Post
by Tami » 28 მარ 2011, 11:23
მოკლედ რომ მოგიყვეთ , ასე იყო:
მართალია, შეხვედრა 3 საათზე იყო დანიშნული, მაგრამ ჩვეულებად მექცა დროზე ადრე მისვლა, ხოდა ამჯერადაც ათიოდე წუთით ადრე მივედი რედისონთან.
ნელ-ნელა სხვებიც შემომიერთდნენ და როცა ყველა შევიკრიბეთ, მანქანებში გადავნაწილდით და 3:24 - ზე გავუდექით მარნეულის გზას.
სულ მალე მივადექით სოფელ მარაბდას, სადაც მდებარეობს წმინდა მარინეს სახელობის ტაძარი.
გაგვიმართლა და ეკლესიაში ძალიან კეთილი მამაო დაგვხდა.
არც ფოტოების გადაღება აგვიკრძალა, არც იმის გამო დაგვტუქსა, შარვლებით რომ ვიყავით გოგონები და რაც მთავარია, მოგვიყვა იმ ეკლესიის, ასევე მარაბდის ბრძოლის შესახებ და იქვე, ტაძრის ეზოში არსებული ხერხეულიძეების საფლავებიც გვაჩვენა.
როგორც აღმოჩნდა, სოფელთან ახლოს არის ტბა,
რომელიც უფრო წყალსაცავს გავს, მაგრამ მოდი ჩვენ ტბად მოვიხსენიოთ;)
მამაომ ტბისკენ მიმავალი გზა მიგვასწავლა, დაგვლოცა და გამოგვიშვა.
მართლაც, მცირე მანძილის გავლის შემდეგ, ჩვენს თვალწინ მარაბდის ტბაც გადაიშალა.
მართალია, მისი ნაპირები საკმაოდ ტალახიანი იყო, მაგრამ მაინც, რამოდენიმე კარაველმა გადავწყვიტეთ, ტბისთვის წრე დაგვერტყა.
ჩვენი სტუმარი, ჭუნას პლიუსი, ტალახის დიდ გუბეში ჩაგვივარდა და გვარიანადაც ამოიგანგლა, მაგრამ როგორც ჭეშმარიტი შოტლანდიელი ჰაილენდერი, არ შედრკა და ხალისით განაგრძო სეირნობა ტბის გარშემო.
ამასობაში კი დანარჩენი კარაველები მდელოზე წამოწოლილები ეფიცებოდნენ გაზაფხულის მცხუნვარე მზის სხივებს.
რადგან ტბას საკმაოდ მცირე გარშემოწერილობა აქვს, სულ მალე მოვრჩით სეირნობას და მზის გულზე წამოწოლილებს შევუერთდით.
ამ სეირნობა-კოტრიალში მოგვშიებოდა კიდევაც, თან თამარი ხევს და ლეოს ისეთი გემრიელი სასუსნაოები წამოეღოთ,
ცოტა რომ არ წაგვეხემსა, არ გამოვიდოდა....
თან ეს ყველაფერი ჩამავალი მზის ფონზე ხდებოდა.
მოკლედ სრულ განცხრომაში ვიყავით
აი სრული ბედნიერებისათვის კი ისღა დაგვრჩენოდა,
მარნეულს წავსულიყავით ნანატრ-ნაქები ჩაის დასალევად.
რაც განვახორციელეთ კიდევაც.
ჩაის სმის პროცესს აგვირგვინებდა ანანოს, მისი პლიუსის
ლეოს და იაკოს სიმღერა.
სიტყვებით ამის გადმოცემა ძალიან ძნელია, მაგრამ
ძაააააააააალიან კარგი საღამო გვქონდა, უმაგრესი,
რისთვისაც დიდი მადლობა ორგაიზატორს და ყველა მონაწილეს