Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by guruli » 21 ივლ 2011, 19:30

ნინი_85 wrote: guruli

სოსომ ნამდვილად კარგი მასპინძლობა გაგვიწია, ჩვენი ბარგი ომალოდან წამოიღო ორეთზე მწვადები შეგვიწვა და ცხენების ფულს რომ ვაძლევდი აღებაზე უარი მითხრა, თქვენ ისედაც ამხელა ხარჯები გაწიეთო, კინაღამ გადავირიე, ბოლოს სულ ძალის ძალად შევაჩეჩეთ მე და შორენამ :)

ძალიან კარგი ადამიანია - ყურადღებიანი, გულიანი, პურმარილიანი და სტუმართმოყვარე. თან - უწესიერესი და მშრომელი.
ძმაც მასეთივე კარგი ჰყავს. ის გლდანში ცხოვრობს - VII-ში. კიდევ კარგი, სოსომ შენი გლდანელობა არ იცოდა, თორემ მაშინ დაძალებაც არ გიშველიდათ, საერთოდ არ აიღებდა ფულს. :D

მძღოლი ის იყო ვინც გვირჩიე ირაკლი, ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა, გადასარავად გვატარა თანაც დართლოდან ომალოში ჩვენი ტვირთიც წამოიღო.
თემო ბაშინურიძე. ვისაც მანქანა დაგჭირდებათ, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ. რამდენიმე წლის წინ პატარა მანქანაც ჰყავდა და ახლა არ ვიცი, ისევ ჰყავს თუ არა. ძალიან კარგი კაცია და კარგი ოჯახიც ჰყავს, 3 შვილის მამაა. დიდად მოლაპარაკე რომ არაა, თქვენც შეატყობდით, მაგრამ რასაც იტყვის, მიზანში არტყამს. :) მაგას სუფრასთან, შინაურულ წრეში უნდა უსმინო, ისეთი კვიმატი ენა აქვს. :) იშვიათი მთის კაცია - არც დალევა უყვარს, მით უფრო - თრობა-ლოთაობა და მართლა ძაან დაკვირვებული მძღოლია.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by guruli » 21 ივლ 2011, 19:43

Naia wrote: ჩვენდა სასიხარულოდ სასტუმროს მეპატრონეს აბაზანა ჰქონდა. წყალი გააცხელა და არამარტო თავისი სტუმრები, არამედ ის კარაველებიც მიიწვია შხაპის მისაღებად ვინც მასთან არ რჩებოდნენ :)

თავი სამოთხეში გვეგონა:) ვიბანავეთ, ქონდრის ჩაი დავლიეთ და დასაძინებლად გავემართეთ. მეორე დღეს ორეთის ტბაზე ვაპირებდით ცხენებით ასვლას და ადრე უნდა ავმდგარიყავით.
უჰ, გული ისე გამითბა, თითქოს ჩემზე წერდით - ჯიგრები არიან ჩემი თუშები რააა, ესმით საგანი!!! :D :D
მეც მასე სამოთხეში მეგონა თავი, თუშეთში პირველი ასვლისას დიკლოს ძველი ნაციხარიდან ომალოში დაბრუნებულს. მთელი დღის ცხენზე ჯანჯღარით დაღლილ-დათეთქვილ-დაქექვილს სასტუმროს მეპატრონემ - ნინო არშაულიძემ რომ მითხრა, ცხელი შხაპი ხომ არ გინდაო. :) ვიფიქრე, მომესმა-მეთქი - ეს ახლა არ გვიკვირს თუშეთსი სასტუმრო და კომფორტი, თორემ მაშინ, 2001 წელს მტელ მთაში სულ ორი სასტუმრო იყო და ორივე ომალოში.
მოკლედ, ინტერესით ველოდები ფოტოებს.

