2. მარშრუტი: თბილისი–ზანავი–ნუნისი–თბილისი
3. თბილისიდან ზანავამდე მოხვდებით სამარშრუტო ტაქსით–ფასი 110ლ.
4. ბოლო პუნქტიდან,ანუ ნუნისიდან წამოსვლა თბილისამდე შესაძლებელია ადგილობრივი სამარშრუტო ტაქსით(ფასი 150ლ.), ნუნისიდან რკინიგზის სადგურამდე(მოლითი) ფეხით(~8კმ.) ან სამარშრუტო ტაქსით (მგზავრი2ლ.)შემდეგ კი თბილისამდე მატარებლით ადახლოებით 4.5 სთ-ში.
5. მარშრუტის სიგრძე როგორც რეინჯერებმა გვითხრეს ~18–20 კილომეტრიაო. თუმცა ოფიციალურად ცნობილია,რომ ნაკლებია. (სავარაუდოდ რეინჯერების ინფორმაცია უფრო მართებულია) საშუალო სირთულის.
6. მარშრუტის ოპტიმალური ხანგრძლივობა 7–8სთ.
7. სანახავი და ყურადღება მისაქცევია მთა დედაბერა, რომელიც ზღვის დორნიდან 1838მ–ზე მდებარეობს, ნუნისის მამათა მონასტერი.
8. მარშრუტის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:
http://www.borjomi-kharagauli-np.ge/tra ... -large.jpg
ზოგადად ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის შესახებ კი :
http://www.borjomi-kharagauli-np.ge/ge/ ... ?ur=trails
9. აღნიშნული ტერიტორია საბანაკე ადგილების ნაკლებობას არ უჩივის. საწყისი წერტილიდან წყლისა და საკვების საკმაო მარაგია საჭირო. თუმცა ნუნისში ჩასულებს ეს პრობლემა აღარ უხვდებათ,წყალი უხვადაა, საკვების მოპოვება კი სოფელშია შესაძლებელი.
10. ...და ბოლოს: "გახსოვდეთ, რომ იმყოფებით დაცულ ტერიტორიაზე. გთხოვთ მოიქცეთ შესაბამისად და პატივი სცეთ ეროვნულ პარკს, რომელიც წარმოადგენს მრავალი სახეობის არსებობის ბუნებრივ გარემოს. გახსოვდეთ ბევრი სახეობისათვის ეს პარკი წარმოადგენს ერთადერთ თავშესაფარს. მკაცრადაა აკრძალული ნადირობა და მცენარეების შეგროვება. გთხოვთ თქვენი მოქმედებით არ დააფრთხოთ ცხოველები და არ დააზიანოთ მცენარეები. ნუ დატოვებთ, დაწვავთ ან დამარხავთ ნაგავს პარკის ტერიტორიაზე. ცეცხლის დანთება ნებადართულია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. ცეცხლი არ დატოვოთ დანთებული. თავშესაფრებში და საგუშაგოებში მოწევა აკრძალულია. გთხოვთ დაიცვათ სისუფთავე და წესრიგი. და ბოლოს, ნუ იხმაურებთ, არამედ დატკბით ბუნების უმშვენიერესი ხმებით."
გასვლის ორგანიზატორი : Jnosy
ფოტო პრომოსთვის

სამომავლო გეგმებში დაგეგმილის ბმული - http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0
ჩემი თხოვნაა მოერიდოთ "ჭორაობას", წარმოიდგინეთ, რომ წლების მერე (შეიძლება ათწლეულის მერეც) ეს უნდა ვნახოთ, და გაგვახსენდეს რა გადაგვხდა.
გირჩევთ დატვირთოთ ფოტოებით, გაიხსენოთ და დაწეროთ ყვეეელა (თუნდაც უმნიშვნელო) ისტორია, რომ ტოპიკის გადათვალიერებისას ზუსტად და სრულყოფილად გაგვახსენდეს ყვეალფერი
გაიხსენოთ გადმოსვლის დროს ყველა ეპიზოდი, რაც ალბათ უმნიშვნელოვანესია შემდგომი (მომავალი წლის) გასვლებისთვის
ეცადეთ დადოთ ბმულებიც, და რაც მთავარია დადოთ ფოტოები, ბეევრი ფოტოები.
ვიცი, რომ ბევრს დრო არ აქვს, თუმცა ამისთვის მოცლა და დროის გამოყოფა, ისევ თქვენ მოგანიჭებთ სიამოვნებას ბეეევრი დროის გასვლის შემდეგ. ასევე ვიცი, რომ აქ ბევრი ბლოგერი და ფოტომოყვარულია. მათგან განსაკუთრებით ველი ლამაზ ჩანაწერებს და ფოტოებს.
ფოტოები დავალაგოთ ქრონოლოგიურად, ვისაც ამ ტემპის აყოლის დრო არ აქვს, დადეთ გადმოსაწერი ბმული და ვისაც დრო აქვს ის მოგვეხმარება

ისტორიებიც სასურველია ქრონოლოიურად, თუმცა ამის გამო არ შეიზღუდოთ, მთავარია მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოხვდეს აქ, რომ შემდეგ იოლად გავიხსენოთ ყველაფერი

ასევე შევთანხმდით, რომ გვექნება შეკრება, სადაც ყველა ერთად მოვუყრით თავს გადაღებულ ფოტოებს, ვიდეოებს და ჩანაწერებს, ერთად გავიხსენებთ ისტორიებს, გავუზიარებთ გამოცდილებას და რაც მთავარია მოვილხენთ
ეს ეხება წივწივას ჯგუფსაც, რომლებიც ნუნისში შემოგვიერთდნენ და მათაც აქვთ ფოტო და ვიდეო მასალა

ყველას გმადლობთ