ბირთვისი-ფარცხისის ციხე-შეუპოვარის ციხე-დედა ციხე 11.06.2011

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბირთვისი-ფარცხისის ციხე-შეუპოვარის ციხე-დედა ციხე 11.06.2011

Post by CheLo » 13 ივნ 2011, 01:02

1. რეგიონი:
ქვემო ქართლი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-საღრაშენი-ბირთვისი-ფარცხისი-თბილისი
ფარცხისის ციხე- შეუპოვარი-დედა ციხე

3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
საერთო ჯამში ლაშქრობა იყო საშუალო სირთულეზე მეტი,
10 ქულიდან ალბათ მივცემდი 6-7 ქულას.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
10 ლარი

6. მონაწილეები
1. ვენტო
2. ვენტოს + (დაიკო)
3. ვენტოს + (ახლობელი)
4. ბასილა
5. სკოპი
6. ჯიმი
7. ჯიმის +
8. ნინო კივილაძე
9. აკაკი კივილაძე
10. გიორგი კივილაძე
11. დათო იამანიძე
12. მარი იამანიძე
13. საბა ივანიძე
14. კარავზე კარგი ხალხის მეგობარი სანდრო
15. მიქაელი он же მიქელა, он же მიხეილი, он же გაბრიელი, он же დანიელი, он же რობიზონ კრუზო, он же ტყის კაცი, он же ველური он же ფეხშიშველა კაცი.
16. მიქაელის + (ლაშა)
17. მიქაელის +

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი
მე და ბასილა (გიორგი ბასილაშვილი)

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფელი საღრაშენი, ფარცხისი და ტბისი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სულ 120 კმ.

10. ფეხით გავლილი მანძილი:
სულ 28 კმ.

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ფარცხისის ციხე, შეუპოვარის ციხე, დედა ციხე.

12. საბანაკე ადგილები:
მხოლოდ ბირთვისის ხეობაში.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
გზაში სადაც მდინარეს დავინახავდით და სადაც კალაპოტში წყალი მოძრაობდა ვსვავდით.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
საკუთარი საგზალი, არა 1ჯერადი ჭურჭელი, საძილე ტომარა, მათარა, ქვეშაგი, კარავი, ფანარი, ალკოჰოლი.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
მთელი ზაფხული

16. რისკები, საფრთხეები:
წვიმა, კლდიდან ჩამოსრიალება, ქვეწარმავლები.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი
თითქმის ყველაფერი ვნახეთ.

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ხეობაში არსად იჭერდა, მხოლოდ გამოქვაბულის თავზე.

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო

20. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები

ეს არის ამ გასვლის დაგეგმვის თემის ბმული:
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5051
Last edited by CheLo on 13 ივნ 2011, 04:11, edited 3 times in total.
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბირთვისი-ფარცხისის ციხე-შეუპოვარის ციხე-დედა ციხე 11.06.2011

Post by CheLo » 13 ივნ 2011, 01:34

მოკლე აღწერა :

