ზარზმა, შორეული ოქროს ციხე და დიიიიიიიიდი თოვლი, 13.02.2011

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ზარზმა, შორეული ოქროს ციხე და დიიიიიიიიდი თოვლი, 13.02.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 თებ 2011, 03:25

როგორც მოსალოდნელი იყო, მესხეთში თოვლი ხვავიანად დაგვხვდა.
შუა დღემდე ბარდნიდა, შემდეგ ქარი იყო ნამქერით, ფიფქავდა, მზე ანათებდა და ნისლი წვებოდა,
მთვარე ჩნდებოდა გაფითრებულ კამარაზე, ყინავდა და ეს ყველაფერი გასვლაზე გასა20არ შთაბეჭდილებას ახდენდა.
ყველაფერი 1მანეთში იზილებოდა, იდღაბნებოდა, მაგრამ მაინც გულზმიანს გვტოვებდა.

კვირა დილას, სურწყუნისის 13ში, ადიგენის რაიონისკენ გეზი 15მა ავიღეთ.
გორი-ახალციხის მონაკვეთი ისეთი თოვლყინულიანი იყო, რომ მინიბუსი ნელა გადაადგილდებოდა.
ამიტომაც, ზარზმაში 2ის ნახევარზე ადრე ვერ ჩავედით.
უფრო მეტიც, მინიბუსი დიდთოვლობის გამო ტაძრამდე 3 კმით მოშორებით გაჩერდა.
წინ და უკან სიარულმა დღის სინათლეს გვარიანად ჩამოგვატოვა.
ზარზმა მშვენიერი იყო, ამაღელვებელი, თოვლ-ქარიანი, დიდებული, ძეხორციელისგან ცოტა ცარიელიც...
ზარზმიდან ბოლაჯურისკენ გადავინაცვლეთ. აქ მარიშკას სახლში მივედით, ზედმეტი ბარგი დავალაგეთ
და 9ნი ოქორს ციხისკენ გავემართეთ. სოფლის თავსაყარზე ბევრმა გვითხრა, ახლა ციხის გზაზე
დიდი ნამქერებია, მგელი იცის და ასვლას აზრი არ აქვსო

რას დავეძებდით?
წინ ჰერეთი მიდიოდა და სამუხლე თოვლის მიაპობდა.
გზაბილიკი სულ უფრო იკვეთებოდა, მაგრამ დღეც წყვდიადს ნებდებოდა.
ახალ ეკლესიამდე მივედით, წმინდა გიორგის სახელობისაა, იქიდან 1 კმ ისევ ავიღმართეთ.
ოქროს ციხე ფიფქისფერ ნისლში ხანდისხან გამოანათებდა, ხოლმე. გზის გაგრძელებას აზრი არ
ჰქონდა. 4 კმღა გვაშორებდა, 6ის ნახევარი იყო. ბინდში ავიდოდით და თუ მგლის ლუკმა არ გავხდებოდით, გვიან ჩამოვიდოდით.
1-1 გორაკზე, საიდანც ადიგენის რაიონი კგდ ჩანს, მზის ჩასვლის ფოტოები გადავიღეთ და თან ვიპოზიორეთ.
მარიშკას სახლში შებინდებისას ვიყავით. ღუმელი გუზგუზებდა. მასპინძელი, ასევე, მისი მეგობარი ეთო,
რომელიც ზარზმაში ვიახლეთ და დანარჩენი დარჩენილი 5 თანამგზავრი ფუსფუსებდა.
სუფრა მსწრაფლ გავაწყეთ, ვივახშმეთ და თბილისის გზას დავადექით.
შუა ღამეს, 1ლის ნახევარზე სულიკომ დედაქალაქში ჩამოგვიყვანა.
ჩვენი გეზი იყო თბილისი-ბორჯომი-ადიგენი-ზარზმა-ადიგენი-ბოლაჯური-ბორჯომი-თბილისი.
დაახლოებით 486 კმ გავიარეთ. მგზავრობა 265 ლარი დაჯდა.
ყველას მადლობა მონაწილეობისთვის.
თოვლი რომ არა, ეს გასვლა ჩვეულებრივი იქნებოდა. ხრაშუნა და თეთრა თოვლმა სიმძაფრე და სილამაზე შემატა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ზარზმა, შორეული ოქროს ციხე და დიიიიიიიიდი თოვლი, 13.02.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 თებ 2011, 03:38

გასვლის მონაწილეთა სია:

