Page 1 of 12

ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Posted: 11 ივლ 2011, 00:22
by Archil
1. რეგიონი: ხევი - ხევსურეთი

2. მარშუტის დასახელება: სათაურშიც ჩანს. ჯუთა-ჯუთის უღელტეხილი (ჭაუხები)-აბუდელაურების ტბები-როშკა

3. ხანგრძლივობა: პარასკევს საღამოს გავედით და კვირას ჩამოვედით, ანუ 2,5 დღე

4. სირთულე: რთულიაო ამბობენ.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება: 3 მცირებუსის ჯამურმა ღირებულებამ 1200 ლარი შეადგინა. მოლაშქრეზე საშუალოდ 28 ლარი გამოვიდა.

6. მონაწილეთა რაოდენობა: 45

6 საათზე გამსვლელი მინიბუსი ( აქ ეტევა 19 კაცი.)

1. Archil (2 კაციანი კარავი)
2. Archil +1 (არჩილის + კარავში)
3. WenTTo (5 ადგილიანი)
4. Mariamo (უკარვოდ)
5. karavi87 (3 კაციანი კარვით)
6. Kakha - (2 კაციანი კარავი) - კარავში ერთ კაცს შევიფარებ
7. ინა-უნა (2 კაციანი კარავი)
8. Jimmy (ვენტოს კარავში)
9. G (1 კაციანი კარავი)
10. ანააანო (ეკატოს კარავში)
11. Tami (უკარვოდ )
12. t.d. + მოწო (თემოს კარავში)
13. Iano (ინა-უნას კარავში)
14. Mr.Kokito (უკარვოდ)
15.Ketuna4 (3 კაციანი კარავი)
16 bedouin (კარავში ჯერჯერობით 3 ადგილი მაქვს)
17.არჩილ +2 (არჩილის + კარავში)
18.LOLIKA (უკარვოდ)
19. ამიგო (2 ადგილიანი კარავი)


6 საათზე გამსვლელი მინიბუსი #2
1. მიქაელი (3 კაციანი კარვით)
2. მიქაელის + (მიქაელის კარავში)
3. მიქაელის+ (მიქაელის კარავში)
4. WenTTo + მარიამი (აქვს კარავი)
5. na_ka (აქვს კარავში მხოლოდ თავისი ადგილი)
6. Mari_japo (აქვს კარავში მხოლოდ თავისი ადგილი)
7. ნა_კა + (აქვს კარავში მხოლოდ თავისი ადგილი)
8. WenTTo + საბა (2 კაციანი კარავი)
9. აკაკი კივილაძე (ნინოს კარავში)
10. ბესო დარსალია (ნინოს კარავში)


8 საათიანი მინიმუსი ( აქ ეტევა 18 კაცი)

1. saknatuna (აქვს კარავში მხოლოდ თავისი ადგილი)
2. saknatuna + (აქვს კარავში მხოლოდ თავისი ადგილი)
3. saknatuna + (გიორგი) (აქვს კარავში მხოლოდ თავისი ადგილი)
4. გიორგი მეზვრიშვილი(აქვს კარავში მხოლოდ თავისი ადგილი)
5. მარიამო +
6.თ.დ ( 2 კაციანი კარავით)
7.თ.დ+ (2 კაციანი კარავი.)
8. თ.დ+ (ექნება კარავში ადგილი)
9.ცქნაფუნია (უკარვოდ)
10.ეკატო (2 ადგილიანი კარავი)
11.nkiviladze (3 კაციანი კარავი)
12. გირგი კივილაძე (ნინოს კარავში)
13. არჩილ +3 (არჩილის + კარავში)
14. ყოჩაღ შოთა (უკარვოდ)
15. WenTTo + ნატო
16. WenTTo + დათო
17-18 არჩილ + 4, 5



7. გასვლის, ლაშქრობის ძალით ორგანიზატორი: იდეებში ვიკითხე წელს რა ხდება ამ მიმართულებითო და შენ ხარ ორგანიზატორიო - არჩილ

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: ხევის მხარეს ჯუთა, ხევსურეთის მხარეს როშკა.

