ბარსელონა,მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.2011
Posted: 03 მაი 2011, 15:34
ესეც ასე, როგორც გოგა ამბობს, პირველი კარვული გასვლა ევროპაში შედგა 
ჯობია თემა წესების დაცვით გავხსნა და სასარგებლო ინფორმაცია პირველსავე წერილში ჩავამატო. მაშ ასე:
1. რეგიონი:
ანუ ქვეყანა
- ესპანეთი და ჩეხეთი
2. მარშუტის დასახელება:
თავის ქალაქგარე თუ ქალაქშიდა ექსკურსიების ჩათვლით დავწერ და ამ ექსკურსიებს ფრჩხილებში ჩავწერ შესაბამის ქალაქს), თუმცა ყველა ექსკურსიაზე თუ კულტურულ ღონისძიებაზე ერთად არ გვივლია, ინტერესების მიხედვით ზოგმა რა აირჩია, ზოგმა რა::
თბილისი-პრაღა-ბარსელონა(ტიბიდაბოს მთა და საკრე კერ-ის ესპანური ანალოგი ტაძარი, Cosmo Caixa ანუ ბარსელონის მეცნიერების მუზეუმი, მონჟუიკის მთა და მონჟუიკის ციხე, გაუდის Casa Batllo და Casa Milla, Park Guell-ი, გოთიკური უბანი, ლა რამბლა, Pablo Espaniol ანუ ესპანური სოფელი იქაური ეთნოგრაფიული მუზეუმი, ესპანეთის სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი შენობებით და პატარა ქუჩებით.Sagrada Familia და ბარსელონას სხვა ყველა ღირშესანიშნაობა გარედან დავათვალიერეთ Bus Turistico-ს ავტობუსის ბილეთით)-მონსერატის მთა და მონსერატის მონასტერი თავისი ცნობილი, კატალონიის მფარველი შავი ღვთისმშობლის ფიგურით, რომლის სანახავადაც რიგშიც 2 საათი ვიდექით)-ბარსელონა-მადრიდი- ესკორიალი (ესკორიალის სამეფო სასახლე და მისი ბაღები)-მადრიდი (პრადოს მუზეუმი, რეინა სოფიას მუზეუმი, ტისენ-ბორმნემისას მუზეუმი, დებოდის ტაძარი, სამეფო ბოტანიკური ბაღი, რეტიროს პარკი კრისტალის და ვილასკესის სასახლეებით. სამეფო სასახლე, ალმუდენას ტაძარი და სხვა ღირშესანიშნაობები გარედან დავათვალიერეთ)- - ვალენსია- კალატრავას მეცნიერებისა და ხელოვნების ცენტრი, გასაოცარი შენობებით, ძველი ქალაქი და კათედრალური ტაძარი სადაც დაცულია გრაალის თასი, კერამიკის მუზეუმი, გარედან დავათვალიერეთ ასევე ლა ლონხა და მერკადო ცენტრალი, ასევე გავისეირნეთ პლაჟზე- - პრაღა (პრაჟსკი გრად-კარლოვი მოსტ-ძველი მერია და მისი ცნობილი საათი, ვლაცლავის მოედანი)-თბილისი
3. ხანგრძლივობა:
10 დღე
19.04-28.04.2011
4. სირთულე:
დაღლა, ესაა მთავარი სირთულე, დღეში დაახლოებით 20 კმ-ის გავლა გვიწევდა, ხანდახან მთელი დღე დავდიოდით და მხოლოდ საღამოს ან მეტროთი მგზავრობის დროს გვქონდა სკამზე ჩამოსხდომის საშუალება
. გზის გაკვლევას რაც შეეხება, არაფერი სირთულე, თუ რუკები (ქალაქსაც და მეტროსიც) კარგად გაქვს შესწავლილი არ დაიკარგები. ერთი დიდი სირთულე ისაა რომ ინგლისური ნაკლებად ესმით, გვიხაროდა თუ ვინმე ინგლისურენოვანს შევხვდებოდით. მაგრამ სასაცილო ისაა, რომ ისეთი მონდომებით გიხსნიან გზას ესპანურად, რომ ენა რომც არ იცოდე, მაინც გებულობ რას გეუბნებიან
.
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
ვიცი ეს საკითხი ბევრს აინტერესებს ამიტომ შევეცდები დაწვრილებით დავწერო, ასევე დაწვრილებით დავწერო რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ თქვენი მოგზაურობა შედარებით მცირებიუჯეტიანი იყოს:
მოგზაურობის განსხვავებული პროგრამის გამო ხარჯები ყველასთვის ინდივიდუალური იყო.
