Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
გზა ძალიან სახალისო იყო. თავიდან ტყით დაფარულ ადგილებში გავდიოდით და მოულოდნელად შემხვედრი ტოტებისთვის თავი რომ აგვერიდებინა ამიტომ ყოველ წუთს გაიგებდით შეძახილს 'დაწექით!'. გზის რაღაც ნაწილი ჩაბუქვნასა და დაწოლაში გავატარეთ რაღაც მანძილის მერე ტყიანი მასივი დამთავრდა და ალპური ზონა დაიწყო და ჩვენი დილის ვარჯიშიც დროებით შეწყდა.
მაკა და ნინი-85
დაფინა
მეკო
მაკა და ნინი-85
დაფინა
მეკო
Last edited by Naia on 21 ივლ 2011, 16:00, edited 1 time in total.
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
მალე ისე გავშინაურდით სატვირთოს ძარაზე, რომ მავთულის თოკზე სარეცხიც კი გავფინეთ. ვინც თუშეთში ნამყოფია, ყველას ემახსოვრება ზედ გზაზე, კლდიდან გადმომავალი პატარა ჩანჩქერი, რომლის ქვეშაც თუ სატვირთოთი მიდიხარ, მშრალად ვერ გაივლი. თუშები ამ პროცესს ხუმრობით 'განათვლასაც' ეძახიან. ჰოდა, დასველებულ ტანსაცმელს გაშრობა ხომ უნდოდა?
ნელ-ნელა მაღლა ვიწევდით და გარემო უფრო მკაცრი და ლამაზი ხდებოდა. ამინდში გაგვიმართლა, ღრუბლიან-მზიანი ამინდი იყო და სიცხეს ძირითადად არ შევუწუხებივართ. მაგრამ ცერზე რომ ავედით, ალაგ-ალაგ ნისლები დავინახეთ.
ეს ჩვენი გერმანელი მეგობარი იანინაა
მოვიხმართ ცეცხლოვან სითხეს
ასეთი ჩანჩქერები გზად ბევრჯერ შეგვხდა
ომალოც გამოჩნდა
ეს ქუმელაურთაა
ომალო
კესელო

კესელოდან ჩამოსულებს რამდენიმე კაცი სატვირთოს ქვეშ შემძვრალი დაგვიხვდა. უცებ გვეგონა, რომ მანქანა დაზიანდა და აკეთებდნენ. აღმოჩნდა, რომ ახლომახლო ჩრდილი ვერ იპოვეს და ამ გამოსავალს მიაგნეს. მალე მათ სხვებიც შეუერთდნენ
კესელოს დავემშვიდობეთ და გზა განვაგრძეთ. გეგმის თანახმად ის ღამე დართლოში უნდა გაგვეთია. ომალოს გავცილდით თუ არა, გზაზე ეს კაცი გადაგვიდგა ამის შემდეგ ქსოვრელი ჩვენ შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად გააგრძელა თუშური მოგზაურობა
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
ომალოს მერე გზა ისევ ტყეში შევიდა და ისევ დაიწყო 'დაწექით!' 'ადექით!' ძახილი. ცოტა ხანში დართლოც გამოჩნდა.
დართლოში საბანაკე ადგილას მივედით, ბარგი ჩამოვიღეთ და სასწრაფოდ კარვების გაშლას შევუდექით. მერე უცებ სუფრაც გავშალეთ. მძღოლი წასასვლელი იყო და არ გვინდოდა მშიერი გაგვეშვა. გემრიელად მივირთვით, ჩვენ მძღოლს ოსტატობა შევუქეთ და დავემშვიდობეთ.
მშვენიერი მზიანი ამინდი იყო. კარაველთა ნაწილმა ბარგი გარეთ დავტოვეთ და ფეხით გავუყევით დართლო-დანო-კვავლოს გზას. რატომღაც საწვიმრები არ წავიღეთ
დართლოს კოშკები. უკან მთაზე სოფ. კვავლო მოჩანს.
დართლოს რომ გავცდით ულამაზესი მდელოები შეგვხვდა. მეკომ მინდვრის ყვავილები დაკრიფა და ასეთი ლამაზი გვირგვინი გააკეთა

Last edited by Naia on 21 ივლ 2011, 16:36, edited 1 time in total.
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
Naia
პ.ს. მაგ კამაზთან მეც რამდენი ტკბილი მოგონება მაკავშირებს! თუმცა ბოლოს ისეთ ფეხზე ჩამომიყვანა მთიდან, მას მერე პირი ვეღარ ვქენი თუშეთისკენ.
