Page 1 of 8

ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Posted: 24 ივლ 2011, 23:01
by Tamari-ch.
სამჯერ ვარ ნამყოფი ფიტარეთში:
პირველად რომ ვიყავით - კინაღამ ბივრილი დაგვეხრჩო
აი დღეს კი - კინაღამ ყველა დავიხრჩვით (ლომის ჩათვლით! ):D

ვინც გამხეცებულ, გადარეულ და ადიდებულ ხრამს დაამარცხებს,
ხრამს, რომელიც არ აჩერებს თავის ზურგზე არცერთ ხიდს და ლეწავს და მიაგორებს ყველაფერს, რაც ეღობება -
10 დან 10 ქულას იმსახურებს!

აი ასეთი ხრამი დავამარცხეთ დღეს!

ჯაჭვური, კარვული და გუნდური პრინციპით ვიმუშავეთ,
ერთიანობით გადავლახეთ ადიდებული ხრამი,
მოვიგერიეთ ხულუტის კოღოები,
და ავედით დედოფალ ფიტარეთში!

განსაკუთრებული მადლობა მაკოს ახლობლებს - ტანძიელ ბიჭებს (გიორგის და მის ძმაკაცებს!) -
ისინი დაგვეხმარენ მდინარეზე გადასვლაში და გადმოსვლაში!




აი ასეთი დღე გვქონდა დღეს -
ეს პროლოგად
და დანარჩენი მერე!

თემა გახსნილია!
:wink:

Image
ფოტო ელოიზას ალბომიდანაა

ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Posted: 24 ივლ 2011, 23:17
by Tamari-ch.
Image
ეს ფოტო ელოიზას ალბომიდანაა


ოთხივე ბიჭი წაიღო ხრამმა და ტოტებს მოეჭიდნენ, რომ არ დამხვრჩვალიყვნენ ჩვენი კივილის თანხლებით!

მერე სხვა ფონის ძებნა დავიწყეთ -
მითიური ხიდი ხრამზე დარჩა მითად...
რეალობა კი სულ სხვა იყო:
არანაირი ხიდი ხრამზე არ იყო - ძლიერი წვიმის მერე მოუგლეჯია ადიდებულ ხრამს და წაუღია - ზუსტად წინა დღეს!

ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Posted: 24 ივლ 2011, 23:36
by bavshvi
უძალიანესად მაგარი გასვლა იყო :)
მდინარეში გადასვლა ცალკე სასაუბრო თემაა - ასე ერთგუნდად შეკრული რომ იყოს ქართველი ხალხი ვერანაირი მტერი ვერ დაგვამარცხებს :D


მოუთმენლად ველოდები სურათებს. განსაკუთრებით იმათ სად მე ვარ (თუნდაც გაკვრით :D )



დიდიიიი მადლობა TAMARI-CH.-ს ამ გასვლის ორგანიზებისთვის.

პ.ს. განსაკუთრებული ამდლობა ამინდს რომ პატივი გვცა :)

ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Posted: 25 ივლ 2011, 00:00
by nikolozi
მთავარია მშვიდობით დაბრუნდით!!!
ვა ეს რეები გამომიტოვებიააააა

ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Posted: 25 ივლ 2011, 07:45
by davidiva
ეს გასვლა მართლაც რომ დაუვიწყარი იყო.. მადლობა ყველას :)

ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Posted: 25 ივლ 2011, 08:37
by Archil
Tamari-ch. wrote:სამჯერ ვარ ნამყოფი ფიტარეთში:
პირველად რომ ვიყავით - კინაღამ ბივრილი დაგვეხრჩო
აი დღეს კი - კინაღამ ყველა დავიხრჩვით (ლომის ჩათვლით! ):D

ვინც გამხეცებულ, გადარეულ და ადიდებულ ხრამს დაამარცხებს,
ხრამს, რომელიც არ აჩერებს თავის ზურგზე არცერთ ხიდს და ლეწავს და მიაგორებს ყველაფერს, რაც ეღობება -
10 დან 10 ქულას იმსახურებს!

აი ასეთი ხრამი დავამარცხეთ დღეს!
ყოჩაღ !!!

ვამაყობ თქვენით !!!

თამარიჩ, ისე, ჩვენს შორის დარჩეს და შეეშვი მაგ ფიტარეთს.

რამდენი შენ წახვედი, იმდენი ხიდი წაიღო მდინარემ წინა დღეს და ეგება და არ მიხვიდე და დაუტოვოს მდინარემ ხიდი იქაურებს, ცოდოა ხალხი :lol: :lol: :lol: :lol:

ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Posted: 25 ივლ 2011, 08:50
by L-O-M-I
მშვენიერი გასვლა იყო! ყველამ მიიღო ის რაც სურდათ :) მათ შორის მეც მცირეოდენი ინცინდენტის გარდა :) კარგია რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა!

მადლობა ორგანიზატორს და გასვლის ყველა მონაწილეს!

ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Posted: 25 ივლ 2011, 08:52
by L-O-M-I
ველი წყალწაღებულების ფოტოებს :D

ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Posted: 25 ივლ 2011, 09:01
by Archil
თქვე წყალწაღებულებოოო

წყალწაღებული ლომი დამანახეთ :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Posted: 25 ივლ 2011, 09:11
by L-O-M-I
Archil
გნახავდეი შენ იქ რას იზამდი ახლა რომ ბლატაობ :evil:

ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Posted: 25 ივლ 2011, 09:13
by გვალდა
ვაი-მე! შეჭმული ვარ ნიკაპიდან ქუსლებამდე, ვეღარ ვითვლი რამდენი ნაკვალევია კოღოსი, ორმოცდაათზე მეტი :!:

მაგრამ...

დედოფალი ფიტარეთისთვის ღირდა ეს! ძალიან კარგები, ყოჩაღები ხართ ყველა, ჩემი პლიუსის ჩათვლით, რომელსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა შარში უნდა გახვეულიყო (მთლად ასე მეც არ ველოდი), მაგრამ თამუ, ყოჩაღ!

ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Posted: 25 ივლ 2011, 09:46
by Tamari-ch.
მოკლედ რა იყო თავიდან ...


:)

თავიდან იყო ის, რომ შაბათ შუადღეს ვიყავი ჭუნასთან (წიგნები მივუტანე)
პაპანაქება სიცხეში მივუტანე წიგნები - ოფლი მასკდებოდა სანამ მივედი..
ჰოდა სანამ ჭუნიკომ ნაყინი მაჭამა, ცოტა ვისაუბრეთ და რომ გამოვედი
თავსხმა წვიმა იყო..

ერთი გაფიქრება კი გამიელვა - ხრამი არ ადიდდეს თქო..
მარა მაინც ივლისია, მანამდე სიცხეები ხომ იყო თქო - დავიმშვიდე თავი...


თურმე სულ ტყუილა...

nikolozi
Archil
როგორ მაკლდით! 8 გოგო გადმოდიოდა 3 ტანძიელი ბავშვის (10-14 წლის) და 4 კარველის ბიჭის იმედად... რაღაც მომენტში როცა ხრამი ფეხებში გვიდგაფუნებდა წელამდე მთელი ძალ-ღონით, გამიელვა - წაგვიღებს ახლა გადარეული ხრამი სუყველას თქო... (თან პატარა დათო წუწუნებდა ცურვა არ ვიცი - რომ წაგვიღოს რა ვქნაო..)
:D

ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Posted: 25 ივლ 2011, 09:47
by Archil
L-O-M-I wrote:Archil
გნახავდეი შენ იქ რას იზამდი ახლა რომ ბლატაობ :evil:
რას ვიზამდი და თქვენთან ერთად ვიხალისებდი, თქვენნაირი წყალწაღებული ვიქნებოდი :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

სხვა რა რო?

ისე კი, რამეს მოვიფიქრებდი ;) 8)

ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Posted: 25 ივლ 2011, 09:54
by Tamari-ch.
ასეა თუ ისეა - დილით შევიკრიბეთ ივერიასთან
ჩაწერილებიდან ნაწილი არ მოვიდა
12 კაცი შეგროვდა სამარშრუტოში და ოთხიც ლომისთან
და დავიძარით

მანამდე დღეში 5 -6 ჯერ ვუყურებდი ამინდს, სულ მზე და ღრუბელს აჩვენებდა - ის რაც მოხდა შაბათს წარღვნის სახით ნამდვილად სრული მოულედნოლება იყო - არანაირად არ იყო პროგნოზირებული!
კვირა დღესაც ღრუბელას და მცირე წვიმას გვიჩვენებდა სამი პროგნოზი- მაგრამ საერთოდ არ ყოფილა წვიმა!!!


გზა ტანძიამდე გაუკეთებიათ - სრიალ სრიალით ჩავედით...
ეს ქვეშის ციხე
Image

Image

ტანძიაში რამდენიმე ასეთი, მცირე ზომის საყდარია...


Image

ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Posted: 25 ივლ 2011, 10:10
by Tamari-ch.
Image

Image

დავიძარით ტანძიიდან...
Image

რა ბედნიერი სახეები გვაქვს! ჯერ რა ვიცით წინ რა გველოდება!!!


Image

Image

Image

Image


ეს ლომის ლომი-ჯიპი აპობს ფიტარეთის ლოდიან გზას!
:D
Image

Image

Image

Image

ხრამამდე ვიარეთ მშვიდობიანად 3კმ, მდინარის პირას უკვე ჩასული ლომი დაგხვდა


ჰოდა რომ შევხედე ხრამს...

:shock:

ეს ის ხრამი არ იყო, რომელიც მე ორჯერ გადავაირე მანამდე..

ამღვრეული წყალი მოდიოდა, ფსკერი საერთოდ არ ჩანდა
არადა სადღაც ფონი უნდა ყოფილიყო
სადღაც ყველაზე ნაკლები სიღრმე აქვს ამ ადგილს...

გოგას ნაწერი გამახსენდა - ხიდი არისო ხრამზე -
დავიწყეთ გამოსავლი ძებნა

ოთხმა ბიჭმა შეტოპა ხრამში, ლომიც შევიდა წყალში და ეძებს სად შეიძლება 10 გოგოს გადაყვანა...