Page 1 of 4

მთიანი და ზღვიანი აჭარა__15-17.07.2011

Posted: 19 ივლ 2011, 11:48
by meleksa
1. რეგიონი:
აჭარა

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-გოდერძის უღელტეხილი-ხულო-ბათუმი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
3 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
ტრანსპორტი 600 ლარი (გაიყო 16 მონაწილეზე)

6. მონაწილეთა რაოდენობა
წამომსვლელთა სია:
1.მელექსა
2.მელექსა+
3.მელექსა+
4.ლადო მელექსიშვილი
5.მოდური ილია
6.მთაშენკა
7.ქეთო
8.თეო ტირე :)
9.თამუნა გახოკიძე
10.kappa
11. გოგოლა
12.idler
13.ვენტო :) (ყველაზე მეტი გვაცინა :) )
14.ლიბრა
15.ვანსკი
16.დოლიძელი

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
მელექსა

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
დასახლებული პუნქტებია ყველგან

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
დაახლოებით 800კმ ჯამში

10. ფეხით გავლილი მანძილი:
მაქსიმუმ 15 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ჩახედეთ ტურისტულ რუკას და თავად გადაწყიტეთ რას ნახავთ :)

12. საბანაკე ადგილები:
ორინციპში საბანაკე ადგილების პრობლემა არ არის...

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ბევრი და ბევრზე ბევრი :)

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
განსაკუთრებული არაფერი, ჩვეულებრივად

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ზაფხული და მგონი შემოდგომაც ძალიან ლამაზი იქნება

16. რისკები, საფრთხეები:
ენვეროლოგია ფეხს იკიდებს აქაც :)

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს
არის პატარ-პატარა ციხეების ნანგრევები, ეკლესიების ნანგრევებიც, შეიძლება მეჩეთების ნახვაც

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
თითქმის ყველგან იჭერს მაგრამ შეფერხებით

19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
9 ბალი :)

მთიანი და ზღვიანი აჭარა__15-17.07.2011

Posted: 19 ივლ 2011, 11:49
by meleksa
მადლობა ყველას ულამაზესი და უხალისიანესი გასვლისთვის, ისეთი კმაყოფილი ვარ მხრები მეწვის მზისგან :lol: :lol:

მთიანი და ზღვიანი აჭარა__15-17.07.2011

Posted: 19 ივლ 2011, 11:51
by CheLo
მოკლე აღწერა:

ეს დაუვიწყარი მოგზაურობა იმით დაიწყო რომ გამეღვიძა გათენების 6 საათზე და ისე გამოვრბოდი მეთქი არ დავაგვიანო თქო რომ, წინდების ჩაცმა მხოლოდ და მხოლოდ დელისის მეტროსთან მიახლოებისას მოვასწარი : ) მაგრამ ჯერ სად ვიყავი.. ანუ როგორც მერე გამოჩნდა არც ყოფილა საჭირო უკანალზე წიხლების რტყმით სირბილი. რომ მივედი კარველების უმეტესობა უკვე რედისონ ლურჯ ივერიასთან იწონიდა თავს. ჩემდა გასაკვირად ამ უთენიას იქ სკოპ-სკოპი და თამუნა_გუდარეხი დამხვდა რომლებმაც არ დაიზარეს ჩვენი გაცილება. მე მინდოდა რამე ორიგინალური წამეღო ლაშქრობაში ხოდა მეზობლის ბავშვს წავართვი ბამბიქტონი და როგორც აღმოჩნდა ტყუილად არც წამიღია.. სანამ ერთი ჩვენი უსაყვარლესი მოლაშქრე მოვიდოდა 2 საათის დაგვიანებით მანამდე გახურებაც მოვასწარით და დაღლაც. გახდა თუ არა 9 საათი ჩავსხედით ზვიადის მამის მინიბუსში და გავეშურეთ აჭარისკენ.

