

თაკარა მზე იყო, ცაზე ღრუბლის ერთი ნაგლეჯიც არ ჩანდა, ნისლებზე რომ არაფერი ვთქვა. აბანოს უღელტეხილი ნისლის გარეშე პირველად ვნახე და, ცოტა არ იყოს, იმედი გამიცრუვდა. როგორც პატარძალს თეთრი კაბა, ისე უხდება იმ მიდამოებს ნისლი. როგორც მერე შევიტყვეთ, თუშეთში რამდენიმე კვირის განმავლობაში თურმე 1 წვეთი წვიმა არ ჩამოვარდნილა და აბა ნისლი საიდან მოვიდოდა? მზიანი ამინდი ფოტოებს აფუჭებდა, ზედმეტად გადამწვარ ფერებს ვიღებდი. თუმცა თუშითა კვლავინდებურად ლამზირია იყო :D, ეს ასეა და მუდამ ასე იქნება!.


Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 09 აგვ 2011, 14:22

უკვე ცერზე ვართ - აბანოს უღელტეხილის უმაღლეს წერტილზე. ცხენები მოსული დაგვხვდნენ, მაგრამ ბარგის შეკვრას და მატ ზურგზე დამაგრებას 2 საათზე მეტი დასჭირდა. ჩვენც მეტი რა დაგვრჩენოდა? ბლომად ფოტოები გადავიღეთ:

Image
Image
Image

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
როგორც იქნა ჩვენმა მეგზურებმა პაატა კარხელაურმა და გელა ქეთელაურმა (დიახ, გელა ბისოელი ხევსურია და არა თუში) ბარგი ცხენებზე დატვირთეს და გზას გავუდექით
.
Image
Image

ქვემოთ აბანოს უღელტეხილის სამანქანო გზა ჩანს. ეს გზა ომალოში მიდის.

Image
Image

ჩვენ კი გზიდან გადავუხვიეთ და ერთერთ მთას შევუყევით ფეხით. მაღლა და მაღლა ვიწევდით.
Image
Image
Image
Image

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by domciko » 09 აგვ 2011, 14:30

Mta Mkvarebia
:* :* :* შენ,ამ ფოტოებისთვის... რა ძალიან მაგარიაა :)))))

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 09 აგვ 2011, 14:35

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ეს კლაკნილები საფეხოსნო ბილიკი არ გეგონოთ, ის სამანქანო სერპანტინია, რამდენიმე საათის წინ ჯიპებით რომ ამოვიარეთ :)

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
უღელტეხილი გადავიარეთ და ის სამი ტბა გამოჩნდა, რომლის შესახებაც ინტერნეტში ამოვიკითხე და რომლებიც სატელიტიდან დავინახე :). ძალიან ლამაზი ტბები იყო. აბუდელაურის ტბებს წააგავდა, მაგრამ მათგან განსხვავებით ნაკლებად პოპულარულია, მათ ერთ ფოტოსაც კი ვერ მივაკვლიე ინტერნეტში და მგონი ჩვენ პირველი ქართველი ტურისტები ვიყავით ვინც მაგ ტბები ნახა. ძირითადად მარტო მწყემსსები დადიამ მაგ ბილიკებზე, რადგან მაგ მარშრუტი ნაკლებად პოპულარულია. ინტერნეტში მაგ ტბების სახელიც ვერ მოვიძიე, მდინარე ორიწყლის სათავეში მდებარე ტბებადაა მოხსენიებული, ჩვენც მეტი რა გვინდოდა, სახელიც ადვილად გამოვუძებნეთ - კარავი.ჯი-ს ტბები :D
Image
Image
Image
Image


User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 09 აგვ 2011, 15:16

domciko
გაიხარე :D თუმცა მე საღამოობით და დილაობით გადაღებული და წვიმისშემდგომი, ანუ ბოლო 2 დღის ფოტოები უფრო მომწონს , ფერების გამო ;).

qvevri
:D მადლობა, გიო
თუმცა ინტერნეტი მაწვალებს ძალიან. ჩვენს აიტის პროფილაქტიკა აქვს და..

ტბები არც ისე ახლოს იყო როგორც ზემოდან ჩანდა და არც ისე პაწაწკინტელები აღმოჩნდა მიახლოებისას. შორს ჩვენს მეგობრებს ვხედავდით ჭიანჭველებივით რომ მოძრაობდნენ და მასშტაბებზე წარმოდგენა ზემოდანვე შეგვექმნა.

სულ 4 ტბა იყო. ორი მოზრდილი, ერთი სულ პატარა და ერთიც წაგრძელებული ფორმის, მაგრამ ამღვრეული .

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Last edited by Mta Mkvarebia on 09 აგვ 2011, 15:32, edited 1 time in total.
Image

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by domciko » 09 აგვ 2011, 15:22

ო ბოჟე :D:D:D აიიი უძალიანმაგრესია

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 09 აგვ 2011, 15:30

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ტბები ძალიან ცივი იყო, მაგრამ მაინც ვიჭყუმპალავეთ. რამდენიმემ გაცურ-გამოცურა კიდეც.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ტბებზე დიდხანს ვერ გავჩერდებოდით, წინ დამღლელი გზა და უსაშველო დაღმართები გვქონდა. ამიტომ შესვენების მერე გზა გავაგრძელეთ.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 09 აგვ 2011, 15:37

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

კარგა ხნის სიარულის მერე მეცხვარის ქოხს, როგორც იქაურები უწოდებენ მწყემსების ბინას მივადექით, ცოტა დავისვენეთ და თან ჩამორჩენილ თანამგზავრებს დაველოდეთ.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

მერე ისევ გზა გავაგრძელეთ.
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 09 აგვ 2011, 15:44

რუკის მიხედვით ბილიკი უკვე მდინარე ორიწყლის კალაპოტს უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ გზის გამრუდება და უზარმაზარი მთის გადაკვეტა მოგვიწია. შევუდექით მკვლელ აღმართებს.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Naia » 09 აგვ 2011, 15:46

Mta Mkvarebia
ლიკუ, ტბები ღრმა იყო?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]