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: დავითვლი და დავწერ

10. ფეხით გავლილი მანძილი: ჯუთიდან მწვანე ტბამდე 17,8 კმ. როშკიდან შატილის გზის გადასახვევამდე 7 კმ. კიდო აბუდელაურებიდან როშკამდე, სავარაუდოდ 7 კმ.

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: აბუდელაურების ტბები, ჭაუხები. ჯუთა უმაღლესი სოფელია ევროპაში (უშგულსაც ამბობენ მასე, დაზუსტებაა საჭირო)

12. საბანაკე ადგილები: ჯუთაში ზეთას სიახლოვეს, აბუდელაურებთან მწვანე ტბის გვერდით

13. სასმელი წყალი მარშრუტზე: ზეთაში მოდის წყალი, მაგრამ თუ მათ პატრონებთან არ დაბინავდები და ფულს არ უხდი, მთლად კარგი თვალით არ გიყურებენ. წყალი არა მგონია დაგამადლონ. ჭაუხების ძირში ჯუთის წყალი მოდის და ისმევა ფაქტუყრად. აბუდელაურის ტბებთან მწვანე ტბის გვედრით მოდის ნაკადულები. როშკაში რამოდენიმე ადგილას მოდის გაკეთებული წყარო

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: ამ მარშუტის გასვლისთვის საჭიროა მთის გადავლის სურვილი, სურვილი თუ არ გაქვთ, უკან დაბრუნდებით და სირთულეებს ვერ დაძლევთ. სასურველია საკუთარი თავი გამოცდილი გყავდეთ რთულ გასვლებში. საწვიმარი აუცილებელია აბუდელაურების მხარეს - აუცილებლად იწვიმებს. კარავი წყალგაუმტარი ან ცელოფნიანი.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: ზაფხული. სხვა დროს უკვე თოვლის დევს და გაუვლელი ხდება იქაურობა

16. რისკები, საფრთხეები: ბერტყვები. დაგორება, წნევის ცვლილებები, ფეხის გადაბრუნება, კარგა გვარიანად დასველება

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს:
შეიძლება არხოტი ინახოს, ან პირიქეთა ხევსურეთის ღირშესანიშნაობები. კორშის ხევსურული მუზეუმი ფაქტიურად იქვეა უკანა გზაზე კორშაში.

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის: აბუდელაურების ტბებში ცურვა სასურველია მორჟIს გამოცდილების შემთხვევაში მხოლოდ.

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: ისვენებთ ფაქტიურად. ჯუთაში იჭერს ჯეოსელი, ხოლო კორშაში მაგთი. მანამდე კი სრული განცხრომის ზონაა. მაგთი აყენებდა ანძას როშკასთან.

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები: დავდებ

გზა ჯუთიდან მწვანე ტბამდე - პირველი გამოვედი, ბოლო მივედი (ცუდად დავდივარ ეტყობა ;) )

Image

22. სიმაღლე ზღვის დონიდან: ჯუთის უღელტეხილი 3383 სიმაღლეზე იყო ჩემი ჯაპაესით

23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით: 8-9 ალბათ. სხვებმა შეაფასონ და ჩავასწორებ.

24. სასარგებლო ბმულები: დავდებ

ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Posted: 11 ივლ 2011, 00:34
by t.d
მართლა ძალიან ლაამზი და კარგი გასვლა გამოვიდა მადლობა ყველას,
ავღნიშნავ რომ შესანიშნავათ იარეს ბავშვება და დიდი მადლობა მათ,ნუ რამოდენიმე ადამიანის გამოკლებით მაგრამ ძალიან არ გაგვაწვალს,( და საერთოდ ჯობია ისეთი ხალხი არ წავიდეს ასეთ რთულ მარშრუტზე ვინც 100% არ არის დარწმუნებული შეძლებს თუ არა, ამ დროს საკუთარ თავსაც აზარალებს და დანარჩენ მოლაშქრეებსაც.:)
ზოგისთვის საშუალო სირთულის გასვლა იყო ზოგისთვის რთული, ჩემთვის პირადად არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა, გაგიკვირდებათ და მთელი გზა სანდლებით განვვლე ნაშალზეც კი და არც მინანია ბათინკი რო არ ჩავიცვი.:))

