ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.
1. რეგიონი:
ბორჯომისა (ლიკანი) და ახალციხის (აწყური) რაიონები, სამცხე-ჯავახეთი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-აწყური-ბორჯომ-ხარაგაულის-ეროვნული-პარკი-ბორჯომი-თბილისი
3. ხანგრძლივობა:
2 დღე-ღამე
4. სირთულე:
საშუალო, ფრაგმენტულად რთული.
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
თბილისი-აწყური-თბილისი 300 ლარი, კაცზე დაახლ. 18 ლარი.
6. მონაწილეთა რაოდენობა
21 კაცი
7. 2განიზატორი
მთა მყვარებია
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
აწყური, ქვაბისხევი, ლიკანი, ბორჯომი
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-აწყური დაახლ 180კმ
10. ფეხით გავლილი მანძილი:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მე2-მე3 ბილიკები - აწყური-ამარათის მთა-საღალატო სერი-ოჭორა-აწყური - დაახლოებით 42 კმ, თუმცა გამყოლის თქმით უფრო გრძელია მაგ გზა, მაგრამ ჩვენ მოკლეზე ცამოვჭერით და სულ მდინარის კალაპოტში ვიარეთ.
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
პარკის მცენარეთა და ცხოველთა სამყარო, ხედები, სუბალპური და ალპური ზონები
12. საბანაკე ადგილები:
ამარათისა და სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში, აგრეთვე, ოჭორას მწყემსთა საზაფხულო საცხოვრებელში
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
მე-2-მე3 ბილიკზე წყალი მარშრუტის დასაწყისში 2 ადგილას გვხვდება, მაგრამ როგორც კი აღმარტები იწყება, ამარათის თავშესაფრამდე სასმელი წყალი არ გვხვდება, მწყემსების საზაფხულო სოფელ ოჭორაში ასევე შეგიძლიათ შეავსოთ წყლის მარაგი
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, გამოსაცვლელი სამოსი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი, საძილე ტომარა.
მოკლე შარვლებით ტყეში სიარული არაა სასურველი. იმის გათვალისწინებით რომ მკვეთრი დაღმართებია გასავლელი დაღმართებში სასურველია ფეხთ სანდლები გემოსოთ.
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
აპრილის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე
ივნისშიც ლამაზი იყო, მაგრამ ულამაზესია ივლისში, როცა ნაირნაირ ყვავილთა ხალიჩა ცისარტყელას ფერებშია გადაწყვეტილი
16. რისკები, საფრთხეები:
უმეთვალყურეოდ ყოფნა, ჯგუფიდან ჩამორჩენა გარეული ნადირისგან თავდასხმის რისკს ზრდის. ყურადღება უნდა მიაქციოთ ბილიკის შავ-ყვითელ დაზოლილ ნიშნულებს
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
ბილიკის მარშრუტი ბოლომდე- სამეცხვარეოს მთამდე,
ლომის მთა და იქვე ეკლესია 1ლ, ნიკოლოზ რომანოვის ბილიკზე, აგრეთვე, აწყურისა და მოქცევის ციხე, ქალაქ ბორჯომის გასართობი პარკი
18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
http://www.borjomi-kharagauli-np.ge/reg ... -large.jpg
http://www.borjomi-kharagauli-np.ge/tra ... -large.jpg
ლიკანი: 41° 49' 80 43° 22' 0
აწყური 41° 57' 26, 45° 22' 35"
19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
მცველი (რეინჯერი) ზურაბი 855595046
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია
8 367 2 21 17
8 99 233449
935119
20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
კარგი იქნება თუ თავად მოლაშქრეები შეაფასებენ. ასეთი იდეა გამოთქვა კიდეც გუშინ ერთერთმა ჩვენგანმა.
გასვლისათვის მზადება სამომავლო გეგმებში:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5072&start=0
ამავე მარშრუტის თემის ბმული:

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2357

მოკლე ცნობები:
პარკის შესახებ:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში და წარმოადგენს მცირე კავკასიის ნაწილს. ეს პარკი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში - იგი 76 000 ჰექტარზე მეტს მოიცავს, რაც საქართველოს ფართობის თითქმის 1%-ს შეადგენს.