დილით როგორც დაგეგმილი გვქონდა დათქმულ დროს ყველანი შევიკრიბეთ სამგორის მეტროსთან, და აღსანიშნავია რომ ყველა ლაშქრობის მონაწილე მოვიდა დაგეგმილზე ადრე, ანუ 10:15 წუთზე უკვე გამოსულები ვიყავით. თავდაპირველად იდეაში გვქონდა ფარცხისის ციხის მონახულება და ამიტომ ჩამოვედით საღრაშენში (ბასილას სოფელში) ხოლო იქიდან მინდორ-მინდორ, ტყე-ტყე გაუყევით ცეხეებისკენ გზას. რამოდენიმე კილომეტრის გავლისას მთაზე გამოჩნდა ფარცხისის ციხე რომლისგანაც მხოლოდ გალავნის ნანგრევებიღაა შემორჩენილი მაგრამ იქ ასვლა და ზემოდან გადმოხედვა მართლაც რომ დიდი სიამოვნება იყო. იქვე ახლოს ჩამოდიოდა მდინარე და ბიჭების ერთმა ნაწილმა ტანსაცმლიანად ვიბანავეთ, ვიწუწავეთ და სუნთქვა აჩქარებულები გამოუყევით აღმართს. ამინდი კარგი იყო, მზე ანათებდა და დახღლილობას თუ არ ჩავთვლით ძალიან კარგ დროს ვატარებდით საუბარში გზა და გზა. მივდიოდით, მივდიოდით და ეს გზა კი არ მთავრდებოდა.. უკვე 3 საათი იყო და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიყავით შესულები ბირთვისის ხეობაში. ვისაც ფეხის დასველება არ უნდოდა ისინი ტყიდან მოგვყვებოდნენ რამოდენიმე ადამიანი კი ჩემი ჩათვლით პირდაპირ მდინარეს კალაპოტს მიუყვებოდით. ისიც მინდა ავღნიშნო რომ გოგოებმა ძალიან კარგად იარეს და თითქმის შესვენებები არ გვქონია. ამ დროს უკვე როდესაც ბირთვისის ხეობაში შევედით და გაუყევით შეუპოვარზე ასასვლელი ვიწრო კლდიანი ბილიკის ძებნას, ამინდი გაუარესდა და როგორც გამოცხადებული იყო ხანმოკლე წვიმა ასეც მოხდა. იყო ჭექა ქუხილი და ისეთი წვიმა საცვალშიც რომ გაგატანდა : ) ამ დროს ასულები ვიყავით შეუპოვარზე და ნამდვილად ექსტრიმი იყო იმ გზაზე ჩამოსვლა. სამწუხაროდ იმის გამო რომ წვიმდა კამერაზე ეს არ აღმიბეჭდია. როგორც იქნა ყველა მონაწილე მშვიდობიანად ჩამოვიდნენ და მთის შემოვლით განვაგრძეთ გზა საბანაკე ადგილამდე. მაგრამ წინ უფრო დიდი საფრთხე დაგხვდა მართალია არც ისეთი მაღალი კლდე იყო მაგრამ საკმაოდ სრიალა და დამრეცი, ჩამოსვლა კი საოცრად რთული აღმოჩნდა. 4 საათისთვის უკვე ხეობაში ვიყავით და მოლაშქრეების ნაწილმა თავი შეაფარა გამოქვაბულს (მინდა დავამატო რომ სანდრო ცოტა ადრე გამოგვეყო და საკუთარი სურვილით ჩავიდა ხეობაში და სანამ მსუბუქად წვიმდა შეძლო მოეგროვებინა შეშა, დაენთო ცეცხლი) მე კი ვიცოდი რომ იქ არც 6 კარავი გაიშლებოდა და არც გასართობად და სასიარულად გვექნებოდა მანძილი ამიტომ იქვე მინდორის ქვემოთ გადმოწეული კლდე რომაა გავშალე კარავი, რადგან იქ წვიმა ვერ აღწევდა ადგილიც ბევრი იყო და სუყველანი მოვთავსდებოდით. ასეც მოხდა კარვებიც და ცეცხლის გადმოიტანეს. ისეთი დაღლილები ვიყავით კუნთები გვტკიოდა უმეტესობას რადგან მთაზე ამხელა მანძილის გავლა მოგეხსენებათ არც ისეთი ადვილია. საჭმელი რომ გავშალეთ და ვჭამეთ შემდეგ ბიჭებს მოუნდათ ალკოჰოლის დამატება და მიქაელის მეთაურობით 3 კაცი მობნელებულზე წავიდა სოფელში : )))) 9 კილომეტრი იარეს წინ და უკან იმის გამო რომ ალკოჰოლი და პური მოეტანათ. ჩვენ კი ცეცხლთან ვთბებოდით. მეორე დღეს როდესაც ყველამ გამოვიღვიძეთ წინ გეგმაში დედა ციხის ნახვა გვქონდა. 17 კაციდან 13 გამომყვა მე და ავედით ციხეზე. (დიდი მადლობა ბიჭებს რომ ასე ყურადღებით ექცეოდნენ გოგოებს და სიარულში ეხმარებოდნენ) ციხის თავიდან ყველაფერი მწვანედ მოსჩანდა და ულამაზესი ხედები იყო. ამ დროს მზე უკვე ამოსული იყო და აჭერდა. მზის დარტყმის თავიდან ასაცილებლად 15 წუთში უკანვე მოვბრუნდით და გაჭირვებით მაგრამ მაინც ჩამოვიდნენ ყველა იმ ბოლო დედა ციხის აღმართზე. ხეობაში რომ ჩავდიოდით მეორე მთაზე და სულ სხვა გზაზე დავინახეთ ფეხშიშველა მიქაელი და საბა რომლებიც წესით დედა ციხეზე აპირებდნენ ასვლას : )) მაგრამ მიქაელს აზრადაც არ ქონია ციხეზე ასვლა მას ხევში უნდოდა კანიონებში ბანაობა და მოტყუებიტ კინაღამ ბასილა და სკოპიც შეიტყუა : ))) ასე რომ ამ 4 ადამიანს სამწუხაროდ დედა ციხე არ უნახიათ ამ გასვლაში : ) ყველანი რომ მოვგროვდით წავედით ალგეთის წყალსაცავდე და ვიბანავეთ, გავირუჯეთ და სანამ იწვიმებდა წამოვედით. თუ რამე გამომრჩა დაამატეთ.

