ვაზისუბანი - სანაგირე, სულხან ჭავჭავაძის სასახლე, ორმოცნი
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ვაზისუბანი - სანაგირე, სულხან ჭავჭავაძის სასახლე, ორმოცნი
30 იანვარს, 2011 კარვული გასვლა მოწეწყო სოფელ ვაზისუბნთან სანაგირეს მონასტერში, რომელიც IX-X საუკუნეებით თარიღდება. ამ გასვლის ანგრიში ნახეთ აქ http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4818&start=0
ხელმეორედ სანაგირეში წასვლა საკმაოდ მოკლე დროში კარველებს იმიტომ შევთავაზე, რომ წინა გასვლის დროს ჩვენი ყურადღება მიიპყრო მცირე ზომის ტაძრის ნანგრევებმა, რომელიც ასიოდე მეტრითაა დაშორებული სანაგირეს ძირითად კომპლექსს და რომელიც ე. წ. ტეტრაკონქის ტიპს მიეკუთვენება. როგორც გაირკვა ეს ტაძარი არ იყო სამეცნიერო მიმოქცევაში შემოსული, არადა ტეტრქკონქის ტიპის ტაძრები საკმაოდ იშივიათია - საქართველოში აქამდე სულ ოცი იყო ცნობილი. გასვლას სრულიად კონკრებული მიზანი ჰქონდა - უნდა აგვეზომა ეს ახლადაღმოჩენილი ტაძარი, რაც გავაკეთეთ კიდევაც.
1. რეგიონი: კახეთი
2. მარშუტის დასახელება: თბილისი, გურჯაანის რაიონი, სოფელი ველისციხე, სანაგირეს მონატრის კომპლექსი
3. ხანგრძლივობა: ერთი დღე
4. სირთულე: მარტივი (სამ კილომეტრამდე ფეხით სასიარულო ტყეში ერთ მხარეს)
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება: 220 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა: 10 კარეველი
1. კახა მოდერი
2. ამიგო
3. ნაია
4. თამი
5. კახა მოდერის +
6. დათო
7. სოფო სმაილი
8. ადმინი გვალვა მოდის!
9. ინა
10. კარვის მეგობარი (+) ქართლოსი
7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი: კახა (მოდერი)
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: სოფელი ვაზისუბანი
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: თბილისიდან ვაზიუბნამდე 140 კილომეტრამდეა. ვაზისუბნიდან სანაგირემდე ფეხით სამ კილომტრამდე
10. ფეხით გავლილი მანძილი: დაახლოებით 5 კილომეტრამდე (ვაზისუბნიდან სანაგირემდე და უკან)
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: ვაზისუბანში რამდენიმე მეცხრამე საუკუნის სასახლეა (სულხან ჭავჭავაძის, გულბაათ ჭავჭავაძის) და ასევე რამდენიმე ტაძარი
12. საბანაკე ადგილები: სნაგირეს შემოგარენში, ტყეში - იქვეა წყარო
13. სასმელი წყალი მარშრუტზე: სანაგირესთან წყაროა, მანამდე ვაზისუბნიდან სანაგირემდე დასალევი წყალი არაა
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: არაფერი განსაკუთრებული, ცხადია სეზონისდა მიხედვით უნდა ჩაიცვათ. ზაფხულში შებინდებულზე კოღოები შემოგიტევენ
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: ნებისმიერი სეზონა, მაგრამ შესაძლოა გაზაფული ან შემოდგომა აჯობებს (კოღოები არ იქნებიან და ტყეს კიდევ ფერი ექნება დადებული)
16. რისკები, საფრთხეები: არაფერი განსაკუთრებული
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, ამ გასვლისას, შეიძლება, ინახოს: სოფელ შაშიანში სამების ტაძარი, ზეგაანის მონასტერი და სხვა მრავალი ძეგლი გურჯაანის რაიონში
18. პირობები სხვა და სხვა აქტივობებისთვის:
19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
20. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: მაგთი მთელ ტრასაზე იჭერს
21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით

Last edited by Kakha on 21 მარ 2011, 14:30, edited 1 time in total.
ვაზისუბანი - სანაგირე, სულხან ჭავჭავაძის სასახლე, ორმოცნი
ცალკე მინდა განსაკუთრებული მადგლობა გადავუხადო სულიკოს, კარვის ძველ მეგობარს, რომელის მანქანითაც კარველები ბევრ ადგილას ყოფილან. სულიკომ მშვენიერ მწავადზე დაგვპატიჟა და საკუთარი საუკეთესო ღვინოც დაგვაგემოვნებინა.
ახლა რაც შეეხება გასვლას - თავდაპირველად სულხან ჭავჭავაძის სასახლე ვნახეთ სოფელ ვაზისუბანში. ამ სასახლის შესახებ ვიცოდი გიორგი ბაგრატიონის დისკიდან. ესაა ევროპული ყაიდის სასახლე, სავარაუდოდ მეცრხამეტე საუკუნის ბოლოს აშენებული და მე თუ მკითხავთ არაფრით ჩამოუვარდება (სასახლეზეა საუბარი) წინანდლის ალექსანდრე ჭავჭვაძის სასახლეს.
სულხან ჭავჭავაძის სასახლეს გაჭრივებით მივაგენით - ვაზისუბნელებს, რომ მეკითხებოთ სულხან ჭავჭავაძის სასახლის გაგონებაზე მხრებს იჩეჩავდნენ, ასეთი რამ ჩვენს სოფლეში არ არისო. ბოლოს ერთმა ასაკოვნამა ქალბატონმა გვითხრა (თავიდან ისიც ამბობდა არ ვიციო), უი ამათ ალბათ საცდელი მეურნეობა უნდათო და მერე მისმა მეუღლემ გზა მიგვასწავლა. საბჭოთა პერიოდში ამ სასახლეში და მის გარშემო საცდელი ნაკვეთი ყოფილა, ჰოდა ვაზისუბნელებისთვის ეს სასახლე არა ჭავჭავაძის სახელთან არამედ საცდელ მეურნეობასთან ასოცირდება. ამჟამად, როგორც გვითხრეს, სასახლე, უფრო საცდელი მეურნეობა ვიღაცას შეუსყიდია, თუ იჯარით აუღია და იქ ბევრი არაფერი ხდება. მხოლოდ დარაჯია მიჩენილი (რომელიც ჩვენ არ გვინახავს) და ეგაა. დაბეჯითებით გირჩევთ ეს სასახლე მოინახულოთ თუ მანდეთ მოხვდით.
შემდეგ ვნახეთ ვაზისუბნის თავზე მდებარე ეკლესია, რომელსაც ორმოცს (ლიტერატურაში დავითიანათაც არის ხოლმე მოხსენებული) უწოდებენ. ეს მცირე ზომის გუმბათიანი ეკლესიაა. თუ არ ვცდები მეექვსე თუ მეშვიდე საუკუნით ათარიღებენ (საღამოს ვნახავ თუ სწორედ მახსოვს და შესაბამისად ჩავასწორებ).
ამის შემდეგ კი გავემართეთ სანაგირესკენ. მანქანა ვაზისუბნის თავზე, სასაფლაოსთან დავტოვეთ და გაზაფულის ტყეში გავყევით გზას. სანაგირეში მე ტეტრაკონქის აზუმვას შევუდექი, დათო და ქართლოსი მეხმარებოდნენ, დანარჩენები აზომვის პროცესს აკვირდებოდნენ და თანაც სურათებს გვიღებდნენ.
ყოველივე დაგვირგვინდა სულიკოს შემწვარი საუკეთესო მწვადითა და ასევე სულოკოს საუკეთესო ღვინოთ.
შებინდებულზე, ასე რვის წუთებზე მანქანასთან ვიყავით და თბილისისკენ ჰერი-ჰერი.
ჰო, კინაღამ გამომრჩა - თბილისიდან ცხანი წავედით, ხოლო გურჯაანში შემოგვიერთდა სოფო-სმაილი, რომელიც ბევრს გვეხვეწა უკანა გზაზე ახლა ჩემთან შევიაროთო და მხოლოდ მაშინ დაგვნებდა, როცა შევპირდით რომ შემდეგში, გურჯაანის თავზე ძელგ ზიარის სანახავად რომ წავალთ მაშინ უსიკვდილოთ ვესტუმრებით.

- smile traveller
- ბოდიალა
- Posts: 175
- Joined: 17 თებ 2009, 23:04
- Location: aqac me var iqc me var.. la la laa
ვაზისუბანი - სანაგირე, სულხან ჭავჭავაძის სასახლე, ორმოცნი
Kakha wrote:
ჰო, კინაღამ გამომრჩა - თბილისიდან ცხანი წავედით, ხოლო გურჯაანში შემოგვიერთდა სოფო-სმაილი, რომელიც ბევრს გვეხვეწა უკანა გზაზე ახლა ჩემთან შევიაროთო და მხოლოდ მაშინ დაგვნებდა, როცა შევპირდით რომ შემდეგში, გურჯაანის თავზე ძელგ ზიარის სანახავად რომ წავალთ მაშინ უსიკვდილოთ ვესტუმრებით.
სოფელია კახა ზიარი
ხოოოოდა მე ყველაფერს მოვამზადებ თქვენი ჩამოსვლისთვის..))
გუშინ ვიგრძენი რომ გაზაფხულია უკვე...
მადლობა თქვენ ბავშვებო
დედაჩემი , მამაჩემი & ლოლაჩემი =*
ვაზისუბანი - სანაგირე, სულხან ჭავჭავაძის სასახლე, ორმოცნი
smile traveller
გუშინ მეც ვიგრძენი გაზაფხული...
გუშინ მეც ვიგრძენი გაზაფხული...
ვაზისუბანი - სანაგირე, სულხან ჭავჭავაძის სასახლე, ორმოცნი
ჩემი სურათების ალბომი
დღის ფრაზა - "გოგა არ არის და ვგულაობთ" (Ñ) სულიკო
ადგილობრივი მაცხოვრებელი გაგვყვა გზის საჩვენებლად - "ბარემ წამოგყვებით, მაინც ტყუილად ვგდივარ საფლავის ქვასავით"-ო

