მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Sarajistka » 09 მარ 2011, 21:26

qvevri wrote:როგორც ყოველთვის საინტერესო თემას გვთააზობ! მე ზეკარის უღელტეხილს შეუყევი ამ ათიოდე წლის წინ აბასთუმნიდან და მალევე ისეთი ნისლი ჩამოწვა, რომ აბასთუმანშივე მივბრუნდით. მახსოვს, რომ შეუდარებელ სილამაზეს ვუმზერდი ზეკარზე. ენით ვერ გამოვთქვავ ისეთი საოცარი და ხასხასაფერები ვნახე. მწყემსების სადგომებამდე მივედი და მოვბრუნდი...
7 წელი მაქვს გატარებული ზეკარის უღელტეხილზე. პირველად ნისლი იქ ვიგემე. თემას ბოლომე არ ვიცი რამდენად წავიკითხავ, მაგრამ ზამტარშიც კი შესაძლებელია იქ წასვლა, თოვლში. ჩემი ზამ იყო ამ რამდენიმე კვირის წინ. იქ ქოხებიცაა და შეშაც.
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Sarajistka » 09 მარ 2011, 21:32

Bernar wrote:ამათ როგორც ჩანს ძალიან უყვართ ერთმანეთი :)

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ამ ადგილას გზა ზედ მწყემსების ბინასთან გადიოდა და ამიტომ შევჩერდით: ჩვენ ხომ სულგუნი უნდა გვეშოვნა!

Image

Uploaded with ImageShack.us

მიუხედავად იმისა, რომ დიდი იმედებით ვიყავით მათ სულგუნი არ აღმოაჩნდათ. :( და როგორც გვითხრეს აქაურ ბინებში სულგუნს არავინ არ აკეთებსო. ასე რომ ერთადერთ იმდედად ეხლა სოფელი ივლიტა გვრჩებოდა.

ეს იქაური მწყემსები

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image



აი ზუსტად აქ, ამ ბინებში (როგოც იქ ეძახიან:ზედა ბინები, ქვედა ბინები) მაქვს გატარებული 7 ზაფხული. რამდენი ხანია აღარ ვყოფილვარ. შენ ხომ არ იცი როგორ გამახარე ახლა...
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 10 მარ 2011, 18:39

Archil
qvevri
guruli
როგორც შემდგომ გავარკვიეთ, ივლიტა სოფელზე უფრო საზაფხულო სადგომია.
ზამთარში იქ მოსახლეობა არ რჩება: მხოლოდ ზაფხულობით ამოდიან და ასე სექტემბრის შუა რიცხვებამდე რჩებიან.

Archil
არა სიარულისას რაიმე პრობლემა არ გვქონია. იმ მომენტში ერთადერთი რაც გვაწუხებდა ის იყო, რომ სულგუნს ვერ ვშოულობდით! :D

guruli
როგორც ჩანს აბასთუმნის მხარის ფერდობებზე მდებარე ბინებში ძირითადად ადიგენიდან და ვალედან ამოსული მესხი მწყემსები არიან. აი ივლიტაში კიდე როგორც მესხი ასევე ბაღდათიდან ამოსული იმერელი მწყემსებიც იყვნენ და როგორც გაირკვა სულგუნს იმერელი მწყემსები ამზადებენ! :)

Nika
რაც შეეხება სამანქანო გზას ზეკარის უღელტეხილიდან სოფელ ხანის გადასახვევამდე, დაწვრილებით მოგიყვებით თუ რა მდგომარეობაშია. :)

