Page 1 of 10

მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Posted: 07 თებ 2011, 21:09
by Bernar
ლაშქრობამ, რომლის შესახებაც ახლა უნდა მოგიყვეთ, პირადად ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და კიდევ უფრო მეტად შემაყვარა ჩემი მშობლიური მხარე ბაღდათი.

ბევრმა თქვენგანმა ალბათ იცის ბაღდათის რაიონის ადგილმდებარეობა, მაგრამ მოკლედ ვიტყვი მაინც. ბაღდათი ქუთაისის სამხრეთით ქუთაისიდან ასე 20 კილომეტრში მესხეთის ქედის ძირში მდებარეობს. ბაღდათი ცნობილია სამკურნალო კურორტით, საირმით და ასევე ტყის უზარმაზარი მასივებით. სწორედ ამ ტყეებში სიარულის და მოგზაურობის ჟინი მკლავდა კარგა ხანი და როგორც იქნა მოვაბი თავი ამ ლაშქრობასაც.
ბაღდათის რაიონში 5 ძირითადი ხეობაა: საკრაულას, ხანისწყლის, წაბლარასწყლის, ქერშავეთის (იგივე ზეკარის) და ლაშურას. მდინარე ხანისწყალი ბაღდათის ძირითადი მდინარეა, ხოლო დანარჩენი ოთხი მდინარე მისი შენაკადებია. საკრაულა უშუალოდ ბაღდათში უერთდება ხანისწყალს. შემდეგ თუ აჰყვებით ხანისწყლის ხეობას, სოფელ წყალთაშუაში ხეობა ორად გაიყოფა: მარცხნიდან ხანისწყალი მოედინება, ხოლო მარჯვნიდან უერთდება მას წაბლარასწყალი. კურორტი საირმე სწორედ წაბლარასწყლის ხეობაში მდებარეობს. შემდეგ მარცხნივ თუ ავყვებით ხანისწყლის ხეობას, წყალთაშუადან ასე 10 კილომეტრში ხანისწყალს მარჯვნიდან უერთდება მდინარე ქერშავეთი. მდინარე ქერშავეთის ხეობას მეორენაირად ზეკარის ხეობასაც უწოდებენ. სწორედ ამ ხეობაზე გადიოდა ჯერ კიდევ რომაელების დროიდან უძველესი გზა, რომელიც უმოკლესი დამაკავშირებელი გზა იყო სამხრეთ და დასავლეთ საქართველოებს შორის. ერთ-ორ ადგილას შემორჩენილია კიდევაც მაშინდელი გზის ნაშთები.
ქერშავეთის და ხანისწყლის შესართავიდან ასე 3 კილომეტრში კი ხანისწყლის ხეობაში სოფელი ხანია. ხანის ძირში კიდევ ორად იყოფა ხეობა: ხანისწყალი ამჯერად მარჯვნიდან ჩამოედინება, ხოლო მარცხნიდან მას უერთდება მდინარე ლაშურა. ამბობენ ძალიან ლამაზიაო ლაშურას ხეობა.
ამ ხუთი ხეობიდან, თუ არ მეშლება, საკრაულას და ლაშურას ხეობები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკშიც შედის.
სათაურიდანაც მიხვდებოდით, რომ ამ ლაშქრობით ჩვენ საირმიდან უნდა ავსულიყავით მესხეთის ქედზე, ხოლო იქიდან ზეკარის ხეობით წყალთაშუაში უნდა ჩამოვსულიყავით. გეგმის მიხედვით ლაშქრობა 5-6 დღიანი იყო. პირველ დღეს საირმეში უნდა დავრჩენილიყავით, ხოლო მეორე დღიდან უნდა დაგვეწყო ნამდვილი მოგზაურობა.
საირმიდან აბასთუმნამდე გადადის სამანქანო გზა, რომელიც მხოლოდ ორ ან სამხიდიანი მანქანებისთვისაა განკუთვნილი. საირმიდან უღელტეხილამდე 22-23 კილომეტრია. ჩვენ საირმე-აბასთუმნის უღელტეხილის გავლის შემდეგ აბასთუმანში დაშვების ნაცვლად 180 გრადუსით უნდა შემოვბრუნებულიყავით და ახლა ზეკარის ხეობით უნდა დავბრუნებულიყავით ბაღდათში. საირმე-აბასთუმნის უღელტეხილის სიმაღლე 2283 მეტრია, ხოლო ზეკარის ხეობის და აბასთუმნის დამაკავშირებელი უღელტეხილის - 2182 მეტრი. ზეკარის ხეობის და აბასთუმნის დამაკავშირებელი უღელტეხილს ზეკარის უღელტეხილი ეწოდება.

