Page 1 of 5

ტაო-კლარჯეთი და ერზ(ე)რუმი, თოვლიანი ხედები, 03-06.03.2011

Posted: 12 მარ 2011, 00:13
by GAMARJOBA SAKARTVELO
ყოველ წელიწადს ჩავდივარ ტაო-კლარჯეთში, მაგრამ ეს გასვლა სხვანაირად გამორჩეული იყო.
მანქანით 1ლად ვიმოგზაურე.
5ნი წავედით - ნაია, Toma, სიყოჩაღით თომად წოდებული, დათო და კიდევ 1 დათო, იგივე davidiva
5ვე თანამგზავრი 1მანეთის მეგზურებიც ვიყავით და მგზავრებიც.
თბილისი-ვალე-თბილისი 449 კმ გავიარეთ.
ტაო-კლარჯეთში - 917 კმ.
ნაია შეუცვლელად მართავდა საჭეს.
ვნახეთ
-
ბანა, ტაოსკარი და ამ 2 ძეგლს შორის მდებარე 2 გზისპირა ციხესიმაგრე - ქალთა და ერეკლეს ციხეები,
ოთხთა, კავკასიძეების ციხე, ოშკი, ხახული, თორთომის ციხე, ქალაქი ერზ(ე)რუმი, იშხანი და ახალთა (იუსუფელი)-ოშკის მონაკვეთზე
მდებარე გზისპირა ციხე, ქალაქი ართვინი, ახიზის ციხე, ამ ციხემდე ახლოს მდებარე, ჭოროხზე გადებული თამარის ხიდი,
არტანუჯის ციხე, ზოგი ვერსიით ენირაბათი და ზოგი ვერსიით შატბერდი, დოლისყანა, პარეხთას გზაზე
მდებარე თამარის ხიდი, შავშეთისა (სათლეს) და არტაანის ციხესიმაგრეები.

ჩამონათვალში თუ რამე გამომრჩა, თანამგზავრები, იმედია, დაამატებენ.
გადავიარეთ 3 თოვლიანი უღელტეხი. თუმცა, არსად შევფერხებულვართ.
გამონაკლისი იყო ართვინი-დოლისყანა-ხანძთის მონაკვეთი, სადაც საგზაო 3უშაოების გამო, 39 წთ გავჩერდით.
ასევე, ამავე მიზეზით შევფერხდით ორთაკოი-პარეხთის სოფლის გზის მე9 კმზე.
გზებზე მინდვრის თაგვებზე მონადირე უამრავი მელია გვხვდებოდა.
გავიცანით ბევრი კეთილგანწყობილი თურქი, ართვინში ქართველები.
თითოეულ ჩვენგანს სასტუმრო-საწვავი-კვებაში დაახლოებით 256 ლარი დაეხარჯა.
გასვლა დაიწყო 2011ის 3 მირკანს, დილის 7 სთზე და დასრულდა 6 მირკანს, 23.44ზე.
2 ღამე ახალთაში გავათენეთ, 1იც - ართვინში.
მირკანის ბოლომდე თურქეთი საქართველოზე 2 სთით უკან არის.
ანუ, ჩვენთან თუ 12 სთია, იქ 10ა.
იგრიკადან ზაფხულის დრო ამოქმედდება და სხვაობა 1 სთ იქნება

ტაო-კლარჯეთი და ერზ(ე)რუმი, თოვლიანი ხედები, 03-06.03.2011

Posted: 12 მარ 2011, 01:04
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს არის ბმული, სადაც ტაო-კლარჯეთი-ერზრუმის გასვლის გეგმაა ასახული -
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4857&start=0

დიდ მადლობას გადავუხდი ფასდაუდებელი რჩევებისთვის მახარე ჯანაშვილს, საბურავების ჯაჭვების თხოვებისთვის
NeoZას, ტომას, სიყოჩაღით თომად წოდებულს, რომელიც
ამ გასვლაში გულიანი მზრუნველობისათვის თომა დეიდა დაერქვა, აგრეთვე მადლობა კარაველებს,
რომლებმაც კეთილი სურვილები გაგვატანეს და იქაც გვკითხულობდნენ:

legenda
t.d
NINUCAguruli
Tamusia
ეკატო
Mta Mkvarebia
legenda
ანააანო
ინა-უნა
LiBrA
guruli
anano
L-O-M-I
მაკენა
chuna
გვალდა


ყველას მადლობა, ვინც არ დაიზარა და რჩევები მოგვცა ანდაც, სულაც არ შეგვხმიანებია, მაგრამ გვქომაგობდა.

