გომარეთი-სარკინეთი-ყარაბულახი-დმანისი, ბედიანი-ქციის ტაძარი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გომარეთი-სარკინეთი-ყარაბულახი-დმანისი, ბედიანი-ქციის ტაძარი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 მარ 2011, 00:48

1. რეგიონი:
თეთრიწყარო-დმანისის რაიონები,
ქვემო ქართლი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-კოდა-თეთრიწყარო-
ბედიანი-ქციის ხეობის მონასტერი-გომარეთი-სარკინეთი-ყარაბულახი-დმანისი-დმანისის ნაქალაქევი-
ბოლნისი-მარნეული-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
ჯიპგასვლისთვის მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
45 ლიტირ საწვავის საფასური - 91 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
4

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ყველა დასახლებული წერტილი ზევით უკვე ნახსენებია.
ისინი 1მანეთთან ახლოსაა

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სა1ო ჯამში 309 კმ და 233 მ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ძირითად ტაძრები, გომარეთის ტაძრებში უაღრესად საინტერესო საფლავის ქვებია.

12. საბანაკე ადგილები:
სოფლების განაპირა ადგილებში, ასევე, ბედიანის მოსაზღვრე ტყეში და ხელოვნურ ფიჭვნარებთან

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფლებში წყაროებია

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
განსაკუთრებული არაფერი.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო

16. რისკები, საფრთხეები:
ზამთარში დიდი თოვლი და მგელი

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

გზად ბევრი ძეგლია.
ასევე, შეიძლება ინახოს სარკინეთთან ახლოს მდებარე 6 ტბა ან პანტიანში სალუგლიგელის, იგივე პანტიანის ტბა.

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
განსაკუთრებული არაფერი.
მდინარე მაშავერაზე ან ქციაზე თევაზაობა შეიძლება.

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მობილურის ქსელები თითქმის ყველაგან შეუფერხებლად მუშაობს

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
დმანისის რაიონის მუნიციპალიტეტის ტელეფონი
დმანისის გამგეობა -
ტელ: 8 260 2 23 23; (8 260) 2 25 23
მისამართი: დმანისი, წმინდა ნინოს ქ. â„–41

დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
მისამართი: 1706, დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი
ტელეფონი: (+995) 99 91 52 70

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Image

22. სიმაღლე ზღვის დონიდან
810 (ბედინათან) - 1440ის ფარგლებში

23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ქულიანი სისტემით
8

24. სასარგებლო ბმულები

თემის დაგეგმვა:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4882&start=0
დმანისზე და რაიონზე არსებული ცნობები:
http://www.dmanisi.com.ge/

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99% ... 2%E1%83%98
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გომარეთი-სარკინეთი-ყარაბულახი-დმანისი, ბედიანი-ქციის ტაძარი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 მარ 2011, 00:52

ეს გასვლა 2011 წლის 12 მირკანს 1 ჯიპით შედგა.
მონაწილეები:

1. გეგა ჯიპით (ჯერ-ჯერობით, Nini_Aს +)
2. Nini_A
3. GAMARJOBA SAKARTVELO
4. აცაბაცა


ვნახეთ უამრავი ძეგლი და კიდევ უამრავი რამ თოვლდიდობის გამო, სანახავი დაგვრჩა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გომარეთი-სარკინეთი-ყარაბულახი-დმანისი, ბედიანი-ქციის ტაძარი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 მარ 2011, 01:03

რადგან თეთრიწყაროდან წავედით, გზად ბედიანის ტაძარი იყო და იქ შევიარეთ.
ბედიანიდან დმანისის მიმართულებით 7 კმში, ქციის მამათა მონასტერი მდებარეობს. 2 ტაძარია.
აქ სიძველის კვალია. არის მოსაზრება, რომ ნაშთები ქრისტიანობამდელია.
მონასტრიდან გომარეთში გადავინაცვლეთ.
2 გომარეთისგან - დიდი და პატარასგან შედგება და გადაბმულია.
სადაც გზა იყოფა, ასე კი 2გან ხდება, მხოლოდ მარჯვენა მიმართულებაა ასარჩევი და გომარეთიც გამოჩნდება.
ძალზედ საინტერესო სოფელია. პატარა გომარეთში 1 ტაძარი ვნახეთ, დიდში - 3, რომელთაგან 1 დანგრევის პირასა.
დანარჩენი 2 ტაძრის ეზოში მრავალი ძველი საფლავია, საინტერესო ქვებითა და წარწერებით.
თოვლიანი საფარის გამო, ყველა ქვა არ ჩანდა.
გომარეთი ძნ დიდი სოფელია და დაახლოებით 370 კომლი ცხოვრობს.
თითქმის ყველა ქართველია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გომარეთი-სარკინეთი-ყარაბულახი-დმანისი, ბედიანი-ქციის ტაძარი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 მარ 2011, 01:16