P. S. კონსტანტინე გამსახურდიას ტეტრალოგიაში ''დავით აღმაშენებელი'' მოხსენიებულია ზეკარის ხეობა და უღელტეხილი. სწორედ ამ გზით ისარგებლა ერთხელ დავით აღმაშენებელმა, როდესაც ერთერთ ზამთარს ქუთაისიდან სამცხეში გადაწყვიტა ჩასვლა.

მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Posted: 07 თებ 2011, 21:17
by qvevri
როგორც ყოველთვის საინტერესო თემას გვთააზობ! მე ზეკარის უღელტეხილს შეუყევი ამ ათიოდე წლის წინ აბასთუმნიდან და მალევე ისეთი ნისლი ჩამოწვა, რომ აბასთუმანშივე მივბრუნდით. მახსოვს, რომ შეუდარებელ სილამაზეს ვუმზერდი ზეკარზე. ენით ვერ გამოვთქვავ ისეთი საოცარი და ხასხასაფერები ვნახე. მწყემსების სადგომებამდე მივედი და მოვბრუნდი...

მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Posted: 07 თებ 2011, 21:29
by Bernar
მაშ ასე, ზაფხულიც თითქმის მიილია. არხოტის ნახვით მიღებულ სიამოვნებას შევსება სჭირდებოდა, რომ მარაგი მომავალ ზაფხულამდე მქონოდა. თან საირმის მაღლა აქამდე არასოდეს არ ვიყავი ნამყოფი, ერთი წინა წელს მოვახერხე საირმიდან ასე 3 კილომეტრით მაღლა ასვლა და იქაური ხეობების დათვალიერება, ისიც რამოდენიმე საათით. ასე რომ ინტერესი ძალიან დიდი მქონდა რაც მონდომებას მიორმაგებდა.
საბოლოოდ მხოლოდ 4 კაცი შევიკრიბეთ. მე, ძმები კვირიკაშვილები და ჩემი კურსელი და მეგობარი ლაშა აბზიანიძე. ჩემი ოჯახის წევრებს არ ეცალათ და სხვებმაც ვერ მოახერხეს დროის გამონახვა. ლაშას წამოსვლა განსაკუთრებით მახარებდა, რადგან იმის გამო რომ საფრანგეთში სწავლობდა, ერთი წელი არ მყავდა ნანახი.
მაშ ასე მოვიდა 31 აგვისტო: დღეს უნდა ავსულიყავით საირმეში. ლაშა თბილისიდან უნდა გამოჰყოლოდა საირმე-თბილისის მარშუტკას, ხოლო მე და ძმები კვირიკაშვილები ლაშას მარშუტკას ბაღდათში უნდა დავხვედროდით.
ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა: დათქმულ დროს ჩამოვიდა მარშუტკა და მის მგზავრებს ჩვენ სამიც შევემატეთ. ლაშას ნახვამ ძალიან გამახარა: ისევ ის ლაშა იყო! :D

ბაღდათიდან საირმემდე ერთი წლის წინ დაამთავრეს ახალი გზის მშენებლობა, რის გამოც ნახევარ საათში უკვე საირმეში ვიყავით. ბაღდათიდან საირმემდე სულ 25 კილომეტრია და ადრე იმდენად იყო გზა გაფუჭებული, რომ ამ გზის გავლას მინიმუმ ერთი საათი სჭირდებოდა.

საირმეში ჩასულებმა პირველ რიგში საბანაკე ადგილი შევარჩიეთ და კარავი გავშალეთ. შემდეგ კი გიორგის და ირაკლის დედის გამოტანებული საკვებით გემრიელად ვისადილეთ.

მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Posted: 07 თებ 2011, 21:31
by Bernar
qvevri
თითქმის მისულხართ: მწყემსების სადგომიდან ასე 2 კილომეტრში უკვე ზეკარის უღელტეხილია. მარცხნივ მიმავალი გზა კიდევ საირმეში გადადის. კარგა ენერგიულად გივლიათ მაშინ :)

მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Posted: 07 თებ 2011, 21:50
by Bernar
დაღამებამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო იყო, ამიტომ საირმის დათვალიერება არ გვაწყენდა, ხოლო შემდეგ საირმის მაღლა, მოპირდაპირე ფერდობზე რომ ჯვარია აღმართული იქ უნდა ავსულყავით. იქიდან შესანიშნავი ხედი იშლება მთელს ხეობაზე, ხოლო საირმის სანატორიუმები პატარა ქოხებივით მოჩანს. :)

ესეც საირმე

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ტერიტორიულად საირმე ძალიან პატარაა, სულ სამი თუ ოთხი სანატორიუმია და კიდევ პატარ-პატარა კოტეჯები. თუმცა იქაური ბუნება მართლა გამორჩეულია. იქაურ ნაძვის ტყეებში ბოდიალს მართლა არაფერი არ სჯობს! ესეთი სწორი და ამსიმაღლე ნაძვები სხვაგან მართლა არ მინახავს. იქაური ნაძვებიდან ზოგიერთს ძირიდან კენწერომდე თვალი რომ ააყოლო უკან ისე უნდა გადაიზნიქო, რომ ფრთხილად უნდა იყო რომ არ წაიქცე. :)

საირმეში მცირე "მოგზაურობის" შემდეგ მე, ირაკლი (იგივე ზღნაჩვი) და ლაშა ჯვრისკენ მიმავალ ბილიკს დავადექით. ბილიკი უზარმაზარ ხეებს შორის მიიკლაკნება და ძალიან სასიამოვნოა სასიარულოდ.

ეს ნაძვი საირმიდან წამოსულებს სულ ცოტა ხანში შეგხვდებათ:

Image

Uploaded with ImageShack.us

ზღნაჩვსაც ძალიან მოსწონს იქაური ნაძვები :)

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

5-10 წუთის სიარულის შემდეგ ტყეში მცირე მდელოზე გახვალთ, საიდანაც ერთი ბილიკი მაღლა მიდის, ხოლო მეორე მარცხნივ მიჰყვება ფერდობს. ჯვრისკენ მაღლა მიმავალი ბილიკი წაგიყვანთ. საორიენტაციოდ ასევე ძალიან დაგეხმარებათ ხეებზე წითლად დახატული ჯვრები, რომლებიც მთელს სიგრძეზე მიჰყვება ჯვრისაკენ მიმავალ ბილიკს.

ეს ფოტო ზემოთთქმულ მდელოზეა გადაღებული

Image

Uploaded with ImageShack.us

მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Posted: 07 თებ 2011, 22:07
by Bernar
ენერგიულად მივდიოდით, თან ვატყობდით, რომ გაწვიმდებოდა და ამიტომ ვჩქარობდით. არც მოვტყუებულვართ: უკვე თითქმის ასულები ვიყავით, როდესაც კარგა გვარიანად დასცხო: ისე როგორც საირმეს სჩვევია ხოლმე! :)

ჩვენ სამმა იქვე ტყეში ნაძვების კორომი მოვძებნეთ და წვიმის გადაღებამდე ვიყავით შეფარებულები. როგორც კი იკლო შხეფებმა, ჯვართან ჩავედით და გადავხედეთ არე-მარეს: ხეობაში ნისლი იყო ჩაწოლილი და ამიტომ საირმე არ მოჩანდა, ხოლო ჩვენსკენ საკმაოდ ცივი ქარი უბერავდა. ამიტომ სანამ გავცივდებოდით ან ფილტვების ანთებას ავიკიდებდით დაბლა დაშვება გადავწყვიტეთ. ცუდი ამინდის გამო ფოტოების გადაღება ვერ მოვახერხეთ, თუმცა გულს არ დაგწყვეტთ და წინა წლებში გადაღებულ ფოტოებს გაჩვენებთ :)

ეს საირმეა

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს ორი პანორამა ასევე ჯვრიდანაა გადაღებული და მასზე გარკვევით მოჩანს აბასთუმანში მიმავალი გზა

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Posted: 07 თებ 2011, 22:14
by Bernar
დაღმართზე სველი ჩუსტებით სიარული არც თუ ისე სასიამოვნო იყო: აშკარად ფეხშიშველა ჯობდა ველურებივით :)

მე და ზღნაჩვი

Image

Uploaded with ImageShack.us

მდელოზე ჩასულებმა გადავწყვიტეთ მცირე მანძილზე შევყოლოდით მარცხენა ბილიკს.