ნაშალზე რომ ჩამოხვალთ წინ არის ლოდები რომელი გზასაც ჩვენ გამოვიყენეთ და ძალიანაც შევცდით ხალხს მივყევი რომლებიც წინ მიდოდა და ზევით რომ ავედი მერე მივხვდი რომ შეცდომა დავუშვი რომელსაც ვერ გამოვასწორებდი. რთული მონაკვეთია, შესაძლოა ქვებს შუა ფეხი ჩაგივარდეს იღრძო ან მოგტყდეს კიდეც.:( ბოლოს კი ძალიან ცუდი ჩამოსასვლელია,
ამიტომ ნაშალს ჩამოყვები თუ არა ეგრევე მთის ძირას უნდა გაუყვე და დაახლოვებით 1.5 ნახევარში ამოხვალ მწვანე ტბასთან.:) მანდაც ინტუიცით უნდა მიხვდე სად გადმოუხვიო მარჯვნივ შედარებით უკეთესი გზა არის მასე.:))


კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო და დიდი მადლობა მოვუხადო ყველა მოლაშქრეს ჯიპებით ამოსულ ხალხს რომლებიც ტბებთან დაგვხვდნენ. დღეს დილით კი კარკუჩას ხალხის სტუმრობას. მიყვარხართ ყველანი.:***

ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Posted: 11 ივლ 2011, 00:53
by ანააანო
ძალიან რთული მარშრუტია,
გამიჭირდა, მაგრამ დავძლიე
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გზაზე არავინ შემიწუხებია ჩემი ბარგის ტარებით

მადლობა Archil უღელტეხილზე 1ელი სიმაღლის დაძლევისას ჩანთა რომ გამომართვი, თორემ ვეღარ ავდიოდი :D

t.d
თემოს გადაეცი კიდევ უუუუზარმაზარი მადლობა :D
ძალიან კარგი ადამიანია და რამდენჯერმე წამეშველა ასვლისას :)

გული დამწყდა,რომ თეთრი ტბა ვერ ვნახე :(

ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Posted: 11 ივლ 2011, 08:07
by G
მაგარი ლაშქრობა შედგა და ხალხმაც იყოჩაღა. მომზადებული ადამიანისათვის, სირთულის დონე შეესაბამება სასიამოვნო სამთო გასეირნებას :)

ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Posted: 11 ივლ 2011, 09:02
by leo1
სურათები????
დანარჩენი კარაველები რომ დაგხვდნენ?

ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Posted: 11 ივლ 2011, 09:26
by ინა-უნა
მოვიხიბლე იმ არე-მარეთი, ძალიან ვისიამოვნე გაასვლით, განსაკუთრებული მადლობა ბუნებას, რომელმაც შაბათი დღე გვაქუჩა თავისი უმშვენიერესი ამინდით და საშუალება მოიგვცა უფრო თავისუფლად გვევლო და დავმტკბარიყავით მთების ცქერით. სრულიად გამოვეთიშე ასე ვთქვათ "აქაურ ცხოვრებას" და აღმოვჩნდი სხვაგან ძალიან შორს უცნობ, ულამაზეს ადგილას რომლითაც ვერ ძღები, სახლში რომ მოვედი ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს დიდი ხანი ვყოფილიყავი წასული. სასწაული დასვენება გამომივიდა. მადლობა ყველას. :)

ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Posted: 11 ივლ 2011, 09:26
by GioMac
ვაი ცხვირი

ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Posted: 11 ივლ 2011, 10:33
by CheLo
მოკლე აღწერა:

.... არჩილ კარგი იქნება თუ კორშას ჩაამატებ სათაურში იმიტომ რომ ის 8 კმ. უმეტესობამ ფეხით ვიარეთ და არავინ ამოსულა როშკაში.