მთის ტყეების დიდი ნაწილი შემორჩენილია ხელუხლებელ მდგომარეობაში. მრავალრიცხოვანი ენდემური და რელიქტური ფლორის ნიმუშები, აგრეთვე ფაუნის იშვიათი წარმომადგენლები შეგიძლიათ იხილოთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყეებში, მის სუბალპურ და ალპურ მდელოებზე.
ისტორია და ბუნება
დაცული ტერიტორიების ისტორია საქართველოში შუა საუკუნეებიდან იწყება. ეს იყო ძირითადად მეფეთა და ადგილობრივ ფეოდალთა სამონარირეო ადგილები. გარემოს დაცვის ახალი ეტაპი დაიწყო მეცხრამეტე საუკუნიდან, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. 1862 წელს ამიერკავკასიაში მეფის ნაცვლად დაინიშნა რუსეთის მაშინდელი იმპერატორის ძმა მიხეილ რომანოვი. მას ძალიან მოეწონა ბორჯომის თვალწარმტაცი ხეობა და იქ საზაფხულო რეზიდენციის აშენება გადაწყვიტა. 1871 წელს რუსეთის ხელმწიფე ალექსანდრე II-მ ძმას მთელი ბორჯომის ხეობა აჩუქა. მალე მიხეილ რომანოვმა ტყის დიდი ნაწილი შემოღობა და უნებართვოდ ხე-ტყის მოჭრა და ნადირობა აკრძალა. ას წელზე მეტი ხნის ბობოქარი ისტორიის გავლის შემდეგ ბორჯომ-სარაგაულის დამაარსებლებმა მიხეილ რომანოვის მიერ შექმნილი დაცული ტერიტორია კავკასიის რეგიონში პირველი ეროვნული პარკის დაარსების საფუძვლად გამოიყენეს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ამ სახის პირველი პარკია კავკასიაში. იგი შეიქმნა 1995 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და გერმანიის მთავრობის დახმარებით და ოფიციალურად გაიხსნა 2001 წელს.
ეროვნული პარკი ტურისტებს შემდეგი მიმართულებებით სტავაზობს მარშრუტებს:
1 ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი
მრავალფეროვანი ბილიკი, რომელიც კვეთს ეროვნულ პარკს ლიკნიდან (ბორჯომის რაიონი) მარელისამდე (ხარაგაულის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 39-41 კმ.
ორი ღამისთევა ეროვნულ პარკში. ლომის მთის და სახვლარის ტურისტულ თავშესაფრებში.
I დღე - დაახლოებით 5 საათი, II დღე - დაახ. 6,5 საათი. III დღე - 2 საათი.
ერთდღიანი ლაშქრობა შესაძლებელია ლომის მთის მცველთა თავშესაფრამდე. (დაახ. 4 საათი). შეიძლება ლაშქრობაში VI მარშრუტის კომბინირება.
2 ანდრია პირველწოდებულის ბილიკი
ბილიკი ეროვნული პარკს აწყურიდან მარელისამდე (ან პირიქით) კვეთს. გაივლის ეროვნული პარკის უმაღლეს მწვერვალს - მთა სამეცხვარიოს (2642 მ.) 2-3 ღამისთევა: ამარათის ტურისტულ თვშესაფარში, დიდი სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში და მცველთა თავშესაფრებში ან კარავში.
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 49-51 კმ. I დღე დაახ. 6 საათი, II დღე - 4-4,5 საათი (დამოკიდებულია ღამისთევის ადგილზე). III დღე დამოკიდებულია ღამეს სად გაათევთ.
3 პანორამების ბილიკი
რთული, წრიული ბილიკი ულამაზესი ხედებით აწყურის მცველთა საგუშაგოდან ამარათის ტურისტული თავშესაფრის გავლით. ერთი ღამისთევა.
მარშრუტის ხანგრძლივობა: I დღე - 16 კმ. 6 საათი. II დღე - 18 კმ, 6 საათი.
4 ხელუხლებელი ტყის ბილიკი
უმოკლესი ბილიკი, რომელიც ეროვნული პარკს კვეთს. ნუნისის მცველთა საგუშაგოდან (ხარაგაულის რაიონი) ზანავის მცველთა საგუშაგომდე (ბორჯომის რაიონი) ან პირიქით. განსაკუთრებით გირჩევთ დეკის ყვავილობის დროს. (აპრილი-მაისი). ღამისთევა ნუნისის მცველთა საგუშაგოსთან კარავში.
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 12-13 კმ. დაახ. 6 საათი.