ლაშა მიიწევს წინ

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს მწვერვალი დიდმაღალია (2588 მ) ნაძვებს შორის რომ მოჩანს წერტილივით

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Posted: 07 თებ 2011, 22:18
by Bernar
ლაშა და ზღნაჩვი

Image

Uploaded with ImageShack.us

დაიღალა ირაკლი ეტყობა :)

Image

Uploaded with ImageShack.us

საირმის ტყე

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Posted: 07 თებ 2011, 22:23
by Bernar
ლაშა და ზღნაჩვი რაღაცაზე იცინიან:

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს მაგ ადგილიდან გადაღებული პანორამა

Image

Uploaded with ImageShack.us

დიდმაღალი უფრო ახლოდან

Image

Uploaded with ImageShack.us

ამის შემდეგ ბანაკში დავბრუნდით. საირმეს რომ მივუახლოვდით სანატორიუმებიც გამოჩნდა

Image

Uploaded with ImageShack.us

ასე მიილია პირველი დღე. დღის დანარჩენი ნაწილი კარტის თამაშსა და ლაპარაკში გავატარეთ, ხოლო როდესაც გვარიანად დაღამდა, დასაძინებლადაც მოვიცალეთ.

მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Posted: 14 თებ 2011, 10:10
by Gioogle
იწყებაა, იწყებაა :D
მადლობ ბესო, რომ დაიწყე, მეც აქა ვარ :wink:

მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Posted: 14 თებ 2011, 10:28
by Naia
სასიამოვნო ჟრუანტელი მომგვარა მშობლიური მხარის ფოტოების ხილვამ :)ეჭვი მაქვს ამ თემას ვერ მოვწყდები. ჩემი საოცნებო გასვლაა, უკვე 2 წელია ვფიქრობ და ჯერ ვერ განვახორციელე.

ბერნარ, იქნებ რუკაც დაგედო?

მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Posted: 14 თებ 2011, 10:57
by guruli
Bernar
ქერშავეთის და ხანისწყლის შესართავიდან ასე 3 კილომეტრში კი ხანისწყლის ხეობაში სოფელი ხანია.
ამ სოფელზე ასე მშრალად? :roll: მანდ ასვლაზე ვოცნებობ. ეთნოგრაფიაში ხანი ცნობილია, როგორც იმერეთის ხევსურეთი, ოღონდ არ ვიცი, სადღეისოდ ის ძველი იერ-სახე და სტილი რამდენადაა შემორჩენილი.
თუმცა ლაშქრობა საინტერესო კი იქნება - ბუნებაც ულამაზესია, ხალხიც -საინტერესო და რაღაც სიძველეც იქნება შემორჩენილი.

მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Posted: 14 თებ 2011, 21:17
by Bernar
Naia
რაკი გაინტერესებს, რუკასაც დავდებ :)

guruli
სამწუხაროდ ხანში არ ავსულვართ და ამიტომ მის შესახებ მხოლოდ გადმოცემებით თუ ვიცი. მდებარეობით მართლა შეიძლება მიამსგავსო იმერეთის ხევსურეთს რადგან ველური ბუნების შუაგულში მდებარეობს. ისე ვისაც მანქანა ჰყავს მისთვის ხანის მონახულება არ უნდა იყოს პრობლემა, რადგან ის ბაღდათიდან 20 კილომეტრშია. თან როგორც ვიცი მანქანისათვის მაღალი გამავლობა აუცილებელი არაა. :)

ისე ხანში გამომცხვარ ხაჭაპურს აქებენ ძალიან: ამბობენ ძალიან თხელია და ყველით არის ''გაზიზინებულიო''! :D ასევე ცნობილია ხანის და ზეკარის სულგუნიც. ვინ-ვინ და ჩვენ კი გავუგეთ გემო ზეკარის სულგუნს! ;)

მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Posted: 14 თებ 2011, 21:53
by guruli
Bernar
ასევე ცნობილია ხანის და ზეკარის სულგუნიც.
ზეკარის არ ვიცი და ხანის მართლა გამიგონია. ყველიც ცნობილიაო მაგათი.
თვით სოფელი არა მარტო ბუნებით ჰგავს ხევსურეთს, სახლებიც თავისებური სტილითაა ნაგები, ძველებურ სტილშიო.

მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Posted: 14 თებ 2011, 22:08
by Lahil
ვერც წარმოვიდგენდი ასეთი ლამაზი თუ იყო ეს მხარე !