Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by guruli » 22 ივლ 2011, 11:55

Naia
მთაზე შეფენილი სოფელი ქუმელაურთაა
არ ვიცი, რომელს გულისხმობ, მაგრამ მაგ პოსტში ქუმელაურთის ფოტოები მხოლოდ ბოლოსაა, ზემოდან მერვე ფოტო კი სოფელი ხახაბოა, ომალოს გაღმა, დასავლეთით. ეგეც ძალიან ლამაზი სოფელია. მაგის ტავზე რომ მთებია, იქიდანაც კარგი ხედებია გომეწარზეც და ჭანჭახოვანზეც.

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Iako. » 22 ივლ 2011, 12:03

ნაია, რა კარგად წერ :*
იცი როგორ ვკითხულობ ?! სახეზე სიამოვნების ღიმილი დამთამაშებს...
ამ სილამაზის ხილვა ხომ წინ მაქვს....

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Naia » 22 ივლ 2011, 12:11

ორეთზე ყოფნის დროს ჩვენმა გამყოლებმა ზეზვამ და სოსომ მეცხვარეებთან ბიჭი გააგზავნეს და ცხვრის ხორცი გამოართვეს. მერე დეკა მოჭრეს, კოცონი გააჩაღეს, შამფურები გათალეს და ცხვრის მწვადი შეგვიწვეს :)

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
eloiza
ბოდიალა
Posts: 175
Joined: 10 სექ 2007, 07:50
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by eloiza » 22 ივლ 2011, 12:12

ნაი ამ კვიცს რამე აწუხებდა თუ ისე უბრალოდ წევს???

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by KSOVRELI » 22 ივლ 2011, 12:17

guruli wrote:KSOVRELI
პატოს ტბის
????? ორეთზეა ლაპარაკი?
არა, უბრალოდ წინადადება ვერ დავალაგე კარგა: პატო = პატაპუტინა :D

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Naia » 22 ივლ 2011, 12:49

ტბაზე დიდხანს გავჩერდით. მერე კი იქიდან ფეხით დავეშვით. ციცაბო დაღმართები იყო და გამყოლებმა გვითხრეს, რომ ცხენით დაშვება გაგვიჭირდებოდა.

ქუმელაურთაში მალე ჩამოვედით, მაგრამ უკვე საღამოვდებოდა და შორენამ გადაწყვიტა, რომ ქუმელაურთიდან მანქანით წავსულიყავით დიკლოში (ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო!).

იქვე პიკაპის ტიპის მანქანა დავინახეთ, მძღოლს მოვურიგდით და ძარაზე მოვთავსდით.

მძღოლმა მანქანა ადგილიდან მოწყვიტა და თუშეთის ვიწრო გზებზე გაქროლდა :) თავიდან თავს ვიკავებდით და ხმას არ ვიღებდით, მაგრამ მძღოლმა რომ ძალიან გაუტია და ვიწრო მისახვევ-მოსახვევებს არად დაგიდევდათ და აღმართებისა და დაღმართების გამო ჩვენ ხან პიკაპის ძარის ბოლოში ვეყარეთ და ხან თავში, ხმას ავუწიეთ და ავკივლდით :) თავი 'ამერიკულ მთებზე' გვეგონა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ საიმედოდ ხარ დამაგრებული, აქ კი ხელის ნორმალურად ჩასაჭიდებელიც არ იყო, რომ თავი შეგვემაგრებინა. რა თქმა უნდა, 1 ფოტოც ვერ გადავიღე (ორივე ხელის გაშვება და ძარაზე გადაგორება ერთი იყო :) ომალოში 2 წუთით შევჩერდით, დრო ვიხელთე და მძღოლს მორიდებით შევაპარე: 'ჩვენი კივილი არ გესმით-თქო?" იმანაც "მე მგონია რომ გიხარიათ და იმიტომ კივიხართ, ამიტომ უფრო ვუმატებ სიჩქარესო" :)