არადა, არაა ეგ ომალო, სოფელი ხისოა, თქვენ კი მაგ დროს ფიცრიჭალაში ხართ.ომალოც გამოჩნდა
მაგარი კაცია! იმედია, თავის შთაბეჭდილებებსაც დაწერს.გზაზე ეს კაცი გადაგვიდგა
პ.ს. მაგ კამაზთან მეც რამდენი ტკბილი მოგონება მაკავშირებს! თუმცა ბოლოს ისეთ ფეხზე ჩამომიყვანა მთიდან, მას მერე პირი ვეღარ ვქენი თუშეთისკენ.
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
დანოში ავედით თუ არა, მაშინვე ცამ იჭექა და საავდრო ღრუბლებით დაიფარა. დანოში გასეირნება ვეღარ მოვასწარით. არც საწვიმრები გვქონდა თან, და რაც მთავარია, ჩანთები და ბარგი ღია ცის ქვეშ გვეყარა. ამიტომ, ნაწილი სასწრაფოდ გამოვბრუნდით უკან. კარაველთა ნაწილმა კი მაინც განაგრძო გზა და წვიმის მიუხედავად კვავლოში ავიდა
ყინულივით ცივმა წვიმამ დართლოს შესასვლელში მოგვისწრო. კარვებამდე რომ მივედით მშრალი ადგილი აღარ გვქონდა შერჩენილი მაშინვე კარვებში შევძვერით და გამოვიცვალეთ. საბედნიეროდ, წვიმა 2 საათს თუ გაგრძელდა. გადაიღო თუ არა, გიორგი მეზვრიშვილმა (რომელიც მეგობრის ჯიპით იყო წამოსული) მანქანიდან თბილისში ნაყიდი შეშა გადმოიღო და ცეცხლი გააჩაღა. კარაველთა ნაწილი უკვე დასაძინებლად ემზადებოდა და კარვებში დარჩა. ნაწილმა კი ვერ მოვითმინეთ (ჯერ 9 საათიც არ იყო), გარეთ გამოვეფინეთ და ცეცხლთან სველი ტანსაცმლის გაშრობას შევუდექით
იმ ღამემ მშრალად ჩაიარა, მაგრამ მეორე დილით გავიღვიძეთ თუ არა ისევ დასცხო წვიმამ ამჯერად, 15 წუთიც არ უწვიმია. კარვებიდან გამოვლაგდით, ცეცხლი დავანთეთ და ვისაუზმეთ. ამასობაში მზეც გამოვიდა და ჩვენი სველი კარვები გააშრო. ავიბარგეთ და ბარგი დართლოს ეკლესიასთან ავიტანეთ. შეთანხმებისამებრ, სატვირთოს მძღოლი უნდა მოსულიყო და ჩვენი ბარგი ომალოში ჩაეტანა. ომალოდან კი სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე გადაიტანდნენ და ისე ჩამოგვიტანდნენ. ბარგთან შორენა (კოლონკელიძე), ნათია და მათი მეგობარი დარჩნენ. დანარჩენები კი დიკლოსკენ მიმავალ მწყემსების ბილიკს შევუდექით.

გიორგი-ბარსა და მისი მეგობრები მანქანით მიდიოდნენ დიკლოსკენ. ამიტომ მოგვიანებით აშალეს კარვები. ეს მათი ბანაკია
Last edited by Naia on 21 ივლ 2011, 17:09, edited 1 time in total.
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
ხოოდა მერე
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
ფოტოებზეც ჩანს რომ გზად ნასოფლარები და კოშკები გვხვდებოდა. ჩავუარეთ მწყემსების ბინებსაც, საიდანაც გააფთრებული ძაღლები გამოგვედევნებოდნენ ხოლმე და სანამ თვალს არ მივეფარებოდით გვიყეფდნენ.
მალე ჩიღოშიც შევედით. ძალიან ლამაზი სოფელი იყო, მაგრამ ჯერ-ჯერობით ცარიელი. აგვისტოს დასაწყისში გაივსება აქაურობაო, გვითხრეს.
მალე ჩიღოშიც შევედით. ძალიან ლამაზი სოფელი იყო, მაგრამ ჯერ-ჯერობით ცარიელი. აგვისტოს დასაწყისში გაივსება აქაურობაო, გვითხრეს.
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
ჩიღოში ვისადილეთ და წყლის მარაგი შევივსეთ. სოფლის შუაგულში პატარა სასტუმრო იყო და მის მეპატრონეს გამოველაპარაკეთ. გზა კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ. გვითხრა, გზა განაგრძეთ, მერე ქვა შეგხვდებათ სადაც ბილიკი ორად იყოფა. ქვემოთა მიმართულება აიღეთ და მდინარემდე ჩახვალთო. იქ ხიდი დაგხვდებათ, გადაივლით და დიკლის მთის აღმართსაც შეუდგებითო.