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by t.d » 21 ივლ 2011, 21:32

მიხარიხართ.:*

რო ცამოვალ თბილისში ერთი დოღი მოვაწყოთ რა იპოდრომზე.:)))

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by ნინი_85 » 22 ივლ 2011, 09:47

Naia


ნიინ, ძალიან კარგად წერ, აი ისე როგორც ამ თემას შეესაბამება :)



guruli

ირაკლი, სოსოს ძმის ამბები არ ვიცოდი, კიდევ კაი არ უკითხავს თბილისში სად ვცხოვრობ :)


თემურის ნომერი ჩაწერილი გვაქვს, შემდეგ წელს თუ მოვახერხეთ წასვლა ვისურვებდი ისევ მას წავეყვანეთ :)



t.d

გაიხარე თემო, არც ეგაა გამორიცხული :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Naia » 22 ივლ 2011, 10:06

გავაგრძელებ ჩემს რეპორტაჟს.

ჩვენი თუშეთში ყოფნის მე-3 დღეს ორეთზე ასვლა გვქონდა დაგეგმილი. დილით ადრიანად გავიღვიძეთ, ვისაუზმეთ და ცხენებზე შევჯექით. ორეთზე ყველა ვერ წამოვიდა. კარაველთა ნაწილმა წინა დღის ხანგრძლივი და დამღლელი მსვლელობის შემდეგ დიკლოში დარჩენა და ახლომახლო მდებარე სოფლების მონახულება გადაწყვიტა.

მეკო ჯერ ცხენზე შეჯდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და ქსოვრელთან ერთად ფეხით გადაწყვიტა წამოსვლა. ქუმელაურთამდე გიორგი-ბარსას მანქანას გაყვნენ და მერე იქიდან ფეხით განაგრძეს ტბაზე ასვლა.

Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Naia » 22 ივლ 2011, 10:10

შენაქომდე მოკლე ბილიკებით ჩავედით. სოფელში შევედით, ეკლესიას ცხენებით შემოვუარეთ და გზა განვაგრძეთ

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by guruli » 22 ივლ 2011, 10:19

ნინი_85
თემურის ნომერი
ოღონდ თემური არა - თემო, თორემ თემური რომ იკითხო იქ, შეიძლება, ვერც მიხვდნენ, ვისზეა ლაპარაკი. :) სხვატა შორისდ, არც მეტ-სახელი აქვს, რაც თუშებში იშვიათია. :) აი, მაგალითად, ქუმელაურთიდან ომალოში ვინც წაგიყვანათ, მისი მეტ-სახელია "შემზარავი", თუმცა რატომ დაარქვეს ასეთი სრულიად ანტი-მეტსახელი, არ ვიცი.
წოვებმა მომიტევონ, თუ ვინმე მათგანი წაიკითხავს ამ პოსტს (თუმცა რა ვინმე - ჩვენი "თუში+" მაინც ხომ ნახავს) და ჩაღმა-თუშები ერთ წოვა-თუშს "ხარისხიანას" ეძახიან ანუ კარგი წოვააო, რაც დანარჩენი წოვების სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს - ანუ, ჩვენ უხარისხოები ვართო. :)
პ.ს. ჩიღოში გზის დაბნევამ ერთი იდეა მიკარნახა: რაკიღა ეგ ბილიკი ასე პრობლემურია, იქნებ ჯობდეს, სხვა დროს კარაველები დართლო-კვავლოს მაღლა მთებზე ავიდნენ და იქიდან ქედ-ქედ გადავიდნენ დიკლოსაკ? :shock: მე არ ვიცი მთებზე როგორი გადასასვლელებია, მაგრამ წესით, მთის წვერზე ღრმა ქარაფები არ უნდა იყოს. თან არემარესაც ხედავ და ორინტირს არ დაკარგავ და უმთავრესი - ოთხივე მხარეს უყურებ ხედებს! კავკასიონის თოვლიანი მთები ერთი ხელის გაწვდენაზე იქნება. მაქედან (როგორც ადრინდელი დაკვირვებით მახსოვს - მაგ მარშრუტს ვათვალიერებ თუშეთსი ყოველი ასვლისას, ოღონდ მე დიკლოდან მაქეთ წამოსვლა მინდოდა) დიკლოს საჯიხვეებამდე გადახვალ და იმ გორასაც გადაუვლი, სადაც მაგთის ანძა დგას. აი, მაგ ორივე მთიდან მთელი თუშეთი ჩანსო, ამბობენ, გადაღმა კი ქისტთა მხარესაც მიაწვდენ თვალსო.
რა ვიცი, მე მგონი, მთის წვერზე უფრო არ დაიკარგება კაცი, ვიდრე დაბლა, ხეობაში, სადაც შედარებით ბევრი ბილიკია.