-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაზისუბანი - სანაგირე, სულხან ჭავჭავაძის სასახლე, ორმოცნი
ამ გასვლას სხვანაირად ვქომაგობდი.
იმერეთიდან დროულად ჩამოსვლა ვერ შევძელი.
ვაზისუბნელის ფრაზა ძნ მომეწონა.
კახური მახვილსიტყვაობის ნიმუშია

აჰა, შორს დამიგულეთ და ბარბარიზმები არ დაიშურეთ, არა?amigo wrote:დღის ფრაზა - "გოგა არ არის და ვგულაობთ" (Ñ) სულიკო
ადგილობრივი მაცხოვრებელი გაგვყვა გზის საჩვენებლად - "ბარემ წამოგყვებით, მაინც ტყუილად ვგდივარ საფლავის ქვასავით"-ო
ვაზისუბნელის ფრაზა ძნ მომეწონა.
კახური მახვილსიტყვაობის ნიმუშია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
ვაზისუბანი - სანაგირე, სულხან ჭავჭავაძის სასახლე, ორმოცნი
ვააა ადმინისტრატორიც იყო წამოსული
ვაზისუბანი - სანაგირე, სულხან ჭავჭავაძის სასახლე, ორმოცნი
:(:(:(Kakha wrote:სულხან ჭავჭავაძის სასახლე ვნახეთ სოფელ ვაზისუბანში. ამ სასახლის შესახებ ვიცოდი გიორგი ბაგრატიონის დისკიდან. ესაა ევროპული ყაიდის სასახლე, სავარაუდოდ მეცრხამეტე საუკუნის ბოლოს აშენებული და მე თუ მკითხავთ არაფრით ჩამოუვარდება (სასახლეზეა საუბარი) წინანდლის ალექსანდრე ჭავჭვაძის სასახლეს.
ძალიან საინტერესო გასვლა გამოვტოვე
"ფეისბუქზე" ვნახე ფოტოები
ულამაზესი სასახლე ჰქონია თავად სულხან ჭავჭავაძეს!
იმედი მაქვს მალე მოვხვდები
მანდ!
ვაზისუბანი - სანაგირე, სულხან ჭავჭავაძის სასახლე, ორმოცნი
Kakha
და სასახლეს მარანი არა აქვს?

qvevri
გიორგი, სასახლე დაკეტილი იყო და ვერ შევედით, რომ ოთახები და სათავსოები გვენახა.

Last edited by Tami on 22 მარ 2011, 14:46, edited 1 time in total.
ვაზისუბანი - სანაგირე, სულხან ჭავჭავაძის სასახლე, ორმოცნი
qvevri
გიორგი, ფანჯრიდან დავინახე ნახევრადსარდაფში გამართული მარანი, მაგრამ მე რაც დავინახე ან საბჭოთა პერიოდში იყო გაკეთებული ანდა საბჭოთა დროს ისე გადაუარეს რომ ძველიდან ან არაფერი ანდა სულ მცირედი გადარჩა. ცხადია კარგად გარკვევას მარანში მოხვედრა სჭირდება, რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ.

ეს სულხან ჭავჭავაძის სასახლეა. ნამდვილად გამორჩეული ნიმუშია....
აი რა წარია სუნტნის დისკზე ამ სასახლის შესახებ: sasaxleSi amJamad sacdeli meurneobaa ganTavsebuli. mis garSemo did teritoriaze Zveli dekoratiuli baRi, venaxebi da tyea. sardafSi Rvinis didi marania. II sarTulis aivans midgmuli aqvs Ria fanCaturi. III sarTulidan Ria terasebze vxvdebiT. koSkura nawili qongurebiani parapetiT sruldeba.

Last edited by Kakha on 23 მარ 2011, 07:51, edited 1 time in total.
ვაზისუბანი - სანაგირე, სულხან ჭავჭავაძის სასახლე, ორმოცნი
სანაგირეს მიდამოებში გუმბათიანი ეკლესიაა, ორმოცთას (ხანდახან დავითიანს) ეძახიან. ადრეულია, VIII-X საუკუნეებით ათარიღებენ
Last edited by Kakha on 23 მარ 2011, 07:48, edited 1 time in total.