უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
Post
by tushi aleko » 03 მაი 2011, 20:49
Last edited by
tushi aleko on 03 მაი 2011, 22:14, edited 1 time in total.
-
teo-
- იეტი
- Posts: 5269
- Joined: 19 მარ 2008, 21:06
- Location: myinvari
-
Contact:
Post
by teo- » 03 მაი 2011, 21:16
ის ვიდეო არ დაგავიწყდეს :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
არა ექსკურსიას!

-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
Post
by tushi aleko » 03 მაი 2011, 22:01
მგზავრობა მეტად საინტერესო გამოდგა. იყო გამართლება, იმედგაცრუბეა, წვალება, ბოლოს კი კახელი გლეხის მწარე იუმორიც, რომელმაც დიდი ყოყმანის შემდეგ გვითხრა თხელები
ხართ ჩაგტევთო და გაგვიყოლა. სამწუხაროდ, მოგვიანებით როგორც გაირკვა ჩვენი მიხოძია
საკმაოდ შორს აღმოჩნდა "ავტოსტოპის" არსისგან და ცოტა არიყოს გაკვირვებული და ნაწყენიც დაგვრჩა. წვალებ-წვალებით დილის 4 საათისთვის სენაკში შევედით. ქალაქს ისე ეძინა რომ ობოლი ძაღლიც კი არსად დაძრწოდა. დასახლებას მალევე გავცდით, დაქანცულებმა და უძილოებმა მწვანე მდელო შევარჩიეთ და დავბანაკდით. ამასაც თუ ბანაკი ჰქვია.... ისეთი გაქანცულები ვიყავით კარვის კიარა საძილეს ამოღების თავიც არ გვქონდა. პარალონები გავშალეთ და უფალს მივებარეთ.
* * *
სისხმას მზე ჯერ ამოსულიც არიყო ნახირის მოძრაობამ გაგვაღვიძა.

გამოვფხიზლდით, ნაუცბათევად ვისაუზმეთსავით და მოვემზადეთ გასასვლელად. ჩხოროწყუმდე დაახლოებით 30 კილომეტრი გვქონდა გასავლელი. დილის ავტობუსი კაი ხნის გასული იყო, ამიტომ ფეხით მოგვიწია გზის გაგრძელება. სვენებ-სვენებით მივიწევდით. ტრანსპორტი არსად ჩანდა. ხან ჩამოვსხედით,

წამოვწექით კიდეც,

საკნატუნოც კი ვეძებეთ მაგრამ ამაოდ.

გზის ნახევარი გვქონდა დაფარული როცა ბოლოს და ბოლოს ღმერთმა მოწყალე თვალით ჩვენც გადმოგვხედა და პირთამდე სავსე ავტობუსი გამოგვიგზავნა. ტრანსპორტში ისეთი ჭყლეტვა იყო რომ მძღოლი რამის ფეხით მოყვებოდა უკან, მაგრამ რას დავეძებდით. სანამ ჩხოროწყუმდე მიჩანჩალდა ავტობუსი ოფლში გავიწურეთ სამივენი. ქალაქში ჯონის გამგებელთან შეხვედრა ქონდა დათქმული სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ამით მე და GIO GEO-მ მშვენივრად ვისარგებლეთ და ორგანიზმს საუკეთესო საჩუქარი დავუკეთეთ.

დაახლოებით საათნახევარში ჯონიმაც მოამთავრა საქმე და გამგებელმა მუხურამდე ჩაგვიყვანა, სადაც GIO GEO-ს დეიდის ოჯახი გველოდა. ცირამუების სტუმართმოყვარეობაში აკი უწინაც დავრწმუნდით და ეხლაც სათანადო სითბოთი გვიმასპინძლეს. ფრიდონი ძიას 3-მა არაყმა ისე გაგვათავხედა რომ ასიოდე მეტრში მოჩუხჩუხე ნისლში ჩაძირულ ხობის წყალსაც კი მივუშვირეთ მკერდები. ბანაობა ნამდვილად მოგვიხდა და ვახშმამდე ორიოდე ხელიც მოვჯოკრეთ.
...
პურმარილი მართლაც ჩინებული გაგვიწყეს. ღმერთი ვახსენეთ, მომავალი ლაშქრობაც დავლოცეთ, მართალია თვითონაც არ გვეჯერა მარა ყოველიშემთხვევისთვის დარიც ვისურვეთ და როგორც იქნა ცივილიზებულ ლოგინშიც მოვისვენეთ.
Last edited by
tushi aleko on 03 მაი 2011, 22:12, edited 4 times in total.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 03 მაი 2011, 22:17
ვახ, ვატყობ, რაღაც საინტერესო იწყება.

