Page 1 of 6

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 06 ივნ 2011, 01:13
by CheLo
1. რეგიონი:
მესხეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ხაშური-ბორჯომი-მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-ახალციხე-აბასთუმანი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
საერთო ჯამში ლაშქრობა იყო მარტივი,
10 ქულიდან ალბათ მივცემდი 4-5 ქულას.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
15 ლარი

6. მონაწილეები
1. გამარჯობა საქართველო
2. თეო-
3. დათო
4. ქსოვრელი
5. ნეშ ანიტუპატაპ ოთახჰ
6. ნინუკალა
7. ნინუკალას +
8. არწივი9
9. ვენტო
10. ეკატო
11. ლილინო
12-14. ლილინოს +++
15. ისმაილ
16. ავთოკჰ
17. ავთოკჰ +
18. იაკო
19. იანო
20. ნაია
21. ჯიმი
22. კოკა ბედოიძე
23. კეთევან გულიაშვილი
24. ანაანო
25. ცქნაფუნია
26. მთა მყგვარებია
27. ვანსკი
28. კარავი87
29. ქსოვრელის +
30. მარიშკა
31. ლედი
32. გიორგი ბუნტური
33-38 მარიშკას +++++

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი
გამარჯობა საქართველო

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ბორჯომი, ჩითახევი, აბასთუმანი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სულ 454 კმ.

10. ფეხით გავლილი მანძილი:
სულ 5 კმ და 348 მ. და 2 ნაბიჯი.

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
მწვანე მონასტერი რომელიც მდებარეობს ჩითახევში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია ქვაბისხევში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია აბასთუმანში. ასევე ობსერვატორია.

12. საბანაკე ადგილები:
თითქმის ყველგან იყო.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
აბასთუმანში ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიასთან მოდიოდა.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
საკუთარი საგზალი, არა 1ჯერადი ჭურჭელი, სხვა არაფერი განსაკუთრებული.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
მთელი ზაფხული

16. რისკები, საფრთხეები:
საფრთხეები არ ყოფილა

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი
თამარის ციხე, რომელზეც დროის უკმარისობის გამო ვერ შევძელით ასვლა.

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
თითქმის ყველგან იჭერდა მაგთიც და ჯეოსელიც

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო

20. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები

ეს არის ამ გასვლის დაგეგმვის თემის ბმული:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5042&start=0

P.S. გოგა იმის გამო რომ არ გეცალა ჩემ თავზე ავიღე ამ თემის აღწერა რადგან 3 დღეა უკვე და იმედია არ გამინაწყენდები. შენ მოწოდებულ ინფორმაციას კი დროულად ჩავამატებ თუ რამე გამომრჩა.

