"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2011, 12:18

მეოთხე დღე გათენდა. იმ დღეს გეგმაში წოვა თუშეთში წასვლა გვქონდა. მოლაშქრეთა ნაწილმა გადაწყვიტა ნაყაიჩოს უღელტეხილის წინ 1 დღით დაესვენა და ამიტომ ბანაკში დარჩენა გადაწყვიტა, თან სასარგებლო საქმე ითავა, პროდუქტების გადანაწილება, ზეთში და ჟოლოს მურაბაში ამოსვრილი მაკარონიანი პარკების გარეცხვა და ასე შემდეგ.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image


ჩვენ კი გზას გავუდექით.

Image
Image
Image
Image
Image
Image

მაგრამ გზად ერთი დაბრკოლება შეგვხვდა. მდინარე, რომელიც ერთი შეხედვით ღრმა და ჩქარი ჩანდა. თავიდან პრინციპულად მქონდა გადაწყვეტილი, მდინარეებში ფეხით გამევლო, ისე რომ ცხენზე შეჯდომა არ დამჭირვებოდა. ვინც იცის ჩემი ცხენებისადმი დამოკიდებულება, მიხვდება რატომაც ;), მაგრამ ალაზანში გასვლა ასე ადვილი არ ჩანდა. ამასი მაშინ დავრწმუნდით, როცა მეორე ნაპირიდან მანქანები მოადგნენ ნაპირს. წყალში გამოსვლისას ლამის ფანჯრებამდე დაიფარნენ წყალში. აი მაშინ მივხვდით რომ იქ ფეხით ვერ გადავიდოდით.

Image
Image
Image
Image

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სანამ სხვები ცხენებს ელოდებოდნენ, მე იმ ხიდის ძებნა დავიწყე, ბერნარის რეპორტაჟიდან რომ მახსოვდა. ამიტომ წავიკითხე მისი ცანაწერები გულდასმით, ხიდი მალე ვიპოვე, მაგრამ მისკენ მიმავალი და იქიდან ამომავალი ბილიკი ნაკლებად უსაფრთხო არ ცანდა. თუმცა ბილიკი პირობითი ნათქვამია, თითქმის ჩაწყვეტილი იყო ნაშალით. მე და ნათიამ მაინც გავბედეთ ხიდამდე ჩაფოფხება და მერე იქიდან ამოფოფხება. ნათაიასაც ჩემსავით ყვარებია ცხენები. უფრო სწორედ არასოდეს მჯდარა და ეგონა არ უყვარდა. აი მოგვიანებით პირველად რომ შეჯდა, ისე მოეწონა, იქიდან ჩამოსვლა აღარ უნდოდა :)

ეს ხიდი ამ ფოტოზე ჩანს ასე უწყინარი, თორემ მახსოვს უღელტეხილებზე უფრო თავისუფლად გადავედით , ვიდრე მანდ:)

Image


დანარჩენები ცხენებით გადმოვიდნენ:

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2011, 13:14

გზა გავაგრძელეთ

Image
Image

შორს მწყემსების ბინა გამოჩნდა, ერთად მოვიყარეთ თავი და ისე ჩავუარეთ, რადგან იქიდან ძაღლის გაავებული ყეფა ისმოდა. ზემოდან ერთი მწყემსი გადმოდგა და ხელით გვანიშნა, ზემოთ ამოდითო. დილის საათები იყო, მაგრამ სიცხე უკვე ძალიან აჭერდა, ამიტომ ცოტა ხნით ჩრდილში შეფარება სწორედ რომ მისწრება იყო ჩვენთვის. მაგრამ თურმე იმაზე დიდი ბედნიერება გველოდა, ვიდრე გვეგონა - ჯამში ნაჭრებად დაჭრილი ჩაცივებული საზამთრო :). დასიცხულებისათვის მაგ საზამთროს დაგემოვნება ენით აუწერელი ნეტარება იყო :). ამიტომ ჯამი მალევე მოვასუფთავეთ :).

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

კარგი იყო ჩრდილში ჯდომა, მაგრამ წინ შორი გზა გვქონდა. ამიტომ ისევ გავუყევით გზას.
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

წაროს ნასახლარი გამოჩნდა. ნასახლარი იმითაა ცნობილი, რომ ჭირიანობის დროს დასნეულებული ხალხი აქ მოდიოდა, კოშკებში დადგმული ქვის საწოლიდან მათი წინამორბედების ძვლებს გადაფერთხავდა, თავად წვებოდა ზედ და სიკვდილს ელოდებოდა, რომ თავისი ახლობლებისთვის არ გადაედო სნეულება. ასე გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში, იმის მიხედვით რა ინტენსიობით იფეტქებდა ეპიდემია. მსგავსი აკლდამები ხევსურეთშიც გვხვდება, იქ მათ ანატორები ჰქვია.