1. მამუ
2. hereti
3. KSOVRELI
4. გიორგი მეზვრიშვილი
5. KSOVRELI-ს + (ქართლოსი)
6. კარვის მეგობარი ზუკა
7. GAMARJOBA SAKARTVELO
8. Wanderer
9. ნანა სართანია (Bavshvi )
10. Legenda
11-14. LEVANIKO და მისი 3 +
15. VANO
16. მარიშკა
17. მარიშკას + ეთო

სია თავიდნავე ძნ უცნაური იყო და წამდაუწუმ იცვლებოდა.
ხან ამოეწერებოდნენ, ხან ჩაეწერებოდნენ.
გასვლის წინ, შუა ღამეს სიაში 8 თუ 9ნი ვიყავით, თუმცა გამთენიისას რამდენიმე ჩაეწერა კიდეც.
ვანსკი სიაშიც არ იყო და ისე მოვიდა.
ბოლაჯურში მარიშკა და მისი + ეთო დაგვემატნენ და მინიბუსი გავავსეთ.
გამთენიისად ხალხი რომ არ დაგვმატებოდა, მგზავრობა ძნ გაგვიძვირდებოდა.
მკდ, ვინც წამოვიდა, ყველა ნასიამოვნები დარჩა. მით უმეტეს, რომ უმრავლესობას ზარზმა ნანახი არ ჰქონდა.
და კიდევ, აღვნიშნავ, რომ ეს ის ხალხი იყო, ვისაც ძნ უყვარს ლაშქრობაცა და სიძნელეების გადალახვაც.
ვისაც თოვლში უვლია, დამეთანხმება, რომ ეს ადვილი არ არის.
მით უმეტეს, დიდი მანძილის დაფარვა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ზარზმა, შორეული ოქროს ციხე და დიიიიიიიიდი თოვლი, 13.02.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 თებ 2011, 04:12

თოვლში გახვეული ზარზმა
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ზარზმა, შორეული ოქროს ციხე და დიიიიიიიიდი თოვლი, 13.02.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 თებ 2011, 04:14

ზარზმის გზა:
Image

ოქროს ციხის გზა, რომელსაც Hereti მიაპობს:
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ზარზმა, შორეული ოქროს ციხე და დიიიიიიიიდი თოვლი, 13.02.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 თებ 2011, 04:16

ხედების ოქროს ციხიდან
Image

Image

სოფელი ბოლაჯური
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ზარზმა, შორეული ოქროს ციხე და დიიიიიიიიდი თოვლი, 13.02.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 თებ 2011, 04:17

ეს კიდევ დიდებული ოქროს ციხე, რომელთანაც 3-4 კმ გვაშორებს
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ზარზმა, შორეული ოქროს ციხე და დიიიიიიიიდი თოვლი, 13.02.2011

Post by avtokh » 15 თებ 2011, 09:31

რა დგილებია, რა დგილები და რა თოვლი!
Image

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
ზარზმა, შორეული ოქროს ციხე და დიიიიიიიიდი თოვლი, 13.02.2011

Post by Tami » 15 თებ 2011, 09:40

აუ რა მაგარია!!! რა ლამაზია თოვლი!!!
გოგა, თოვლში გახვეული ზარზმა ულამაზესია, ყოჩაღ!!

mamu
მაწანწალა
Posts: 891
Joined: 15 სექ 2009, 11:37
Location: tbilisi
ზარზმა, შორეული ოქროს ციხე და დიიიიიიიიდი თოვლი, 13.02.2011

Post by mamu » 15 თებ 2011, 14:45

მართლა მაგარი გასვლა იყო კიდევ კაი წამოვედით

სურათები დადეთ რა ხალხნო და ჯამაათნო

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
ზარზმა, შორეული ოქროს ციხე და დიიიიიიიიდი თოვლი, 13.02.2011

Post by LEVANIKO » 15 თებ 2011, 15:31

ძალიან მაგარი იყო კიდე წავიდოდი აქ კაი ხაჩაპურებიც იყო:D
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ზარზმა, შორეული ოქროს ციხე და დიიიიიიიიდი თოვლი, 13.02.2011

Post by meleksa » 15 თებ 2011, 15:35

ოქროს ციხეზე რომ ვერ ახვედით გული აღარ მწყდება რომ ვერ წამოვედი :)
Image



User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ზარზმა, შორეული ოქროს ციხე და დიიიიიიიიდი თოვლი, 13.02.2011

Post by meleksa » 15 თებ 2011, 21:37

სტრიპტიზი თოვლში? :lol: :lol: კაია ისე თოვლით ტანის დაზელვა მეც მიყვარს ;)
Image


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]