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 06 ივნ 2011, 01:32
by CheLo
როგორც ვიცი ხოლმე მოყოლა და ვრცელი მიმოხილვის დაწერა ამჯერად ასე არ მოვიქცევი და მოკლედ მოვყვები. შევიკრიბეთ ყველანი სამთო ქიმიასთან დილის 7 საათზე და ვინც ადრე მოვიდა ყველამ ზვიადის ახალ სამარშუტო ტაქსში დაიკავა ადგილი ნაწილი კი სულიკოს სამარშუტო ტაქსში მოთავსდა. ვინაიდან და რადგანაც ბოლო მომენტამდე გაურკვეველი იყო ბუნტურის და ლედის ამბავი ცოტა პრობლემები შეგვექმნა ადგილებთან დაკავშირებით მაგრამ ზვიადიმ ხის ჯორკო მოგვიტანა და შეძლებისდაგვარად მოვთავსდით. პირველი გაჩერება იყო მწვანე მონასტერი სადაც ულამაზესი ბუნება იყო. ჩვენმა მძღოლებმა მანქანები ქვემოთ გააჩერეს და საშუალება მოგვცეს ამ ულამაზესი ბუნებით დამტკბარიყავით. რომ მივედით მონასტერში ძალიან ბევრი ხალხი დაგვხდა უმეტესად ბავშვები ალბათ ექსკურსიაზე იყვნენ. შემდეგ გოგამ მოგვიყვა ამ კულტურული ძეგლის ისტორია და ის ადგილიც გვანახა სადაც უწინ ბერები დაუხოციათ და მდინარეს მათი სისხლი მოჰქონდა. წყალში ნახევრად წითლად შეღებილი ქვები ეყარა და ვიმედოვნებთ რომ ეს მათი სისხლი იყო. (ქვის წამოღება არ შეიძლებოდა) შემდეგ წავედით ქვაბისხევში და აქ შეგხვდა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკის 6-ბილიკი, (ზანავი-ნუნისის ხალხს ეცოდინება რაზეც ვამბობ) რაც შეეხება ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას იგივე სიონს (თუ სწორედ გავიგე გოგას მონაყოლი) ძალიან ლამაზი იყო და მთებიდან კოხტა ხედი იშლებოდა, ასევე ვნახეთ სავარაუდოდ შოთა რუსთაველის და მისი დედის იას ფრესკები. შემდეგ სწორედ იმ 6-ბილიკის მახლობლად წაუპიკნიკეთ და გზა განვაგრძეთ აბასთუმნისკენ. როგორც კი შევედიტ ამ დიდებულ ადგილას წამსვე ვიგრძენით ის სუფთა ჰაერი რითიც ეს ადგილი ფასობდა ყოველთვის. ირგვლივ სულ ნაძვნარი იყო და ვხედავდით სოპლელი ახალგაზრდობა როგორ ბერტყავდა ნაძვებს რომ მათი მტვერი შეეგროვებინა. შემდეგ გავიკითხე და ეს თურმე სასარგებლო ყოფილა, თაფლში უნდა გაურიო და სუნთქვის პრობლემებს აგვარებს. აბასთუმანში რომ ავედით გოგას მეშვეობით შევედით ეზოში სადაც რათქმაუნდა ჯგუფური სურათიც გადავიღეთ და იქაურობაც დავათვალიერეთ მაგრამ იმდენად ლამაზი იყო რომ ყველა სათითაოდ გავიფანტეთ და იმის მაგივრად რომ 15 წუთში გამოვსულიყავით 2 საათი ვიბოდიალეთ, შესაბამისად თამარის ციხეზე ასასვლელი დროც არ დაგვრჩა. უკანა გზაზე მოლაშქრეების ნაწილმა ჩემი ჩათვლით საბაგიროთი ვიმგზავრეთ. წამოსვლისას მაინც მოვახერხეთ თამარის ციხეზე თუ არა თამარის ხიდთან მაინც შეგვესვენებინა და გვეთამაშა რაღაც არარსებული გაურკვეველი თამაში დაჭერობანას მაგვარი. : ) ბოლოს კი გამოუყევით გზას თბილისისკენ! მართალია გზად ვჩერდებოდით და ხან ყაყაჩოებისგან და სარეველა ყვავილებისგან გაშლილ წითელ- ყვითელ-მწვანე მდელოზე შევიჭრებოდით სასურათეთ, მაგრამ თბილისში მაინც დათქმუნ დროს ჩამოვაღწიეთ და გოგას პუნკტუალობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. ასე და ამგვარად ვცდილობდი მოკლედ დამეწერა და მაინც ვერ მოვახერხე, გოგას კი დიდი მადლობა ეს იყო ჩემი ერთ ერთი ყველაზე შთამბეჭადვი გასვლა და მთელი კარავის სახელიტ მადლობას უხდი. ახლა კი ვეცდები სურათები, ვიდეოები და ქეთის გაკეთებული კლიპიც დავდო : )

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 06 ივნ 2011, 01:46
by CheLo
მწვანე მონასტრისკენ მიმავალი ტყეში გაკვალული გზა : )
Image
Image

მწვანე მონასტერი
Image
Image

ასე უდიერად ექცეოდა ჩვენი ჰხათო ქართულ ნაწარმს : )))))
Image

რას არ გააკეთებს კაცი ხარისხიანი სურათის გამო.
Image

ვერაფით მოვახერხეთ ვანსკის წამოღება : )))
Image

ეს კი ჩვენ
Image
Image

რეინჯერების კოტეჯი და 6-ე ბილიკი
Image
Image

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 06 ივნ 2011, 01:51
by Naia
WenTTo
ყოჩაღ, ვენტო, ყოჩაღ!

