Page 1 of 1

მარაბდა და მარნეულის ჩაიხანა, 27.03.2011

Posted: 28 მარ 2011, 11:05
by Tami
მოკლედ, პარტიული დავალებით პირველად ვხსნი თემას, თუ რამე შემეშალა ან გამომრჩა, ბოდიში მომითხოვია
მივიღებ შენიშვნებსაც
:oops:

1. რეგიონი:
ქვემო ქართლი, მარნეული.

2. მარშუტის დასახელება:
მარაბდა - წმინდა მარინეს ტაძარი - მარაბდის ტბა/წყალსაცავი- მარნეულის ჩაიხანა

3. ხანგრძლივობა:
ნახევარი დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
საწვავი მანწანის მიხედვით.
ჩაი თუ სწორად მახსოვს 28 ლარი???



6. მონაწილეთა რაოდენობა

5 ეკიპაჟში გადანაწილდნენ:

1. ნაია მანქანით
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3-4. ჭუნას +ები
5. GAMARJOBA SAKARTVELOს + ლიკა მანქანით
6. Tami
7. დათო
8. Toma
9. თამარი-ხევი მანქანით
10.თათია
11.KSOVRELI
12. ლეო
13. იაკო
15. BEKEKA.
16. მარი -ჯაფო
17. ვანო
18. პატრიკა
19. ანანო
20. ანანოს +
21. სახელი არ მახსოვს :oops:


7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO


8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
92 კილომეტრი

10. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ბევრია ახლო-მახლო :)

მარაბდა და მარნეულის ჩაიხანა, 27.03.2011

Posted: 28 მარ 2011, 11:15
by amigo
Tami
ჩაი კარგი იყო?
ფოტომასალა მოგეპოვებათ?

მარაბდა და მარნეულის ჩაიხანა, 27.03.2011

Posted: 28 მარ 2011, 11:23
by Tami
მოკლედ რომ მოგიყვეთ , ასე იყო:
მართალია, შეხვედრა 3 საათზე იყო დანიშნული, მაგრამ ჩვეულებად მექცა დროზე ადრე მისვლა, ხოდა ამჯერადაც ათიოდე წუთით ადრე მივედი რედისონთან.
ნელ-ნელა სხვებიც შემომიერთდნენ და როცა ყველა შევიკრიბეთ, მანქანებში გადავნაწილდით და 3:24 - ზე გავუდექით მარნეულის გზას.
სულ მალე მივადექით სოფელ მარაბდას, სადაც მდებარეობს წმინდა მარინეს სახელობის ტაძარი.
გაგვიმართლა და ეკლესიაში ძალიან კეთილი მამაო დაგვხდა.
არც ფოტოების გადაღება აგვიკრძალა, არც იმის გამო დაგვტუქსა, შარვლებით რომ ვიყავით გოგონები და რაც მთავარია, მოგვიყვა იმ ეკლესიის, ასევე მარაბდის ბრძოლის შესახებ და იქვე, ტაძრის ეზოში არსებული ხერხეულიძეების საფლავებიც გვაჩვენა.
როგორც აღმოჩნდა, სოფელთან ახლოს არის ტბა,
რომელიც უფრო წყალსაცავს გავს, მაგრამ მოდი ჩვენ ტბად მოვიხსენიოთ;)
მამაომ ტბისკენ მიმავალი გზა მიგვასწავლა, დაგვლოცა და გამოგვიშვა.
მართლაც, მცირე მანძილის გავლის შემდეგ, ჩვენს თვალწინ მარაბდის ტბაც გადაიშალა.
მართალია, მისი ნაპირები საკმაოდ ტალახიანი იყო, მაგრამ მაინც, რამოდენიმე კარაველმა გადავწყვიტეთ, ტბისთვის წრე დაგვერტყა.
ჩვენი სტუმარი, ჭუნას პლიუსი, ტალახის დიდ გუბეში ჩაგვივარდა და გვარიანადაც ამოიგანგლა, მაგრამ როგორც ჭეშმარიტი შოტლანდიელი ჰაილენდერი, არ შედრკა და ხალისით განაგრძო სეირნობა ტბის გარშემო.
ამასობაში კი დანარჩენი კარაველები მდელოზე წამოწოლილები ეფიცებოდნენ გაზაფხულის მცხუნვარე მზის სხივებს.
რადგან ტბას საკმაოდ მცირე გარშემოწერილობა აქვს, სულ მალე მოვრჩით სეირნობას და მზის გულზე წამოწოლილებს შევუერთდით.
ამ სეირნობა-კოტრიალში მოგვშიებოდა კიდევაც, თან თამარი ხევს და ლეოს ისეთი გემრიელი სასუსნაოები წამოეღოთ,
ცოტა რომ არ წაგვეხემსა, არ გამოვიდოდა....
თან ეს ყველაფერი ჩამავალი მზის ფონზე ხდებოდა.

მოკლედ სრულ განცხრომაში ვიყავით
აი სრული ბედნიერებისათვის კი ისღა დაგვრჩენოდა,
მარნეულს წავსულიყავით ნანატრ-ნაქები ჩაის დასალევად.
რაც განვახორციელეთ კიდევაც.
ჩაის სმის პროცესს აგვირგვინებდა ანანოს, მისი პლიუსის
ლეოს და იაკოს სიმღერა.