გომარეთიდან სარკინეთში გადავინაცვლეთ.
ესეც ისტორიული სოფელია.
1 მოსაზრებით, სახელი რკინიდან მოდის, მე2თი - კირიდან.
კირის მარაგი დმანისის რაიონში ახლაც არის.
სარკინეთი დაცარიელებული დაგვიხვდა.
ადამიანის კვალი ადგილ-ადგილ ჩანდა.
ცოტა მოსახლეა.
ქართველებთან 1ად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები. უწინ ბერძნებიც ცხოვრობენ.
სახლები უყურადღებობის გამო, დანგრევის პირასაა.
ასევეა სოფელში მდებარე ტაძრებიც.
ჩვენ 2 ტაძარი ვნახეთ. 1-1 ტაძარში სომხურწარწერიანი ქვა შევამჩნიეთ, მე2 ტაძრის წარწერა კი მე20 საუკუნის ბერძბულ კვალზე მიგვანიშნებს.
საარკინეთის შემოგარენი დიდი თოვლის საბანში იყო გახვეული, რაც მთების გადავლისა და ტბების ნახვის საშუალებას არ იძლეოდა.
იქ ლაშქრობა სამომავლოდ გადავდეთ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გომარეთი-სარკინეთი-ყარაბულახი-დმანისი, ბედიანი-ქციის ტაძარი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 მარ 2011, 01:19

სარკინეთიდან დმანისისკენ ავიღეთ გეზი.
გზად ყარაბულახი გვედო, აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელი.
სოფლის გულში ქართული ტაძარია. მძიმე მდგომარეობაშია.
თუ უყურადღებობა გაგრძელდა, დაინგრევა კიდეც.
ტაძრის კარის გასაღები იქვე ახლოს მდებარე სახლში ინახება.
გარე კედელზე ქართული წარწერა მოჩანს. შიგნით არაფერია.
ყარაბულახში აცაბაცამ მაღაზია ნახა და პური შეიძინა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გომარეთი-სარკინეთი-ყარაბულახი-დმანისი, ბედიანი-ქციის ტაძარი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 მარ 2011, 01:45

ყარაბულახის დატოვების შემდეგ იაგუფლოს წყალსაცავს ჩავუარეთ. გაყინული იყო და დათოვლილ მინდორს
ისე შერწყმოდა, სხვაობის შემჩნევა ძნელი იყო.
დმანისის გავლით ნაქალაქევში წავედით.
იქ იმ დროს ჩავედით, როდესაც მზე დასავლეთის ბალიშზე თავის დადებას აპირებდა.
ვნახეთ ის ადგილები, სადაც უწინ მზია და ზეზვა ტიტინებდნენ და მათი მშობლები ხის სათამაშოებს ჩორკნიდნენ.
დიდი დმანისიდან მარნეულში გადავინაცვლეთ.
თბილისიდან Naia და Keto შემოგვი1დნენ და 6ეულმა დდ ჩაისმა გავმართედ.
არა, რა მარნეულის ჩაიხანის ჩაის სხვა გემო აქვს, ენის გასაწკლაპუნებელი.
თანამონაწილეებს დიდი მადლობა.
როგორც აღვნიშნე, ძნ ბევრი ძეგლი ვნახეთ. ამინდში გაგვიმართლა.
მართლაც, მზიანი და ცვალებადმოღრუბლული იყო, ისეთი, როგორსაც მოველოდი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გომარეთი-სარკინეთი-ყარაბულახი-დმანისი, ბედიანი-ქციის ტაძარი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 მარ 2011, 12:27

თავდა1ლად ბედიანის ტაძრები ვნახეთ.
ჯერ მცირე ზომის ტაძარში მივედით, რომელიც სოფელშივეა.

Image

შემდეგ იქვე ახლოს, ტყის პირს მდებარე დედათა მონასტრისკენ გადავინაცვლეთ.