აბა, აბა - ინტერესით გელოდებით!

-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 მაი 2011, 02:29
რეპორტაჟი საინტერესოდ იწყება.
მომდევნო წერილებსაც სიამოვნებით გავეცნობი.
tushi aleko wrote:გადავწყვიტე გიამბოთ შარშანდელი არბენ-ჩამორბენის შესახებ იმ ჯადოსნურ სამყაროში, რომელსაც ტობავარჩხილი ჰქვია. ეს მოხდა 2010 წლის ივლის-აგვისტოში. წინდაწინ გეტყვით რომ იმ უსაზღვრო სიამოვნებამ 7-8 დღეს გასტანა.
7-8 დღე თუ იმოგზაურეთ, ეს არბენა-ჩამორბენას აღარ ჰგავს.
3 დღეში რომ ჩატეულიყავით, კი იქნებოდა არბენა-ჩარბენა.
tushi aleko wrote:როგორც გაირკვა ჩვენი მიხოძია
საკმაოდ შორს აღმოჩნდა "ავტოსტოპის" არსისგან და ცოტა არიყოს გაკვირვებული და ნაწყენიც დაგვრჩა.
რაო, მგზავრობის ფული ჰომ არ მოგთხოვათ?
პარალონები გავშალეთ და უფალს მივებარეთ
რა თქმა უნდა, გამვლელი მანქანის გაჩერებით წასვლა კგ თავგადასავალია და თანაც, უფასო მგზავრობა გამოდის,
მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც წინ დიდი და რთული ლაშქრობაა, დამატებით ფეხით სიარული მიზანშეწონილი არ არის.
ძალების დაზოგვა აუცილებელია.
საგებელის გაშლა მუხურამდე კიდევ მოგიწევდათ, ავტობუსს რომ არ გამოევლო.
ზაფხულში, ასფალტზე 40მდე კმს სიარული, მთლად სასურველი არ უნდა იყოს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
zura N.
- იეტი
- Posts: 2483
- Joined: 16 მარ 2006, 02:17
- Location: არხოტი
Post
by zura N. » 04 მაი 2011, 08:21
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
tushi aleko wrote:გადავწყვიტე გიამბოთ შარშანდელი არბენ-ჩამორბენის შესახებ იმ ჯადოსნურ სამყაროში, რომელსაც ტობავარჩხილი ჰქვია. ეს მოხდა 2010 წლის ივლის-აგვისტოში. წინდაწინ გეტყვით რომ იმ უსაზღვრო სიამოვნებამ 7-8 დღეს გასტანა.
7-8 დღე თუ იმოგზაურეთ, ეს არბენა-ჩამორბენას აღარ ჰგავს.
3 დღეში რომ ჩატეულიყავით, კი იქნებოდა არბენა-ჩარბენა.
მალე გამოჩნდება 7-8 დღე რაში დაიხარჯა...
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:პარალონები გავშალეთ და უფალს მივებარეთ
რა თქმა უნდა, გამვლელი მანქანის გაჩერებით წასვლა კგ თავგადასავალია და თანაც, უფასო მგზავრობა გამოდის,
მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც წინ დიდი და რთული ლაშქრობაა, დამატებით ფეხით სიარული მიზანშეწონილი არ არის.
ძალების დაზოგვა აუცილებელია.
საგებელის გაშლა მუხურამდე კიდევ მოგიწევდათ, ავტობუსს რომ არ გამოევლო.
ზაფხულში, ასფალტზე 40მდე კმს სიარული, მთლად სასურველი არ უნდა იყოს
"ავტოსტოპის" ხიბლიც სწორედ მაგაშია რომ არ იცი როდის და რა გამოივლის შეიძლება პირდაპირ დანიშნულების ბოლო წერტილამდე მიგიყვანოს, ან მთელი საათი ელოდო გამვლელის მოწყალებას... ან ბოლო მოდელის მანქანამ გაგიჩეროს ანდა კიდევ ტრაქტორით მოგიწიოს სიარული..
რაც შეეხება ძალების დაზოგვას: მუხურში დილით ჩავიდნენ იმ დღეს ლაშქრობა არ დაუწყიათ, დეიდაჩემთან დარჩნენ და მეორე დღისთვის მოსამზადებლად საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ...

bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
-
GIO_GEO
- ბოდიალა
- Posts: 112
- Joined: 25 აგვ 2007, 17:05
- Location: მთვარე
Post
by GIO_GEO » 04 მაი 2011, 09:26
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
tushi aleko wrote:როგორც გაირკვა ჩვენი მიხოძია
საკმაოდ შორს აღმოჩნდა "ავტოსტოპის" არსისგან და ცოტა არიყოს გაკვირვებული და ნაწყენიც დაგვრჩა.
რაო, მგზავრობის ფული ჰომ არ მოგთხოვათ?
მოგვთხოვა კიარადა ეცოტავა კიდევაც რაც მივეცით "რათა შვილო რათ დადიხართო" სულ ესე იძახდა
ჩვენ გზაში ვამბობდით რაც იმან გულში გვაგინოს სულ მაგისიანებსო 
ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა...
-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
Post
by tushi aleko » 04 მაი 2011, 10:08
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
7-8 დღე თუ იმოგზაურეთ, ეს არბენა-ჩამორბენას აღარ ჰგავს.
3 დღეში რომ ჩატეულიყავით, კი იქნებოდა არბენა-ჩარბენა.
არბენ-ჩარბენას მართლაც 2-3 დღე დასჭირდა და დანარჩენი დღეების მსგავსი ნეტა ყველას მისცეს ღმერთმა
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
რა თქმა უნდა, გამვლელი მანქანის გაჩერებით წასვლა კგ თავგადასავალია და თანაც, უფასო მგზავრობა გამოდის,
მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც წინ დიდი და რთული ლაშქრობაა, დამატებით ფეხით სიარული მიზანშეწონილი არ არის.
ძალების დაზოგვა აუცილებელია.
საგებელის გაშლა მუხურამდე კიდევ მოგიწევდათ, ავტობუსს რომ არ გამოევლო.
ზაფხულში, ასფალტზე 40მდე კმს სიარული, მთლად სასურველი არ უნდა იყოს
ძალების დაზოგვაზე რომ გვეფიქრა თბილისიდანვე მატარებლით წავიდოდით,მაგრამ ჩვენ ზუსტად ის გვინდოდა როგორც მოხდა.

-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 მაი 2011, 11:02
ცხადია, ისე გქონდათ გაკეთებული, როგორც გსურდათ. თან, თუ წინასწარ, გქონდათ გათვალისწინებული, რომ ასფალტზეც ბევრს ივლიდით, მაშინ კლასიკური წესების გათვალისწინებას აზრი ნამდვილად არ ჰქონდა.
შემდეგში თუ კიდევ გადაწყვეტთ მუხური-ტობავარჩხილის მიმართულებით წასვლას, გაითვალისწინეთ, რომ მატარებელი
ჩხოროწყუს რაიონისკენ არ მიდის და მისი გამოყენების შემთხვევაში, ისევ შორი გზიდან მოვლა მოგიწევთ.
მუხურში მინიბუსი პირდაპირ ჩადის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
Post
by tushi aleko » 04 მაი 2011, 17:24
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
შემდეგში თუ კიდევ გადაწყვეტთ მუხური-ტობავარჩხილის მიმართულებით წასვლას, გაითვალისწინეთ, რომ მატარებელი
ჩხოროწყუს რაიონისკენ არ მიდის და მისი გამოყენების შემთხვევაში, ისევ შორი გზიდან მოვლა მოგიწევთ.
მუხურში მინიბუსი პირდაპირ ჩადის
ხო მინიბუსიც შეიძლება მაგრამ ორი წლის წინ პირველი ლაშქრობა რომ შედგა მატარებლით იმგზავრა ჯგუფის ძირითადმა ბირთვმა სენაკამდე, იქიდან კი ავტობუსი გადის ჩხოროწყუმდე, მატარებელს ხვდება და ეგრევე გადის დაახლოებით დილის 6-ზე. მაგრამ ჩვენ ავტოსტოპით 4-სთვის ჩავედით სენაკში და ძილი ვამჯობინეთ ორი საათი ავტობუსის ლოდინს, მაგიტომ მოგვიწია ცხელ ასფალტზე სიარული.
წამო თუშეთში
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 მაი 2011, 17:49
tushi aleko
იმედია, მონაწილეები გააგრძელებთ ამ საინტერსო რეპორტაჟს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
CheLo
- დომცი+
- Posts: 2521
- Joined: 14 თებ 2011, 18:25
- Location: ზონაზე... : (
Post
by CheLo » 04 მაი 2011, 17:59
-
M-A-R-T-A
- ბილიკზე მოარული
- Posts: 94
- Joined: 05 ივლ 2010, 15:01
- Location: manchester
Post
by M-A-R-T-A » 05 მაი 2011, 03:23
ეჰ,ტობაზე "არბენა" ოცნებად მექცაა.იმედი მაქვს ოდესღაც ვნახავ ამ ადგიილს
დიდი ინტერესით ველოდები თემის გაგრძელებას.