ლაგოდეხი - ნინოსხევის /გურგენიანის/ ჩანჩქერი 23-24.07

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ლაგოდეხი - ნინოსხევის /გურგენიანის/ ჩანჩქერი 23-24.07

Post by CheLo » 25 ივლ 2011, 00:45

1. რეგიონი:
კახეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ლაგოდეხი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
საშუალოდ რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
24 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
1. ვენტო
2. კოკი ფერაძე
3. :!:
4. :!:
5. იორამ გორდაძე
6. მიქაელ ქავთარაძე
7. თამო გახოკიძე
8. ლაშა კიკნაძე


7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
ალბათ მე...

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ლაგოდეხის სოფლები

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
დაახლოებით 320 კმ ჯამში

10. ფეხით გავლილი მანძილი:
20 კმ-ზე მეტი მოგვიწია ჩვენ..

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
გურგენიანის (ნინოსხევის) ჩანჩქერი, და კიდევ სხვა უამრავი პატარა ჩანჩქერი.

12. საბანაკე ადგილები:
თითქმის არსად არ იყო

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
მდინარე ძალიან კამკამა და სუფთა იყო

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
კარგი ფეხსაცმელი

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
აგვისტოს თვე

16. რისკები, საფრთხეები:
თუ წვიმა წამოვიდა სიარული ფაქტიურად შეუძლებელი ხდება რადგან ქვებს ხავსი აქვს და ისეთი სრიალაა თუ გიჟი არ ხარ არ გარისკავ..

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

არვიცი რამდენად დაგაინტერესებთ თქვენ მაგრამ მე იქ თვალი მოვკარი ლამაზ კათოლიკურ ეკლესიას.

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
გურგენიანის აბრას გაცდები თუ არა ყველა კავშირგაბმულობა კვდება.

19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
8 ბალი.

P.S. ვინაიდან ამ ლაშქრობის მოთავე და განმახორციელებელი მე ვიყავი გავხსენი ცალკე თემა და შევეცდები აქ მხოლოდ სურათები დავყარო რადგან ვინც ჩემთან ერთად იყო არცერთი არაა კარავზე დარეგისტრირებული და შესაბამისად მათ სურათებსაც მე დავდებ..
Last edited by CheLo on 26 ივლ 2011, 00:31, edited 3 times in total.
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ლაგოდეხი - ნინოსხევის /გურგენიანის/ ჩანჩქერი 23-24.07

Post by CheLo » 25 ივლ 2011, 00:47

მოკლე აღწერა:

