Page 1 of 5

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Posted: 03 მაი 2011, 20:49
by tushi aleko
ასე და ამგვარად ჩემო კეთილო ხალხო როგორც იქნა მოვაბი თავი და გადავწყვიტე გიამბოთ შარშანდელი არბენ-ჩამორბენის შესახებ იმ ჯადოსნურ სამყაროში, რომელსაც ტობავარჩხილი ჰქვია. ეს მოხდა 2010 წლის ივლის-აგვისტოში. წინდაწინ გეტყვით რომ იმ უსაზღვრო სიამოვნებამ 7-8 დღეს გასტანა. როგორი გიჟურიც მთლიანად ლაშქრობა გამოვიდა ისეთივე დასაწყისი ჰქონდა.

მე და გიორგი ნიკოლიშვილს, იგივე GIO GEO-ს (ასე მოვიხსენიებ ქვემოთაც), დაგეგმილი გვქონდა იმ ზაფხულს ავსულიყავით ტბებზე გზების დასაზუსტებლად (შემდგომში კომერციული გამოყენების მიზნით), მაგრამ ვერცერთი ვივარაუდებდით რომ ჩვენი გეგმა ასე უცაბედად და საინტერესოდ განხორციელდებოდა. ყველაფერი დაიწყო 28 ივლისს. სადღაც ნაშუადღევს მე და GIO GEO საბურთალოზე გავედით კარვის და სხვადასხვა აქსესუარების შესაძენად. ჯერ კიდევ მაგ დროის გეგმით მეორე ან მესამე დღეს ვაპირებდით ტობაზე ასვლას. აღკაზმულობა ვიყიდეთ და სრულიად შემთხვევით გაგვახსენდა ჩვენი მეგობარი ჯონი კაპანაძე, რომელსაც ასევე სურდა იმ ზაფხულს ტბების ხელმეორედ დალაშქვრა. ყოველიშემთხვევისთვის დავუკავშირდით ჯონის და ნისლიან სამყაროში მეგზურობა შევთავაზეთ. ვინც იცნობთ ჯონის ყველას მოგეხსენებათ რა ექსპრომტი ადამიანიც გახლავთ და ვინც არა კი გეტყვით რომ ჯონი არათუ დაგვთანხმდა, არამედ იმავე საგამოს შემოგვთავაზა წასვლა. ჯონის ექსპრომტიზმში არც მე და GIO GEO ჩამოუვარდებოდით და ერთი სიტყვით ასე მოულოდნელად გადავწყვიტეთ გასვლა. ორიოდე საათში საკვების პრობლემა მოვაგვარეთ, გავედით დიღმის ტრასაზე და ბედს მივენდეთ. ვისაც მგზავრობის ეს მეთოდი გამოგიცდიათ ალაბათ დამეთანხმებით რომ "ავტოსტოპზე" ფხიზელი დგომა არცთუ სასიამოვნოა, ამიტომ იქვე მაღაზიაში ხელდახელ ლუდი ვიყიდეთ და ჩვენი გიჯური განზრახვა დავლოცეთ
:D
Image
აი ესეც :D
Image :D :D :D :D

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Posted: 03 მაი 2011, 21:16
by teo-
ის ვიდეო არ დაგავიწყდეს :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Posted: 03 მაი 2011, 22:01
by tushi aleko
მგზავრობა მეტად საინტერესო გამოდგა. იყო გამართლება, იმედგაცრუბეა, წვალება, ბოლოს კი კახელი გლეხის მწარე იუმორიც, რომელმაც დიდი ყოყმანის შემდეგ გვითხრა თხელები :D ხართ ჩაგტევთო და გაგვიყოლა. სამწუხაროდ, მოგვიანებით როგორც გაირკვა ჩვენი მიხოძია :D საკმაოდ შორს აღმოჩნდა "ავტოსტოპის" არსისგან და ცოტა არიყოს გაკვირვებული და ნაწყენიც დაგვრჩა. წვალებ-წვალებით დილის 4 საათისთვის სენაკში შევედით. ქალაქს ისე ეძინა რომ ობოლი ძაღლიც კი არსად დაძრწოდა. დასახლებას მალევე გავცდით, დაქანცულებმა და უძილოებმა მწვანე მდელო შევარჩიეთ და დავბანაკდით. ამასაც თუ ბანაკი ჰქვია.... ისეთი გაქანცულები ვიყავით კარვის კიარა საძილეს ამოღების თავიც არ გვქონდა. პარალონები გავშალეთ და უფალს მივებარეთ.