P.S. თუ ვინმეს გაუჩნდა კითხვა რატომ ჩემ დაზე ხელი არ მქონდა ჩაკიდებული და მე არ დამყავდა გეტყვით, მე ვიყავი ორგანიზატორი და ვცდილობდი ხან წინ ვყოფილიყავი ხან უკან რომ არ გავფანტულიყავით და ყველაზე ერთნაირად ყურადღება მიმექცია. ჯიმიმ და ლაშამ კიდევ პატივი მცეს და მიმიხედეს რაზეც დიდი მადლობა მათ : )
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბირთვისი-ფარცხისის ციხე-შეუპოვარის ციხე-დედა ციხე 11.06.2011

Post by Tamari-ch. » 13 ივნ 2011, 01:50

საჭმელი რომ გავშალეთ და ვჭამეთ შემდეგ ბიჭებს მოუნდათ ალკოჰოლის დამატება და მიქაელის მეთაურობით 3 კაცი მობნელებულზე წავიდა სოფელში : )))) 9 კილომეტრი იარეს წინ და უკან იმის გამო რომ ალკოჰოლი და პური მოეტანათ.
ეს ალკოჰოლი რას არ გააკეთებინებს ადამიანს...
:lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბირთვისი-ფარცხისის ციხე-შეუპოვარის ციხე-დედა ციხე 11.06.2011

Post by CheLo » 13 ივნ 2011, 02:15

ვიდეოები !!!!!

1. ფარცხისის ციხე
http://www.myvideo.ge/?video_id=1364182

2. ბანაობა გახეთქილი მილის ქვეშ
http://www.myvideo.ge/?video_id=1364402 (By Basila)
http://www.myvideo.ge/?video_id=1366459 (By Jimmy)

3. ჩანჩქერი და კანიონების დასაწყისი
http://www.myvideo.ge/?video_id=1364187

4. შესვენება ბირთვისის ხეობის შესასვლელთან
http://www.myvideo.ge/?video_id=1364190

5. გზად
http://www.myvideo.ge/?video_id=1366462 (By Jimmy)
http://www.myvideo.ge/?video_id=1366466 (By Jimmy)
http://www.myvideo.ge/?video_id=1366481 (By Jimmy)

6. კლდეზე ცოცვა
http://www.myvideo.ge/?video_id=1364434 (By Basila)
http://www.myvideo.ge/?video_id=1364445 (By Basila)
http://www.myvideo.ge/?video_id=1366470 (By Jimmy)
http://www.myvideo.ge/?video_id=1366473 (By Jimmy)
http://www.myvideo.ge/?video_id=1366480 (By Jimmy)

