Page 1 of 14

ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Posted: 18 აპრ 2011, 00:43
by Tamari-ch.
რა იყო ეს???
ა?

:shock:

:lol:

Image

ახლა დავწერ ლაშქრობის სქემას რომ სხვებმაც მიაგნოთ საბერეები:

1. რეგიონი:
კახეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-დავით გარეჯის ლავრა -დოდოს რქა - საბერეები

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
რთული ჩვენი დაბრკოლებებიდან გამომდინარე
10 ქულიდან ალბათ 15
:lol:


5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
200 ლარი გასვლა მაგრამ დავამატეთ
თითოს დაუჯდა 10+- 5 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
37

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი
Tamari-ch.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
საგარეჯო, იორმუღანლო

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
100 კმ ლავრამდე - მერე უკან საგარეჯომდე +50 მერე +25 იორმაღანლომდე და + 30 საბერეებამდე

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ალბათ 30 კმ-ის ნახევარი გავიარეთ ფეხით

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ლავრა, დოდოს რქა, საბერეები

12. საბანაკე ადგილები:
ნაკლებად

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
მხოლოდ სოფელში

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წადით მხოლოდ ჯიპებით, სამარშრუტოს გაუჭირდება,
წაიღეტ წყალი და აუცილებლად აიყვანეთ მეგზური
ჯობია არაცხელ სეზონზე გველების საშიშროების გამო.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
შემოდგომა - გაზაფხული

16. რისკები, საფრთხეები:
გველები,
+ უკაცრიელი ადგილებია და არ დაიკარგოთ

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში შეიძლება მოინახულოთ:
ქოლაგირი, პირუკუღმართი, დიდი და მცირე ქვაბები

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
-

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ზოგან არ იჭერს მაგთი და ჯეოსელი

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
გარეჯის მონასტერი, ბერები

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Image


ახლა დაყარეთ ფოტოები!!!!
:D

ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Posted: 18 აპრ 2011, 01:01
by M-A-R-T-A
დაახლოებით გავიგეთ რაც შეგემთხვათ და ველით უფრო დაწვრილებით ინფორმაციას გასვლაზე სახელწოდებით:"დედა რა იყო ეეს :shock: ?!"

ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Posted: 18 აპრ 2011, 03:20
by GAMARJOBA SAKARTVELO
სიკეთე თქვენს დაბრუნებას.

ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Posted: 18 აპრ 2011, 09:37
by Naia
Tamari-ch.
მშვიდობა თქვენს დაბრუნებას! გული დამწყდა, რომ ვერ შემოგიერთდით. მაგრამ ვერც აქაურ საქმეებს მივატოვებდი :(

ამიტომ, მოუთმენლად ველი რეპორტაჟს და ფოტოებს.

იქნებ რუკაც დადოთ მომავალში წამსვლელებისთვის :P

პს. გველები იყო? :)

ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Posted: 18 აპრ 2011, 11:05
by avtokh
Tamari-ch. wrote:რა იყო ეს???
ა?

:shock:


:lol:
რა იყო და მშვენიერი და სასიამოვნო მგზავრობა მცირედი სიმძაფრით :) თან ცოტა მუხლიც გავშალეთ და ჯანგი მოვიშორე მე პირადად :)

ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Posted: 18 აპრ 2011, 11:06
by ele
კარგი იყო თამთ....
სა20არი ექსტრიმიიიი...
ჯაჭვური პრინიპით მუშაობა...
და აი ნამდვილი 1მანეთის გვერდით დგომა....

ისე ჯამში ნეტავ რამდენი ვიარეთ ფეხით???

:roll:


(hug)

ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Posted: 18 აპრ 2011, 11:08
by Tamari-ch.
იმედია, თემის გახსნის ჩვეულებას არ უღალატებ.
მაცალეთ ხალხო, ცოტა სული მოვითქვა და აზრზე მოვიდე...

:shock:

პირველ რიგში ყველას ბზობას გილოცავთ და დავით გარეჯელის მადლი არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს,..

ისე როგორც ჩვენ, გუშინდელ გასვლაში სწორედ ამ მადლით ვიარეთ...