სიტყვებით ამის გადმოცემა ძალიან ძნელია, მაგრამ
ძაააააააააალიან კარგი საღამო გვქონდა, უმაგრესი,
რისთვისაც დიდი მადლობა ორგაიზატორს და ყველა მონაწილეს

მარაბდა და მარნეულის ჩაიხანა, 27.03.2011

Posted: 28 მარ 2011, 11:39
by Tami
ხო, იქიდან ზოგი სახლისაკენ გავეშურეთ,
ზოგმაც ჩილიმით დაასრულა ეს დღე.

ბავშვები იღებდნენ ფოტოებს და იმედია
ვიზუალური მასალითაც გაამდიდრებენ თემას

გკოცნით გეხვევით
თქვენი თამუნა
:oops: :oops:

მარაბდა და მარნეულის ჩაიხანა, 27.03.2011

Posted: 28 მარ 2011, 11:43
by amigo
გული დამწყდა რომ ვერ შემოგიერთდით :(

მარაბდა და მარნეულის ჩაიხანა, 27.03.2011

Posted: 28 მარ 2011, 15:56
by lama
ფოტოები დაიდოს!!! :)

მარაბდა და მარნეულის ჩაიხანა, 27.03.2011

Posted: 28 მარ 2011, 22:35
by GAMARJOBA SAKARTVELO
შენი გულისა, შესანიშნავი დრო გავატარეთ.
მადლობა თანამონაწილეებს.
მარაბდის ტბურის ნახვა მესიამოვნა.
დასავლეთიდან ლამაზი ფერები დაჰკრავდა.

მარნეულის ჩაიხანა, შენი გულისა, ენის გასაწკლაპუნებელი იყო

Tami
ყოჩაღი გოგო ხარ

მარაბდა და მარნეულის ჩაიხანა, 27.03.2011

Posted: 28 მარ 2011, 22:39
by GAMARJOBA SAKARTVELO
5 მანქანით წავედით.
ამდენს არ ველოდი. ბევრმა ბოლო სთებში გადაწყვიტა წამოსვლა.
მხოლოდ ლეო1 იყო 1ად1 მამაკაცი მძღოლი.
დანარჩენი 4 მძღოლები იყვნენ: ნაია, ანანო, თამარი-ხევი და ჩემი + ლიკა.
სიაში მყოფთაგან რამდენიმე არ წამოსულა.
დასანანი იყო.
მინდოდა, პოპინსიკო და მისი გეგა, ლომი+თამუნიკო წამოსულიყვნენ.
არა უშავს, სხვა დროსაც წავალთ

მარაბდა და მარნეულის ჩაიხანა, 27.03.2011

Posted: 29 მარ 2011, 08:12
by qvevri
არ ვიცი საიდან ამეკვიატა ეს აზრი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ რომელიმე მონაწილეთაგანს რაიმე სურათი ექნება გადაღEბული....
არა არა ალბათ ვცდები...

მარაბდა და მარნეულის ჩაიხანა, 27.03.2011

Posted: 29 მარ 2011, 09:34
by Tami
qvevri
არ ცდები :lol: :lol:
ავადსახსენებელ ფეისბუქზე დადეს უკვე
და აქ რაღაც არ ჩქარობენ :roll: :roll:

მარაბდა და მარნეულის ჩაიხანა, 27.03.2011

Posted: 29 მარ 2011, 10:39
by Tamari-ch.
Tami wrote:qvevri
არ ცდები :lol: :lol:
ავადსახსენებელ ფეისბუქზე დადეს უკვე
და აქ რაღაც არ ჩქარობენ :roll: :roll:
ბმული მაინც დადეთ

მარაბდა და მარნეულის ჩაიხანა, 27.03.2011

Posted: 29 მარ 2011, 10:54
by Tami

მარაბდა და მარნეულის ჩაიხანა, 27.03.2011

Posted: 29 მარ 2011, 16:01
by Tami

მარაბდა და მარნეულის ჩაიხანა, 27.03.2011

Posted: 29 მარ 2011, 16:25
by L-O-M-I
პირველ რიგში გული დამწყდა რომ ვე წამოვედით მე და თამუნა.

მეორე რიგში კიდევ ძალიან არ მომწონს ის ფაქტი რომ კარავული გასვლები უკვე ამ ოხერ პირწიგნაკზე იგეგმება და ფოტოებიც იქ იდება!!! რ ა ტ ო მ ???!!! რას გავს ეს?!

მარაბდა და მარნეულის ჩაიხანა, 27.03.2011

Posted: 30 მარ 2011, 18:09
by LiBrA
მეც დამწყდა გული, რომ მარაბდის ველზე ვერ მივეფიცხე მზეს მაგ დღეს ( ჩაიზე რომ აღარაფერი ვთქვა) ...
გასვლამდე 1 სთ-ით ადრე ვნახე ეს თემა და უკვე ვეღარ შევცვლიდი გეგმებს...

ანანო & ბუბა ( ''next time'') ;) :* :*