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 10 მარ 2011, 18:55

ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ გვქონდა თუ სად დავბანაკდებოდით. ეს იმაზე იყო დამოკიდებული ვიშოვიდით თუ არა სულგუნს ივლიტაში. ამიტომ ცოტა ხნის შემდეგ მე და ზღნაჩვი ივლიტასკენ გავემართეთ სულგუნზე "სანადიროდ". ივლიტაში მისულები პირველმა შემხვედრმა სოფლის შუაგულისაკენ მიგვასწავლა, სადაც რამოდენიმე ადამიანი საუბრობდა. ჩვენც მივედით და გაცნობა-გამოცნობის შემდეგ ჩვენი გასაჭირიც ვუთხარით. სამწუხაროდ მათ სულგუნი არ აღმოაჩნდათ :( და გვითხრეს, რომ ამ სოფელში სულგუნს ვერ ვიშოვიდით. თუმცა წამოსვლისას ერთი მცირე იმედი მაინც მოგვეცა: როგორც ნახეთ ივლიტა დაახლოებით ზეკარის უღელტეხილის სიმაღლეზე მდებარეობს და ამიტომ ზეკარის ხეობას და მდინარე ქერშავეთის სათავეებს ის ზემოდან დაჰყურებს. როგორც ივლიტაში გვითხრეს, დაბლა ზეკარის ხეობაში მდინარე ქერშავეთის სათავეებთან არისო მწყემსების ბინა, რომელშიც ბაღდათელი მწყემსები, გვარად რობაქიძეები იდგნენ და სულგუნი იმათ თუ ექნებათო. თან რობაქიძეების ბინა დაგვანახეს კიდევაც. ასე რომ ნახევრად პირში ჩალაგამოვლებულები და ნახევრად გახარებულები წამოვედით ივლიტადან. მცირე იმედი მაინც კიაფობდა ჩვენს გულებში იმისა, რომ საღამოს ზეკარის სულგუნით ჩავგემრიელდებოდით.

ლაშასთან და გიორგისთან რომ მივედით მოვიგდეთ ზურგჩანთები ზურგზე და დავეშვით დაბლა ზეკარის ხეობაში.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 10 მარ 2011, 19:41

ახლა რაც შეეხება ზეკარის ხეობაში ჩამავალ გზას:

აბასთუმნის მხრიდან ზეკარის უღელტეხილამდე ნორმალური სამანქანო გზა მიდის, რომლის გავლაც მაღალი გამავლობის მანქანისათვის პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. ზეკარის უღელტეხილის შემდეგ გზა განზე მიჰყვება ფერდობს და დაახლოებით იმ ადგილას სადაც ჩვენ ვისვენებდით, გზა ორად იყოფა: მარცხნივ თუ წახვალთ სოფელ ივლიტაში მოხვდებით, ხოლო მარჯვენა მხარეს გზა უამრავი სერპანტინებით ჩადის ზეკარის ხეობაში. რაც შეეხება გზის მარჯვენა და ჩვენთვის საინტერესო ნაწილს: ეს გზა საკმაოდ ძველია. ის ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს არის გაყვანილი და გათვალისწინებული არის ფაეტონების და ეტლების სასიარულოდ. სწორედ ამიტომ მთელი ამ გზის განმავლობაში: გადასახვევიდან ქერშავეთის ჩანჩქერამდე, ძალიან იშვიათია მკვეთრი აღმართ-დაღმართები, რის გამოც გზა სერპანტინებით ძალიან იწელება, თუმცა სასიარულოდ ძალიან სასიამოვნოა!
წარმოიდგინეთ როგორია, როდესაც გზა ზღვის დონიდან 2000 მეტრიდან 1000 მეტრამდე ჩამოდის და ამ ხნის განმავლობაში ერთადერთ მკვეთრ აღმართს აკეთებს!

მეფის რუსეთის დროინდელი ზეკარის გზა ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ:
I. ზედა ნაწილი იყოს ზეკარის უღელტეხილიდან რობაქიძეების ბინის ასახვევამდე
და
II. ქვედა ნაწილი იყოს რობაქიძეების ასახვევიდან ქერშავეთის ჩანჩქერამდე.

ჩვენ ამ დღეს გზის ზედა ნაწილის გავლას და სადმე დაბანაკებას ვაპირებდით, ხოლო შემდეგ დღეს უკვე ქერშავეთის ჩანჩქერამდე უნდა ჩავსულიყავით.