7. შეუპოვარზე წვიმამ გაგვირთულა საქმე
http://www.myvideo.ge/?video_id=1364191

8. დაბანაკება
http://www.myvideo.ge/?video_id=1364193

9. გათენების 8 საათი
http://www.myvideo.ge/?video_id=1364194

10. დედა ციხე (I ვიდეო)
http://www.myvideo.ge/?video_id=1364199

11. დედა ციხე (II ვიდეო)
http://www.myvideo.ge/?video_id=1364201

12. ალგეთის წყალსაცავი
http://www.myvideo.ge/?video_id=1364202

13. ჭყუმპალაობა

http://www.myvideo.ge/?video_id=1364470 (By Basila)
Last edited by CheLo on 14 ივნ 2011, 21:35, edited 22 times in total.
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბირთვისი-ფარცხისის ციხე-შეუპოვარის ციხე-დედა ციხე 11.06.2011

Post by CheLo » 13 ივნ 2011, 02:18

სკოპუნია : )))
Image
Image

დედა ციხე
Image
Image
Image
Image
Image

ისე
Image
Image
Image
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბირთვისი-ფარცხისის ციხე-შეუპოვარის ციხე-დედა ციხე 11.06.2011

Post by CheLo » 13 ივნ 2011, 02:26

აქ ჯიმიმ ფეხი 3ჯერ ჩაყო ფუნაში და რომ არ დამეფიქსირებინა არ შეიძლებოდა : )))) ალბათ დინოზავრის "გაკეთებული" იყო ; )) 2 ფეხი კაცმა როგორ უნდა ჩადგას ; ))) ჯიმი მაგარი კაცი ხარ რაც შენ დღეს გვახალისე.
Image

ფარცხისის ციხე
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბირთვისი-ფარცხისის ციხე-შეუპოვარის ციხე-დედა ციხე 11.06.2011

Post by CheLo » 13 ივნ 2011, 04:14

პატარა ჩანჩქერი
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბირთვისი-ფარცხისის ციხე-შეუპოვარის ციხე-დედა ციხე 11.06.2011

Post by Archil » 13 ივნ 2011, 10:33

ყოჩაღთ
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ბირთვისი-ფარცხისის ციხე-შეუპოვარის ციხე-დედა ციხე 11.06.2011

Post by teo- » 13 ივნ 2011, 10:38

ჩემი მყინვარელი მეგობარი იყოო?
არა ექსკურსიას! Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბირთვისი-ფარცხისის ციხე-შეუპოვარის ციხე-დედა ციხე 11.06.2011

Post by CheLo » 13 ივნ 2011, 11:07

შენი მყინვარელი მეგობარი ვინაა?? ვინც ჩამოვწერე მაგათ მეტი არავინ იყო არც გოგას 4 პლუსი : ))
Image


mamu
მაწანწალა
Posts: 891
Joined: 15 სექ 2009, 11:37
Location: tbilisi
ბირთვისი-ფარცხისის ციხე-შეუპოვარის ციხე-დედა ციხე 11.06.2011

Post by mamu » 13 ივნ 2011, 11:52

მშვენიერი გასვლა მოგიწყია ზურა ყოჩაღ

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბირთვისი-ფარცხისის ციხე-შეუპოვარის ციხე-დედა ციხე 11.06.2011

Post by CheLo » 13 ივნ 2011, 12:07

მადლობ მამუ :roll: :roll: :roll: :roll: :roll:
Image

User avatar
skopi
ბოდიალა
Posts: 219
Joined: 05 ივლ 2010, 15:52
Location: მგონი თბილისი
ბირთვისი-ფარცხისის ციხე-შეუპოვარის ციხე-დედა ციხე 11.06.2011

Post by skopi » 13 ივნ 2011, 12:11

WenTTo wrote:
(დიდი მადლობა ბიჭებს რომ ასე ყურადღებით ექცეოდნენ გოგოებს და სიარულში ეხმარებოდნენ)
მართლაც დიდი მადლობა ბიჭებს და ყველა მონაწილეს მშვენიერი გასვლა გამოვიდა :)
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ბირთვისი-ფარცხისის ციხე-შეუპოვარის ციხე-დედა ციხე 11.06.2011

Post by meleksa » 13 ივნ 2011, 14:02

ყოჩაღები ხართ :)
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]