5 ზეკარის უღელტეხილის ბილიკი
აბასთუმნის მცველთა საგუშაგოდან დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფრამდე (ადიგენის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: 9-10 კმ. დაახ. 4-4,5 საათი. ერთი ღამისთევა დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფარში.
ეროვნული პარკის გადაკვეთა მთის ველოსიპედით შესაძლებელია აბასთუმნიდან ზეკარის უღელტეხილის გავლით საირმემდე.
6 ნაკვალევის ბილიკი
ერთდღიანი მარშრუტი მრავალფეროვან ბუნებაში ლიკნიდან ქვაბისხევამდე (ბორჯომის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 12 - 13 კმ, დაახ. 6 საათი.
7 ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი
საგანმანათლებლო ბილიკი იწყება ეროვნული პარკის ბორჯომის ადმინისტრაციიდან.
მარშრუტის ხანგრძლივობა: 3 კმ. დაახ. 1,5 საათი.
ბილიკის გასწვრივ განლაგებულია 9 სტენდი, რომლებიც სხვადასხვა თემას ეხება: რას წარმოადგენს ეროვნული პარკი, ეროვნული პარკის ფლორა და ფაუნა, მცენარეული საფარი, ტრადიციული გამოყენების ზონა და სხვა. ინსტალაციებთან მცირე სირთულეც ელით მოლაშქრეებს: უნდა გამოიცნონ სად ნადირობს მსხვერპლზე მთის არწივი ან კიდევ უნდა ააწყონ მოძრავი ინსტალაცია, რომელიც ეროვნული პარკის ცხოველებზეა: რომელი კვალი რომელ ცხოველს ეკუთვნის? ბილიკზე ლაშქრობა შესაძლებელია მარტო ან ეროვნული პარკის გიდთან ერთად.
8 მეღრუკის ხეობა
წრიული ბილიკი დიდი სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან მდინარე მეღრუკის ხეობის გავლით (სტეფურის ჭალა)
მარშრუტის ხანგრძლივობა: 5,5 კმ დიდი სახვლარიდან, დაახ 3 საათი.
9 მწყემსების ბილიკი
ბილიკი მიუყვება შავ სერს და აკავშირებს ამარათისა და ლომის მთის ტურისტულ თავშესაფრებს.
მარშრუტის ხანგრძლივობა: 14 კმ, დაახ. 5,5 საათი.

ესეც პატარა ვიდეო! იმის გამო რომ დილით ცვარი იყო და აპარატი დამისველდა კარავში ხარისხი ცოტა ვერაა სათანადო... სამწუხაროდ გზის სირთულის გამო მხოლოდ 1 ვიდეო გადავიღე რადგან ზურგჩანთიდან ამოღება მეზარებოდა და სიმართლე გითხრათ არც გამხსენებია.. ეს მეორე დღეა როდესაც კარვები ავშალეთ და ვემზადებოდით საღალატო სერზე ასასვლელად..
http://www.myvideo.ge/?video_id=1387414
http://www.myvideo.ge/?video_id=1387414
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.
კარგი მე დავიწყებ მოყოლას
ესეიგი დილით შევიკრიბეთ სქიმიასთან და ზვიადის მინიბუსით 18 კაცი გავედით 7 საათზე.. აკაკის ეკიპაჟი გზად ახალციხეში დაგხვდა და შემდეგ ერთად განვაგრძეთ გზა. თავდაპირველად მივედით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში და ავიღეთ სალაშქრო უფლება შემდეგ კი გავწიეთ აწყურისკენ. სადაც ზვიადიმ ჩამოგვსვა მაქედან ზუსტად 800 მეტრის სავალი იყო აწყურის კოტეჯამდე და ჩვენს დარჩენილი გზა განვაგრძეთ ფეხით. რომ მივედით დავიქირავეთ 4 ცხენი, ავკიდეთ ბარგი და დავადექით გზას. თან 2 მეგზური გამოგვყვა ნიკო და ზურა.