გზის ზედა ნაწილის ის მონაკვეთი, რომელიც ალპურ ზონაში მდებარეობს ნორმალურადაა შემორჩენილი. ამ მონაკვეთის მანქანით გავლა არ იქნება ალბათ პრობლემა. თუმცა როდესაც ტყიან მონაკვეთში ჩახვალთ, რამოდენიმე ადგილას ხევის წყლების გამო მცირე მეწყერი არის წამოსული, რის გამოც გზა ძალიანაა დავიწროებული და მხოლოდ ურმის გასავლელად თუ გამოდგება. თუმცა ტრაქტორით მისი გაწმენდა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს (ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ მონაკვეთში გზა როგორც ასეთი ჩამოშლილი და გაუბედურებული არ არის. მცირე ხელის შევლება და ის მაღალი გამავლობის მანქანებისათვის უკვე გავლადი გახდება).
ასეთი სულ რამოდენიმე ადგილია და ამის შემდეგ გზა უკვე მდინარე ქერშავეთამდე ჩადის, რომლის გადაკვეთის შემდეგაც მალევეა რობაქიძეების ბინის ასახვევი. გზის ამ მონაკვეთს რობაქიძეები საურმედ დღემდე იყენებენ.

გზის მეორე ნაწილის დაწვრილებით აღწერას მომდევნო დღის რეპორტაჟის მსვლელობისას შემოგთავაზებთ. :)

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 10 მარ 2011, 19:58

სანამ ალპურ ზონაში ვიყავით, სერპანტინებს მოკლეზე ვჭრიდით და ამიტომ დაბლა სწრაფად მივიწევდით. ეს გზაში გადაღებული ფოტო:

Image

Uploaded with ImageShack.us

მეფის რუსეთის დროინდელი ხიდები: ძალიან კარგადაა შემონახული

Image

Uploaded with ImageShack.us

ახალი წამოსულები ვიყავით როდესაც წვიმამ მცირედით წამოშხეფა. ცას კი ეტყობოდა, რომ მალე გადაიღებდა, მაგრამ მაინც გავშალეთ ტენტი და ოთხივე მის ქვეშ შევიყუჟეთ. ამ დროს ძუნგლა ჯერ კიდევ ჩვენთან იყო და მემგონი მასაც ტენტის ქვეშ შემოძრომა უნდოდა, თუმცა არ ვაცადეთ! :D

ტენტის ქვეშ შეყუჟული ბიჭები

Image

Uploaded with ImageShack.us

თან წვიმდა და თან მზე ანათებდა: ანუ მზე პირს იბანდა. ასეთ დროს დიდი შანსია, რომ ცისარტყელა წარმოიქმნას და არც მოვტყუებულვართ! თან ერთი არ გვაკმარა: ერთდროულად ორი ცისარტყელა გადაიჭიმა ცაზე!

ძალიან ლამაზი სანახავი იყო!

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ცისარტყელა და ძუნგლა

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 10 მარ 2011, 20:07

როდესაც წვიმამ გადაიღო ავკეცეთ ტენტი და გზა განვაგრძეთ. მალე ჩავედით ტყიან მონაკვეთში. საირმეღელის ხეობისაგან განსხვავებით, აქ შერეული ტყე იყო და ნაძვებიც არ იყო ისე ბუმბერაზი როგორც საირმეში. თუმცა აქაურ ბუნებას თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს რომლის ენით გადმოცემა ალბათ შეუძლებელია.
იმის გამო, რომ მკვეთრი დაღმართები არ გვხვდებოდა, სწრაფად მივდიოდით და დაღლაც არ გვეტყობოდა. გზაში ბევრი ფოტო არ გადაგვიღია, თუმცა რაც გადავიღეთ ესეც საინტერესო იქნება ალბათ :)