ყველაფერი დაიწყო იმით რომ მე გადავწყვიტე 2 დღიანზე წავსულიყავი და არჩილი და სხვა ბავშვები მენახა უკვე ლაგოდეხში. ვინაიდან 1 დღიანი გასვლლები დიდად არ მხიბლავს და ყოველი წამოსვლისას ფეხები უკან მრჩება ამჯერად ვერ ვიტყოდი რომ მარტო დავგეგმე (მაშინ თემას გავხსნიდი) უბრალოდ არჩილის თემის მეშვეობით ვაცნობე ხალხს რომ მივდიოდი 2 დღიანზე და ასეთი გადარეული ჩემ გარდა კიდე 7 კაცი აღმოჩნდა...
წინა ღამეს ნანახი მქონდა ერთ ერთ საიტზე რომ შაბათს კოკისპირული წვიმა უნდა ყოფილიყო და არც კვირა იყო მთლად კარგი დღე. მე ვინაიდან უკვე ყველაფერი დაგეგმილი მქონდა აღარ გავითვალისწინე ეს ამბავი და 8 საათზე უკლებლივ ყველა მონაწილე შევკრიბე ისნის მეტროსთან. (ვიცოდი რომ პირველი სარეისო გადიოდა 9 საათზე და ამიტომ თავი დავიზღვიე და ხალხი 1 საათით ადრე შევკრიბე.) ამხელა ზურგჩანთებით რომ გვხედავდნენ ტაქსის მძღოლებმა ტენდერი გამოაცხადეს ვინ დაითრევდა გემრიელ ლუკმას და ერთმანეთის მიყოლებით გვთავაზობდნენ თავიანთ მომსახურეობას რაც შემდგომ მართლა მომაბეზრებელი გახდა. ბოლოს როდესაც შევძელით თავის დახსნა და დავიწყეთ სარეისო მინიბუსის ძებნა, გამოჩნდა ერთი გამხდარი კაცი რომელმაც გვითხრა რომ ლაგოდეხში მიდიოდა და მიყავდა 12 კაცი, ადგილები ქონდა და ჩვენი წაყვანაც შეეძლო. მართალია ცოტა დავეჭვდი 18 ზურგჩანთიანი კაცი როგორ მოთავსდებოდა იმ "ერთი მოსაქმება" მინიბუსში მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ დავინახე და დავთანხმდი მითუმეტეს უკანა გზაზე წამოსვლაზე პრობლემა აღარ გვექნებოდა.
უკვე 9 საათი ხდებოდა როდესაც ის ჯგუფიც ამოვიდა და 12 კაცის ნაცვლად 15 აღმოჩნდნენ : ) (ისე ამ ხარბ ხალხს რა მადა აქვს თავისი კლიენტები არ ყოფნით და იმ ჯგუფის დაუკითხავად კიდევ სხვებს ეპატიჟებიან) გაბრაზებული მოვტრიალდი და იქვე მდგარ სარეისოსთან მივედი რომელიც წუთი წუთზე გასვლას აპირებდა და ყველა მოვთავსდით. გზა 160 კმ იყო მაგრამ ჩემდა გასაკვირად ძალიან გაიწელა და ორ საათ ნახევარი ვიმგზავრეთ. როდესაც გურგენიანის ასახვევთან მივედით იქვე გაჩერებაზე ჩამოვედით და ამ დროს იმ გამხდარი კაცის მინუბუსიც დაგვეწია. ის კაცი ჩვენთან ვალში იყო რადგან სულ ტყუილად გვაცდევინა და მოგვატყუა ხოდა ამ შეცდომის გამოსწორება უნდოდა.. გვითხრა რომ 3 ადგილი ქონდა და 3 ადამიანს აიყვანდა ზედ გურგენიანის აბრამდე. მე ძალიან გამიხარდა, 8 კაცი 1 ტაქსში ვერ მოვთავსდებოდით და 3 გამხდარი გოგო შეუშვი და ჩვენ იქვე ახლოს მდგარ მაღაზიას მივაშურეთ. ვიყიდეთ რაც საჭირო იყო და ტაქსით გავიარეთ ის 7 კმ. ალბათ კახელებს წუწკობა სისხლში აქვთ (მეც კახელი ვარ) რადგან 7კმ-ში 10 ლარი ნამეტანი ბევრია!
რომ ავედით მჭიდროდ მოვიჭირეთ ზურგჩანთები და გაუყევით გზას. ამ დროს ძალიან მაგრად ცხელოდა და მზე გვთენთავდა. სიმართლე ვთქვა მაინც ვერ დავაზუსტე რა მანძილი გავიარეთ მაგრამ საკმაოდ კი მოუნდით ჩანჩქერამდე მისვლას.. სულ ქვებზე, ბარდებზე და ვიწრო ბილიკებზე ვიარეთ. დაკაწრული, დაღლილი და ტალახში ამოგანგლული მივედი ჩანჩქერზე. აი იქ კი ნამდვილი სამოთხე დაგხვდა.. ცისარტყელა ალბათ ყველას უნახავს მაგრამ 2 მეტრიანი ვინმეს გინახავთ?? ეს ჩანჩქერი რომ ჩამოდიოდა თან შხეფები მოჰქონდა ხოდა წარმოიშვა ცისარტყელა რომელსაც ვაბიჯებდი და შიგ გავდიოდი : )) ფანტასტიური შეგრძნება იყო.. შემდეგ ვიბანავეთ და ვიხტუნავეთ 10 მეტრის სიმაღლის ქვიდან. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს კივილაძემაც და მისმა მეგობარიმა სუზიმაც გარისკეს და გადმოხტნენ : ) სხვა გოგოები კი გაკვირვებულები უყურებდნენ მათ სიმამაცეს ; )