გზა ძალიან ლამაზი იყო ბუნებაში დავდიოდით და ისეთი წიწვოვანი ტყე იყო მზის შუქი ოდნავ აღწევდა. ყველაფერი მწვანე იყო და საოცრად სიამოვნებდა თვალს. მიუხედავად იმისა რომ სულ აღმართები იყო გზის ნახევარი შედარებით ადვილად გავიარეთ რადგან სიცხე იმდენად არ გვთენთავდა. 4 კილომეტრის გავლის შემდეგ გზაზე გამოჩნდა პატარა ვაკე სადაც მაგიდა და სკამებიც იყო დასვენებაც შესაძლებებლი იყო. ამ დროს პატარა წავიხემსეთ, ცხენებს ტვირთი მოვხსენით და 30 წუთის შემდეგ განვაგრძეთ გზა.. წინ უკვე წყალი აღარ შემოგხვდებოდა და ძალიან მაფიქრებდა ეს ამბავი რადგან საშინელი სიცხე იყო და მათარაში წყალი აღარ მქონდა. კიდევ 5 კილომეტრის გავლიშ შემდეგ როგორც იქნა ავედით ერთ ერთ მთაზე რომელიც თუ ქვაზე წარწერას ვენდობოდით 1950 მეტრზე იყო ზღვის დონიდან. რუკაზე კი ეს ადგილი გადმოსახედი-თ არის მოხსენიებული : ) საშინლად მწყუროდა მაგრამ სხვა გზა არ იყო უნდა მომეთმინა. ამ დროს მთაშენკამ ამოვიდა და დამამშვიდა მალე მივალთ ეხლა მოსახვევი იქნებაო და შემდეგ იმ წითელ სახურავიან კოტეჯსაც დავინახავთო : ) 15 წუთიანი შესვენების შემდეგ გზაც განვაგრძეთ და წავიდა ისევ აღმართები თან როგორი აღმარღები. მართალია მძიმე ბარგი არ მეკიდა ზურგზე მაგრამ უკვე მხრები მტკიოდა : ) ისე რობოტივით მივდიოდი წინ იაკომაც აღნიშნა სიგარეტიც კი არ მომიწევია გზაში (მაგრამ რათ გინდა ღამე ცეცხლთან დამრჩა და მეგზურებმა მომიწიეს და მეორე დღეს საერთოდ ნიკოტინის გარეშე ვიყავი) როგორც იქნა ავედით საბოლოო აღმართზე და ლიკას ნახსენები ხედიც დავინახეთ ანუ იმ კოტეჯის სახურავი. მე ბავშვებს აღარ დაველოდე ისე მინდოდა წყალი და წამოწოლა და გაუყევი იმ დაღმართს რომელიც არ სრულდებოდა. თითქოს ეს კოტეჯი თვალთან ახლოს იყო მაგრამ გზა მაინც იწელებოდა. რომ მივედი იქ უკვე 3 ჩვენი მონაწილე დამხვდა მათაც ჩემნაირად გადაწყვიტეს და პანორამების გადაღებას არჩიეს კოტეჯში დასვენება. პირველი დღის ლაშქრობა სულ ეს იყო, შემდეგ გავხსენით კარვები და მეტი აღარაფერი მახსოვს, რადგან მეძინა და უკვე ბნელოდა როდესაც კარავში თ.დ. შემომივარდა და გამაღვიძა წამო ვჭამოთო : ) ძნელია აქ აღწერო ის სიტოაცია რაც ხის მაგიდაზე გაშლილ სუფრაზე იყო ან ცეცხლთან : ) ერთს ვიტყვი უბრალოდ, ცხოვრებაში არ ვჭამდი სოკოს მაგრამ რატომღაც მომინდა გამესინჯა და ზურამ მასწავლა აჰა ეს წკეპლა აიღეო წამოაცვი ეს ქამა სოკო მარილი დააყარე და 5 წუთის მანძილზე ნაკვერჩხალზე შეწვიო : ) ვერ ავღწერ ისეთი გემრიელი იყო ტკბილი გემოც კი დაჰკრავდა და მიმიქარავს სოკო კეცზე ისეთი კარგი გამოვიდა : )
ღამე ულამაზესი ცა იყო ათასობიტ ვარკვლავი ხასხასებდა ცაზე. ლიკას ცოტა ალკოჰოლი მოკიდებული ქონდა და გადაწყვიტა კარავში კი არა გარეთ დაეძინა პარალონზე და ეცქირა ვარსკვლავებისთვის მანამ არ ჩაეძინებოდა და აიყოლია ქეთო და თ.დ-ც ; )) მე კი კარავი კი გავშალე მაგრამ მაინც კოტეჯში დავიძინე რადგან 12 ადგილი იყო და ჩემი კარავი დამრეცზე ქონდა გაშლილი. ღამე ერთი საინტერესო ფაქტიც მოხდა. ღამის 3 საათი იყო როდესაც ტკბილად გვეძინა ყველას თუ არა მე მართლა და უცებ ისეთი ხმაური მომესმა და ცხენის ჭიხვინი ჰაერში ავხტი და მეორე სართულის ლოგინს კეფა ვხიე მგონი : ) უცებ ვიფიქრე ნადირი ხო არ დაესხა თქო ცხენებს მაგრამ არაა.. 2 დაუკოდავი მამალი ცალ ცალკე იყო დაბმული და ერთმა აიწყვიტა და მეორეს ისეთი წიხლები გლიჯა ამან კორდინაცია ვერ დაიჭირა და პირდაპირ ჩემ მხარეს სადაც მე ვიწექი მიეჯახა კოტეჯს. ამ დროს ფანარი ავანთე და შეშინებულმა გავიხედე ფანჯარაში და თეთრი ცხენის უკანალი დავინახე მიწებებული იყო კოტეჯს : )))) ამოვისუნთქე და განვაგრძე ძილი.