Image

Uploaded with ImageShack.us

ზღნაჩვი პატარა ქარაფის პირას

Image

Uploaded with ImageShack.us

გიორგი ბუნებას ათვალიერებს

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 10 მარ 2011, 20:13

წინ მივიწევთ

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს ბოლო შესვენება ბანაკამდე

Image

Uploaded with ImageShack.us

ძმები კვირიკაშვილები

Image

Uploaded with ImageShack.us

ლაშა

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 10 მარ 2011, 21:26

უკვე მოსაღამოვებული იყო, როდესაც რობაქიძეების ბინის ასხვევთან მივედით. იქვე ტყის პირას ვნახეთ ნორმალური საბანაკე ადგილი და საჩქაროდ გავშალეთ კარავი, რადგან ხეობიდან ნისლებმა დაიწყო ამოსვლა და ცოტა ხანში სულ მოიცვა იქაურობა. ბანაკის დალაგების შემდეგ მე და ზღნაჩვმა სახლიდან წამოღებული არაყი მოვიმარჯვეთ და რობაქიძეების ბინისაკენ გავემართეთ უკანასკნელი იმედის სულგუნის საშოვნელად!

მივდიოდით ნისლში მე და ზღნაჩვი და ათას რაიმეზე ვფიქრობდით. ნისლის გამო წინ არაფერი არ ჩანდა და წესიერად არც ვიცოდით სად მივდიოდით. თან ირგვლივ უღრანი ტყე გვერტყა მთელი თავისი საშიშროებებით. ასე ვიარეთ თხუთმეტიოდე წუთი და ნისლში, ბუნდოვნად, ღობის მაგვარი რამ დავინახეთ. მალე ძაღლებიც გამოენთნენ და მთელი სისწრაფით გამოექანნენ ჩვენსკენ. ჩვენ ცოტა კი გვეცვალა ფერი, მაგრამ იმდენი კი მოვტვინეთ, რომ არ გავქცეულიყავით. ჩვენდა ბედად ძაღლებს მალევე გამოჰყვა ასე 11-12 წლის ბიჭი, რომელმაც რომ დაგვინახა, შეშინებულმა პირველი ეს დაიძახა:_ხომ მშვიდობაა ბიჭებოო!

ჩვენც მშვიდობა ვუთხარით და ერთმანეთს მივესალმეთ. დღესაც თვალწინ მიდგას ის ბავშვი: ესეთი მეტყველი და კეთილშობილი სახე იშვიათად თუ მინახავს! ამ ბავშვმა ჩემზე მართლა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

ბინაში ასულებს იქ მურთაზი რობაქიძე დაგვიხვდა თავისი სამი ვაჟით და ორი მეგობრით. ეს ბიჭი კი ბატონი მურთაზის შვილიშვილი პატარა მურთაზი აღმოჩნდა! იმ ორ მეგობარში ზღნაჩვმა თავისი ნათესავი იცნო და ორივენი კარგა ხანს გაკვირვებულები უყურებდნენ ერთმანეთს და ალბათ ერთი და იმავეს ფიქრობდნენ: ამას აქ რა უნდაო! :)

გაცნობის შემდეგ გაირკვა, რომ ბატონი მურთაზი ბაბუაჩემის კარგი მეგობარი ყოფილა და ერთადაც მრავალჯერ ჰქონდათ ნაქეიფარი.

ეხლაც ცხადად მახსოვს იქაური სცენა: როდესაც ბინაში ავედით ნისლში გახვეული რამოდენიმე ხის ქოხი და ამ ქოხების წინ მდებარე პატარა შემოღობილი ადგილი დავინახეთ. ამ ადგილას რომ შევედით ოთხივე მხრიდან მოვიდნენ მასპინძლები და გულითადად მოგვესალმნენ. კარგად მახსოვს მათი გაკვირვებული და ამავდროულად გახარებული გამომეტყველება. ამას დაემატა ბაბუაჩემის და ბატონი მურთაზის მეგობრობის ამბავი და ზღნაჩვის და მისი ნათესავის მოულოდნელი შეხვედრა. ყველაფერმა ამან საოცრად სასიამოვნო და გულთბილი ატმოსფერო შექმნა, რასაც თავის სიმყუდროვეს სქელი ნისლიც მატებდა.