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by perwkli » 22 ივლ 2011, 10:21

guruli

არაფერი არაა მანდ დაკარგვადი, იმ ჩიღოელს რომ წესიერად ეთქვა, ჯერ მარცხნივ აიღეთ და ნანგრევებს რომ გაცდებით მარჯვნივ-ო :/
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by pataputina » 22 ივლ 2011, 10:24

ნაია
ველოდები მოუთმენლად ტბის სურათებს

სურათზე მაინც ვნახო დამწყდეს გული თუ არა
რომ
ვერ წამოევდი

: ))
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by guruli » 22 ივლ 2011, 10:29

pataputina
სურათზე მაინც ვნახო დამწყდეს გული თუ არა
რომ
ვერ წამოევდი
ნამდვილად უნდა დაგწყდეს, ის ისეთი ადგილია. ტბას რომ თავი დავანებოთ, იქიდან ისეთი ხედები ჩანს. ან - ის ფიჭვნარი, ის დეკიანები... მოდერ კახას ჰკითხე, ბრიტანელი როგორ აძალებდა მანდ წასვლას - წადი, იქ ისეთი სილამაზე შეგხვდებაო...

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by KSOVRELI » 22 ივლ 2011, 10:40

guruli wrote:იქნებ ჯობდეს, სხვა დროს კარაველები დართლო-კვავლოს მაღლა მთებზე ავიდნენ და იქიდან ქედ-ქედ გადავიდნენ დიკლოსაკ?
ცუდი იდეა ნამდვილად არ არის. მაგრამ როგორ გინდა
დაარწმუნო ამხელა ჯგუფი ამ იდეის უპირატესობაში?!

პატოს ტბის უნახაობაზე გული ნამდვილად არ უნდა დაწყდეს,
ხედები კი ნამდვილად შთამბეჭდავი იყო და აი, ამაზე უნდა დაწყდეს გული.

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Katy » 22 ივლ 2011, 11:20

რა საინტერესო რეპორტაჟია, სურათები-არაჩვეულებრივი.. ვერ მოვწყდი კითხვას.. ველი გაგრძელებას!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by guruli » 22 ივლ 2011, 11:30

KSOVRELI
ცუდი იდეა ნამდვილად არ არის. მაგრამ როგორ გინდა
დაარწმუნო ამხელა ჯგუფი ამ იდეის უპირატესობაში?!
წარმოიდგინე, რა ხედები იქნება მაგ მთებიდან!
პატოს ტბის
????? ორეთზეა ლაპარაკი?

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Naia » 22 ივლ 2011, 11:43

ომალოს მინდვრები. მთაზე შეფენილი სოფელი ქუმელაურთაა

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Naia » 22 ივლ 2011, 11:50

ქუმელაურთაში რომ შევედით, გავჩერდით. ცხენებს უნაგირები მოვხსენით და ცოტა ხნით დავასვენეთ. ჩვენც დავისვენეთ.

სოფლიდან ფეხით გავედით და იქ შევსხედით ცხენებზე. გზის 2/3 გვქონდა გავლილი, რომ წინ გიორგი-ბარსა და მისი მეგობრები შემოგვხვდნენ. გიორგის ჯგუფი იმ დღესვე აპირებდა თბილისში დაბრუნებას. ამიტომ ისინი დილით ადრიანად გავიდნენ და ტბიდან რომ ბრუნდებოდნენ გზაში შევხვდით.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Last edited by Naia on 22 ივლ 2011, 12:01, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]