მოკლედ პარასკევი დღე იყო როდესაც გავედით, 8 საათზე რა ხდებოდა არ ვიცი მაგრამ 6 საათიანები სამთო ქიმიასთან შევიკრიბეთ. ვერ ვიტყოდი რომ მთლად პუნკტუალურები იყვნენ ყველა თუმცა 1 საათის დაგვიანებით 7-ზე ჩვენი მინიბუსები გზას დაადგნენ. მანამდე კი წამოსვლისას ბუნტურიკამ, მამუმ და ნიკოლოზმა გამოგვაცილეს. მიქაელი რომ მოვიდა ისეთი მთვრალი იყო მაისურს საბას შარვალში იტანიებდა :)))) თუმცა ეს მხოლოდ ვიზუალურად სჩანდა ანუ ძალიან ანცობდა..

გზა დიდი არ იყო, მაგრამ გუდაურიდან დაიწყო საშინელი მონაკვეთი ჯუთამდე. ტრასა არაა დაგებული, არც ჯებირები აქვს ერთი სიტყვით ზვიადის მამის მინიბუსი აივსო მტვერით. ფანჯარას გავაღებდით მტვერი შემოდიოდა დავკეტავდით და მერე ვღეჭავდით ამ მტვერს. სანამ ჯუთაში შევიდოდით გზა ორად იყოფოდა და გადავწყვიტეთ მოსახლეობისთვის გვეკითხა ამ დროს კი მიქაელი დავკარგეთ (არადა მეორე მინიბუსში ასულა სადაც 8 კაცი იჯდა და ჩვენი ბარგი იდო) ამა გარკვეული დრო დაგვაკარგინა.

7 საათზე გამოსულები 10-ზე უკვე ჯუთაში ვიყავით. ხიდთან სადაც ჩამოგვსვეს ისეთი ქარი იყო რამის ხევში ჩავვარდი. ამ დროს არჩილმა ფულიც ააგროვა და ავედით ზეთაში დასაბანაკებლად. საინტერესოა რომ იქ არის ტურისტებისთვის სპეციალურად გაკეთებული ბანაკი მაგრამ კარვის გაშლა 10 ლარი ჯდება, შარდის დაღვრა 1 და დუშის ქვეშ ჭყუმპალაობა 3. ჩვენ არ ვიყავით გადამხდელები და იქვე შორიახლოს გავშალეთ კარვები. ეს რათქმაუნდა ბანაკის მცველს არ მოეწონა და გამოემართა ჩვენსკენ და ჭკუის დარიგება დაგვიწყო რომ არ გვეხმაურა და ისიც დააყოლა რომ გათებებისას საქონელი ამოყავთ აქაო და თქვენ კარვებს გადაუვლიანო. ნამდვილად არ ვაპირებდი გაშლილი კარავის სადმე გადატანას. იმ ღამეს მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა თუ არ ჩავთვლით რომ 8 საათიანი ზვიადის მინიბუსი 12-ზე მოვიდა და ბავშვებიც მოიყვანა.

ჩემ კარავში მე ჯიმი ლაშა და ლევანი მოწონელიძეები ვიწექით, გვერდით კი მარიამოოოს კარავი იყო მეზობლად.. ისე გვშიოდა მე ქვეშაგი დავღეჭე, ჯიმი თავის საძილეს კბეჩავდა და კიდე ვიღაცა თავის წინდებს... : ))) ერთი სიტყვით ყველაზე მშიერი კარავი ჩვენ გვქონდა..

დილით 6 საათზე ვაპირებდით გასვლას და მალევე დავიძინეთ. ჩემი კარავის ბინადრებმა ისეთი ჯაზ-ორკესტრი მოაწყეს ხვრინვაში რომ კარგ კომპოზიტორს შეშურდებოდა ეს მელოდია : )) უკვე მათგან დაღლილი ძილ ბურანში ვიყავი შესული რომ 5:30 წუთზე თ.დ. წამოხტა და დაიწყო განწირული ხმით კივილი ადექითო..