როდესაც მათ ჩვენი გასაჭირი მოვახსენეთ, არც დაფიქრებულან ისე მოგვაწოდეს სულგუნი და ზედ პომიდორი და ბლომად ნადუღიც დაგვიმატეს!!!!!!!!!!!!
თქმა არ უნდა იქვე გავხსენით ჩვენი არაყი და ერთმანეთი გულთბილად და დიდი ემოციით დავლოცეთ და ვადღეგრძელეთ. იქვე მოგვართვეს ცივი მჭადი, ყველი და პომიდორი. გულწრფელად ვიტყვი: არაყს რომ ცივი მჭადი და ყველი დავაყოლე ისე გემრიელად ალბათ არასოდეს არაფერი არ მიგემია! არ მეგონა ცივი მჭადი ასე გემრიელად თუ შემერგებოდა!

სამი სადღეგრძელოს შემდეგ მე და ზღნაჩვმა უკან დაბრუნებისა ვთქვით, რადგან ბანაკში ლაშა და გიორგი გველოდებოდნენ. არადა რობაქიძეებთან ისეთი მეგობრული ატმოსფერო იყო შექმნილი, რომ არცერთს არ გვინდოდა მათი დატოვება. მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა და ძალიან გულდაწყვეტილები წამოვედით ბანაკში. პატარა მურთაზმა გამოგვაცილა და თან დაგვარიგა რომ ფრთხილად ვყოფილიყავით ნისლის და ნადირის გამო. ჯერ მხოლოდ 12 წლისა თუ იქნებოდა და უკვე ჭკუა მოეკითხებოდა, იმდენად გონიერი ბავშვი იყო!

მშიერ კუჭზე 3 ჭიქა არყის დალევამ მე და ზღნაჩვი საოცარ ხასიათზე დაგვაყენა. სულ სირბილ-სირბილით ჩამოვიარეთ ის გზა და ბანაკში ძალიან აჟიტირებულები მივედით. იქ ნამდვილი ზეიმი მოვაწყვეთ და კარგა ხანი ვერ ვწყნარდებოდით. ალბათ ცხოვრებაში პირველად განვიცდიდი დადებითი ემოციების ასეთ მოზღვავებას!

მთელი დღის მშივრებმა სულ მალე გავაქრეთ სულგუნიც და პომიდორიც. ორივე ძალიან გემრიელი იყო: ეტყობოდა ნატურალური ქართული პროდუქტის გემო!

ეს სულგუნის უკანასკნელი წამებია აღბეჭდილი ფოტოზე :D:D:D

Image

Uploaded with ImageShack.us

ასე გავიდა ეს დღეც. ალბათ ყველაზე ემოციური დღე ჩემს ცხოვრებაში, რომელიც არასოდეს არ დაგვავიწყდება. ამ დღის მერეა მუზამ გიორგის ახალი სადღეგრძელო რომ შთააგონა:
მოდი ეს 2 სექტემბრის სადღეგრძელო იყოსო!

ზუსტად ამ დღეს იყო 2010 წლის 2 სექტემბერი...

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Nika » 11 მარ 2011, 14:26

Bernar
მადლობა ასე დეტალურად გზის აღწერისთვის. შარშან არ გავრისკეთ მანდ ჩასვლა და აბასთუმნიდან პირდაპირ საირმისკენ წავედით.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 17 მარ 2011, 19:47

გათენდა შემდეგი დღეც. კარვიდან რომ გამოვძვერი კვლავ სქელი ნისლი იყო, თუმცა არ წვიმდა. აი ასეთი იყო ჩვენი ბანაკი ამ დილას:

Image

Uploaded with ImageShack.us

მართლა საოცარი ადგილია: როდესაც ის ადგილი და ის სიტუაცია მახსენდება ძალიან სასიამოვნო სითბო მეღვრება გულში.

