ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Post by Tamari-ch. » 25 ივლ 2011, 10:22

დათო ეძებს ფონს...

Image

ლომიც ეძებს ფონს...

Image


აქ უკვე ოთხი კაცი ეძებს ფონს...
:lol:

Image

ამ პოსტზე ანეგდოტი გაამხსენდა "ვეძებთ ლÑŒომის კვალÑŒს..."
:lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
L-O-M-I
იეტი
Posts: 1170
Joined: 02 ივლ 2008, 10:53
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Post by L-O-M-I » 25 ივლ 2011, 10:24

ამ ფოტოზე თუ კარგად დააკვირდებით ჩემი შამილა ჩანს :) ჩემი ეკიპაჟი ავედით ქვეშის ციხეზე და მოვინახულეთ იქაურობა :)

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Post by Tamari-ch. » 25 ივლ 2011, 10:30

ბოლოს ჩასჭიდეს ერთმანეთს ხელები და შევიდნენ ცოტა ღრმად წყალში

Image

:D :shock:


ჰოდა მაშინ მოხდა ზუსტად "ვავა ლომიო!" (როგორც იმ ანეგდოტში არის)

Image


ამიგოს აქ სახეზე ეტყობა რომ რაღაც ალოგიკურს აკეთებდა დანარჩენი სამი კაცი და ვცილობს საღი აზრი გაიტანოს! მარა ლომი რისი ლომია უკან რომ დაიხიოს! მაინც მიიწევენ წინ!

:lol: :lol:

ჰოდა ასე გინდათო - ხრამმა ერთი დაიღრიალა და ოთხივე წაგლიჯა!
ატყდა კივილი ნაპირზე - აბა ფოტოებისთვის ვის ეცალა ასეთ დროს!

კიდევ კარგი უკან ტოტები და პატარა კუნძული იყო - ამიგო ყველაზე მომგებიან პოზიციაში იყო - ეგრევე გამოვარდა ნაპირზე - მარა ცალი ჩუსტი მაინც წაართვა ხრამმა, ლომი და კორნელიუსი დიდ ტოტებს მოეჭიდნენ - აი დათო (პირველი) კი ყველაზე ცუდ დღეში აღმოჩნდა - ზედ ზურგზე აკიდებული ჰქონდა დიდი ზურგჩანთა (არ ვიცი რატომ) ჰოდა იმისი სიმძიმეც დაემატა! და წაიღო ხრამმა!!!!

:shock: :shock:

Image

Image

Image
Last edited by Tamari-ch. on 29 ივლ 2011, 12:15, edited 2 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Post by Tamari-ch. » 25 ივლ 2011, 10:37

ცოტა მარცხნივ რომ გაეტაცა დათო - წაიღებდა დინება

სურათზე რომ მწვანე ტოტები ჩანს - იმას მოეჭიდა და ძლივს გამოვიდა ნაპირზე...


მოკლედ გადარჩა ყველა....

ახლა დაიწყო ბჭობა... რა ვქნათ... გაგვახსენდა ხიდიო გოგამ...

:lol:
მაკომ დარეკა ტანძიაში - ნათესავები ჰყავდა იქ...
მანამდე კი წავედით რკინის ხიდთან და დავიწყეთ იქ ძებნა ხიდის ან გამოსავლის...


აქ ლომი ბედნიერია, რომ დახრჩობას გადარჩა

Image
Last edited by Tamari-ch. on 25 ივლ 2011, 18:14, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Post by Tami » 25 ივლ 2011, 10:41

ეს იყო ყველაზე მრავალფეროვანი კარვული გასვლა,
რომელშიც კი აქამდე მიმიღია მონაწილეობა:
დავიწყეთ ოფროუდით, მერე გადავლახეთ მდინარე,
ვიძრომიალეთ დაბურულ და უღრან ჯუნგლებში,
კოღოებს მოვუწყვეთ ჭეშმარიტად მეფური ნადიმი,
ხულუტის ვიწრო გვირაბებშიც ვიძრომიალეთ
და დაგლეჯილ-დაკაწრულ-ხრამდალეულები დავუბრუნდით მშობლიურ კერებს.
ზემოთ აღწერილმა მე პირად უუუუუუუდიდესი სიამოვნება მომანიჭა და ერთი წუთითაც არ მინანია, აქ რამ წამომიყვანა თქო:)
რაც მთავარია, ყველა მონაწილე კმაყოფილი დარჩა
და ის მიიღო ამ გასვლისგან, რაც უნდოდა.