გზა მართალია ძალიან გრძელი იყო და საშინლად ცუდი სასიარულო მაგრამ მოდერმა ილიამ და მელექსამ იმდენი გვაცინეს ვერც კი ვიგრძენი ისე ჩავედი ბეშუმში. ამ დროს უკვე 3 საათი იყო და ძალიან ცხელოდა. დავათვალიერეთ მთიანი აჭარა და დავტკბით ხულოელი მოსახლეობის შრომისმოყვარეობით (როგორ გავიგე ბეშუმში მხოლოდ ზაფხულში ცხოვრობს უმეტესობა რადგან, ზამთარი მძიმე იცის და გზებიც იკეტება) შემდეგ ბეშუმიდან უკან დავბრუნდით და გავემართეთ მწვანე ტბის სანახავად და სავარაუდოთ იქვე დასაბანაკებლად. გზა ისეთი ცუდი იყო ფეხით სიარული მიჭირდა, ყველა კენჭი მე მესობოდა ამიტომ ბარგი მინიბუსში დავტოვეთ და იმ 7 კმ ყველამ ფეხით ვარჩიეთ გაგვევლო. გზაში საოცარი რამ მოხდა ალბათ ბევრ თქვენთაგანს ნანახი ექნება მაგრამ მე პირველად ვნახე. მეგონა ღრუბლებში დავდიოდი თავი კი შარდის ბუშტიანი ზევსი მეგონა : ) ანუ ნისლი ისე წამოვიდა ამ სიცხეში რომ წინ აღარაფერი ჩანდა მხოლოდ გზის რამოდენიმე მეტრი და სასიამოვნო სიგრილესაც ვგრძნობდი, თან მაშინებდა ეს ამბავი რადგნა წვიმის წინაპირობა იყო. რომ მივედით მწვანე ტბაზე 15 წუთის ინტერვალში ყველა კარველი მოვიდა და ამ დროს ამოვარდა საშინელი ქარი და ზედ წვიმაც მოჰყვა. მე ჭკუა კიდე ვერ ვისწავლე და ეგრევე ვეცი კარავს და გავშალე რაც ძვირად დამიჯდა. ქარმა ჯოხი გადამიმტვრია რომელშიც ის რეზინა გადიოდა და კარავი თავზე ჩამომეფუშა : ) სანამ წვიმდა ბავშვები ჰაერჩახუთურ მინიბუსში იჯდნენ მე კი შევძვერი კარავში და ისე გემრიელად ჩამეძინა რომ წვიმის გადაღების ამბავიც ვერ გავიგე. მსჯელობის შემდეგ მელექსამ გადაწყვიტა მწვანე ტბაზე აღარ დავბანაკებულიყავით და გზა გაგვეგრძელებინა რადგან მოსალოდნელი იყო იგივე ამინდი და ძალიან გაგვიჭირდებოდა. სხვა რა გზა მქონდა ავალაგე ჩემი ხეიბარი კარავი და გამოუყევი იმ 7 კმ-იან გზას რითიც მოვედი. გზაში ჯიპით მომავალი აცაბაცა, მონადირე და მარმენიო შემოგვდნენ და გვითხრეს რომ ჩვენ წავსულიყავით და ხვალე შეგხვდებოდნენ (ისინი მწვანე ტბასთან დაბანაკდნენ) ბოლო კარველი რომ მოვიდა 9:30 იყო და უკვე ბნელოდა. გაუყევით ხულომდე გზას იმ იმედით რომ სადმე კარგ საბანაკე ადგილს ვნახავდით და გოდერძის უღელტეხილის ძირში ვნახეთ კიდევაც გაჩერება და ტრიალი მინდორი. ჩემ სიხარულს საზღვარი არ ქონდა კარვის გაშლა რომ არ მომიწევდა, ეგრევე ვეცი ქვეშაგს და საძილეს და ჩემი ადგილი დავიკავე გაჩერებაზე. ნუ შემდეგ ვისაუზმეთ და რაც იქ ვიბოდიალე და ვიბაცნე არ მოვყვები თუ სურვილი აქვს სხვამ მოყვეს : ) ერთი სიტყვით ვიმხიარულეთ გათენების 2 საათამდე და დავიძინეთ. ამით დასრულდა პირველი დღე.