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

რობაქიძეების ბინისაკენ მიმავალი გზა

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 17 მარ 2011, 20:42

მიუხედავად ნისლისა და ნესტისა ცეცხლის დანთება არ გაგვჭირვებია: მშვენიერი კოცონი ავაგუზგუზეთ. ნისლს სულ ცოტა ხნით მცირე, სულ მცირე წვიმაც მოჰყვა, მაგრამ ჩვენდა ბედად მალევე გადაიარა. აი მზეს რაც შეეხება, ეტყობოდა რომ ამ დილას ვერ დაგვენახვებოდა. საუზმის შემდეგ ავშალეთ ბანაკი და დავყევით გზას ზეკარის ხეობის ქვედა ნაწილისაკენ.

ჩვენი საბანაკე ადგილიდან გზა უკვე უსიერ ტყეში შედის და ასე მიიკლაკნება მანამ, სანამ მდინარის ნაპირამდე არ ჩავა ქერშავეთის ჩანჩქერის მახლობლად.

ზეკარის ხეობის გზის ქვედა ნაწილმა ჩემზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ დღესაც როდესაც იმ გზაზე წარმოვიდგენ ჩემს თავს ტანში ჟრუანტელი მივლის. ასეთი რამ სხვაგან არსად არ მენახა და ალბათ ვერც ვნახავ. უღრანი ტყით დაფარულ საკმაოდ დამრეც ფერდობებზე ძალიან დახვეწილი და მუყაითი შრომის შედეგად გაყვანილი გზა ჩემში, მსუბუქად რომ ვთქვათ, აღტაცებას იწვევს.
როგორც ადრე ვთქვით ეს გზა ფაეტონებისა და ეტლბისათვის იყო გათვალისწინებული და სწორედ ამიტომ მკვეთრ აღმართ-დაღმართებს ერთი-ორს თუ შეხვდებით (მე პირადად ერთის მეტს ვერ ვიხსენებ). ამიტომ ფერდობი სულ დაუმთავრებელი სერპანტინებითაა დასერილი და ასე ჩადის ის მდინარე ქერშავეთამდე.
საოცარი ის არის, რომ ამ გზაზე სიარულისას მდინარის ხმა ხან ახლოს ისმის, ხოლო ხანდახან მდინარის ხმის გაგონება კი არა თვითონ მდინარე ძლივს მოჩანს უფსკრულში ძაფივით დაკლაკნილი. საკმაოდ ხშირია, როდესაც გზის პირს ჩახედავ და შვეული კლდის ჩაყოლებაზე ასე 50 მეტრის ქვემოთ იმავე გზას დაინახავ. მოგინდება ამ კლდეზე ჩახტე მანძილის მოსაგებად, მაგრამ რას იზამ: ისევ სერპანტინებს უნდა მიჰყვე და ვინ იცის როდის ჩააღწევ იმ ადგილამდე! საინტერესოა, რომ ფერდობი, რომელსაც გზა მიჰყვება, ალაგ-ალაგ იმდენად დამრეცია, რომ გზაზე უამრავი სერპანტინის მიუხედავად ძალიან ცოტაა მოკლეზე მოსაჭრელი ბილიკები. თუმცა იმდენად სასიამოვნო სასიარულოა, რომ არანაირი სურვილი არ გაგიჩნდება კაცს მოკლეზე ჩასვლის და მაგნაირების. :) იმის გამო რომ გზა უღრან ტყეში მიდის მთელს გზაზე სიგრილეა და მზე იშვიათად თუ შემოაღწევს ტოტებში. ამას დაუმატეთ ის რომ ზეკარის ხეობა საკმაოდ ნესტიანია და მიხვდებით რამდენად გრილი და სასიამოვნოა იქ ყოფნა და სიარული.