წაროს შესახებ კიდევ ერთი გადმოცემაა ცნობილი. როცა მანდ გზა გაუყვანიათ, ნასოფლარის შუაგულზე გადაუტარებიათ და სოფელი ორად გაუყვიათ. ყველა იმ ადამიანს ვინც გზის მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას, რაღაც განსაცდელი შეყრია და დაღუპულა. ხოლო იმ უგუნურ ტურისტებს, ვინც გარდაცვლილთა ძვლებს იზომავდა , ხელ-ფეხი მოუტეხავს.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by guruli » 10 აგვ 2011, 13:37

მარგალიტო, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე ხარ - ძალიან კარგი რეპორტაჟია. თან მაგ მხარეებში არ ვარ ნამყოფი... იმ სამი ტბის შესახებ სულ პირველი ასვლისას გავიგე - თუშებმა რომ გაიგეს, შუამთაზე 2 საათში ავარბინ-ჩამოვარბინე, ამ პროცესის შესმწრე მწყემსები კი თვალდაჭყეტილები მიყურებდნენ თურმე დაბლიდან - უცხო კაცი და ამ მთებში დარბოდეს, ხოლო მერე ორეთიდან მაღლა მთაზე გავიქეცი ასეთივე სპრინტერული სისწრაფით, რაც კაი ადგილები იცოდნენ, სუ თვითონ მირჩევდნენ, ახლა იქ წადიო, ის ნახეო...
ნეტა ილიურთისკენ დაშვებულებს ორწყალს გაღმა საბუეც გადაგეღოთ თავისი ორადორი სახლით. :? იქნებ კიდევაც მოგეძევება ეგ კადრი, ჰა? :wink: არც გოგრულთის ფოტოები ჩანს...
თქვენის ნებართვით, ორიოდ ტოპონიმიკას შევასწორებ - საჩიღოლო და არა საჭიღოლო. სამწუხაროდ, რუსული რუკების გავლენით ეგ ტოპონიმები მასე დამახინჯებულად ვრცელდება უკვე. კიდევ - კოკლათა და არა კოკოლთა. კოკლათა ბაშინურიძეების სოფელია, სხვა გვარი მანდ არ ცხოვრობს. რეზო ფოტოთი ძლივს გავიცანი, როგორც იქნა, გადმოცემებით კი დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს. :)
ვესტმო რაინაულების სოფელია. თქვენი მეგზურის არ იყოს, ეგენიც ხევსურები არიან, ოღონდ - გათუშებულები, თუმცა მაგ გვარს წარმომავლობა იქიდან აქვს.
'სარგირს" კი მეც ვუწევ რეკომენდაციას, ვაჟა კარდლიძის სასტურმოს - სასტუმროც კარგია, მაგრამ თავად ხალხია ფანტასტიური, უმაგრესი მასპინძლები!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2011, 13:43

guruli
ირაკლი გოგრულთაში არ ვყოფილვართ, როგორც დავწერე, გეგმა შევცვალეთ და დოჭუ-გოგრულთას ნახვას ხითანობაზე დასწრება ვამჯობინეთ.
საჭიღოლო-თი კიდევ იმ სოფლელმა მწყემსებმა თავად მოიხსენიეს მაგ სოფელი ;) სპეციალურად ვკითხე, რომელია სწორი ფორმათქო.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2011, 13:47

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2011, 13:56

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ხეობასი მდინარეების გადაკვეთა რამდენჯერმე მოგვიხდა