ჩემს მაგალითზე გეტყვით. საყიდლების გარდა სხვა ყველა ხარჯი ავიაბილეთი, სასტუმროები, კვება, შიდა ტრანსპორტი -მეტრო, ტაქსი და ქალაქთშორისი თავის ექსკურსიებიან-მუზეუმის ბილეთებიანად დაახლოებით 930 ევრო დამიჯდა. აქედან: ავიაბილეთი- 264 ევრო, სასტუმროები 8 დღისათვის (ერთი ღამე ღამის მატარებელში გავათენეთ როცა ბარსელონიდან მადრიდში მივდიოდით) -290 ევრო(საკმაოდ კარგი, 3 და 4ვარსკვლავიანი სასტუმროები სხვათა შორის, ბარსელონასი და მადრიდში დილის საუზმე ამ თანხაში შედიოდა. ჰოსტელები ან აპარტამენტები უფრო იაფი დაჯდებოდა მაგრამ ამისთვის ვიზაზე 2 თვით ადრე უნდა იზრუნოთ და უკვე ვიზა რომ წინასწარ გექნებათ სასტუმროების არჩევანიც დიდი იქნება. ჩვენ 1 კვირით თუ 10 დღით ადრე დავჯავშნეთ და ყველა კარგპირობიანი იაფი სასტუმრო დაკავებული იყო), საქალაქთაშორისო ტრანსპორტი: ღამის მატარებელი ბარსელონა-მადრიდი -59 ევრო (ჩქარი მატარებლით სპეციალურად არ ვიმგზავრეთ, ღამის მატარებელი იმიტომ ავირჩიეთ რომ დროც მოგვეგო და თანხაც. ღამით ვიმგზავრეთ და აღარ ჰქონდა მნიშვნელობა იმ 11 საათს სასტუმროში გავატარებდით თუ მატარებელში), ავტობუსი მადრიდი-ვალენსია-25 ევრო, მატარებელი ვალენსია-ბარსელონა-25 ევრო (მადრიდიდან ბარსელონაში რეგიონალური ანუ შედარებით ნელი და იაფი მატარებელი ავირჩიეთ, რადგან ბარსელონაში ამჯერად მხოლოდ ღამის გასათევად მივდიოდით და დიდი მნიშვნელობა არარ ჰქონდა საღამოს 8 საათზე ჩავიდოდით თუ 10 საათზე, სხვა შემთხვევაში, 2 საათი მნიშვნელოვანი დროა, რომლის გაფლანგვა 20 თუ 25 ევროს დასაზოგად არ ღირს ). ექსკურსიები: Bus Turistico ბარსელონასი - ორი დღით 28 ევრო. დაგვირიგეს რუკა მასზე მოხაზული ღირშესანიშნაობების მარშრუტით, ამ ღირშესანიშნაობების შესახებ გაჩერებასა და გაჩერებას შორის მანძილზე ყურსასმენებში ვისმენდით ინფორმაციას 12 ენაზე, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ქართული ენა არ აქვს
ბილეთი სხვადასხვა ღირშესანიშნაობა-მუზეუმზე და მაღაზია-კაფეებშიც კი ფასდაკლებას გულისხმობს), რობლე ესპანიოლი ფასდაკლებით 7 ევრო მის გარეშე-9, კაზა ბატლო-ფასდაკლებით 16,5 ევრო, მის გარეშე-18 ევრო, ესკორიალის სასახლე-10 ევრო, მადრიდში Paseo Art-ის ბილეთი ანუ პრადო ტისენ-ბორნემისას და რეინა სოფიას მუზეუმების ბილეთი ერთად - 17,5 ევრო (ცალცალკე -8-8-6 ევრო), მონსერატის კომბინირებული სამგზავრო ბილეთი ტრანსმონსერატი-23ევრო (შედის მეტროთი, მატარებლით, საბაგიროთი და კლდის მატარებლით მგზავრობა. ორი გზა. საბაგიროები და მეტრო ულიმიტოდ, თქვენ წარმოიდგინეთ 1 კვირის მერეც გამოგვადგა მეტროში ტრანსმონსერატის ბილეთი, ოღონდ ყოველ 15 წუთში 1 კაცს ატარებს), ვალენსიის კათედრალის ტურისტული ბილეთი აუდიომეგზურით-5 ევრო, ვალენსიის კერამიკის მუზეუმი-3 ევრო, ბარსელონის მეცნიერების მუზეუმი-2 ევრო (ფასდაკლებით), პრაღის საათის კოშკურაზე ასვლა -5ევრო; შიდა ტრანსპორტი: ტ10 (მეტროსა და ავტობუსის ბილეთი, რომელსაც გინდა ავტობუსზე გამოიყენებ გინდა