იმ დღეს ერთი საინტერესო რაღაც მოხდა: მე კარვის მაისური მეცვა, იაკოს - გარემოს დაცვის სამინისტროსი. მე-6 ბილიკზე თავიდან მცველები არ გვიშვებდნენ, გარეთ დასხედით მდელოზე და იქ მიირთვითო. მაგრამ იაკომ და მე ვთხოვეთ და თან დავპირდით რომ არ დავანაგვიანეთ იქაურობას. იაკოს მაისურის ხათრით შეგვიშვეს ბილიკის ტერიტორიაზე: "ისეთი მაისურები გაცვიათ, რომ თქვენ აშკარად არ დაანაგვიანებთ იქაურობასო" :)

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 06 ივნ 2011, 02:02
by CheLo
ეს უკვე ქვაბისხევია მაგრამ ბევრ სურათს ვერ შემოგთავაზებთ რადგან ეკლესიის გადაღება მთლიანად შეუძლებელი იყო ფართობის გამო.
Image
Image
Image
Image
Image

ესეც ჩვენ
Image
Image
Image
Image
Image

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 06 ივნ 2011, 02:12
by CheLo
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 06 ივნ 2011, 02:14
by GAMARJOBA SAKARTVELO
WenTTo wrote:ჩემ თავზე ავიღე ამ თემის აღწერა


ძნ კგდ მოიქეცი, რომ თემა გახსენი. თანაც, ყველაფერი მშვენივრად გამოგივიდა.
ყველამ უნდა ისწავლოს თემის წესების დაცვით გახსნა.

WenTTo wrote:შეეხება ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას იგივე სიონს (თუ სწორედ გავიგე გოგას მონაყოლი) ძალიან ლამაზი იყო


დიახ, ქვაბისხევში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია.
აიგო მე8-მე9 საუკუნეების მიჯნაზე, მოიხატა შოთა რუსთაველის დროს.
ამის გამოც ვარაუდობენ, რომ ფრესკაზე გამოსახული მამაკაცი სახელად შოთაი - სწორედ შოთა რუსთაველია

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 06 ივნ 2011, 02:16
by CheLo
Image

ესეც ყაყაჩოების მდელო
Image
Image
Image
Image
Image

აქ ვიპიკნიკეთ
Image

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 06 ივნ 2011, 02:26
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს არის ამ გასვლის დაგეგმვის თემის ბმული:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5042&start=0

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 06 ივნ 2011, 02:26
by CheLo
აბასთუმანი
Image

ეს კი საბაგირო გზა რომელიც ტყეში გადიოდა
Image

იანოს უკანა ფონზე კი ობსერტვატორიაც მოსჩანს
Image

თამარის ხიდთან
Image
Image
Image
Image

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 06 ივნ 2011, 02:34
by CheLo
ახლა კი რომ ჩვენი გასვლა ლამაზად დავაგვირგვინო დავდებ ჩემ გადაღებულ ყვავილების სურათებს
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 06 ივნ 2011, 02:38
by CheLo
ქვაბისხევი

http://www.myvideo.ge/?video_id=1353263

შეეცადეთ ამას ღიმილის გარეშე უყუროთ :)

http://www.myvideo.ge/?video_id=1353246

ანცობს კარავი : ))))

http://www.myvideo.ge/?video_id=1354831

ეს კი ქეთის გაკეთებული ულამზესი ვიდეო და დამეთანხმეთ მუსიკაც კარგადააქვს შერჩეული

http://www.myvideo.ge/?video_id=1354322

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 06 ივნ 2011, 08:15
by karavi87
ესეც ჩემი სურათების ბმული:

Your Download-Link:suratebi.rar
http://allshares.ge/download.php?id=DE868E9413

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 06 ივნ 2011, 22:26
by Ledi
ამათი შიშით ყაყაჩო ვერ ამოსულა და ცისარტყელა ვერ გამოსულაო - თუ როგორ იყო? :D :D :D

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 06 ივნ 2011, 23:01
by avtokh
ამათი შიშით ყაყაჩო ვერ ამოსულა და ცისარტყელა ვერ გამოსულაო - თუ როგორ იყო?

ამათი შიშით მინდორში ყაყაჩო ვერ ამოსულა და ცაზე ცისარტყელა ვერ გამოჩენილაო :D ეს იყო დღის ფრაზა სულიკოს მიერ ნათქვამი:)

ვიწყებ ჯერ არნახული ფოტოების გამოაშკარავებას :)

პირველად იყო მწვანე მონასტერი:

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image