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2011, 13:59

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2011, 14:25

ინდურთა გამოჩნდა

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ამ სოფელში შესულებსაც გამოგვეგება ერთი სანდომიანი ხნიერი კაცი და შეგვიპატიჟა.
ლეო პაპასთვის პირველი სტუმრები არ ვყოფილვართ. იქვე სკამზე მხატვრის გარეგონიბის მქონე ბერეტიანი ფრანგი ტურისტი და მისი თანმხლები 2 ქართველი გოგო ისხდნენ. სხვათა შორის ბერეტიანი საკმაოდ კარგად საუბრობდა ქართულად. წინა საღამოს ამოსულან ვერხოვნიდან და პანკისის ხეობაში გადასვლას აპირებდნენ. ჩვენზე და ჩვენს მარშრუტზე გვკითხეს, კარავი.ჯი-ს შესახებ გაგონილი ჰქონდათ. ცოტა ხნის საუბრის შემდეგ დაგვემშვიდობნენ,ჩვენ დიდი ხანია ლეო პაპას ვსტუმრობთო. ამასობაში მასპინძელმა მაგიდაზე კიტრი-პამიდვრის სალათით, არაჟანით და კარაქით სავსე ჯამები დააწყო, მერე შოთის პურებიც დაალაგა. ძალიან შევწუხდით და ვთხოვეთ არ შეწუხებულიყო, მაგრამ მაგიდიდან ისეთი სურნელი წამოვიდა და ცხვირში ისე შეგვიღიტინა, თავპატიჟი დასრულებული არ გვქონდა, რომ ჯამებს ვეძგერეთ :) მერე ბარსა კვდებოდა სიცილით, მაგ სცენას რომ ყვებოდა ხმამაღლა :).

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

გაგონილი გვქონდა წოვათაში ჩანჩქერი ყოფილა, ლეო პაპას გზა ვკითხეთ და გავუყევით ჩანჩქერისკენ გზას. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თუშეთში და საერთოდ მთაში მანძილის აღქმის თავისებური საზომი აქვთ. 300 მეტრის ნაცვალად ჩანჩქერამდე 2 კილომეტრი მაინც ვიარეთ.

Image
Image
Image
Image
Image

ნასოფლარი ეთელტა.
ჩანჩქერიც ეთელთას ჩანჩქერის სახელწოდებითაა თურმე ცნობილი.

Image
Image
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by ZVIOSULI » 10 აგვ 2011, 15:05

მწარე კიტრები გვქონდა...
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2011, 15:18

Image
Image
Image
Image
Image
Image

გზად რამდენიმე ბიჭი დაგვემგზავრა. ჯიბესი "ჰედ ენდ შოლლდერსის" შამპუნის ბოთლი ედოთ. მივხვდით, რომ ეს ჩანჩქერი ტურისტებისთვის აბაზანის ფუნქციასაც ითვისებდა. ჩანჩქერსაც მივადექით. არც ისე დიდი აღმოჩნდა და არც ისეთი ცივი, როგორიც გვეგონა. ჩანჩქერთან დიდიხანს არ გავჩერებულვართ, დროულად ვიყავით უკან დასაბრუნებლები, ამიტომ სპონტანურად გაჩენილი იდეა, თავი მაგ ბიჭების შამპუნით დაებანა, რუსკამ მალევე უკუაგდო და ისევ უკან დაუბრუნა შამპუნის ბოთლი.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ლეო პაპასთან რომ გამოვიარეთ, სადაც პაატა - ჩვენი მეგზური გველოდებოდა, ახლა საზამთროზე მიგვიპატიჟა ჩვენმა სტუმართმოყვარე მასპინძელმა. ისევ "რაზე წუხდებოდით" და "ხელი დროზე გაწიე, ჯამში მეც ჩამაყოფინე" გაიმართა. :D

Image
Image
Image

ლეო პაპასთან სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ, დავემშვიდობეთ და დავადექით უკანა გზას.

Image
Image
Image
Image

შუა გზაში ვიყავით უკნიდან ფლოქვების თქარუნი რომ შემოგვესმა, კვამლის კორიანტელიდან ცხენზე შემჯდარი გელა გამოვარდა. ეტყობა ლეო პაპას ჭაჭამ იმოქმედა ასე, წინ და უკან დაათქარუნებდა ცხენს და გზას გვიმტვერებდა. თან იმაზე ბრაზდებოდა, გოგოებს მასთან ერთად ცხენზე შემოჯდომა რომ არ უნდოდათ :), ყველაზე გაბედული ლაილა აღმოჩნდა :). მანამდეც მოვიხიბლე ლაილას ფსიქოლოფიური დიპლომატიით და მაშინ კი საერთოდ ვაღიარე ცხენზე რომ შემოუჯდა გელას. ცხენოსნები რომ წამოგვეწივნენ მე და ნათია ისევ იმ ხიდისკენ მივფოფხავდით რომ მდინარეზე გადავსულიყავით. როგორც მერე გავიგეთ, თურმე ხალხის ნაწილიც მაგ ხიდისკენ ჩასულა ჩაწყვეტილი ბილიკებით და იქიდან გადმოსულა. გელას გოგოებისთვის უთქვამს, თუ გზაზე არ გინდოდათ ცხენზე შესხდომა, მდინარეზეც ფეხით გადმოდითო :)... სულ ლეო პაპას ჭაჭის ბრალი იყო ყველაფერი :D თან მაშინ რა ვიცოდით, რომ ნარკომანი ცხვარი შეჭმამდე დაიწყებდა ხალხზე ზემოქმედებას :D თუმცა ნარკომანი ცხვარი საღამოს შემოვა მოქმედ პერსონაჟად ;)...