ხო კიდე მინდა ავღნიშნო რომ მინდორში აქლემის ხელა კოღოები დაფრინავდნენ და უკვე აღარც გამკვირვებია საძილეშიც რომ მოახერხეს ჩემი დაკბენა.. (ალბათ საოცრად გემრიელი სისხლი მაქვს ყველა გასვლაში რეკორდს რომ ვხსნი სისხლის წოვაში). როგორც კი გათენდა მზემაც გამოანათა და არც ქარმა დაიზარა მოსვლა. ვისაუზეთ და ავბარგდით. უზომოდ გახარებული ვიყავი რადგან მეორე დღეს უკვე აჭარაში დაბანაკება და ზღვაზე ცურაობა გველოდებოდა. ჯერ გავემართეთ სოფელ ყანჩაურში სადაც სხალთის მონასტერი ვნახეთ, შემდეგ გზაზე ნამდვილი ბათუმური ლუდიც დავაგემოვნეთ და მთიდან ჩამოსვლისას თამარის ხიდს რომ ეძახიან მასეთ ხიდზეც ვიპოზიორეთ რომელსაც ფურტიოს ხიდი ერქვა. ლაშქრობის უმეტესობა უკვე ვეღარ ვითმენდით ისე გვინდოდა შავ ზღვაში ბანაობა და მელექსას რამოდენიმე ადგილზე მისვლა გადავაფიქრებინეთ რადგან დიდი არაფერი იყო სანახავი ნანგრევების მეტი და თითონ ხულოელებმაც გვირჩიეს ტყუილა ბენზინის წვააო. შემდეგ გზაზე ფურტიოს მსგავსი ხიდი ისევ შემოგხვდა სოფელ დანდალოში და რა გასაკვირია ამას დანდალოს ხიდი რომ დაარქვეს. : ) ამ დროს უკვე მოგვშივდა და გადავწყვითეთ ჩანჩქერზე მივსულიყავით რომელიც სოფელ მახუნცეთში იყო. არ ვიცი ადრე რა ხდებოდა ამ ადგილზე მაგრამ ახლა რესტორანი იყო გახსნილი და რესტორნის შეფს ნამდვილად არ ესიამოვნა თავის ტერიტორიაზე 20 მშიერი ტურისტის შემოსვლა საკუთარი საჭმლით : )))) ისიც კი გვითხრა ეს ჩანჩქერიც ჩემიაო და ირგვლივ ის მთებიცო : ))) ამ დროს ყველზე ნაკლებად იმ ქონიანის საუბარი გვაღელვებდა, გამოვიცვალეთ და ჩანჩქერში მოვადინეთ ბრახვანი. ვიცურავეთ წყლის მასაჯებიც მივიღეთ და წამოვედით. სანამ მინიბუსში ავიდოდით აცა კვლავ გადაგვეყარა გზაზე მაგრამ კვლავინდებურად არ გამოგვყოლია.
6 საათი იყო უკვე კვარიათში რომ ჩავედით და ამინდი კარგს არაფერს გვიქადდა. მოღრუბლული იყო და მზე საერთოდ ვერ ასხივებდა. მე, ლადომ და თეომ ამას არ მივაქციეთ ყურადღება და ადიდებულ ზღვაში შევარდით სადაც ტალღებმა გვარიანად გვცემა და სალესი ქვასავით გაგვლესა ქვებზე. გული არ მქონდა ნაჯერი ბანაობით როდესაც წვიმა წამოვიდა და გაგვიფუჭა ყველას განწყობა. ყველანი ისევ გამოვიკეტეთ მინიბუსში და უყურებდით შურიანად ზღვას და ტალღებს. ამ დროს უცებ გზის მეორე მხარეს ჩვენი თემო დეისაძე გაჩნდა და ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ქონდა რადგან თ.დ. ცოცხალი ენერგია საოცრად მხიარული ადამიანი და ძალიან მაგრად გვიყვარს.
წვიმა ამ საღამოს გადაღებას არ აპირებდა ჩვენ კი სასურველი საკარვე ადგილები ვერ ვნახეთ და გადავწყვიტეთ გზა გაგვეგრძელებინა. თემო დაგვპირდა ბათუმში ვიცი კარგი ადგილები საკარვედო. ბათუმში რომ ჩავედით საოცრად აჟიტირებული ვიყავი უცებ შევიგრძენი ენერგო ქალაქის სიცოცხლის სურნელი. ირგვლივ ყველაფერი განათებული იყო, ქუჩაში აჭარული ხაჭაპური სუნი იდგა მაგნოლიების ესენციით : ))) ცოტახანი ვითათბირეთ და წავედით თემოს დაპირებულ ადგილზე სადაც კაციშვილი არ ტრიალებდა პოლიციელების გარდა. ანუ თუ ვინმე ნამყოფია ამ ბოლო დროს ზღვაზე ადვილად მიხვდება.. ძველი ბულვარი რომ მთავრდება და ახალი იწყება.. იმ უკაცრიელ ადგილას სადაც გადათხრილია ყველაფერი. სანაპიროზე მაგარი ქარი ქროდა და ისევ გამიფუჭდა ხასიათი რადგან კარავს ასეთ ქარში ვერ გავშლიდი. ამ დროს დავინახე პოლიციელი ჩვენსკენ მომავალი და შევეგებე. მან ძალიან თავაზიანად აგვიხსნა რომ აქ კარვის გაშლა არ შეიძლებოდა და მას საყვედურს მისცემდნენ. და ალტერნატიული ვარიანტი გვანახა გზის მოპირდაპირე მხარეს ყინულის მოედნის ეზოში. ამ გრძნობას ვერ ავღწერ როგორ უცებ შემეცვლა ხასიათი და კვლავ მხიარული განწყობა დამიბრუნდა. ძალიან კარგი საბანაკე ადგილი იყო და ქარი სულ არ ქროდა. სკოჩის მეშვეობით გავშალე ჩემი კარავი და ახლა 10 საათზე ხო არ დავიძინებდით? გავაჩერეთ 3 ტაქსი და 15 კაცი გავემართეთ ბათუმის ბულვარისკენ. შემდეგ კვლავინდებურად ვიმხიარულე ილოს და აცას საუბრით და აჭარულიც დავაგემოვნე. (ძალიან სასაცილო იყო ილო როლებში შევიდა ვითომ მთვრალი იყო და მიმტან გოგოს რომელსაც მაიკო ერქვა არშიყი დაუწყო : ))) ) რომ მივირთვით ყველაფერი უკან დასაბრუნებლად ტაქსის მომსახურეობა აღარ ვინებეთ და გადავწყვიტეთ სანაპიროდან მივსულიყავით კარვებამდე. ეს გზა კი როგორ პოლიციელმა მითხრა 8 კმ იყო. მე კიდე ჩამეცინა 8 კმ რა არის, 8 კმ კი არა 52 მივლია თქო. აი აქ კი შევცდი ; )) საშინელებაა ზღვის სანაპიროზე სიარული.. ანუ იმ ლამაზად დაგებულ უცნაურ ნივთიერებაზე სიარული.. ზემოდან მოგეჩვენება ხე არისო მაგრამ არც ამორტიზაცია აქვს, ძალიან ცივია და ერთი სიტყვით რთულია სიარული.. მიდიხარ მიდიხარ და გზა არ მთავრდება. გათენების 4 საათი იყო ახალ ბულვარს რომ მივადექი და საოცრად დაღლილი შევძვერი კარავში და დავიძინე. ასე დამტავრდა 2 დღე.

