ხოოოოდა გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანეთ, სამეს რამოდენიმე ფაქტორი ართულებდა
1. გზა არავინ არ ვიცოდით
2. გზა გვეგონა რომ მიქაელმა იცოდა

3. ამინდი, წვიმა რომელიც ძლიერ თოვლში გადაიზარდა
4. გადაადგილება დავიწყეთ ღამე
მოკლედ 6 იანვარს 4 საათზე ვიყავით ლაგოდეხში და მას შემდეგ რაც კავკასიკას შევხვდით და დაგვაკვალიანა 5 საათზე დავიწყეთ გადაადგილება
ამოცანა ლაგოდეხის მეტეოზე ასვლა
მიზანი შობის დღესასწაულის აღნიშვნა ველურ ბუნებაში
ჩანაფიქრი გადავაადგილდეთ ჩამოქვეითების რაიონში (ლაგოდეხი) რათა განვახორციელოტ მარშ.ნახტომი მეტეო სადგურზე 7 იანვრამდე
ოპერიაცია განხორციელდება 4 ფაზად:
I ფაზა გადაადგილება ჩაამოქვეითების რაიონში
II ფაზა ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მოქმედების დაგეგმვა
III ფაზა გადაადგილება ოპერაციის რაიონში
IV ფაზა დაბანაკება თავშეყრის რაიონში (მეტეოს მიმდებარე ტერიტორია)
V ფაზა დაბრუნება დისლოკაციის ადგილზე ქ. თბილისი
სადაზვერვო ინფორმაცია დაზვერვის ინფორმაციით ოპერაციის რაიონში რელიეფი არის სტაბილურად რთული გასავლელი, უამინდობის, ბურუსის, თოვლის და გზის არცოდნის გამო, ასევე იქ ბინადრობენ კოალიციური ჯარების მიმართ მტრულად განწყობილი ცხოველები, დათვი, მგელი, ტურა და სხვა, განსაკუთრებით მაშინ როცა მათ კბილი სტკივათ, წყალი საერთოდ არ მოიპოვება ამიტომ წყლის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ცეცხლის დანთების და მასზე თოვლის დადნობის გზით, მოსალოდნელი მაღალი ტენიანობის გამო ცეცხლის დანთება საკმაოდ რთული იქნება, დავდაცვით საშუალებებად გამოიყენება მხოლოდ ე.წ "ბომბაჩკები" რომელიც გვაქვს ძალიან ცოტა
საკუთარი ძალები 3 ველურისაგან შემდგარი ოპერატიული დაჯგუფება
შეიარარება 3 დანა, მაშუქები, მაგნეზიუმის სანთებელა და 10 ცალი 50 თეთრიანი "ბომბაჩკა"
მოწინააღმდეგე დაახლოებით რამოდენიმე ასეული მგელი, რამოდენიმე ათეული დათვი და კიდევ 1000 მშიერი ესა თუ ის ცხოველი რომელიც დიდი სიამოვნებით ჩაიტკბარუნებდა პირს ჩვენი ხორცით
სათადარიგო გეგმა და მხარდამჭერი გეგმა არ არსებობსრადგან რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა განვახორციელოთ პირველი გეგმა: შობა მეტეოზე
გზის სირთულე 10 ბალიანი სისტემით 10
აუცილებელი აღჭურვილობა:
- ბოტები, არანაირი ბათინკი თუ ფული ბევრი არ გაქვთ და ფეხები გეჯავრებათ.
- თბილი საძილე ტომარა, შეგიძლიათ წამოიღოთ თხელი, თუ ანდერძი უკვე შეადგინეთ
- ქუთი
- ხელთათმანი
- ნავთი ან არაყი
- ორი შარვალი
- ერთი შორტი
- საჭმელი
- მათარა აუცილებლად, თუ აქლემი არ ხარ
- კარდალა აუცილებლად თუ ელემენტებზე არ მუშაობ
- პარალონი, თუ ბუ არ ხარ და ხეზე არ იძინებ
- თავზე გასაკეთებელი მაშუქი, თუ ღამის ხედვის ხელსაწყო არ გაქვთ
- რუკა სწორი მაღშრუტებით და კოორდინატებით
- GPS ოღონდ ელემენტებით
- დანა
- ე.წ "ბომბაჩკები" რაც მეტი მით უფრო მშვიდად იძინებთ