როგორც ჩანს, მისი ნათქვამი არასწორად გავიგეთ. მცდარ ბილიკს დავადექით, უსაშველო დაღმართი ჩავიარეთ და მდინარეზე გადებული ეს ხიდი რომ დავინახეთ, ჩავთვალეთ რომ სწორად მივდიოდით:)
როგორც ჩანს, მისი ნათქვამი არასწორად გავიგეთ. მცდარ ბილიკს დავადექით, უსაშველო დაღმართი ჩავიარეთ და მდინარეზე გადებული ეს ხიდი რომ დავინახეთ, ჩავთვალეთ რომ სწორად მივდიოდით:)
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
ხიდს რომ მივუახლოვდით, ნირი წაგვიხდა ფიცრები საეჭვოდ იყო მორყეული და მდინარე კი ისეთი სიჩქარით მოდიოდა, რომ მისი გადალახვა სიგიჟის ტოლფასი იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავმჯდარიყავით და ისე გადავსულიყავით ერთადერთი აკომ და მერე დათომ გარისკეს ფეხზე დამდგარი გადასულიყვნენ მათ შემყურეს მეგონა, რომ საშინელებათა ფილმს ვუყურებდი. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ეს ყველაფერი ფილმში კი არადა ცხადში ხდებოდა
[url=http://www.radikal.ru][img]
საბედნიეროდ, ხიდი ყველამ მშვიდობით გადავლახეთ და მდინარის მეორე ნაპირზე გავედით. მაგრამ მდინარის მეორე ნაპირზე ბილიკი გაქრა ნინი-85-მა შორენას დაურეკა და თხოვა მის გვერდით მყოფი თუშებისთვის გზა ეკითხა. იმათაც გვითხრეს, ხიდიდან რომ გადახვალთ ბილიკი მარჯვნივ ადისო. (როგორც აღმოჩნდა, მართლები იყვნენ ოღონდ, ჩვენ სხვა ხიდზე გადავედით და შესაბამისად ბილიკსაც ვერ ვხედავდით. ბილიკის ნაცვლად იქაურობა დიდი ბალახით იყო დაფარული. ჩვენც დავუჯერეთ მათ რჩევას და მარჯვენა მხარე ავიღეთ. ეკლებსა და ჭინჭრებში საშინლად დავიკაწრეთ და დავისუსხეთ. მაგრამ ამას არავინ დაგიდევდათ მალე ბილიკისმაგვარი რაღაც გამოჩნდა, გავყევით, მაგრამ 50 მეტრის მერე მდინარის სილიან ნაპირს მივადექით. როგორც ჩანს, იქაურობა მდინარეს დაეტბორა, რადგან აღარც ბილიკი ჩანდა და იქაურობა მდინარის მოტანილი ხეებით იყო დაფარული.
ნიკოლოზმა გვითხრა არ გავშლილიყავით ტყეში და ბილიკი გვეძებნა. ხეებში გზას გაჭირვებით მივიკვლევდით. და როცა დათვის ნაკვალევი და შემდეგ ბუნაგის მსგავსი რამ დავინახე ტელეფონს ვეცი და კარაველებისთვის ნაცნობ თუშ კალმიკას (იგივე დათოს) დავურეკე დათომ დაახლოებით ამიხსნა გზა, მაგრამ მაგ ბილიკზე დიდი ხანია არ ვყოფილვარ და შეცდომაში რომ არ შეგიყვანო, ჩემი დიკლოელი მეგობრის ნომერს მოგცემ. მეცხვარეა და ეგ გზა კარგად იციო. დავურეკე დათოს მეგობარ მამუკას. რომელმაც ჩიღოს ბოლოში დაბრუნება გვირჩია, რადგან ბილიკი ჩიღოდან გამოსვლის მერე აგვერია.
ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ის საშინელი ხიდი უკან უნდა გადმოგვევლო! სხვა რა გზა გვქონდა. ისეთივე მეთოდით გადმოვედით ხიდს და შევუდექით უსაშველო აღმართს.
ჩიღოში რომ ავედით, აღმოჩნდა, რომ ჩასვლა-ამოსვლაში და ხიდზე გადასვლა-გადმოსვლაში 3 საათი დავკარგეთ. თან წყლის მარაგიც გვითავდებოდა.
მამუკას და კალმიკას დახმარებით სწორი ბილიკი ვიპოვეთ და გზას დავადექით. მალე დაპირებული ხიდიც გამოჩნდა და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ხიდის მერე 1 ბილიკი ადის და შეუძლებელია, რომ იქ დაიკარგოს ადამიანი.