ამ დროს 5 საათიც მოვიდა და ყველას მოგვშივდა, ვინც ნამყოფია მიხვდება რომ ისეთ ადგილზეა ეს ჩანჩქერი რომ დაბანაკება კი არა 1 კარავის გაშლაც პრობლემატურია. მიქაელმა იქაურობა 5 თითივით იცის და შემოგვთავაზა ავმძვრალიყავით ჩანჩქერის თავზე და იქ მოგვენახა სასურველი ადგილი. ეს ასე მარტივად კი ჟღერდა მაგრამ ძრომიალი არც ისეთი მარტივი გამოდგა, მადლობა ხეებს რომ ფესვები ქონდათ და მათი მეშვეობით ავედით. ნუ როგორც ყოველთვის წინ მივდიოდი და ერთი მყუდრო ადგილი ვიპოვნე, ამ დროს მიქაელიც მოვიდა და ჩემი მყუდრო ადგილი დაიწუნა, გააპარტახა და მთელი ჩხუბით და ნერვებზე თამაშით ამალაგებინა გაშლილი ქვეშაგი და გახსნილი ზურგჩანთა. მივდიოდით წინ, მიუყვებოდით მდინარის კალაპოტს, ადგილი კი არ სჩანდა რაც ძალიან მაღიზიანებდა და ამ ქვებზე ხტუნაობის დროს ჩემი ზურგჩანთაც გავწყვიტე. ანუ ერთი სამხრე აეხა. უკვე შოკში ვიყავი ამდენი უადგილო სიარულით და მოვტრიალდი და გამობრუნდი მიქაელი კი გამომეკიდა ზურგჩანთა შემიკეთა და მომაბრუნა ერთი სიტყვით. ცოტა რომ დავწყნარდი კვლავ შეუერთდი ამ ჯგუფს და გავაგრძელეთ მდინარეში ტოპვა. 2 კმ გავლის შემდეგ მივადექით იმ ადგილს სადაც შემდგომ დავბანაკდით. მართალია ეს ადგილი ძალიან მომეწონა, მაგრამ მიხაელს ეს სიტყვები არ ვაღირსე : ))) წვიმის კი მეშინოდა ამინდი საპირისპიროს გვპირდებოდა, ცა მოწმენდილი იყო მზე ასხივებდა და განწყობაც ყველას მხიარული გვქონდა. აი იქ რაც ხდებოდა ამას ვერ გადმოვცემ საოცრად ვმხიარულობდით. ჩანჩქერის თავზე უამრავი ბუნებრივი ჯაკუზებია. ანუ პატარა ჩანჩქერები მრგვალი კალაპოტით. როგორც გჩვევია ხოლმე ვიცანცარეთ და შემდგომ სუფრაც გავშალეთ. 5 ბიჭი ვიყავით 3 ლიტრა არაყი გვქონდა და გახარებულები ვიყავით. მიქაელმა ითავა ამ არყების ჩაციება და ქვებთან ახლოს ჩაალაგა. როდესაც 1 არაყი გავხსენით და დავიწყეთ წრუპვა დავინახეთ რომ მეორე ლიტრიანი აღარ ჩანდა წყალს ქონდა წაღებული.. ეს განწირული არაყი მიქაელის წამოღებული იყო და ძალიან ეწყინა : )) 20 წუთის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა. მე გადანახული მქონდა კიდევ ერთი 1 ლიტრიანი და დავამშვიდე აჰა კიდევ გვაქვს თქო .. მიქაელმა კვლავ იგივე გაიმეორე და ეს არაყიც დაკარგა : )))) ასე და ამგვარად 1 ლიტრა არყის მეტი არ დაგვილევია ჩვენ.