დილით როგორც გავიგე ისე საყვარლად ეძინათ ზემოთ აღნიშნულ სამეულს ქვეშაგებზე რომ გათენების სუსხიანმა სიცივემაც კი ვერ გააღვიძა. აი ქეთოს კი ეტყობა მაინც შესცივდა რადგან თავისი საგებელი აღარ ეყო და თ.დ.-ს საგებელზეც თითონ იწვა. (ეს სურათი ფალკონმა მგონი აღბეწდა თუ სწორედ მახსოვს) იმას აღარ მოვყვები აქ რატო გააბრაზეს ლიკა გამყოლებმა საინტერესო არავისთვის იქნება ამ ადგილს ამოვჭრი და გავაგრძელებ. ერთ ერთი უნდა დარჩენოდა გამყოლთან და ბარგი და ცხენები წამოეყვანა და გამოდიოდა რომ საღალატო სერს ის ვერ ნახავდა. და გადავწყვიტე მე დავრჩენილიყავი რადგან ყველას უნდოდა ნახვა, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა მე ჯნოსი, კანდელა და ნაია ერთად წამოვედით. ბავშვები საღალატო სერზე იყვნენ ჩვენ კი ცხენებით ისეთ ადგილზე უნდა დავხვედროდით რომ გზაში შევხვედროდით. აი ეს იყო ყველაზე რთული ერთი პერიოდი ვიფიქრე რატო მეც არ ავედი ზემოთ თქო. ახლა ბევრს გაეციონება ცხენის ლაგამით წამოყვანას რა უნდაო მაგრამ დამიჯერეთ ეს ძალიან რთულია! ჯერ ერთი ყველამ იცით სიცხეში ცხენს სისხლის მწოველი ბუზები რომ ეხვევიან და რახან მეც ნახევარ მეტრაში ვიყავი გამომწურეს ორგანიზმი მეორე ის რომ საშინელი სპეციფიური სუნი აქვს და ძნელია მთელი გზა ისუნთქო, მესამე ის რომ ცხენი ერთ ტემპში არ დადის ხან ნელა მოდის ხან გასწრება უნდა და ზურგზე გეჯახება გამატარეო, და მეოთხე ის რომ მთელი გზა მოკლე შორტებით მე დავდიოდი ბუჩქებში და ჭინჭრებში ცხენი კი ჩემ ბილიკზე დანავარდობდა : )))) ასე და ამგვარად საათნახევრიანი აღმართ-დაღმართების შემდეგ მივედით იმ გზაჯვარედინზე სადაც ერთმანეთს უნდა შევხვედროდით.
