ა?



ახლა დავწერ ლაშქრობის სქემას რომ სხვებმაც მიაგნოთ საბერეები:
1. რეგიონი:
კახეთი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-დავით გარეჯის ლავრა -დოდოს რქა - საბერეები
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
რთული ჩვენი დაბრკოლებებიდან გამომდინარე
10 ქულიდან ალბათ 15

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
200 ლარი გასვლა მაგრამ დავამატეთ
თითოს დაუჯდა 10+- 5 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა
37
7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი
Tamari-ch.
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
საგარეჯო, იორმუღანლო
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
100 კმ ლავრამდე - მერე უკან საგარეჯომდე +50 მერე +25 იორმაღანლომდე და + 30 საბერეებამდე
10. ფეხით გავლილი მანძილი:
ალბათ 30 კმ-ის ნახევარი გავიარეთ ფეხით
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ლავრა, დოდოს რქა, საბერეები
12. საბანაკე ადგილები:
ნაკლებად
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
მხოლოდ სოფელში
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წადით მხოლოდ ჯიპებით, სამარშრუტოს გაუჭირდება,
წაიღეტ წყალი და აუცილებლად აიყვანეთ მეგზური
ჯობია არაცხელ სეზონზე გველების საშიშროების გამო.
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
შემოდგომა - გაზაფხული
16. რისკები, საფრთხეები:
გველები,
+ უკაცრიელი ადგილებია და არ დაიკარგოთ
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში შეიძლება მოინახულოთ:
ქოლაგირი, პირუკუღმართი, დიდი და მცირე ქვაბები
18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
-
19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ზოგან არ იჭერს მაგთი და ჯეოსელი
20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
გარეჯის მონასტერი, ბერები
21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები

ახლა დაყარეთ ფოტოები!!!!