ძალიან საინტერესო დასათვალიერებელია ზეკარის ხეობის ტყე. ფოთლოვანი და წიწვოვანი ძალიან ლამაზად არის შერეული და ადამიანის თვალს, სულს და გონებას ერთიანად ამშვიდებს. ალაგ-ალაგ უზარმაზარ წიფელებსაც შეხვდებით, რომლებზეც შეიძლება ფოცხვერიც იყოს ჩასაფრებული! :)

ასე კარგად და ლაზათიანად ველური ბუნება არსად არ შემიგრძვნია და ყველაზე მეტად ეს მხიბლავდა და მახარებდა.

ორიოდე სიტყვა ვთქვათ გზის გავლადობაზე. ზეკარის ხეობის გზის ქვედა ნაწილი (ანუ რობაქიძეების ასახვევიდან მანამ სანამ გზა მდინარემდე ჩავა) შეიძლება ითქვას, რომ იდეალურად არის შემონახული. მაღალი გამავლობის მანქანებისათვის გზის ეს მონაკვეთი შეიძლება ითქვას, რომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ხოლო ერთ-ორ ადგილს, რომლებიც რობაქიძეების ასხვევთან ახლოს არის, თუ არ ჩავთვლით ის ჩვეულებრივი მანქანისათვისაც თავისუფლად იქნება გავლადი. იმ ერთ-ორ ადგილასაც მანქანას ძალიან თუ არ მოუფრთხილდებით გასვლას მოახერხებთ.

აი პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც გზა მდინარის პირას ჩადის ქერშავეთის ჩანჩქერიდან ასე 2-3 კილომეტრის დაშორებით. ამ ადგილას გზა მდინარეს კვეთს და სწორედ გადაკვეთის ადგილი ძალიან არის დაზიანებული. მდინარეს სულ ერთიანად აქვს წალეკილი იქაურობა და უშუალოდ რიყეს არაფერზე არ ეტყობა, რომ აქ ოდესღაც გზა გადიოდა. ამ ადგილის გავლას სამწუხაროდ ურალიც კი ვერ მოახერხებს. მაგრამ ეს არაფერი არ იყო იმასთან შედარებით, რაც მერე ვნახეთ. იმ ადგილიდან ასე 1 კილომეტრში გზაზე იმხელა კლდე იყო ჩამოშვავებული, რომ მანქანით კი არა ფეხით ძლივს გადავედით.

ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ ზეკარის ხეობის თავიდან ბოლომდე მანქანით გავლა წარმოუდგენელი რამაა. ალბათ ამიტომ არის ის ასე კარგად შემონახული. შეიძლება ითქვას, რომ ეს გზა საქართველოსათვის სამუზეუმო ექსპონატივითაა.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 17 მარ 2011, 21:28

ახლა კი სურათების დროც მოვიდა. ცოტას დაგეხმარებათ ზეკარის ხეობის აღქმაში :)

Image

Uploaded with ImageShack.us

იმ დღეს ლამის ბოლი აუვიდა ფოტოაპარატებს! :D

Image

Uploaded with ImageShack.us

ნისლი ზეკარის ხეობაში

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს გიორგი

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 17 მარ 2011, 21:36

ლაშა და ზღნაჩვი

Image

Uploaded with ImageShack.us

გიორგი

Image

Uploaded with ImageShack.us

გზა ზეკრის ტყეში

Image

Uploaded with ImageShack.us

კაი ხასიათზე ვართ არ გვეტყობა? :D:D:D

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 17 მარ 2011, 21:40

ასეა აშენებული ეს გზა

Image

Uploaded with ImageShack.us

ამხელა სოკო თუ გინახავთ? :D:D:D

Image

Uploaded with ImageShack.us

ზეკრის ტყე

Image

Uploaded with ImageShack.us

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]