ტაო-კლარჯეთი და ერზ(ე)რუმი, თოვლიანი ხედები, 03-06.03.2011

Posted: 12 მარ 2011, 03:21
by GAMARJOBA SAKARTVELO
ახიზის ციხე, მდებარეობს არტანუჯთან ახლოს
Image

Image

ტაო-კლარჯეთი და ერზ(ე)რუმი, თოვლიანი ხედები, 03-06.03.2011

Posted: 12 მარ 2011, 03:22
by GAMARJOBA SAKARTVELO
არტანუჯის უმნიშვნელოვანესი ციხე-ქალაქი
Image

Image

ტაო-კლარჯეთი და ერზ(ე)რუმი, თოვლიანი ხედები, 03-06.03.2011

Posted: 12 მარ 2011, 03:24
by GAMARJOBA SAKARTVELO
არტაანის ციხესიმაგრე
Image

Image
აქვე ახლოს მდინარე მტკვარი ჩამოდის

ტაო-კლარჯეთი და ერზ(ე)რუმი, თოვლიანი ხედები, 03-06.03.2011

Posted: 12 მარ 2011, 03:25
by GAMARJOBA SAKARTVELO
ქალაქი ართვინი, დაახლოებით 25 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ტაო-კლარჯეთის მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ცენტრია
Image

Image

ტაო-კლარჯეთი და ერზ(ე)რუმი, თოვლიანი ხედები, 03-06.03.2011

Posted: 12 მარ 2011, 03:29
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს კიდევ ერზ(ე)რუმი, 350 ათასიანი ქალაქი, სადაც ქართველებსაც აქვთ მამულები.
Image

ამ ქალაქს 4 შესასვლელი აქვს, 1-1ს გურჯი ყაფი, ანუ ქართლის კარი (ალაყაფი) ჰქვია.

ჩვენ აქ მხოლოდ საღამოს, თორთომის ციხის ნახვის შემდეგ მოვხვდით. ვივახშმეთ და ახალთაში დავბრუნდით

ტაო-კლარჯეთი და ერზ(ე)რუმი, თოვლიანი ხედები, 03-06.03.2011

Posted: 12 მარ 2011, 03:32
by GAMARJOBA SAKARTVELO
ბანა, ძნ მიყვარს...
Image

Image

Image

Image

ასეთი ბანა არასოდეს გადამიღია...

ტაო-კლარჯეთი და ერზ(ე)რუმი, თოვლიანი ხედები, 03-06.03.2011

Posted: 12 მარ 2011, 03:34
by GAMARJOBA SAKARTVELO
დოლისყანა
Image

Image

ამ ტაძარში ფრესკების კვალია, გარედან რამდენიმე ქართული წარწერა და რელიეფური გამოსახულებებია.
ართვინი-ხანძთის მონაკვეთზე მდებარეობს

ტაო-კლარჯეთი და ერზ(ე)რუმი, თოვლიანი ხედები, 03-06.03.2011

Posted: 12 მარ 2011, 03:41
by GAMARJOBA SAKARTVELO
თამარის ხიდი ორთაკოი-პარეხთას გზაზე

Image

Image

თამარის ხიდი ართვინი-არტანუჯის გზაზე, ახიზის ციხესთან ახლოს
Image

Image

კაშხალის მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს ხიდი ჩაიძირება.
მიმდებარე სოფელი უკვე გასახლებულია.
მხოლოდ 1 მოხუცი მწყემსი დაგვიხვდა.

ტაო-კლარჯეთი და ერზ(ე)რუმი, თოვლიანი ხედები, 03-06.03.2011

Posted: 12 მარ 2011, 03:43
by GAMARJOBA SAKARTVELO
შავშეთის, იგივე სათლეს ციხე, ქალაქის შესასვლელთან, ზეგ გზის პირას მდებარეობს
Image

Image

ტაო-კლარჯეთი და ერზ(ე)რუმი, თოვლიანი ხედები, 03-06.03.2011

Posted: 12 მარ 2011, 03:46
by GAMARJOBA SAKARTVELO
ზოგის ვარაუდით, ეს შატბერდია, ზოგისთვისაც ახალდაბაა (ენირაბათი)
Image

Image

Image

Image

ამ ტაძარშიც არის ფრესკების მცირეოდენი კვალი შენახული, აგრეთვე, რამდენიმე რელიეფური გამოსახულება, ძირითადათ 3ხრეთის კედელზე.
ტაძარი მძიმე მდგომარეობაშია.
მდებარეობს არტანუჯიდან 8-9 კმტში

ტაო-კლარჯეთი და ერზ(ე)რუმი, თოვლიანი ხედები, 03-06.03.2011

Posted: 12 მარ 2011, 03:54
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს ციხე ახალთა (იუსუფელი)-ოშკის (ასევე, გზადს არის იშხანის ასახვევი) მონაკვეთზეა, ზედ გზის პირას.
რუკის მიხედვით, შესაძლოა, ეს აშმეშენის ციხე იყოს
Image

Image

ტაო-კლარჯეთი და ერზ(ე)რუმი, თოვლიანი ხედები, 03-06.03.2011

Posted: 12 მარ 2011, 03:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვალე-დიღვირი (პოსოფი)-კოლას გზაზე მდებარე ციხეები.
ეს, რუკის მიხედვით მერეს ციხე უნდა იყოს
Image

ეს კი - ზემო ხანახის ან ორეზაქის ციხეა
Image

ამ ციხეებს 2540-2550 სიმაღლის უღელტეხილი ჰყოფს. 2ვე მდინარე ფოცხოვის სიახლოვესაა

ტაო-კლარჯეთი და ერზ(ე)რუმი, თოვლიანი ხედები, 03-06.03.2011

Posted: 12 მარ 2011, 04:01
by GAMARJOBA SAKARTVELO
ტაოსკარი, სოფლის შუაგულში, ხევთან ახლოს მდებარე 2 ტაძარი - წრიული და ნავიანი.
ძნ ცუდ მდგომარეობაშია
Image

Image

არ არის წარწერების, ფრესკების, ჩუქურთმების, სხვა შემკულობის კვალი