* * *
სისხმას მზე ჯერ ამოსულიც არიყო ნახირის მოძრაობამ გაგვაღვიძა.
Image

გამოვფხიზლდით, ნაუცბათევად ვისაუზმეთსავით და მოვემზადეთ გასასვლელად. ჩხოროწყუმდე დაახლოებით 30 კილომეტრი გვქონდა გასავლელი. დილის ავტობუსი კაი ხნის გასული იყო, ამიტომ ფეხით მოგვიწია გზის გაგრძელება. სვენებ-სვენებით მივიწევდით. ტრანსპორტი არსად ჩანდა. ხან ჩამოვსხედით,
Image

წამოვწექით კიდეც,
Image

საკნატუნოც კი ვეძებეთ მაგრამ ამაოდ.
:(
Image


გზის ნახევარი გვქონდა დაფარული როცა ბოლოს და ბოლოს ღმერთმა მოწყალე თვალით ჩვენც გადმოგვხედა და პირთამდე სავსე ავტობუსი გამოგვიგზავნა. ტრანსპორტში ისეთი ჭყლეტვა იყო რომ მძღოლი რამის ფეხით მოყვებოდა უკან, მაგრამ რას დავეძებდით. სანამ ჩხოროწყუმდე მიჩანჩალდა ავტობუსი ოფლში გავიწურეთ სამივენი. ქალაქში ჯონის გამგებელთან შეხვედრა ქონდა დათქმული სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ამით მე და GIO GEO-მ მშვენივრად ვისარგებლეთ და ორგანიზმს საუკეთესო საჩუქარი დავუკეთეთ. :lol: :lol: :lol: :lol:
Image


დაახლოებით საათნახევარში ჯონიმაც მოამთავრა საქმე და გამგებელმა მუხურამდე ჩაგვიყვანა, სადაც GIO GEO-ს დეიდის ოჯახი გველოდა. ცირამუების სტუმართმოყვარეობაში აკი უწინაც დავრწმუნდით და ეხლაც სათანადო სითბოთი გვიმასპინძლეს. ფრიდონი ძიას 3-მა არაყმა ისე გაგვათავხედა რომ ასიოდე მეტრში მოჩუხჩუხე ნისლში ჩაძირულ ხობის წყალსაც კი მივუშვირეთ მკერდები. ბანაობა ნამდვილად მოგვიხდა და ვახშმამდე ორიოდე ხელიც მოვჯოკრეთ. :lol: :lol: ...
პურმარილი მართლაც ჩინებული გაგვიწყეს. ღმერთი ვახსენეთ, მომავალი ლაშქრობაც დავლოცეთ, მართალია თვითონაც არ გვეჯერა მარა ყოველიშემთხვევისთვის დარიც ვისურვეთ და როგორც იქნა ცივილიზებულ ლოგინშიც მოვისვენეთ.

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Posted: 03 მაი 2011, 22:06
by tushi aleko
რასამბობ თეო მარტო იმ ვიდეოს გულისთვის ღირს ერთი თემის გახსნა :D :D :D :D :D

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Posted: 03 მაი 2011, 22:17
by guruli
ვახ, ვატყობ, რაღაც საინტერესო იწყება. :) აბა, აბა - ინტერესით გელოდებით! :)

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Posted: 04 მაი 2011, 02:29
by GAMARJOBA SAKARTVELO
რეპორტაჟი საინტერესოდ იწყება.
მომდევნო წერილებსაც სიამოვნებით გავეცნობი.

tushi aleko wrote:გადავწყვიტე გიამბოთ შარშანდელი არბენ-ჩამორბენის შესახებ იმ ჯადოსნურ სამყაროში, რომელსაც ტობავარჩხილი ჰქვია. ეს მოხდა 2010 წლის ივლის-აგვისტოში. წინდაწინ გეტყვით რომ იმ უსაზღვრო სიამოვნებამ 7-8 დღეს გასტანა.