ნელ ნელა ადგა ყველა და 7 საათზე გაუყევით გზას. როგორც ბევრისგან გაგებული მქონდა ეს ჯუთა-აბუდელაურის გზა იყო არც ისე რთული ხოდა ჩემი ზიზია ჩანთა დავძეკე და 15 კგ მოვათრევდი. კიდე მინდა ავღნიშნო რომ ამინდმა პირველ დღეს მართლა პატივი გვცა რადგან არც წვიმა წამოსულა და არც მომქანცველი მზე იყო. გზაში ჩვენი კოლონა ძალიან გაიწელა და ეს იყო მხოლოდ ამ ლაშქრობის პრობლემა. ჩამკეტი იყო მიქაელი და მოჰქონდა ჩემზე კიდე უფრო მძიმე ჩანთადა ამხელა გზაზე როდესაც სიარული შეგიძლია და ვიღაცის გამო ვერ მოდიხარ და ყოველ ნაბიჯში ჩერდები გეცოდინებათ რომ ძალიან რთულია! ...

გადმოცემიდან ვიცოდი რომ ჯერ იყო ჩვეულებრივი საბილიკე გზა შემდეგ კი მოდიოდა ერთი დიდი ძალიან დიდი აღმართი მერე უნდა გვევლო მთებზე და ბოლოს უღელტეხილსაც მივადგებოდით მაგრამ არც ისე მარტივად ყოფილა საქმე, ანუ მთელი გზა აღმართები იყო და ის გამორჩეული აღმართი ისეთი რთული გამოდგა ოთხით ცხოველს რომ შეეფერება მასე ავბობღდი. ამან ისე მომქანცა გზად ყველა ქვას ყველა კენჭს და მწერებს სულ ოჯახს ვაგინებდი.. (ნუ აქ იმდენი რამე მოხდა რომ ყველაფრის მოყოლა ძნელია)

უკვე 2 საათი იყო რომ ავედით და ერთ ერთ გორაკზე შევიკრიბეთ იმ მიზეზით დავლოდებოდით დანარჩენებს. ძალიან ლამაზი იყო ჭაუხები და ირგვლივ არემარე. ამ დროს იმხელა დაშორება იყო ჩემსა და ჩამკეტს შორის რომ კიდე თითქმის 2 საათი მათ ველოდებოდით. რომ მოვიდნენ მე კარგად დასვენებული ვიყავი და მაშინათვე გაუყევი ბოლო აღმართებს.

უღელტეხილზე ისეთი ქარი დაგვხვდა ცოტა შემეშინდა კიდეც იმიტომ რომ ვინც ნამყოფია ამ გზაზე ეცოდინება მერე როგორი დაღმართი იწყება კილომეტრ ნახევრიანი. ნაშალი კლდეა და აუცილებლად უნდა გვერდულად ჩახვიდე ანუ ჩაწიო ფეხი გაამყარო და მეორე ჩადგა. თან როცა კოლონა მიდის ერთმანეთს რომ არ შეუშალოთ ხელი ზიგზაგებზეა საჭირო სიარული თორემ თუ დაგორდა ზემოდან ქვა, ქვემოთ მოსიარულე შეიძლება დააზიანო. თამამად ვიტყვი რომ ვერცერთმა აღმართმა ესე ვერ დამღალა როგორც ამ დაღმართმა. ერთ ერთ ეპიზოდში კინაღამ ხრამშიც კი ჩავარდი რადგან გზას წინ ვერ ვხედავდი და ამ მთებს ყველა მხრიდან არ აქვს გზა.