ახლა მადლობები:
მადლომა თამთას ამ გასვლის ორგანიზებისათვის.
როგორც იქნა დიდი ხნის სურვილი, მენახა ფიტარეთი, ამიხდა:)
მადლობა ლომს შესანიშნავი მძღოლობისა და ჩვენი მშვიდობიანად წაყვანა წამოყვანისათვის.
საბრინაზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ:wink:
ასევე მადლობა ტანძიელ ბავშვებს, ძალიან დაგვეხმარნენ.
და ასევე გასვლის ყველა მონაწილეს, კარგები ხართ :wink:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Post by Tamari-ch. » 25 ივლ 2011, 10:48

Tami
Image


ხიდი ხიდიო...

არის ხიდიო... აბა ხიდიო??

:lol:

ჰოდა ერთი ხიდი არის, კი - რკინა ბეტონის..
:lol:


Image

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Post by Tamari-ch. » 25 ივლ 2011, 11:14

აი ხიდის მეორე ბოლოში რაც არის - იმას არ ვიცი რა ჰქვია სახელად...
:lol:

ჩასასვლელი ნამდვილად არაა...
ერთი ჯოხია მიბმული ხიდზე - ჰოდა ამ ჯოხზე უნდა ჩაბობღდე...

ამ ჯოხზე გოგოები ვერ ჩავლენო

გამოვბრუნდით უკან...

იყო მოსაზრება რომ ალტერნატიულ მარშრუტზე წავსულიყავით - სადმე სხვაგან

Image

გადაწყდა, რომ თუ ხიდს ან ფონს ვერ ვიპოვიდით - წავიდოდით სხვაგან - მაგ ბოლნისში ან კიდევ სადმე....

ამასობაში მოვიდნენ მაკას ახლობლები - ტანძიელი ბიჭები - გიორგი, იაგო
ჰოდა იმ ბიჭებმა გვითხრეს - ისევ იმ ბეტონის ხიდზე უნდა გავიდეთ და იქ არისო ფონიო -

თამაზიმაც დაგვირეკა - აქ მოდით - ერთი ადგილი ვიპოვეთ ცოტა ნაკლებია სიღრმეო..

ისევ გადავძვერით რკინის ხიდზე და ჰოდა იმ ჯოხზე ჩავბობღდით - აი როგორ ჩავბობღდით, ახლაც არ მახსოვს...

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Post by Tamari-ch. » 25 ივლ 2011, 11:23

მოვადექით იმ ვითომდა "ფონს"...
მართალია წყალი არ იყო იქ დიდი, მაგრამ სამაგიეროდ ნაკადი იყო ძლიერი!
გირტყამს ფეხებში და თუ მყარად არ დგახარ უცილობლად წაგაქცევს!
ძლიერი მდინარეა ხრამი!
გავაკეთეთ ჯაჭვი და ასე გადავედით - შუაში კინაღამ გაწყვიტა მდინარის ნაკადმა ეს ჯაჭვი - მაგრამ გავუძელით!

Image

Image

Image

Image

გავიფიქრე, რომ საღამოს უფრო გაგვიჭირდებოდა - ხრამჰესი უშვებს წყალს 4 საათის შემდეგ - ჰოდა ახლა რომ ნაკადია - იმაზე ძლიერი იქნებოდა აუცილებლად!

Image

რა იყო მერე?
მერე იყო ჯუნგლები და აი ეს...