საღამოს 11 საათი იყო როდესაც ცეცხლთან ვიყავით შემოსკუპებულები და სოსისებს ვწვავდით, როდესაც კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ამ დროს თავქუდ მოგლეჯილი გამოვიქეცი კარვისკენ რომელიც რეინჯერებს ქონდათ აშენებული. 4 მეტრა 4 მეტრზე იქნებოდა ხის ჯოხებისაგან აგებული და ზედ სქელი ცელოფანი ქონდა გადაკრული. (იდეაში ისე იგეგმებოდა რომ აქ მხოლოდ ბიჭებს უნდა დაგვეძინა მაგრამ 3 გოგო დაგვემატა და ერთი დიდი აჯაბსანდალი გამოვიდა) ვისი ფეხი ვის თავთან იყო ვერ გაიგებდი.. აზელილები ვიყავით ერთმანეთში. მე კუთხეში როგორც მჩვევია ჩემი ადგილი დავისაკუთრე და დავიძინე. არ ვიცი ამ კარავს იმ ადგილას სადაც თავი მედო ნახვრეტი ქონდა თუ მერე გაიხა, მაგრამ რომ გამეღვიძა გათენების 6 საათზე მთელი თავი სველი მქონდა პირში კი წვიმის წყალი.. ალბათ ვერც გამოვიღვიძებდი 6 საათზე რომ არა საშინელი ტკივილი... : )) ნინო კივილაძეს და თამო გახოკიძეს თავის დასადები ვერ ეპოვნათ და ყველამ ჩემ ფეხებზე დაყარა თავები : )) ეგრევე გამოვედი სახე დავიბანე 2 ლუკმა შევჭამე საჭმელი რომელიც წვიმას და ვირთხებს გადაურჩათ და კოჭლობით ისევ შევძვერი კარავში.. ერთი მხარე დათვივით დაჟეჟილი მქონდა.. ხალხის გამო რომ ყველა ჩავტეულიყავით მთელი ღამე ცალ ბაყვზე მეძინა : )) იდეაში დაგეგმილი მქონდა რომ 10-ზე უნდა ამდგარიყავით და ჩამოვსულიყავით გურგენიანის ჩანჩქერზე რომ ჩვენ კარველებს დავმხვდარიყავით, მაგრამ ჩამეძინა და თავი რომ წამოვყავი უკვე 12 საათი იყო.. უცებ ჩავალაგე ჩანთა და დავიწყე სათითაოდ ალაგალაგ გაბნეული ხალხის ძებნა და წამოყვანა.. გოგოები პატარა ჩანჩქერთან პოზიორობდნენ, მიქაელი სადღაც იყო გადაკარგული თავის აპარატით და ბიჭებიც სულ სხვა ადგილზე ამაგრებდნენ ბირჟას. თავდაპირველად გოგოებს ვთხვოვე მოსულიყვნენ და გამოეცვალათ, აელაგებინათ თავისი ჩანთები და წამოსულიყვნენ უკან.. ეს სიტყვები გავიმეორე ალბათ 8ჯერ. ბოლოს რომ მიქაელიც მოვიდა და ყველა ერთად შევგროვდით და დავინახე რომ გოგოებმა ჩანთის ჩალაგება მორჩნენ, მე და კოკი გზას გამოუყევით. 5 წუთის ინტერვალში გამოგვყვა ყველა. მე აზრადაც არ მომაფიქრდა რომ ჩვენი წამოსვლა ვინმეს ეწყინებოდა.. ერთი სული მქონდა კარველები მენახა და გული საგულედან მიხტებოდა ვეღარ ვჩერდებოდი იმ ადგილას..(ადრე წამოსვლა იმიტომ მინდოდა მათთან 1 საათი მაინც შემძლებოდა გაჩერება.. 2 საათზე ყველა შემთხვევაში უნდა წამოვსულიყავით რომ 6 საათიან სარეისოს დავწეოდით) გოგოებს კი ჩვენი წამოსვლა ეწყინათ და პრეტენზიებით ჩამოვიდნენ რატომ არ დაგვეხმარეთ და გამოიქეცითო? შენ რა ორგანიზატორი ხარო?.. ერთ ხელში ნაგვის ცელოფანი მეჭირა მეორეში საგებელი და ზურგზე ჩანთა. თვითონ დასახმარებელი ვიყავი იმ საშინლად სრიალა ქვებზე... ამან ძალიან მატკინა გული და აწი თუ რამეს დავგეგმავ მხოლოდ რჩეულ ხალხს წავიყვან და არა უაზროთ მოლაპარაკეებს რომლებმაც დამშვიდობებაც კი არ იციან თითქოს ვიღაც უცხო ვიყო..
თუ არ ჩავთვლით ამ არასასიამოვნო ამბავს ძალიან კარგი გასვლა გამოგვივიდა.. კარველებიც ვნახეთ და 6 საათიანი სარეისოთი თბილისისკენ გამოუყევით გზას მე იორამი და კოკი. გოგოები და მიქაელი არჩილის მინიბუსით წამოვიდნენ.
ერთი მინდა დავამატო გზაში 2ჯერ დავკარგე საგებელი და ორივეჯერ საკმაოდ დიდი მანძილის გავლა მომიწია. ჩემ ჩანთას ისე ძვრებოდა რომ არც ხმა იყო და არც რაიმე შეგრძნება..
Last edited by CheLo on 25 ივლ 2011, 01:19, edited 2 times in total.
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ლაგოდეხი - ნინოსხევის /გურგენიანის/ ჩანჩქერი 23-24.07