7-8 დღე თუ იმოგზაურეთ, ეს არბენა-ჩამორბენას აღარ ჰგავს.
3 დღეში რომ ჩატეულიყავით, კი იქნებოდა არბენა-ჩარბენა.


tushi aleko wrote:როგორც გაირკვა ჩვენი მიხოძია :D საკმაოდ შორს აღმოჩნდა "ავტოსტოპის" არსისგან და ცოტა არიყოს გაკვირვებული და ნაწყენიც დაგვრჩა.

რაო, მგზავრობის ფული ჰომ არ მოგთხოვათ?

პარალონები გავშალეთ და უფალს მივებარეთ


რა თქმა უნდა, გამვლელი მანქანის გაჩერებით წასვლა კგ თავგადასავალია და თანაც, უფასო მგზავრობა გამოდის,
მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც წინ დიდი და რთული ლაშქრობაა, დამატებით ფეხით სიარული მიზანშეწონილი არ არის.
ძალების დაზოგვა აუცილებელია.
საგებელის გაშლა მუხურამდე კიდევ მოგიწევდათ, ავტობუსს რომ არ გამოევლო.
ზაფხულში, ასფალტზე 40მდე კმს სიარული, მთლად სასურველი არ უნდა იყოს

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Posted: 04 მაი 2011, 08:21
by zura N.
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
tushi aleko wrote:გადავწყვიტე გიამბოთ შარშანდელი არბენ-ჩამორბენის შესახებ იმ ჯადოსნურ სამყაროში, რომელსაც ტობავარჩხილი ჰქვია. ეს მოხდა 2010 წლის ივლის-აგვისტოში. წინდაწინ გეტყვით რომ იმ უსაზღვრო სიამოვნებამ 7-8 დღეს გასტანა.
7-8 დღე თუ იმოგზაურეთ, ეს არბენა-ჩამორბენას აღარ ჰგავს.
3 დღეში რომ ჩატეულიყავით, კი იქნებოდა არბენა-ჩარბენა.
მალე გამოჩნდება 7-8 დღე რაში დაიხარჯა...:wink:

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
პარალონები გავშალეთ და უფალს მივებარეთ
რა თქმა უნდა, გამვლელი მანქანის გაჩერებით წასვლა კგ თავგადასავალია და თანაც, უფასო მგზავრობა გამოდის,
მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც წინ დიდი და რთული ლაშქრობაა, დამატებით ფეხით სიარული მიზანშეწონილი არ არის.
ძალების დაზოგვა აუცილებელია.
საგებელის გაშლა მუხურამდე კიდევ მოგიწევდათ, ავტობუსს რომ არ გამოევლო.
ზაფხულში, ასფალტზე 40მდე კმს სიარული, მთლად სასურველი არ უნდა იყოს
"ავტოსტოპის" ხიბლიც სწორედ მაგაშია რომ არ იცი როდის და რა გამოივლის შეიძლება პირდაპირ დანიშნულების ბოლო წერტილამდე მიგიყვანოს, ან მთელი საათი ელოდო გამვლელის მოწყალებას... ან ბოლო მოდელის მანქანამ გაგიჩეროს ანდა კიდევ ტრაქტორით მოგიწიოს სიარული.. :roll:
რაც შეეხება ძალების დაზოგვას: მუხურში დილით ჩავიდნენ იმ დღეს ლაშქრობა არ დაუწყიათ, დეიდაჩემთან დარჩნენ და მეორე დღისთვის მოსამზადებლად საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ... :wink: :)

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Posted: 04 მაი 2011, 09:26
by GIO_GEO
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
tushi aleko wrote:როგორც გაირკვა ჩვენი მიხოძია :D საკმაოდ შორს აღმოჩნდა "ავტოსტოპის" არსისგან და ცოტა არიყოს გაკვირვებული და ნაწყენიც დაგვრჩა.

რაო, მგზავრობის ფული ჰომ არ მოგთხოვათ?