მეტროში) ბარსელონაში 7 ევრომდე ღირდა, და კარგი სამსახურიც გაგვიწია. მადრიდში თითქმის 10 ევრო ღირდა (9,30), ამიტომ მის ყიდვას აზრი არ ჰქონდა. ისე 1 მგზავრობა მეტროთი ბარსელონაში 1.4 ღირდა, მადრიდში - 1 ევრო და ვალენსიაში 1,3 ევრო. ბარსელონის აეროპორტიდან აერობუსი- 5,5 ევრო კაცი. პრაღის 1დღიანი სამგზავრო ბილეთი ყველა სახის ტრანსპორტისთვის (მეტრო, ავტობუსი, საბაგირო, აერობუსი აეროპორტიდან) განუსაზღვრელი რაოდენობის მგზავრობისთვის-100 კრონა ღირდა ანუ დაახლ. 5 ევრო, ეს ბილეთიც მაგრად გამოგვადგა იმის მიუხედავად რომ თითქმის ფეხით დავდიოდით ქალაქში, მაგრამ აეროპორტი-პრაღა, პრაღა-აეროპორტი, ტრამვაიში 2-ჯერ ასვლა და მეტროში 2-ჯერ ჩასვლა მაინც მოგვიხდა და სულ მაგ დღიური ბილეთით ვმოძრაობდით. ტაქსის ფასი განსხვავებული იყო, იმის მიხედვით დღის რა ნაწილში აჩერებდით, დღისით თუ ღამით, კვირის რა დღე იყო და რა დღესასწაული. აეროპორტში , ტურისტულ ადგილას, შაბათ-კვირას, დღესასწაულზე და ღამით უფრო მეტი თანხა ემატებოდა გავლილ მანძილს. მხოლოდ 4 კაცს შეეძლო ტაქსში ჩასხდომა, ამიტომ 2-2 ტაქსის გაჩერება გვიწევდა, 5მგზავრიანი მანქანის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი თანხა ემატებოდა, თუმცა 2 მანქანის დაქირავების თანხაზე ნაკლები გამოდიოდა. ეს ის თანხებია რაც უცებ გამახსენდა. სუპერმარკეტში საკვები ძვირი არ ღირდა, თითქმის თბილისის ფასებია, ზოგი ცოტა ძვირი, ზოგი -იაფი. ხილი იაფია, თბილისზე გაცილებით იაფი.
6. მონაწილეთა რაოდენობა
5 კარველი:
1.მთა მყვარებია
2.ტომა
3. ტებრო
4. რუსკიტო
5. სურპრიზი კარველი-გვალვა
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
იდეა მე და ტომას გაგვიჩნდა, თუმცა თავიდან სულ სხვა მიმართულებით. მერე მარშრუტი ყველამ ერთად დავგეგმეთ
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
2500 კმ თბილისი-პრაღა, 1600კმ-პრაღა-ბარსელონა
10. ფეხით გავლილი მანძილი:
დღეში სულ მცირე 15-20 კმ.
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ძალიან ბევრი, ზემოთ უკვე ჩამოვთვალე ნაწილი
12. საბანაკე ადგილები:
კარვის გაშლა ალბათ სპეციალურ საბანაკე ადგილას თუ შეიძლება მხოლოდ, ასევეა ცეცხლის დანთებაც.
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ბარსელონაში და მადრიდში ონკანის წყალი ისმევა, ქუჩაშიც მრავლადაა წყლის დასალევი შადრევნები
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
გაზაფხული და შემოდგომა. ზაფხულში საკმაოდ ცხელა. რაც შეეხება პრაღას ძალიან ლამაზია დეკემბრის მეორე ნახევარში, შობის პერიოდში, როცა სადღესასწაულოდაა მორთული და საშობაო ბაზრობები იმართება. (ჩვენს დროს სააღდგომო ბაზრობები იყო)
16. რისკები, საფრთხეები:
ბარსელონაში, რამბლაზე , ასევე მეტროში ძალიან ბევრი ქურდბაცაცა გვხვდება, ამიტომ ყურადღებით ვიყავით, ზურგჩანთის ტარება მიზანშეწონილი არაა, ჯობია მხარზე გადასაკიდი ჩანთა მყარი თასმებით, და ჯობია წინ გქონდეთ ჩამოკიდებული თვალთახედვის არეში.