ბილიკი დიკლოს მთაზე ადის. ეს არის ერთი დიიიდი და დაუსრულებელი აღმართი. რაც უფრო მაღლა მივიწევდით, აღმართი უფრო და უფრო ვერტიკალური ხდებოდა

ძალიან დაგვღალა დიკლოს აღმართმა. გზა არადა არ თავდებოდა ჩვენ კიდევ გზის არევის გამო დიდი ენერგია დავკარგეთ და ლამის ყოველ 2-3 მეტრში ვჩერდებოდით და სულს ვითქვამდით. აღმართს რომ შევუდექით, უკვე საღამოვდებოდა. ქსოვრელი გვაჩქარებდა. 9-ზე ბნელდება, საშინლად ცივა და ბალახსაც ცვარი ედებაო. ძალიან გვინდოდა აჩქარება, მაგრამ არაქათი აღარ გვქონდა ქსოვრელი ყველანაირად ცდილობდა ჩვენს გამხნევებას. ცდილობდა ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოეხდინა ჩვენზე, გთხოვდა გამოგვერთო ჩვენს ტვინებში ადამიანები და გადავქცეულიყავით ცხოველებად მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა როგორც ჩანს, ჩვენში არსებული ცხოველებიც ძალიან დაღლილები იყვნენ
არ ვიცი, რამდენ ხანს ავდიოდით ამ აღმართზე, მაგრამ მწვერვალზე რომ ავედით მზე თითქმის ჩასული იყო. დიკლო უკვე ბინდში ეხვეოდა. მაინც მოვასწარით და დღის სინათლეზე დავხედეთ დიკლოს ეს იმ დღეს გადაღებული ბოლო კადრია
დიკლოს მთიდან დანახული დიკლო
არ ვიცი, რამდენ ხანს ავდიოდით ამ აღმართზე, მაგრამ მწვერვალზე რომ ავედით მზე თითქმის ჩასული იყო. დიკლო უკვე ბინდში ეხვეოდა. მაინც მოვასწარით და დღის სინათლეზე დავხედეთ დიკლოს ეს იმ დღეს გადაღებული ბოლო კადრია
დიკლოს მთიდან დანახული დიკლო
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
მთის წვერზე ასულებს ჩვენი მასპინძლის, ლეონკე პაპას მიერ გამოგზავნილი მწყემსი დაგვხვდა. ცოტა შევისვენეთ, ფანრები მოვიმარჯვეთ და დაღმართზე დავეშვით. ბილიკი ტყეზე გადიოდა. მწყემსმა ცოტა ხანს იარა ჩვენთან ერთად, ბილიკზე დაგვაყენა, დაგვემშვიდობა და ისევ უკან აბრუნდა. ჩვენ კი სიბნელეში განვაგრძეთ გზა.
მთელი ამ ხნის მანძილზე ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა. წამდაუწუმ მირეკავდნენ კალმიკა და მამუკა. მხოლოდ მაშინ დამშვიდნენ, რომ გაიგეს სოფელს მივუახლოვდით. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გურულს და არჩილს (დაკოტას), რომელთაც რჩევები არ დაიშურეს და არჩილმა რუკაც კი გადმოგვიგზავნა ფოსტაზე (საბედნიეროდ 3G თითქმის ყველგან იჭერდა და ინტერნეტში შესვლის საშუალება გვქონდა).
სოფელთან მისულებს გიორგი-ბარსა და მისი მეგობრები დაგვხვდნენ. გზად კოცონი დაენთოთ და თბებოდნენ. ხანმოკლე დასვენების შემდეგ გზა განვაგრძეთ და რამდენიმე წუთში ჩვენი მასპინძელიც შემოგვეგება. დიკლოში უკვე გველოდნენ შორენა და მისი მეგობრები. ომალომდე სატვირთოთი ჩასულან და იქიდან ტრანსპორტი რომ ვერ იშოვეს, ცხენები აიყვანეს და ჩვენი ბარგი ისე ამოიტანეს დიკლომდე. ბარგი ავიღეთ და ნაწილი ლეონკე პაპას სახლში, ნაწილი კი (მე, მეკო, დაფინა, გიორგი-ბარსა და მისი მეგობრები) სასტუმროში დავბინავდით. ჩვენდა სასიხარულოდ სასტუმროს მეპატრონეს აბაზანა ჰქონდა. წყალი გააცხელა და არამარტო თავისი სტუმრები, არამედ ის კარაველებიც მიიწვია შხაპის მისაღებად ვინც მასთან არ რჩებოდნენ
თავი სამოთხეში გვეგონა:) ვიბანავეთ, ქონდრის ჩაი დავლიეთ და დასაძინებლად გავემართეთ. მეორე დღეს ორეთის ტბაზე ვაპირებდით ცხენებით ასვლას და ადრე უნდა ავმდგარიყავით.