Page 1 of 10

წინარეხი - თავკავთას კომპლექსი 2011 წლის მაისში

Posted: 22 მაი 2011, 22:14
by Tamari-ch.
შეგვეძლო გვევლო მარტივი გზით და გაჭრილი ბილიკით

შეიძლება მეტი მოგვესწრო სანახავი

მაგრამ არა - არჩილის მიერ გაჭრილმა მარშრუტმა მოგვხიბლა წინასწარ გეგმებში

და წავედით ურთულესი გზით -

16 კმ სულ აღმართ-დაღმარებში და 2 კმ ში 1010 მეტრიდან 1600 მეტრ სიმაღლეზე ასვლა ციცაბო აღმართზე..

მუხლები მტკივა, კუნთები დამეჭიმა, მდინარეც გადავიარეთ, წვიმამაც დაგვაწვეთა, დავიკარგეთ კიდეც, გველიც გადაგვეყარა, კლდეებზე ვიფოფხიალეთ და ლამის ხავსმოჭიდებულივით ვიბროდღიალეთ ღმერთმა უწყის სად, ხელებიც დავიტყავეთ, ფეხებიც (ქეთი გულიაშვილმა), ...

ახლა ვარ გახვეული პირსახოცში თბილი აბაზანის მერე და მაინც მზად ვარ ხვალაც გავიქცე იგივე მარშრუტზე...


ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გასვლა იყო მთელი თავისი ექსტრიმ-მოხიბლულობით...

ახლა დავწერ გეგმას და თემას გახსნილად გამოვაცხადებ...
:D

აი ასეთი გზა იყო

Image

წინარეხი - თავკავთას კომპლექსი 2011 წლის მაისში

Posted: 22 მაი 2011, 22:31
by Tamari-ch.
პირველ რიგში დიიდი მადლობა კასპელ ბიჭებს - არჩილს და მის ორ მეგობარს, ტარიელს და კობას - ერთგულად გვატარეს, მადლობა ყველა მონაწილეს ვაჟკაცური ლაშქრობისათვის....


ახლა ლაშქრობის სქემა
1. რეგიონი:
ქართლი, კასპის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი- წინარეხი-ქვათახევი- წინარეხი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
საკმაოდ რთული კლდიანი აღმართებიანი გზის გამო
10 ქულიდან ალბათ 8-9

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
10 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
14+3

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი
Tamari-ch. და არჩილი ნაგლიაშვილი
ლაშქრობოს ორგანიზება მთლიანად მან ითავა

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
წინარეხი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
:roll:

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ალბათ 16 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
გარშემო ბევრი ძეგლებია, რომელთა ნახვა ერთ დღეში ვერანაირად ვერ მოესწრებოდა

12. საბანაკე ადგილები:
ბევრი

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
მხოლოდ სოფელში

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წაიღეთ წყალი და აუცილებლად აიყვანეთ მეგზური


15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ზაფხული

16. რისკები, საფრთხეები:
ეს მარშრუტი საკმაოდ რთული გასავლელია
ბევრია გადასავარდნი ადგილები, ქარაფები


17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
ბერთა აბანო, ბოტისის ღვთისმშობლის ეკლესია, ეკლესია ძუძუხატი, საკურთხისის ორი ეკლესია, წმ.თევდორეს ეკლესია, წყრუთის საყდარი, ჯვარპატიოსნის ეკლესია

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
-

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ზოგან არ იჭერს მაგთი და ჯეოსელი

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
წინარეხის სარეისოს მძღოლი ბაკური მერებაშვილი
თუ რამე დაგჭირდებათ, ან სადმე წასვლა (მაგ ქვათახევში) მას დაუკავშირდით - შესანიშნავად მოგვემსახურა -
855110284

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Image
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5017&p ... c&start=30

წინარეხი - თავკავთას კომპლექსი 2011 წლის მაისში

Posted: 22 მაი 2011, 23:03
by GIO_GEO
სულმოუთქმენლად ველოდები სურათებს :roll: არ დაიზაროთ...

წინარეხი - თავკავთას კომპლექსი 2011 წლის მაისში

Posted: 22 მაი 2011, 23:14
by Tamari-ch.
დავიწყებ თავიდან

ანუ დიდუბიდან
დილით ყველა მოვიდა დროზე
და თან სიას დაემატა + ები
სულ ვიყავით 14 კაცი + 3 კასპელი ბიჭი...

დილით შევუთანხმდით მძღოლს წაყვანა- მოყვანაზე
და თანხაზე: 5 ლარი იქეთ 5 აქეთ
სულ 10


შესანიშნავი მძღოლი შეგვხვდა - ბაკურ მერებაშვილი
თუ ვინმეს დაგჭირდათ მაგ მიდამოებში წაყვანა იაფად - არ დაგზარდებათ.

Image

Image

წინარეხი - თავკავთას კომპლექსი 2011 წლის მაისში

Posted: 22 მაი 2011, 23:39
by nagli33
მაპატიეთ.
ჩემი ფოტოთი შემოგეჭრებით რააა...
დღეს მხოლოდ ეს ერთი სურათი გადავიღე :) დავდებ და გავქრები :)

დილა კასპში :)

Image

წინარეხი - თავკავთას კომპლექსი 2011 წლის მაისში

Posted: 23 მაი 2011, 08:30
by Tamari-ch.
nagli33
რა უნდა გაპატიოთ კაცო, რას ამბობ...
:D

ლამაზი ფოტოა...

გავაგრძელებ, წუხელ ჩამომეძინა კომპთან...