Post by CheLo » 25 ივლ 2011, 01:01

ნაგლი33 მალე გახსნის დაგეგმილ თემას და ვინც მის გასვლაში იქნებით იქ პოსტეთ და სურათებიც იქ ატვირთეთ : )))
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლაგოდეხი - ნინოსხევის /გურგენიანის/ ჩანჩქერი 23-24.07

Post by Archil » 25 ივლ 2011, 09:41

WenTTo

წყენა გულს არ გააკარო :) მით უმეტეს გოგოებისგან. მაგენი ღმერთმა მაგისათვის შექმნა, რომ გვეწუწნონ, და ჩვენ კიდევ მოვუსმინოთ და მოვეფეროთ :)

მანდ დაუშვით შემდეგი შეცდომები:

1. კარავი უნდა გაშალო მისვლისთანავე !!! წვიმა რა მომენტში წამოვა, კაცმა არ უწყის.
2. შენთვის, როგორც კახელისთვის უპატიებელი უპატიებელი შეცდომა გაქვს ჩადენილი -- არაყი დასალევადაა გაჩენილი და არა წყალში ჩასადებად. ერთხელ დაკარგეს? მეორეჯერ იგივე შეცდომას რატომ იმეორებ? მოიდგი გვერდზე და სანამ არ გამოწრუპავ, ხელი არ გაუშვი ;)

ისე კი ეგ ბოთლები დიდი ჩანჩქერის ძირში ვნახე მოცურავე. კი გამიკვირდა სავსე ბოთლებს აქ რა უნდათ თქო, მარა წყალი მეგონა და იქვე დავტოვე (რას წარმოვიდგენდი არაყი თუ იქნებოდა, თორემ იმ ჩანჩქერის გამო ისე მაკანკალებდა, ერთი გადაკვრა პირდაპირ მისწრება იყო).
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ლაგოდეხი - ნინოსხევის /გურგენიანის/ ჩანჩქერი 23-24.07

Post by arcivi9 » 25 ივლ 2011, 11:08

ლამაზი გოგოების ბანაობა წყალში, ოდეს ქვემოთ დაშვებისას რომ ჩაიდინეს 8)
http://www.link.ge/file/362554/Video005.3gp.html
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

Sh.Samkharadze
ბილიკზე მოარული
Posts: 23
Joined: 26 ივლ 2010, 22:55
ლაგოდეხი - ნინოსხევის /გურგენიანის/ ჩანჩქერი 23-24.07

Post by Sh.Samkharadze » 25 ივლ 2011, 13:39

http://upload.ge/download.php?id=4EA4FFF36

აი ხალხნო სურათები და ნესვები !