Image

Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2011, 15:21

ZVIOSULI
მაგ კიტრები მზეზე გამწარდა :) , ისე შენ ორმაგად მწარე მოგეჩვენებოდა, ენაც ხომ მწარე გაქვს? :P

პ.ს. ჰო, ვიცი შენც რომ გიყვარვარ :lol:
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by ZVIOSULI » 10 აგვ 2011, 15:26

კიტრი მიყვარს მე, ოღონდ გათლილი არა, დაჭრილი კი...
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2011, 16:13

ZVIOSULI
კაი, ზვიო, არა უშავს, კიტრიც გიყვარდეს :D



ბანაკამდე სულ 200-დე მეტრი გვქონდა დარჩენილი.

ვერხოვანი

Image
Image
Image
Image

ბანაკიც გამოჩნდა
Image
Image
Image
Image
Image
Image

სანამ მოვწესრიგდით და ვახშამზე ფიქრს დავიწყებდით, თუ რა საჭმელი მოგვემზადებინა, ბანაკში მეგზური პაატას ახლობელი ვერხოვნელი თუშები გვესტუმრნენ 20-ლიტრიანი ღვინის ჭურჭლით და ბეკეკოთი. დღეს ჩვენი სტუმრები ხართ, ცხვრის ყაურმა უნდა გაგიკეთოთო. მათი გულუხვობით გაოცებული დავრჩით, რადგან რაც ქარტული ცხვარი უცხოურ ბაზარზე გავიდა, უწინდებურად ადვილი საშოვარი არაა მთაში საკლავი. ყოველ სოფელში ხინკალს ვნატრობდით და შეკვეთას ვაპირებდით, მაგრამ ყველა უარით გვისტუმრებდა. აქ კი მთლიანი ცხვარი გვაჩუქეს. ბეკეკო რომ მოიყვანეს კარავში ვიყავი, თორემ ცოცხლად რომ მენახა, მის ხორცს რა გამასინჯებდა? :(. ამიტომ არ ვიცი მართლა ბეკეკო იყო თუ ზრდასრული, პირადობისმოწმობიანი ცხვარი. მის ასაკს იმიტომ მივაქციეთ ყურადღება, რომ ასკარად მავნე ჩვევებისკენ ჰქონდა მიდრეკილება, აბა სხვა რა ახსნა უნდა მოგვეძებნა იმისთვის, რაც მისი ხორცის გასინჯვის მერე დაემარტა ხალხს? :) თუმცა ამაზე მოგვიანებით. ნარკომანი ცხვარი უკვე ქვაბში იხარშებოდა კოცონს რომ შემოვუსხდით.
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

აქ ჯერ არ იცის როგორ იმოქმედებს მასზე ამ ცხვრის ხორცი :)

Image

ყაურმა რომ მოიხარშა, ჯამების რიგი დადგა გელასთან. სუფრასთან კი კარველების ნაწილი თუშ მასპინძლებთან ერთად ილხენენ. იყო სიმღერა-ცეკვა, ღვინის სმა.
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