ყველაზე მეტად გამეხარდა ალექსას წამოსვლა,
ვიცი რა ერთგულიცაა და მიტომ..
მიუხედავა იმისა, რომ წინა დღეს 160 კმ -იანი ველტური ჰქონდა,
არ დაიზარა და ერთგული მეგზურობა გაგვიწია...
...როგორც ყოველთვის... ;)


Image
ამ ფოტოში ალექსა "ჭიტაო" - თითქოს გვეუბნება..
:D

ჩავსხედით, წავედით წინარეხისკენ...
გზად კი აბიბინებული მინდორ ველებია...

Image

წინარეხი - თავკავთას კომპლექსი 2011 წლის მაისში

Posted: 23 მაი 2011, 08:35
by Tamari-ch.
გვერდით ჩავუარეთ მაღალაანთ კომპლექსს

ეს ციხე-ეკლესია მეტ ნაკლებად ყველას აქვს ნანახი,
ჰოდა დრო აღარ დავკარგეთ და წავედით ქვათახევისაკენ

Image

წინარეხი - თავკავთას კომპლექსი 2011 წლის მაისში

Posted: 23 მაი 2011, 08:57
by Tamari-ch.
11 საათზე ვიყავით ქვათახევში

და ვინაიდან რთული გზა გვქონდა წინ, აღარ შევსულვართ თავად ეკლესიაში,
მით უმეტეს, რომ არამონასტრულად (ლაშქრობის შესაფერისად) გვეცვა და შენიშვნაც მოგვცეს...

Image

პატარძალივით ყელმოღერებული ქვათახევი.....
:)

წინარეხი - თავკავთას კომპლექსი 2011 წლის მაისში

Posted: 23 მაი 2011, 09:07
by Tamari-ch.
ჩვენ გავედით ქვათახევის მონასტრის უკანა მხარეს და მის უკან არსებულ ხევს ავუყევით


Image

წინარეხი - თავკავთას კომპლექსი 2011 წლის მაისში

Posted: 23 მაი 2011, 09:24
by Tamari-ch.
დაიძრა გუნდი....
:D

Image

საინტერესი ის იყო, რომ ქვათახევამდე მშვენიერი ცისფერი ცა იყო,
მივედით თუ არა ქვათახევთან - ცა მოიქუფრა და მუქი ღრუბლები დაგვეხურა თავზე
წამოწვიმა კიდეც....

Image

წინარეხი - თავკავთას კომპლექსი 2011 წლის მაისში

Posted: 23 მაი 2011, 09:30
by Tamari-ch.
Image

მონასტრის უკან მოწყობილია საკალმახე

კალმახები მე ვერ გადავიღე...

ალექსამ დამჩხავლა თავზე - არ შეიძლებაო!!
:lol:

Image

წინარეხი - თავკავთას კომპლექსი 2011 წლის მაისში

Posted: 23 მაი 2011, 09:37
by Tamari-ch.
ჰოდა ნელ ნელა შევედიტ ღმად ხევში

და ნელ ნელა გართულდა გზა....

Image

ამ ადგილს სამართლიანად ჰქვია ქვათახევი
მართლაც ხვების ხევია

მცირე და დიდი ზომის ქვებით, კენჭებით და ლოდებით მოფენილია მთელი ხევი, რომელთაც ზემოდან ფოთლების სქელი ფენა ადევს...
ჰოდა ნაწვიმარზე ფეხი გისრიალებს, მყარად ვერ დგახარ და ამიტომ საკმაოდ რთული ასასვლელია, თან უნდა იმოძრავი ნელა, რომ შეცდომა არ დაუშვა და რამე არ იტკინო...

ხევი მკვეთრად ადის მაღლა - საკმაოდ ციცაბო ასასვლელია
ჯგუფი გაიწელა _-
ნაწილი წინ გავიდა ავანგარდში (დროშა არჩილს ეკავა :lol:)
- მეორე ნაწილი ჩამორჩა
გზადაგზა ველოდებოდით ერთმანეთს...
თან ვისვენებდით კიდეც...

Image

წინარეხი - თავკავთას კომპლექსი 2011 წლის მაისში

Posted: 23 მაი 2011, 09:44
by Tamari-ch.
ჩვენს წინ სულ მწვადე ფარდა იყო...

Image

1 საათის ასეთ აღმართებზე სვლის მერე გამოჩნდა ხეებს შორის ცა...
ვიფიქრეთ ავდივართ უკვე მწვერვალზე თქო - თურმე ჯერ სადა ხარ -
1350 მეტრს აჩვენებს ზღვის დონიდან

ჯერ სიმაღლის ნახევარიც არ აგვიკრეფია თურმე უღელტეხილამდე
:shock: :D

Image

ვმოძრაობდით ნელა, მაგრამ სიამოვნებით, ძალდატანების გარეშე,
მშვიდად...
სიამოვნებას აი ასეთი პატარა დედოფლები გვიმატებდნენ
:D

Image

წინარეხი - თავკავთას კომპლექსი 2011 წლის მაისში

Posted: 23 მაი 2011, 09:48
by Tamari-ch.
ალექსა ჩაკარგული ქვათახევის მწვანე "ჯუნგლებში"

Image


Image

წინარეხი - თავკავთას კომპლექსი 2011 წლის მაისში

Posted: 23 მაი 2011, 09:51
by Tamari-ch.
მორიგი ტაიმ-აუტი....

ჩვენი ავანგარდი...

Image


Image


ჩამკეტები იყვნენ ტარიელი და კობა (არჩილის მეგობრები)...