ვიჯერეთ გული მეგალითებით...
თრიალეთი ერთ ერთი ყველაზე საინტერესო რეგიონია საქართველოში და თანაც აბსოლუტურად გამოუკვლეველი... აქ დიიიდი აღმოჩენები გველის...
სავარაუდოდ 2 კვირის შემდეგ გავაკეთებთ კიდევ ერთ ციკლოპურ დღეს და ვივლით თეჯისის გარშემო - იქაც ბლომადაა მეგალითები....
1. რეგიონი:
ქართლი, წალკის რაიონი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი- მანგლისი-წალკა - აიაზმი- ნარდევანი - ბერთა - ავრანლო - გუმბათი - თბილისი
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
მარტივი
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
სხვადასხვა მანქანის მიხედვით - მე პირადად დამიჯდა 13 ლარი
საშუალოდ 12-15 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა
20 ადამიანი გადანაწილებული 4 ჯიპში
7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი
Tamari-ch.
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
წალკა
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სულ 230 კმ
10. ფეხით გავლილი მანძილი:
ალბათ 2-3 კმ
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
გარშემო ბევრი ძეგლებია, რომელთა ნახვა ერთ დღეში ვერანაირად ვერ მოესწრებოდა
ავრანლოს გარშემო თითქმის ყველაფერი ვნახეთ, საინტერესო ძეგლებია კიზილ კილისაში და რეხაში...
12. საბანაკე ადგილები:
ყველგან კარგი ადგილებია
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფლებში
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
არაფერი განსაკუთრებული, ავრანლოში ყოფილა გვირაბი რომელთანაც ასვლა თოკების გარეშე საშიშია
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
თბილი და უწვიმო სეზონი
16. რისკები, საფრთხეები:
არაფერი განსაკუთრებული
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი
ყველა სოფელში ძეგლი დგას.
18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ავრანლოში ჩანჩქერია, კარგი საბანაო ადგილებია მდინარის პირასაც
19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ძირითადად იჭერს მობილურები
20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
ავრანლოში დაგვეხმარა მერაბ ხუციშვილი.
21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