დილით 8 საათზე გამოგვეღვიძა ყველას. ჩემ კარავში მე გოგოლა და თ.დ ვიწექით და ისეთი სიმხურვალე იყო დუჟი გაგვდიოდა მთელ ტანზე : )) ამ დროს როცა ყველამ გადავწყვიტეთ ბათუმის სანაპიროზე გასვლა მე გამახსენდა რომ ჩემი საცურაო შორტი მინიბუსში დამრჩა და მძღოლი არ ჩანდა.. ჩემდა საბედნიეროდ ბათუმში კარგად არავის უბანავია როგორ ყოველთვის წყალი იყო საშინლად ბინძური და გადავწყვიტეთ მწვანე კონცხზე წასვლა. 1 საათის დაგვიანებით ზვიადის მამაც მოვიდა თურმე ჩვენ გვეძებდა ; )) და წავედით ბოტანიკური ბაღის მიმართულებით. ვიბანავეთ კარგად და მზეც მიუშვირეთ ზურგები. მე სახარჯე სულ 20 ლარი მმქონდა ზედმეტი და იმის იმედი აღარ მქონდა რომ, მეორე დღესაც რამეს შევჭამდი და ამიტომ არ გავყევი ბავშვებს კაფეში.. მე და გოგოლა საშინლად მშივრები უმზერდით სიმინდის ტაროს რომელიც უკვე ნაჭამი და გამხმარი იქვე ეგდო და ვფიქრობდით რომელი დაასწრებდა თან გვერიდებოდა.. : )) ამ დროს ბავშვებმა სუროპრიზი გაგკვიკეთეს და ლიკამ ერთი დიდი იმერული მოგვიტანა. <3 <3 <3 ეს იმხელა სიამოვნება იყო რომ არ ვიცი .. როცა არ ელოდები და უცებ... შემდეგ 3 საათი მზეს ვეფიცხებოდით დიდი ხიდიდანაც ვიხტუნავეთ და გამაოცა თეოტირეს მამაცობამ რომელიც 10 მეტრის სიმაღლიდან წყალში გადახტა ბიჭების მსგავსად : ) 6 საათზე კი თბილისისკენ გამოვემგზავრეთ. მელექსა და ილო აჭარაში დარჩნენ მონადირემ და მარმენიომ კი მათი ადგილები დაიკავეს მინიბუსში. მომავალ გზაზე მინიბუსში ვითამაშეთ ბევრი რამ, ძალიან მცხვენია ამის აღიარება მაგრამ ვანსკის ძუძუზე და ქეთოს ფეხის თითებზე მომიწია კოცნა : )) მიხვდით უკვე რაც ვითამაშეთ ალბათ : ) თბილისში 11:45 წუთზე ვიყავით.