შენაკოსთან 2 წუთით გავჩერდით და ეს ფოტოები მაშინ გადავიღე

Image
Image

მოკლედ, რაც ცხენებმა ვერ დაგვაკლეს, იმ პიკაპმა დაგვმართა. დიკლოში რომ შევედით მანქანიდან წელში მოხრილები, დაბეჟილ-დაბეგვილები გადმოვედით და გაჭირვებით წავედით ჩვენი სასტუმროსკენ. მთელი სოფელი თურმე ჩვენზე ხალისობდა. დიკლოში დარჩენილი კარველები თურმე დარდობდნენ, ტბაზე რომ ვერ წამოვიდნენ, მაგრამ ჩვენს დანახვაზე, დარწმუნებული ვარ, გულში გაუხარდათ, რომ არ წამოვიდნენ :)

დიკლოში აი, ასეთი სურათი დაგვხვდა: პერწკლს წინსაფარი აეფარებინა და ხინკლებს ახვევდა, დანარჩენები კი დიასახლისს ეხმარებოდნენ.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Naia » 22 ივლ 2011, 12:49

eloiza wrote:ნაი ამ კვიცს რამე აწუხებდა თუ ისე უბრალოდ წევს???
არა, ისვენებს :)
ნინი_85 wrote:
ნიინ, ძალიან კარგად წერ, აი ისე როგორც ამ თემას შეესაბამება :)

მადლობა ნინ :*
Iako. wrote:ნაია, რა კარგად წერ :*
იცი როგორ ვკითხულობ ?! სახეზე სიამოვნების ღიმილი დამთამაშებს...
ამ სილამაზის ხილვა ხომ წინ მაქვს....
დიდი მადლობა, იაკო :*

სიამოვნება იქ რომ ახვალთ მერე ნახე :) წამოსვლა აღარ მოგინდება. ერთი სული მაქვს კიდევ როდის ვნახავ თუშეთს
Last edited by Naia on 22 ივლ 2011, 13:01, edited 1 time in total.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Naia » 22 ივლ 2011, 13:04

დიკლოში რომ შევედით, კალმიკამ დამირეკა: 'ჩემს მეგობარ მამუკას (გზის გაკვლევაში ვინც დაგვეხმარა) თქვენი გაცნობა უნდა. გაუგია, რომ დღეს საკლავი დაგიკლავთ და მკითხა არ დამპატიჟებენო? :)' რა თქმა უნდა, სიხარულით მოვიპატიჟეთ მამუკა. ვახშამზე რომ დავსხედით, კარგა ხანს არ ჩანდა. გარეთ გამოვედი და მასპინძელს ვუთხარი ასეთ და ასეთ კაცს ველოდებით-თქო. აღმოჩნდა, რომ მამუკა დიდი ხნის ჩამოსული იყო და ჩვენი სახლის გარეთ, მოხუცებთან ისხდა. შიგნით კი არ შემოდიოდა, ერიდებოდა :) ეს რომ ჩვენმა ბიჭებმა გაიგეს, მაშინვე გამოცვივდნენ და სულ ძალის ძალით შემოიყვანეს მამუკა :)

Image
Image

სუფრაზე ბორჯომის ბოთლებში პატაპუტინას პლიუსის, დათოს მიერ გამოხდილი ცეცხლოვანი სითხეა. დავლიეთ თუ არა, ყველა გაღიმებულები დავრჩით და ცეკვა-თამაშის ხასიათზე მოვედით. ლაშამ ფანდური მოიმარჯვა და დაიწყო... :)

Image
Image
Image
Image

ჩვენი მხსნელი მამუკა :)

Image
Image
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Naia » 22 ივლ 2011, 13:18

ვახშმის მერე ნინი-85-მა და შორენამ ჩირაღდნები აანთეს და ყველანი გარეთ გავედით. ულამაზესი სანახაობა იყო, მაგრამ სამწუხაროდ, სიბნელეში გადაღება ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე, ამიტომ ცუდი ფოტოები გამომივიდა.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by guruli » 22 ივლ 2011, 13:21