სადღაც 1 საათში ბავშვებიც მოვიდნენ და გაუყევიტ გზას იმ იმედით რომ წინ სადმე წყაროსთან დავისვენებდით და საჭმელსაც შევჭამდით. ამ დროს ჯერ კიდევ აღმართები იყო და ნუ გეგონებათ რომ უკანა გზა სულ დაღმართები იყო (მხოლოდ ბოლო 13 კმ) როდესაც ერთ ერთ ულამაზეს ადგილს მივაღწიეთ ( ულამაესი იმიტომ რომ გეგონება ხელით ნაკეთი კლდეები იყოოო ისე იყო ბუნებისგან გამოჭრილი) რომლის სახელიც არ მახსოვს ცაზე წამოვიდა შავი ღრუბელი, რომელიც მოასწავებდა წვიმას და სეტყვას : )) და ასეც მოხდა მართალია კოკისპირული წვიმა არ იყო მაგრამ ძალიან მძიმე წვეთები იყო ანუ ერთი წვეთი რამის სულ გასველებდა და ატანდა მაიკაში ამას დაემატა სეტყვაც და ქარიც. 10 წუთის შემდეგ ქარმა ღრუბლები გადაყარა და ცოტა ამოვისუნთქეთ რადგან წინ ქოხები გამოჩნდა და ეს სწორედ ის ადგილი იყო სადაც უნდა გვეჭამა. ჩავედით დაღმრათზე და თავი ამოვყავით დიდ ოჭორაში (საინტერესო ფაქტი აქ ის იყო რომ სულ რამოდენიმე ქოხი იყო რომელიც სულ ამ კაცს ეკუთვნოდა რაც იქ დაგხვდა და ამ ადგილს დიდი ოჭორა ერქვა და გვერდზე რამოდენიმე კილომეტრში პატარა ოჭორაც ყოფილა) აქაც გამოვტოვებ იმ მიზეზებს რატო გავაბრაზეთ ლიკა არც ეს იქნება საინტერესო და შუა დღის 5 საათზე გაუყევით გზას. წინ 13 კილომეტრი იყო და 4 საათში უნდა გაგვევლო ეს გზა თორემ 9-ზე უკვე ბნელდება და ღამე ტყეში სიარული არავის გვხიბლავდა. მინდა ავღნიშნო რომ ეს ბოლო დაღმართები შეუსვენებლივ ვიარეთ 21-ვე მონაწილემ და 13 კილომეტრი სამ საათნახევარში დავფარეთ. საოცრად დამღლელი ემოციებით აღსავსე და ექსტრემალური გასვლა იყო... ჩემი ლაშქრობებიდან სადაც კი მილაშქრია ეს იყო ყველაზე რთული თავისი მანძილით, თავისი აღმართებით და დაღმართებით. ერთი სიტყვით ძალიან გამიგრძელდა მოყოლა და იმედია რაც გამომრჩა თქვენ ჩაამატებთ მადლობა ყველას!!!

WenTTo
ძალიან ვიხალისე შენი პოსტის კითხვისას. ცხენების ამბავზე კი, საერთოდ, ცრემლები წამომივიდა სიცილისგან

მინდა კიდევ 1თხელ ავღნიშნო რომ დიდად ნასიამოვნები დავრჩი ამ გასვლით ძალიან კარგი სამეგობრო წრე, ვამაყობ ყველა თქვენთაგანით მართლა ძალიან კარგად იარეთ არ არის ადვილი 42-45 კმ 2 დღეში გავლა მითუმეტეს როცა უამრავი აღმართი გხვდება,
არ ვიცი ვის როგორი პატივისცა ცხენს მაგრამ მე პირადად დიდად მასიამოვნა ჯირითით, მართალია ისეთი ცხენები არ იყვნენ როგორებიც მე მიყვარს მაგრამ თავის საქმე მაინც შეასრულესს;)
კოტეჯთან ასულებს დაგვხდნენ შსს 3 თანმშრომლები რომლებიც შემოვლაზე იყვნენ და ტყეს აკონტროლებდნენ,მოწყურებულს ლუდით გამიმასპინძლდნენ, კოტეჯში პატარა და საყვარელი წახემსების შემდეგ ისევ მათთან ერთად განვაგრძე ქეიფი და ერთი 3 ჭიქაც კი დავლიე მათთან ერთად ნუ კოტეჯში დალევაზე აღარაფერს ვამბობ.
კოცონთან ჯდომის დროს გამიევლა აზრმა რომ კარავში არ უნდა დავწოლილიყავი ამ დროს თურმე ლიკაც მაგ აზზრზე მდგარა მე ქეთომ და ლიკამ მრავალ ვარსკვლავიანი ღია ცის Qვეშ გავათენეთ ღამე,.