ეს იყო უმაგრესი გასვლა და ქეთოსი არ იყოს მელექს მეც მევასება : )) მადლობა რომ ასეთ მაგარ გასვლას გაუკეთე ორგანიზება.. იმედია ყველაფერი ვთქვი და არაფერი გამომრჩა.. თუ გამომრჩა და თქვენ დაამატეთ.

მთიანი და ზღვიანი აჭარა__15-17.07.2011

Posted: 19 ივლ 2011, 12:04
by dolidzeli
WenTTo wrote:მოკლე აღწერა:
რაგაც მოკლე აღწერას არ გავს :D :D D: D:

მთიანი და ზღვიანი აჭარა__15-17.07.2011

Posted: 19 ივლ 2011, 12:05
by Archil
WenTTo

აღწერისას რაღაცა მომენტს რომ მორჩებ, ახალი პოსტით გაგრძელე. ამსიგრძე გადაბმული მონათხრობის წაკითხვა რთულია.

მთიანი და ზღვიანი აჭარა__15-17.07.2011

Posted: 19 ივლ 2011, 12:09
by meleksa
WenTTo

ძირითადი მოყევი უკვე და მეტი კონკრეტიკა არგვინდა, ინტიმური დეტალები არ ხმაურდება :lol: :lol:

მთიანი და ზღვიანი აჭარა__15-17.07.2011

Posted: 19 ივლ 2011, 12:10
by meleksa
Archil wrote:WenTTo

აღწერისას რაღაცა მომენტს რომ მორჩებ, ახალი პოსტით გაგრძელე. ამსიგრძე გადაბმული მონათხრობის წაკითხვა რთულია.
პირიქით, ასე უკეთესია :) ვისაც ეზარება ნუ წაიკითხავს და გამოტოვებს ასეთი "მოკლე აღწერის" წაკითხვის სიამოვნებას :D :D :D

მთიანი და ზღვიანი აჭარა__15-17.07.2011

Posted: 19 ივლ 2011, 12:13
by Archil
სკოჩის მეშვეობით გავშალე ჩემი კარავი
ეხლა გადაიკითხე და მიხვდი, რა დაწერე :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

მთიანი და ზღვიანი აჭარა__15-17.07.2011

Posted: 19 ივლ 2011, 12:19
by CheLo
სხალთის მონასტერი
Image
Image
Image

იქვე გზაზე ბათუმური ლუდიც დავაგემოვნეთ
Image
Image
Image

ფურტიოს ხიდი
Image
Image
Image
Image

მთიანი და ზღვიანი აჭარა__15-17.07.2011

Posted: 19 ივლ 2011, 12:25
by CheLo
დანდალოს ხიდი
Image
Image
Image
Image
Image

ზვარეს ეკლესია
Image

მახუნცეთის ჩანჩქერი
Image
Image
Image
Image

მთიანი და ზღვიანი აჭარა__15-17.07.2011

Posted: 19 ივლ 2011, 12:25
by qvevri
meleksa

Image
ამ სურათში ხელში რა გიჭირავს? :shock: :shock: :shock:

მთიანი და ზღვიანი აჭარა__15-17.07.2011

Posted: 19 ივლ 2011, 12:25
by Tamusia
კარგია :)

მთიანი და ზღვიანი აჭარა__15-17.07.2011

Posted: 19 ივლ 2011, 12:35
by CheLo
Image
Image

ბათუმი
Image

ესენი დავაფიქსირეე :roll: :lol:
Image
Image

ამ კარავში გვეძინა
Image

მწვანე კონცხი
Image
Image
Image
Image

მთიანი და ზღვიანი აჭარა__15-17.07.2011

Posted: 19 ივლ 2011, 12:41
by lama
მაგრები ხართ

მაგრებიიიიიიიიიიიი

მთიანი და ზღვიანი აჭარა__15-17.07.2011

Posted: 19 ივლ 2011, 12:41
by CheLo
Image
Image
Image
Image

ყვავილები
Image
Image
Image