Image

Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გომარეთი-სარკინეთი-ყარაბულახი-დმანისი, ბედიანი-ქციის ტაძარი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 მარ 2011, 12:29

გეზი გომარეთისკენ ავიღეთ.
ბედიანიდან 7 კმში ქციის ხეობის მონასტერი დაარსდა და მოვინახულეთ.
აქ 2 ტაძარია.
ძველი კვალი შეიმჩნევა.
ამბობენ, რომ ქრისტიანობმდელი ნაშთებიც არის

Image

მომცრო ტაძარიც იქვეა
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გომარეთი-სარკინეთი-ყარაბულახი-დმანისი, ბედიანი-ქციის ტაძარი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 მარ 2011, 12:31

ამის შემდეგ გზა გომარეთისკენ განვაგრძეთ.
თოვლი სულ უფრო და უფრო მატულობდა.
გომარეთში წამსვლელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ სადმე გზა გაიყოფა, მარჯვენა მიმართულება უნდა აირჩიოს.
თავდა1ლად პატარა გომარეთის ტაძარი ვნახეთ:

Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გომარეთი-სარკინეთი-ყარაბულახი-დმანისი, ბედიანი-ქციის ტაძარი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 მარ 2011, 12:34

შემდეგი მიმართულება მეზობელი სოფელი - დდ გომარეთი იყო.
აქ 3 ტაძარია.
1 ძნ დანგრეულია. 3ხრეთის შესასვლელზე წარწერებიც არის:

Image

Image

Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გომარეთი-სარკინეთი-ყარაბულახი-დმანისი, ბედიანი-ქციის ტაძარი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 მარ 2011, 12:42

გომარეთი დდ სოფელია. 400მდე კომლი ცხოვრობს.
ძირითადათ ქართველები არიან, რომლებიც მესაქონლეობითა და სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი.
კარტოფილი მათი მნიშვნელოვანი შემოსავალია.

გომარეთში 3 ტაძარი ვნახეთ.
მგონი, მეტი არც არის.
2 ტაძარი გადახურულია.
Image

Image

ამ ტაძრის ეზოში მდებარე საფლავები:
თუ დააკვირდებით, დაბლა მაკრატელია გამოსახული.
როგორც ჩანს, დალაქი იყო.

Image

ეს მწიგნობარი, ანდაც მასწავლებელი უნდა იყოს.
Image

Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გომარეთი-სარკინეთი-ყარაბულახი-დმანისი, ბედიანი-ქციის ტაძარი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 მარ 2011, 12:44

დდ გომარეთის კიდევ 1 ტაძარი, სოფლის ზურგში მდებარეობს,
სადაც ძველი და ვეებერთელა სასაფლაოა
Image

Image

თოვლდიდობის გამო, საფლავები კგდ არ ჩანდა.
აქ უამრავი საინტერესო ქვაა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გომარეთი-სარკინეთი-ყარაბულახი-დმანისი, ბედიანი-ქციის ტაძარი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 მარ 2011, 12:46

გომარეთში გადაღებული კადრები:
Image

Image

Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გომარეთი-სარკინეთი-ყარაბულახი-დმანისი, ბედიანი-ქციის ტაძარი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 მარ 2011, 12:51

გომარეთიდან მეზობელ სოფელ სარკინეთში წავედით.
სოფელში 2 ტაძარია.

გარეგნულად ჩანს, რომ ქართული არქიტექტურაა
Image

თუმცა, კედლებში სომხურად დაწერილი 2 ქვა დაგვიხვდა.
აი, 1-1 მათგანი
Image

ამ მხარეში სომხები, მაინც და მაინც არ ცხოვრობენ.
წარწერები საიდან მოხვდა, არ ვიცი.
სარკინეთში ქართველები, აზებაიჯანელები და ბერძნები უფრო ცხოვრობდნენ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გომარეთი-სარკინეთი-ყარაბულახი-დმანისი, ბედიანი-ქციის ტაძარი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 მარ 2011, 12:53

ეს სარკინეთის კიდევ 1 ტაძარი.
ძველი ჩანს
Image

3ხრეთის შესასვლელთან 1მა წარწერამ მიიპყრო ყურადღება:
Image

ნათელია, რომ ბერძნების დაწერილი უნდა იყოს.
თავად ტაძარი ძნ ჰგავს ქართულს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]