2 საათიანი წვალების შემდგომ და 18ჯერ ალეწვის, ჩავაღწიე აბუდელაურებზე. ზემოდან ისე ლამაზად მოსჩანდა ეს ტბები გავიფიქრე ნეტა ქვემოთ ჩავიდე და მერე სულ ხტუნაობით მივალ თქო : ) ხტუნაობა მართლაც გამოგვივიდა ოღონდ დიდ ქვებზე.. მივდიოდი მივდიოდი და ეს ქვები არ მთავრდებოა. მხოლოდ და მხოლოდ მეცხრე გორაკის გადავლის შემდეგ გამოჩნდა ლურჯი ტბა. მე თითონ გამაკვირვა ჩემმა ფიზიკურმა შესაძლებლობებმა რადგან როდესაც ტბაზე მივედი იქ დამხვდნენ იაკო, ლეო, ქეთო, ზვიოსული, აცაბაცა და კიდე რამოდენიმე ვისაც არ ვიცნობდი. ესენი კი 30 წუთის მოსულები იყვნენ. რომ დავთვალე მთელი ეს მანძილი მე და თემოს +-მა დავფარეთ 9 საათში.

წამოვწექი ცოტახანი ქვეშაგზე მერე ფეხების წვა ვიგრძენი და ჩავედი ტბაზე იქაც ვიბანავესავით, მაგრამ წელამდე. ისეთი ცივი იყო სულ დავპატარავდი : ))) კუნთებს გითიშავს და შეუძლებელია 25 წამზე მეტხანს გაჩერება. 30 წუთის დაგვიანებით მოვიდნენ ჯიმი, თამი და ბედუინი. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო ბოლო კაცი მოვიდა 10 საათზე ანუ 4 საათიანი დისტანცია გვქონდა.

ჩემ დანახვაზე როშკიდან ამოსულებმა უცებ გაშალეს კარვები რომ გაიგეს კიდე 45 კაცი გზაში იყო :)) მეც იქვე ერთ ფერდობზე გავშალე, ვივახშმესავით და გავაგრძელე ძილი.

საღამოს ცოტა აცივდა და წვიმაც გამოცხადებული იყო ამიტომ ჩემ კარავზე გადავწყვიტე გადამეფარებინა ნიკოლოზის მოცემული ცელოფანი. რომელიც იყო სიგრძეში კარგი 5 მეტრა სიგანეში კი 2.. ანუ ძალიან არასტანდარტული. გვერდები გვიჩანდა და თუ წვიმა მართლაც წამოვიდოდა დავსველდებოდით. შემდეგ შევატყვეთ რომ ეს ცელოფანი 2მაგი ყოფილა და შუაში გავჭერით თან საშინლად არაზუსტად : )))

უკვე თერთმეტის ნახევარი იყო, როდესაც წვიმასთან ერთად ძალიან ძლიერი ქარი ამოვარდა, კარავში კი ისეთი შეგრძნება გვქონდა თითქოს სადღაც მივცოცავდით. სამწუხაროდ ჩვენი იმედები არც ამჯერად გამართლდა და წვიმამ არ გადაიღო მთელი ღამე. შიგნით კი ისეთი გუბე დაგვიდგა ჯომარდობა რა მოსატანია დაივინგი შევასრულეთ : )) ვყვინთავდით და ჩვენ ინვენტარს ვეძებდით : )))

დილა ძალიან მძიმე გაგვითენდა. ქარი, წვიმა, ნისლი... აი ისეთი ამინდი მყინვარს რომ შეეფერება. არჩილმა თქვა ზვიადი მოვა 5 საათზეო და ვინაიდან იქ ტელეფონი არ იჭერდა ვერც გავაგებინებდით რომ ადრე მოსულიყო. მეც უკვე შეგუებული ვიყავი ბედს და ვიდექი წვიმაში და ვსველდებოდი. სადღაც 1 საათი ხდებოდა როდესაც ამოგვაკითხა კარველების გარკვეულმა ნაწილმა (ბერტყვი მელექსა, ბურდიანი, ბაცკი, სკოპი, ლიბრა, გვალდა, თეოტირე) და უფრო გაამხიარულეს ჩვენ განწყობა.

