პირველად რომ ვიყავით - კინაღამ ბივრილი დაგვეხრჩო
აი დღეს კი - კინაღამ ყველა დავიხრჩვით (ლომის ჩათვლით! ):D
ვინც გამხეცებულ, გადარეულ და ადიდებულ ხრამს დაამარცხებს,
ხრამს, რომელიც არ აჩერებს თავის ზურგზე არცერთ ხიდს და ლეწავს და მიაგორებს ყველაფერს, რაც ეღობება -
10 დან 10 ქულას იმსახურებს!
აი ასეთი ხრამი დავამარცხეთ დღეს!
ჯაჭვური, კარვული და გუნდური პრინციპით ვიმუშავეთ,
ერთიანობით გადავლახეთ ადიდებული ხრამი,
მოვიგერიეთ ხულუტის კოღოები,
და ავედით დედოფალ ფიტარეთში!
განსაკუთრებული მადლობა მაკოს ახლობლებს - ტანძიელ ბიჭებს (გიორგის და მის ძმაკაცებს!) -
ისინი დაგვეხმარენ მდინარეზე გადასვლაში და გადმოსვლაში!
აი ასეთი დღე გვქონდა დღეს -
ეს პროლოგად
და დანარჩენი მერე!
თემა გახსნილია!


ფოტო ელოიზას ალბომიდანაა