ყველა ლოგიკით და უამრავი დაბრკოლებით უნდა ჩაშლილიყო - რამდენიმე მომენტში ჩაშლის პირასაც იყო მისული ჩვენი ლაშქრობა, მაგრამ ბოლოს მაინც მოხდა სასწაული - ამდენი შრომა დაგვიფასდა და დღის ბოლოს ისეთი სილამაზე გვაჩუქა უფალმა, ისეთი სილამაზე!! რომელიც უბრალოდ ენით არ აღიწერება და სიტყებით ვერ გადმოიცემა - ოქროსფერი ჩამავალი მზის სხივები, უზარმაზარი მთვარე და საოცარი განცდა სიმშვიდის და ნეტარების...
ულამაზესი დღე იყო!

ფოტოც ვერ გადმოსცემს ამას!!!!

Image

ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Posted: 18 აპრ 2011, 11:17
by Tamari-ch.
პირველ რიგში მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მამა ილარიონს
გარეჯის მონასტრის წინამძღვარს - რომლის გარეშე ეს დღე არ იქნებოდა!
და მის ახლობელ არჩილს - რომლის ხათრით მამა ილარიონმა - მეუფემ მთელი დღე ჩვენთან გაატარა!

და ასევე ჩვენს გმირ თამაზის - რომელმაც ისეთი რაღაც გააკეთა- რასაც არცერთი მძღოლი არ გააკეთებდა. ის მძღოლი არაა - ის ჩვენი მეგობარია და კაცური კაცია!

და ასევე მადლობა ყველა კარველს და მათ +-ებს ერსულოვნებისათვის, თანადგომისათვის და საოცარი შემართებისათვის...


ახლა კი ჯერ სანამ ჩამოვყალიბდებით, ჯერ ჩამოვთვლი იმ დაბრკოლებებს, რომელიც წინ გადაგვეღობა, მაგრამ ბოლოს მაინც მივაღწიეთ საწადელს!

პირველ რიგში გასვლის წინა დღეს ავად გავხდი, საშინლად მახველებდა და ლაშქრობისას ვგრძობდი რომ ალბათ სიცხეც მქონდა, მაგრამ გასვლა მაინც არ გადავდეთ..

შემდეგ დილით რამდენიმე წამომსვლელს რაღაც ეშმაკივით გადაეღობა წინ ტრანსპორტის პრობლემა, რის გამოც დააგვიანდათ და უდაბნოს კომპლექსის ნახვა ამოვარდა...

შემდეგ დაიწყო წვიმა და ქარი, მაგრამ მას არ შევუშინდით...

შემდეგ მთავარი პრობლემა - საბერეებისკენ რომ წავედით ერთი დიდი ორმოს დანახვაზე მეორე მძღოლმა უარი თქვა გზის გაგრძელებაზე
და 19 კაცი ჩამოყარა!!!
:shock:

არადა წინ 30 კმ იყო გასავლელი!

მაინც გავაგრძელეთ გზა!
ნაწილი მიდიოდა ფეხით - ნაწილი კი თამაზს წინ და უკან სიარულით მოჰყავდა
რამდენიმე რეისი გააკეთა!!
ანუ დაგვტოვებდა 20 კაცს ეს ადგილას - ჩვენ ვაგრძელებდით გზას ფეხით--
მერე უკან დაბრუნდებოდა - და უკან დარჩენილ ხალხს წამოიყვანდა
ამასობაში ჩვენ რაღაც მანძილს გავივლიდით წინ -
მერე ისევ - ნაწილს წაიყვანდა წინ - მერე ისევ უკან ბრუნდებოდა და ასე რამდენიმე ეტაპად ვიარეთ

გადასახვევამდე რომ მივედით ვიფიქრე უკვე მოვედით მეთქი!-თუმცა ჯერ სადა ხარ!