მეორე დილას საღალატოსკენ გავეშურეთ რამდენიმე საათის შემდეგ მივადექით კიდეც ამ ულამაზეს ადგილს,ქედის დანახვისას გადავწყვიტე მოკლე და რთული გეზის აღება არც თუ ისე მსუბუქი ზურგჩანთა დავაგდე მოლზე და დავადექი ქედისკენ გზას ვიღას ახსოვდა ჩემს უკან მომავალი ხალხი როცა უკვე სამშვიდობოს იყვნენ და ზემოდან უკეთ ვადევნებდი თვალს.) მარჯვენა მხრიდან მოვუარე ქედს და პატარა ქვებზე ცოცვაც მომიწია, ქედზე ასვლის შემდეგ 500 მეტრის მოშორებით დავლანდე თოვლი და იმწამსვე გადავწყვიტე იქ მისვლა ჩემი სურვილი გავანდე მეგობრებს და მხოლოდ 3 ადამიანი ამყვა,ნინო ლევანი და ბესო 4 წუთიანი სირბილის შემდეგ მივაღწიეთ თოვლს ცოტა ვისრიალეთ ვიგუნდავეთ და ვიმაიმუნეთ კიდეც იმედია ზემოთ ქედზე დატოვებულმა ხალხმა ფოტოები გადაგვიღეს.) ამ მინამქრულის თავზე ძალიან ლამაზი ლოდებივიტ მოჩანდა პატარა კლდეს დავარქმევ მოდით,:) სადაც იყო აღმართული წმ ნინოს ჯვარი,ჯვარის მოლოცვის შემდეგ დავბრუნდით ისევ საღალატო სერზე და რამდენიმე წუთში დავეშვით ქვევით სადაც ჩვენი მეგობრები გველოდნენ ცხენებით.მესამე ძალიან ლამაზი პერიოდი ზოგისთვის შესაძლოა არც კი იყო კარგი მაგრამ მე დიდად ნასიამოვნები დავრჩი წყალში ტოპაობით.)და ბორჯომში ლუდის დალევით.
გენაცვალეთ თქვენ ძალიან მიყვარხართ.:*
დიდად ვერ გამოვირჩევი გადმოცემით მაგრამ იმას მაინც ვერ გადმოვცემთ ვერც ფოტოებით და ვერც სიტყვებით რაც იქ ვნახეთ.

როგორც ვენტოს ჩანაწერიდან გავიგე (და თემოსთან სატელეფონო საუბრიდან), კარგი და ხალისიანი ლაშქრობა გამოგივიდათ მოუთმენლად ველოდები სურათებს ))))
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.
ვენტოს იმდენჯერ უწერია ლიკას გაბრაზების მბავი, რომ მგონია გამოწერილი წამალივით საათობრივად აბრაზებდნენ
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.
avtokh
ეს ხუმრობითაა ნათქვამი რა გაბრაზება ყველაფერი მშვენივრად იყო უბრალოდ იმ მომენტში ჭკუა დაგვარიგა როგორ უნდა მოვქეულიყავით : )))
ეს ხუმრობითაა ნათქვამი რა გაბრაზება ყველაფერი მშვენივრად იყო უბრალოდ იმ მომენტში ჭკუა დაგვარიგა როგორ უნდა მოვქეულიყავით : )))
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.
WenTTo
ვენტო არ გინდა წიგნი დაწერო სახელწოდებით "როგორ გავაბრაზეთ ლიკა"? ან დამხმარე სახელწოდებას შემოგთავაზებ, როგორ იხმარა ძალა მთვრალმა ლიკამ ქეთოზე და თ.დ-ზე და ძალით დააწვინა გარეთ? ისე, ფხიზელი ლიკასაც იგივეს აკეთებს ხოლმე, როცა ცა ასეთი ვარსკვლავებითა მოჭედილი, ჰოო დავაკონკრეტებ მეც რომ არ შევიყვანო ხალხი შეცდომაში, გარეთ ძილს ვგულისხმობ უბრალოდ .
ახლა ვნახე, avtokh-საც იგივე აზრი გასჩენია, რომ იმ სიმაღლეზე ჩემს გასაბრაზებლად ამოხვედით და მაგაზე საინტერესო არაფერი გინახავთ.
L/F
მე მინდა. 1 კვირით სიამოვნებით დავრჩებოდი მანდ. რა თქმა უნდა ისევ გარეთ დავიძინებდი.

- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.
Mta Mkvarebia
ფაცებოკე კარგია
მაგრამ კარავი უკეთესია..
ფაცებოკე კარგია
მაგრამ კარავი უკეთესია..
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....