მოგვთხოვა კიარადა ეცოტავა კიდევაც რაც მივეცით "რათა შვილო რათ დადიხართო" სულ ესე იძახდა :) ჩვენ გზაში ვამბობდით რაც იმან გულში გვაგინოს სულ მაგისიანებსო :lol:

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Posted: 04 მაი 2011, 10:08
by tushi aleko
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
7-8 დღე თუ იმოგზაურეთ, ეს არბენა-ჩამორბენას აღარ ჰგავს.
3 დღეში რომ ჩატეულიყავით, კი იქნებოდა არბენა-ჩარბენა.
არბენ-ჩარბენას მართლაც 2-3 დღე დასჭირდა და დანარჩენი დღეების მსგავსი ნეტა ყველას მისცეს ღმერთმა
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
რა თქმა უნდა, გამვლელი მანქანის გაჩერებით წასვლა კგ თავგადასავალია და თანაც, უფასო მგზავრობა გამოდის,
მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც წინ დიდი და რთული ლაშქრობაა, დამატებით ფეხით სიარული მიზანშეწონილი არ არის.
ძალების დაზოგვა აუცილებელია.
საგებელის გაშლა მუხურამდე კიდევ მოგიწევდათ, ავტობუსს რომ არ გამოევლო.
ზაფხულში, ასფალტზე 40მდე კმს სიარული, მთლად სასურველი არ უნდა იყოს
ძალების დაზოგვაზე რომ გვეფიქრა თბილისიდანვე მატარებლით წავიდოდით,მაგრამ ჩვენ ზუსტად ის გვინდოდა როგორც მოხდა. :D :D :D :D :D

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Posted: 04 მაი 2011, 11:02
by GAMARJOBA SAKARTVELO
tushi aleko wrote: ძალების დაზოგვაზე რომ გვეფიქრა თბილისიდანვე მატარებლით წავიდოდით,მაგრამ ჩვენ ზუსტად ის გვინდოდა როგორც მოხდა. :D :D :D :D :D
ცხადია, ისე გქონდათ გაკეთებული, როგორც გსურდათ. თან, თუ წინასწარ, გქონდათ გათვალისწინებული, რომ ასფალტზეც ბევრს ივლიდით, მაშინ კლასიკური წესების გათვალისწინებას აზრი ნამდვილად არ ჰქონდა.

შემდეგში თუ კიდევ გადაწყვეტთ მუხური-ტობავარჩხილის მიმართულებით წასვლას, გაითვალისწინეთ, რომ მატარებელი
ჩხოროწყუს რაიონისკენ არ მიდის და მისი გამოყენების შემთხვევაში, ისევ შორი გზიდან მოვლა მოგიწევთ.
მუხურში მინიბუსი პირდაპირ ჩადის

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Posted: 04 მაი 2011, 17:24
by tushi aleko
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
შემდეგში თუ კიდევ გადაწყვეტთ მუხური-ტობავარჩხილის მიმართულებით წასვლას, გაითვალისწინეთ, რომ მატარებელი
ჩხოროწყუს რაიონისკენ არ მიდის და მისი გამოყენების შემთხვევაში, ისევ შორი გზიდან მოვლა მოგიწევთ.
მუხურში მინიბუსი პირდაპირ ჩადის

ხო მინიბუსიც შეიძლება მაგრამ ორი წლის წინ პირველი ლაშქრობა რომ შედგა მატარებლით იმგზავრა ჯგუფის ძირითადმა ბირთვმა სენაკამდე, იქიდან კი ავტობუსი გადის ჩხოროწყუმდე, მატარებელს ხვდება და ეგრევე გადის დაახლოებით დილის 6-ზე. მაგრამ ჩვენ ავტოსტოპით 4-სთვის ჩავედით სენაკში და ძილი ვამჯობინეთ ორი საათი ავტობუსის ლოდინს, მაგიტომ მოგვიწია ცხელ ასფალტზე სიარული.

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Posted: 04 მაი 2011, 17:49
by GAMARJOBA SAKARTVELO
tushi aleko
იმედია, მონაწილეები გააგრძელებთ ამ საინტერსო რეპორტაჟს

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Posted: 04 მაი 2011, 17:59
by CheLo
მაგარიაააა და ახალ ლაშქრობას როდის გააკეთებთ?? დაუფიქრებლად წამოვალ :o :o :o :o :o :o

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Posted: 05 მაი 2011, 03:23
by M-A-R-T-A
ეჰ,ტობაზე "არბენა" ოცნებად მექცაა.იმედი მაქვს ოდესღაც ვნახავ ამ ადგიილს :wink:

დიდი ინტერესით ველოდები თემის გაგრძელებას. :)

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Posted: 05 მაი 2011, 22:09
by lama
აი, ვიდეო ამ საოცარი გასვლიდან:

http://www.youtube.com/user/tobatravel? ... QvrDAZIoXM

ველოდი(თ) ამ თემის გახსნას :)