Naia
დიკლოში აი, ასეთი სურათი დაგვხვდა: პერწკლს წინსაფარი აეფარებინა და ხინკლებს ახვევდა,
აჰა - უყივლა გენმა? :D
ჰო, მართლა - დანოში თუ ავიდა პერწკლი? :roll: :roll: საინტერესო იქნებოდა მისი მისვლა მშობლიურ სოფელში.
პ.ს. ჰუჰ, ფოტოებში რა კოტრები ჩანს! :)
ლაშამ ფანდური მოიმარჯვა და დაიწყო...
დაიმხეთ თავზე დიკლო, ხომ? :D :D
KSOVRELI
არა, უბრალოდ წინადადება ვერ დავალაგე კარგა: პატო = პატაპუტინა
:D :D :D

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Naia » 22 ივლ 2011, 13:25

guruli wrote:Naia
ჰო, მართლა - დანოში თუ ავიდა პერწკლი? :roll: :roll: საინტერესო იქნებოდა მისი მისვლა მშობლიურ სოფელში.
კი, ავიდა, და მისი ფოტოები პირწიგნაკზე დევს. იმედია აქაც ატვირთავს :)

მარტო ჩვენ არ დაგვიმხია თავზე დიკლო :) კოცონთან ადგილობრივებიც შემოგვიერთდნენ და 1-2 სიმღერა იმათაც გვიმღერეს :)

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Naia » 22 ივლ 2011, 13:38

ასე დასრულდა მე-3 დღეს. ბოლო დღეს 11 საათზე დოღი გვქონდა დაგეგმილი. კარაველთა ნაწილმა გადავწყვიტეთ ადრე ავმდგარიყავით და ძველი დიკლო და ნაციხარი გვენახა.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Naia » 22 ივლ 2011, 13:48

დიკლოში დავბრუნდით და დოღის დაწყებას დაველოდეთ. ნელ-ნელა გამოჩნდნენ მედოღეები. მაგრამ 3 კაცზე მეტი არ შეკრებილა. დოღი 1 საათის დაგვიანებით დავიწყეთ და მასში მხოლოდ დიკლოელები მონაწილეობდნენ.

დოღი რომ უკეთ დაგვენახა, სოფლიდან გავედით და შემაღლებულ ადგილას მოვკალათდით.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Naia » 22 ივლ 2011, 13:51

ავედით გორაკზე და ჯერ ნორმალურად არ ვიყავით მოკალათებულნი, რომ ცხენოსნებმაც ჩაგვიქროლეს :) რაღას ვიზამდით, ავდექით და ისევ უკან გამოვემართეთ. სოფლის შესასვლელთან დიკლოელები ალუდით გაგვიმასპინძლდნენ, გამარჯვებულს მატყლი და წინდებ-შებმული ალამი გადასცეს.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Naia » 22 ივლ 2011, 14:02

დოღი დამთავრდა თუ არა, შენაქოელი ცხენოსნებიც გამოჩნდნენ. 2 საათის დაგვიანებით მოვიდნენ და საკმაოდ შეზარხოშებულები იყვნენ :) მასპინძელს ეხვეწებოდნენ 'დოღში ხომ არ მიგვაღებინეთ მონაწილეობა და 1 ჭიქა მაინც დაგვალევინეთო' :)

ნელ-ნელა სუფრა გავშალეთ და ყველა ერთად შემოვუსხედით. ძალიან საინტერესოა თუშური სუფრის წესები და ტრადიციები. ჩვენი თანაკარაველის დათოს, იგივე დიკლო-9-ს შესანდობარი არაერთხელ შევსვით.

Image

აქ ალუდი შემოაქვთ :)

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Last edited by Naia on 22 ივლ 2011, 15:01, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]