Image

Image


ერთი კუკრიღა და კინკონგი გვაკლდა რა - თორემ ჩამიკიდებული ლიანები, ეკლები, კოღოები - ყველაფერი ჯდებოდა ჯუნგლების სამყაროში!
:lol:
Last edited by Tamari-ch. on 25 ივლ 2011, 23:24, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Post by Tamari-ch. » 25 ივლ 2011, 11:29

Image

მივდივართ ჯუნგლებში, ფეხი გვივარდება ნახევრად ჭაობში, გვესმის გვალდას კივილი - კოღოებთან ბრძოლის ყიჟინა! ერთმანეთს ვეძახით, პერიოდულად ვიკარგებით - ეკლები გვპორჭყნის... "დღეს ჩვენ ყველანი ჯუნგლები ვართ" - აი ეს პონტი იყო რა!

:lol:

Image
Last edited by Tamari-ch. on 25 ივლ 2011, 11:50, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Post by Tamari-ch. » 25 ივლ 2011, 11:34

ბოლო ბოლო გავაგენით და გავედით ფიტარეთის გზაზე!
მანამდე კი გვალდამ მოახერხა, ტოტი ჩაუტყდა და სადღაც ჩავარდა! მერე მეკითხებოდა - ამაზე რთული გასვლა კარვიდან გქონიათო?...

Image

Image

აწი რაღა გვიჭირს!

მითიური ხიდი დარჩა მითად!
არაა ხიდი ხრამზე - მერე მიხვდით რომ რაღაც მორები რომ იყო მდინარეზე გვერდზე გადაგორებული - ის იქნებოდა ოდესღაც ხიდი!

:D
ფიტარეთის გზა - 5 კმ!
მიყვარს ეს გზა!

Image

Image

Image
Last edited by Tamari-ch. on 25 ივლ 2011, 23:25, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Post by ZVIOSULI » 25 ივლ 2011, 11:36

რატომ?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Post by Tamari-ch. » 25 ივლ 2011, 11:39

5 კმ მიდიხარ მწვანე ზღაპარში...

Image

Image


Image

Image

გვალდამ აბჯარი იშოვა! კოღოებისგან დასაცავად!

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Post by Tamari-ch. » 25 ივლ 2011, 11:44

ესეც ჩვენი მაშველები! ტანძიელი ბიჭები!
დავემშვიდობეთ და შევთანხმდით რომ საღამოს შევხვდებოდით ერთმანეთს ხულუტის ციხის ძირში და ისინი კი სოფლიდან თოკს წამოიღებდნენ


Image

Image


ჩვენ კი განვაგრძეთ გზა - წინ ფიტარეთის ზღაპარი გველოდა!

Image

Image

Image
Last edited by Tamari-ch. on 25 ივლ 2011, 23:26, edited 2 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Post by გვალდა » 25 ივლ 2011, 11:49

არ მიშველა ამ აბჯარმა. თავიდან ფეხაბემდე ვარ შეჭმული. ეს იყო გასვლა, სადაც ძირითადად ჩაცუცქულმა და წელში მოხრილმა ვიარე :D ჯერ იმ ლიანებიან მოჯუნგლო ტყეში და მერე ხულუტის ციხეზე :D
სვანეთოლოგი

User avatar
eloiza
ბოდიალა
Posts: 175
Joined: 10 სექ 2007, 07:50
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)

Post by eloiza » 25 ივლ 2011, 11:51

გასვლა იყო ძალიან სახალისო, ექსტრემალური, მრავალფეროვანი....

მონაწილეები იყვნენ განუმეორებელნი და ორგანიზებულები...

ფიტარეთი იყო წარმოუდგენლად ლამაზი....

ხრამი იყო ჩქარი და ეხლა ვხვდები რატომ მტკივა კუნთები :)

კოღოები იყვნენ ბედნიერები ჩვენი ხილვით....

მოკლედ, ყველაფერი იყო ძალიან კარგი და ყველა (კოღოების ჩათვლით) დავრჩით ერთონ ნასიამოვნები

მადლობა ყველას :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]