საკმაოდ გვიანი იყო ბოლო სტუმარი (თუმცა რაღა სტუმარი, უფრო მასპინძელი) რომ შემოახტა ცხენს, დაგვემშვიდობა და გაქუსლა. მეორე დილას 5 საათზე ვიყავით ასადგომები, რადგან წინ ნაყაიჩოს უღელტეხილი გველოდებოდა, მეგზურებმა კი გვითხრეს მარტო გზას ვერ გააგნებთ და ბარგის ცხენებზე დატვირთვას უნდა დაელოდოთო. ამიტომ გვინდოდა გამოძინება მოგვესწრო, მაგრამ ვინ გაცალა? არ ვიცი ნარკომანი ცხვრის ბრალი იყო თუ ვერხოვნელი თუშების ღვინის, მაგრამ დევების სისხლზე გაზრდილ გიო-ბარსას ძილი გაუტყდა, არც თვითონ უნდოდა დაძინება, არც ჩვენ გვაძინებდა, ლამის ყველა კარავი ჩამოიარა, ზოგსაც ზემოდან გადაუარა ;) მხიარულებაში ყველა აიყოლია და ხან რომელი კარვიდან ისმოდა მხიარული კომენტარები და სიცილ-კისკისი, ხან რომლიდან. თან ერთმანეთს ვაფრთხილებდით, ხალხნო გვიანია, დაიძინეთო. კარგა ხანს აშინებდა პაატა ხალხს, დაიძინეთ თორემ მოვიდა ბუა კიარადა აცაო, მაგრამ სიცილ-კისკისი მაინც გრძელდებოდა, ბოლოს რომ აღარ მიწყნარდნენ, ისევ მე ავიღე აცას ფუნქციები ჩემს თავზე :), კარვიდან თავი გავყავი და გავძახე, ახლა გაჩუმდით, თორემ აცას იმ ცნობილ ფრაზას ვიტყვი, რითაც პაატა გაშინებთთქო. ეგონათ არ ვიტყოდი, მაგრამ მოტყუვდნენ :). გელას გაოცებული სახე არ დამავიწყდება, ხანჯლის ძებნა რომ დაიწყო ლამის, თან იმეორებდა რაო, რა თქვაო? :D ძლივს დავაწყნარეთ, ჩვენი საერთო მეგობრის სიტყვები გავიმეორეთ უბრალოდთქო. ეტყობა ჩემზეც იმ ნარკომანმა ცხვარმა იმოქმედა :wink: . კიდევ ბევრი იყო იმ ცხვრის მსხვერპლი, დილით მჟავე კიტრს და ხაშს რომ ნატრობდა :).
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2011, 16:44

დილით მართლა 5 საათზე გავიღვიძეთ მაგრამ 10 საატამდე ვერ დავტოვეთ საბანაკე ადგილი. ბარგის ცხენებზე დატვირთვას ძალიან დიდი დრო მიჰქონდა. დრო ფოტოების გადაღებაში და სასტუმროს ეზოს საქანელაზე პოზიორობაში გავიყვანეთ. სანამ მზე გამოანათებდა ბალახი სველი იყო, ნამი მძივებივით ეკიდა ყვავილებს და ფოთლებს. მაგრამ მალე მზეც ამოვიდა და სისველეც ააშრო. ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ნისლის ფთილები მაინც მაკლდა :).

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ბუნტურმა მონათესავე სულები იპოვა :). ეს ველოსიპედისტები თუშეთიდან ხევსურეთში გადასვლას აპირებდნენ, მანამდე კი წოვათას მონახულება უნდოდათ. ერთერთის ველოსიპედზე დაჯდომაც კი დააპირა, მაგრამ რატომღაც ვერ მოირგო. მახსოვს, მერე დათო მამშვიდებდა, რომ ვდარდობდი ამხელა მთამყვარებია ქალი ცხენზე როგორ ვერ ვჯდებითქო, რატომ ნერვიულობ, ხომ ნახე, თვით ბუნტური ვერ დაჯდა ველოსიპედზეო :lol:

Image
Image
სანამ ცხენები შემოვლითი გზით ამოვიდოდნენ, ვერხოვანისკენ მიმავალ ბილიკს ავუყევით. ისეთივე ბილიკი იყო, როგორც წინა დღეს გავიარეთ, ხიდზე რომ გადავსულიყავით. მოგვიანებით ვვხუმრობდით, მთელი ნაყაიჩოს უღელტეხილი მაგ თდა გზასთან შედარებით არაფერი იყოო :D . ვერხოვანში ავედით.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Falcon » 10 აგვ 2011, 19:46

ლიკა, დაგასწრო ნაყაიჩოს ფოტო?? :wink:

ორადორი პანორამა გადავიღე მხოლოდ. ერთ-ერთი არის ხედი ნაყაიჩოს უღელტეხილიდან (მკვლელი დაღმართი ;) )

შუაში რომ ქედია, უღელტეხილიდან მის მარჯვნივ არის სოფელი ჭეშო, ხოლო მარცხნივ - ფარსმა
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]