Image

ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Posted: 18 აპრ 2011, 11:22
by Kakha
აი სად ვიყავით - საბერეების ტოპოგეგმა www.mygeorgia.ge -დან. ზუსტად რომ ნახოთ და კოორდინატებიც აიღოთ აქ დააწკაპუნეთ http://mygeorgia.ge/default.aspx?map=SO ... 88e97a4970

ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Posted: 18 აპრ 2011, 11:23
by stranger
ძალიან კარგი დღე იყო,შთაბეჭდილებებით სავსე .ფეხით ამდენი არ მივლია კაი ხანია და რომ არა მამა ილარიონი, საბერეებამდე ვერ მივაღწევდი.კიდევ გამოითქვა სურვილი ამ გასვლის გამეორების შესახებ მარხვის დასრულების შემდეგ ,კარგი იდეაა,ვემხრობი :!:

ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Posted: 18 აპრ 2011, 11:26
by Tamari-ch.
მოვედით გადასახვევამდე სადაც უნდა გადაუხვიო გზას მარჯვნივ -

ვიფიქრე ახლოსაა თქო - მარა....
:shock:

მიდის თამაზის მანქანა - და უცებ ახალი დაბრკოლება!

ნაჭაობარი - ვერ გადავალო!
გაჩერდა მანქანა!
ვაგრძელებთ გზას ფეხით -
და ვხედავთ წინ მამაოს მანქანას - შავი წერტილივიტ!! მთის წვერზე!
:shock:
თურმე ჯერ კიდევ რამდენია გასავლელი!
არადა უკვე მზე ჩადის!

ამ მომენტში კი მართლა დავყარე ფარხმალი!
ვიფიქრე აღარ შემიძლია თქო!
და უცებ ვხედავ რომ მამაოს მანქანა - შავი წერტილი მთის ძირში - მობრუნდა უკან და მოდის ჩვენს ასაყვანად!
ამან ისევ შეგვმატა ძალა და ბოლოს მამაოს მანქანაში 17 - 17 კაცი ჩავეტენეთ და მივედით საბერეებთან!!!!
:D

Image

ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Posted: 18 აპრ 2011, 11:27
by Tamari-ch.
stranger wrote:ძალიან კარგი დღე იყო,შთაბეჭდილებებით სავსე .ფეხით ამდენი არ მივლია კაი ხანია და რომ არა მამა ილარიონი, საბერეებამდე ვერ მივაღწევდი.კიდევ გამოითქვა სურვილი ამ გასვლის გამეორების შესახებ მარხვის დასრულების შემდეგ ,კარგი იდეაა,ვემხრობი :!:
კი მეც მინდა
მანდ სანახავი დაგვრჩა ქოლაგირი, დიდი და მცირე ქვაბები, პირუკუღმართი

ოღონდ აუცილებლად წავიდეთ ჯიპებით!!!!

ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Posted: 18 აპრ 2011, 11:42
by Tamari-ch.
Kakha wrote:აი სად ვიყავით - საბერეების ტოპოგეგმა www.mygeorgia.ge -დან. ზუსტად რომ ნახოთ და კოორდინატებიც აიღოთ აქ დააწკაპუნეთ http://mygeorgia.ge/default.aspx?map=SO ... 88e97a4970
რაღაც ვერ გავიგე, აქ საბერეების რამდენიმე მონასტერია და ჩვენ რომელი ვნახეთ?
:roll:

ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Posted: 18 აპრ 2011, 12:01
by avtokh
Tamari-ch. wrote:
Kakha wrote:აი სად ვიყავით - საბერეების ტოპოგეგმა www.mygeorgia.ge -დან. ზუსტად რომ ნახოთ და კოორდინატებიც აიღოთ აქ დააწკაპუნეთ http://mygeorgia.ge/default.aspx?map=SO ... 88e97a4970
რაღაც ვერ გავიგე, აქ საბერეების რამდენიმე მონასტერია და ჩვენ რომელი ვნახეთ?
:roll:
მგონი მარტო რომ არის მონიშნული მონასტერი იმაში ვიყავით, რადგან გზად კლდეში რამდენიმე ნაკვეტი ქვაბები დავინაზე და სავარაუდოდ ის სამი ნიშნული იმათია, თან გზიდან მოშორებულიც ის ცალკე მდგომი ნიშნულია.

ბზობაზე ლავრა, დოდოს რქა, საბერეები.. 17.04.11

Posted: 18 აპრ 2011, 13:08
by Kakha
Tamari-ch.
ყველაზე მარცხენაში. მანამდე გზიდან რომ ვხედავდით ის კომპლექსებია (მონასტრებია).