კვირას თ.დ-ს დაბადების დღე იყო და ჰაერში რომ აიტაცეს ქვემოთ აღარ ჩამოჰყავდათ. რომ შევიტყვე დანარჩენები ქვემოთ როშკაში იყვნენ უცებ ავშალე კარავი და ჩავალაგე ჩანთა და მე და ჯიმი გამოუყევით ვიწრო ტალახიან ბილიკს. უკვე 3 კმ გავლილი გვქონდა რომ მზემ გამოანათა და ძალიან დათბა.. ცოტა კი ვინანე წამოსვლა რადგან წვიმას გამოვექეცი და მზე გამოვიდა ნახევარ საათში, მაგრამ მთაშენკა, თამუსია, ჰერაკლე, ილია ქვემოთ იყვნენ და უკან აღარ დავბრუნებულვარ..

1 საათი და 20 წუთი დაგვჭირდა 7 კმ გავლაში. იქაც ვიკოტრიალე და როდესაც ზვიადის მამამ თქვა რომ მინიბუსები აქამდე არ ამოვლენო და კორშაში მოგიწევთ ჩასვლაო ისედაც ხო წითელი ვიყავი სკოპის თმებივით და კიდე უფრო შემეცვალა ფერი : )) კორშამდე ვინც ნამყოფია 16 კმ-ა და გზამდე 8.. სხვა რა გზა მქონდა დასვენება არაფერს მიშველიდა ვიფიქრე სადაც ამდენი ვიარე იმ კილომეტრებსაც გავივლი თქო და ავიყოლიე რამოდენიმე კაცი და წამოვედით. გზამდე რომ ჩავედით უკვე 6:40 წუთი იყო მინიბუსები კი არ იდგნენ. თურმე რატომღაც ზვიადის ეს 3 უცხო მძღოლი გაუფრთხილებია 7-ზე მიდითო ჩვენ კი 5-ზე ველოდებოდით რაც ნამდვილად არასასიამოვნოა : )) ყველაზე საინტერესო ის იყო ზუსტად 2 წუთის ჩასულები ვიყავით გზაზე როდესაც ამ 3 მინიბუსმა ამოიარა და შატილისკენ გადაუხვიეს, რომ არა ჩვენი სტვენა და ყვირილი არ ვიცი მერე რა მოხდებოდა.. ანუ წესიერად გზაც არ იცოდნენ. ძალიან დიდი დისტანცია იყო და 16 კაცი ვინც ჩამოვედით ცოტა ადრე გავავსეთ ერთი მინიბუსი და თბილისისკენ გამოუყევით გზას.

მიუხედავად იმისა რომ კარგად ვიარე და ყველგან პირველი ვიყავი მაინც ბევრი პრობლემა შემექმნა და აწი აუცილებლად გავითვალისწინებ რომ მძიმე ჩანთა აღარ მოვიკიდო, სხვის იმედზე არ ვიყო როცა ყავას წამოვიღებ და საკუთარი პრიმუსი შევიძინო, ვატარო სწვიმარი და აუცილებლად ფეხზე გამოსაცვლელი სხვა ფეხსაცმელი.

რაც შეეხება ჩვენ ორგანიზატორს ძალიან კარგად გაართვა თავი ნუ რაც მთავარია გზა არ აგვბნევია მშვენივრად ვიარეთ და არჩილაც ყველა გოგოს ყურადღებას აქცევდა და ჩანთის ტარებაშიც ეხმარებოდა. მიუხედავად იმისა რომ გაუგებრობა მოხდა და მინიბუსები ჯერ ერთი როშკაში არ ამოვიდნენ და მეორე დააგვიანეს მაინც კარგად ჩაიარა ორგანიზებულმა საკითხებმა.

ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Posted: 11 ივლ 2011, 10:35
by ეკატო
GioMac wrote:ვაი ცხვირი
მარტო ცხვირი? :lol: :lol:

მთელი სახე (და არა მარტო) დამწვარი მაქვს, მაგრამ ეგ არაფერია იმ სიამოვნებასან, რაც იქ მივიღე.