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს
ვინ მოთვლის. მე პირადად მადრიდის სამხრეთი რეგიონების ნახვაზე მაბოდებს უკვე: ანდალუსია, გრენადა და პატარ-პატარა კუნძულები.
18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ჩვენ გლობალსელი გვქონდა, რომელიც ყველგან იჭერდა მონსერატის მთების გარდა. ოჯახის წევრებსაც იმით ვუკავშირდებოდით და ერთმანეთსაც. გლობალსელი-მაგთი ან ჯეოსელი - 1 წუთი 0,59 ევრო და გლობალსელი-გლობალსელი- 0,28 ევრო
20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
ჯი-პი-ესის რა გითხრათ მაგრამ რუკები გუგლიდან თქვენ თავად შეგიძლიათ რა მასშტაბშიც გნებავთ იმ მასშტაბში იხილოთ, მაგ კი არა თანამგზავრის რეჯიმში სამგანზომილებაში ნახავთ ნებისმიერ ღირშესანიშნაობას და მასთან მიმავალ გზას. წასვლამდე ასე გვქონდა უკვე ესპანეთი დათვალიერებული და რომ ჩავედით დეჟავიუს შეგრძნება გვქონდა
))
22. სიმაღლე ზღვის დონიდან
ყველაზე მაღლა ჩამოთვლილთაგან მადრიდი მდებარეობს, რომელიც თურმე ყველაზე მაღალი დედაქალაქია ევროპაში. და რა სიმაღლეზეა არ გაინტერესებთ? დაახლ. 650
მეტრზე, თითქმის თბილისის სიმაღლე
23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით
100
))
24. სასარგებლო ბმულები
მადრიდის მეტროს რუკა:
http://www.metromadrid.es/export/sites/ ... 011-04.pdf
ბარსელონას მეტროს რუკა:
http://www.tmb.cat/img/genplano.pdf
ვალენსიის მეტროს რუკა:
http://www.valencia-cityguide.com/image ... lencia.pdf
პრაღის მეტროს რუკა:
ბარსელონას Bus Turistic-ის ღირშესანიშნაობების მარშრუტის რუკა:
http://www.barcelonaturisme.com/imgfile ... T_2011.pdf
ესპანეთზეც და პრაღაზეც ძალიან ბევრი მეგზური შეგიძლიათ ნახოთ ინგლისურ ენაზე გუგლის წიგნების ვებ-გვერდზე და სხვაგანაც. ზოგი გადმოწერადია, ზოგიც ონლაინ რეჟიმში წასაკითხი:
ესაა გადმოწერადი მეგზურების ბმულები:
http://www.inyourpocket.com/
ეს უშუალოდ პრაღისთვის ბმული, უფასო გადმოწერას დააჭერთ და გადმოიწერთ:
http://www.inyourpocket.com/czech-republic/prague
ამ ვებგვერდზე სამწუხაროდ ესპანეთი საერთოდ არაა.
მეორე საიტზე არის ბარსელონაც, მადრიდიც და ვალენსიაც, თუმცა ეს ჯიბის მეგზურები სულ 3-გვერდიანებია, მაგრამ სასარგებლო და კომპაქტურ ინფორმაციას შეიცავს:
http://www.hostelworld.com/pdf-guides.php
აქ მარჯვენა კუთხეში კონტინენტების მიხედვითაა ჩამოშლილი ქალაქების დასახელება, იქ შეხვალ და ისე გადმოიწერ.
ახლა ონ-ლაინ რეჟიმში საკითხავი მეგზურები:
http://www.google.com/search?tbm=bks&tb ... fd506d7950
რომელსაც უწერია Полный проÑмотр იქ სრული მოცულობითაა ტექსტი. მე მაგ ბმულზე მხოლოდ 2010 წლის მეგზურებზე მივეცი ძებნა, რადგან იქ უფრო ზუსტი ფასები იქნება მუზეუმებზე და ა.შ. მაგრამ წინა წლის მეგზურებიც შეგიძლია გადაათვალიერო. ყველაზე მეტად მომეწონა ეს: http://books.google.com/books?id=djx05V ... CEAQ6AEwAA შეგიძლიათ ცალკე მადრიდზე მისცეთ ძებნა, ცალკე ბარსელონაზე და ა.შ. მოკლედ ზღვა მასალაა