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
ლაგოდეხი - ნინოსხევის /გურგენიანის/ ჩანჩქერი 23-24.07

Post by Ledi » 25 ივლ 2011, 14:43

WenTTo wrote:
ერთ ხელში ნაგვის ცელოფანი მეჭირა მეორეში პარალონი და ზურგზე ჩანთა
ყოჩაღ, WenTTo, ყოჩაღ, არ შემიძლია არ შეგაქო!
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან! ;)

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ლაგოდეხი - ნინოსხევის /გურგენიანის/ ჩანჩქერი 23-24.07

Post by CheLo » 25 ივლ 2011, 15:14

არჩილ არაყი შარდივით თბილი იყო იმ სიცხეში და გადავწყვიტეთ ჩაგვეციებინა... ნაყიდი არ იყო, ყველა ოჯახის არაყი იყო და ცივი მერჩივნა..

რაც შეეხება კარავს, კიდევ კარგიც არ გავშალეთ.. სუზის 1 ტენტიანი პატარა კარავი ქონდა და რომ გაგვეშალა გოგოები სულ დასველდებოდნენ.. თან ადგილიც არ იყო და ქვებზე უნდა გაგვეშალა...

მადლობ ლედი... 3 პარკი ნაგავი მე კოკიმ და იორამამ ლაგოდეხამდე ჩამოვიტანეთ.. : )
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ლაგოდეხი - ნინოსხევის /გურგენიანის/ ჩანჩქერი 23-24.07

Post by CheLo » 25 ივლ 2011, 15:20

მე სურათები არ გადამიჭღია.. მიქაელს ააქვს ძალიან მაგარი სურათები უმეტესად ხედები და მის ჩამოსვლას ველოდები : ) ასევე სუზიმაც ბევრი გადაიღო და კოკიმაც.. მათ სურათებს როგორც კი მოვიპოვებ ეგრევე ავტვირთავ აქ..
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ლაგოდეხი - ნინოსხევის /გურგენიანის/ ჩანჩქერი 23-24.07

Post by avtokh » 25 ივლ 2011, 15:36

წენტტო მაქაელი არაყს არსად დაკარგავდა, გამოწრუპა ბოთლები წყლით სჰეავსო და ვითომ წყალმა წაიღო :D ისე ჩანჩქერამდე ვერ ნახეთ რამე პატარა მოსწორებული ადგილი დასაბანაკებლად? მიქაელს ჩანჩქერის ზევით უყვარს ხოლმე ასვლა და დაბანაკება .
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ლაგოდეხი - ნინოსხევის /გურგენიანის/ ჩანჩქერი 23-24.07

Post by CheLo » 25 ივლ 2011, 15:40

avtokh

ვერა ვერ ვნახეთ ისეთი ადგილი 4 კარავი რომ გაგვეშალა... ავთო რუქა ვერ ჩამოგიტანე დასარეგისტრირებლად არ მივსულვართ... თუმცა კარვები ტყუილად ვათრიეთ მაინც არ გაგვიშლია..
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ლაგოდეხი - ნინოსხევის /გურგენიანის/ ჩანჩქერი 23-24.07

Post by CheLo » 25 ივლ 2011, 15:56

ასე ვიცეკვეთ...
Image

ესეც ჩვენი ჯაკუზი...
Image

აქ გვეძინა...
Image
Image

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ლაგოდეხი - ნინოსხევის /გურგენიანის/ ჩანჩქერი 23-24.07

Post by arcivi9 » 25 ივლ 2011, 17:20

Ledi wrote:
WenTTo wrote:
ერთ ხელში ნაგვის ცელოფანი მეჭირა მეორეში პარალონი და ზურგზე ჩანთა
ყოჩაღ, WenTTo, ყოჩაღ, არ შემიძლია არ შეგაქო!
გთხოვ შემაქო მეც, რამეთუ ნაგვის პარკი მეც მომქონდა :oops:
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ლაგოდეხი - ნინოსხევის /გურგენიანის/ ჩანჩქერი 23-24.07

Post by CheLo » 25 ივლ 2011, 19:34

კოკის სურათები...

Image

Image

Image

Image

Image

Image
Last edited by CheLo on 26 ივლ 2011, 00:29, edited 1 time in total.
Image


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]