უღრმესი მადლობა არჩილს რომ ასეთი ტური დაგეგმა.
ძააალიან დიდი მადლობა კოკას ჩემი უზარმაზარი ჩანთა თავის შენდარებით ნაკლებად უზარმაზარ ჩანთაში რომ გამიცვალა :D
და კიდევ მადლობა და ყოჩაღ შოთას :D რომელმაც გმირულად გაუძლო ჩემს წუწუნს იმ საშინელ დაღმართზე დაშვებისას :D
მადლობა ლეოს, რომელიც როშკადან მომავალ დაქანცულებს გზაზე დაგვეწია და ჩაგვიყვანა მინუიბუსების გაჩერების ადგილამდე :)

კიდევ არაერთი მადლობა მელექსას და მის გუნდს ასეთი სასიამოვნო სიურპრიზისთვის, ძალიან მეამაყებით :)

მგონი ოსკარის მიღებისას არ იხდიან იმდენ მადლობას მე რომ მინდა ვთქვა :D

ბევრს აღარ გავაგრძელებ, მიყვარხართ ძალიან :oops:




პ.ს. ჩემი რეპორტაჟი საღამოს იქნება :)

ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Posted: 11 ივლ 2011, 10:45
by ეკატო
WenTTo
რა მაგრად აღწერეეეე :D ყოჩაღ ზურააა! :D

არ მეგონა კარავში ჯომარდობის მერე კიდევ უფრო საინტერესო რამეც თუ გადაგხდებოდათ თავს :lol:

ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Posted: 11 ივლ 2011, 10:54
by Naia
ყოჩაღ ხალხო! ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ არჩილის ორგანიზებულ ლაშქრობაში ვინმე დაიკარგებოდა:)

WenTTo
შენს რეპორტაჟს განსაკუთრებით ველოდები :) ძალიან სახალისოდ იცი ხოლმე აღწერა :) განსაკუთრებით ვიხალისე კარავში გამართულ ორკესტრზე და მერე ჯომარდობა-ყვინთვაზე :)

ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Posted: 11 ივლ 2011, 11:02
by tsqnafunia
ეს იყო ყველაზე საოცარი ლაშქრობა, სადაც კი ვყოფილვარ. თავიდან, ჯუთაში რომ ავედით ღამე და არჩილმა ზურგჩანთა გამომართვა, მეგონა მოვკვდები, ვაიმე, რამ წამომიყვანა-მეთქი. მაგრამ... დიდი, დიდი მადლობა თემოს მეგობარ თემოს, ადამიანი საოცრება ყოფილა, ისე დამეხმარა.
ჩემი თავი გამოვცადე მართლა, მეორე დღეს თუ ჩანთას მოვიკიდებდი და კიდვე ფეხს დავდგამდი მიწაზე, არ მეგონა, არადა შემძლებია :D

მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა არჩილს და ყველას, ეს მართლა საოცრება იყო. აწი აღარაფერი გამიჭირდება, ისეთი შეგრძნება მაქვს :D
და მიუხედავად იმისა, რომ სახე მეწვის, დამისივდა, ფეხები დამეჭიმა, ვარ ძალიან ბედნიერი და დღეს რომ სამსახურის მაგივრად ისევ იქ ვიყო, მთლად გავფრინდბეოდი :)

დედააა, რა კარგი იყოოოოოოოოოოოოო

:)

ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Posted: 11 ივლ 2011, 11:07
by CheLo
ეკატო
Naia

მადლობ : ))) ხო რაც იყო ის დავწერე : )

ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Posted: 11 ივლ 2011, 11:09
by tsqnafunia
WenTTo
შენს სიკეთეს რა დაგვავიწყებს მე და ანანოს, კარვის გაშლაში რომ დაგვეხმარე :*

ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Posted: 11 ივლ 2011, 11:17
by Kakha
ჩემი სურათებისთვის შედით აქ https://picasaweb.google.com/kakha.khim ... budelauri#