Page 1 of 4

ქსილისის მთა-ვარჯაანი-გუდალეთი

Posted: 28 ნოე 2010, 22:13
by nagli33
ეს იყო დაუგეგმავი, სახელდახელო გასვლა. იდეა და შინაარსი ამ გასვლაში იყო გზის გაკვალვა სამომავლოდ :)
ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.
1. რეგიონი: საქართველო. შიდა ქართლი. კასპის რაიონი
2. მარშუტის დასახელება: გუდალეთი-წიფორი-ქსილისი-ობოლი კლდე-ვარჯაანი-გუდალეთი
3. ხანგრძლივობა: 1 დღე
4. სირთულე: რთული
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება: 5 გელა
6. მონაწილეთა რაოდენობა: 5
8. უახლოესი დასახლებული პუნქტი: სოფ. გუდალეთი
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: თბილისი-გუდალეთი 75 კმ
10. ფეხით გავლილი მანძილი: სავარაუდოდ 15კმ.
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: სოფ. ვარჯაანში მთავარანგელოზის ეკლესია
12. საბანაკე ადგილები: ვარჯაანში. კარავი თუ არ გაქვთ რა პრობლემაა, მთელი სოფელი ცარიელია, რომელი სახლიც მოგეწონებათ იქ იცხოვრეთ
13. სასმელი წყალი მარშრუტზე: უხვად
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: სასურველია სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარება
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: 4ვე დროს
16. რისკები, საფრთხეები: კბილებ დაკრეჭილი მგელი, მომრავლდაო ამბობენ გუდალეთელები
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს:
კავთისხევის გარშემო 15მდე ეკლესიაა,
18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის: იდეალური ადგილია ჯიპტურისთვის, მხოლოდ პროფესიონალებისთვის. ქსილისის მთაზე, სამხრეთის მხრიდან არის სამანქანო გზა, რომლითაც დიდი ხანია აღარ სარგებლობენ, ეს გზა ამოდის გუდალეთიდან და ორად იყოფა. ერთი მთავრდება ქსილის მთის წვერთან ხოლო მეორე გრძელდება თრიალეთის ქედზე, ზუსტად სად მიდის არ ვიცი
19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი ყველგან იჭერს

დამპყრობლები
1.იანო
2.თეო
3.შალვა
4.ვაჟა
5.ნაგლი
+ აცაბაცას ეკიპაჟი (ვარჯაანი)

ქსილისის მთა-ვარჯაანი-გუდალეთი

Posted: 28 ნოე 2010, 22:31
by აცაბაცა
ჩქარა ბიძიკო ჩქარა ჩვენც გვაქვენ ფოტოებიიიიიი

ქსილისის მთა-ვარჯაანი-გუდალეთი

Posted: 28 ნოე 2010, 22:36
by nagli33
აცაბაცა wrote:ჩქარა ბიძიკო ჩქარა ჩვენც გვაქვენ ფოტოებიიიიიი
თუ შეგიძლია ეხლავე დადე ფოტოები... ჩვენ ვარჯაანი და მთავარანგელოზის ეკლესია ვერ გადავიღეთ. 9-ის ნახევარზე ჩამოვედით სოფელში. დაგვაღამდა
:)



მარშუტი, ფეხით გავლილი გზა
Image

ქსილისის მთა-ვარჯაანი-გუდალეთი

Posted: 28 ნოე 2010, 23:14
by აცაბაცა
Image

Image

ქსილისის მთა-ვარჯაანი-გუდალეთი

Posted: 28 ნოე 2010, 23:24
by აცაბაცა
Image

Image

ქსილისის მთა-ვარჯაანი-გუდალეთი

Posted: 29 ნოე 2010, 01:13
by GAMARJOBA SAKARTVELO
პირველ ფოტოზე გუდალეთია. მეორე და მესამე რა არის?

ქსილისის მთა-ვარჯაანი-გუდალეთი

Posted: 29 ნოე 2010, 09:43
by Naia
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:პირველ ფოტოზე გუდალეთია. მეორე და მესამე რა არის?
უი, ესეც გოგას სახელით დამიწერია :)

ქსილისის მთა-ვარჯაანი-გუდალეთი

Posted: 29 ნოე 2010, 09:59
by qvevri
დასაწყისი კარგია, მაგრამ მერე???

ქსილისის მთა-ვარჯაანი-გუდალეთი

Posted: 29 ნოე 2010, 14:53
by nagli33
Naia
მთავარანგელოზის ეკლესია. სოფელ ვარჯაანში

ქსილისის მთა-ვარჯაანი-გუდალეთი

Posted: 29 ნოე 2010, 15:01
by qvevri
nagli33
წარწერებსა და ჩუქუღმებისათვის ხომ არ მიგიგცევიათ ყურადღება? დარწმუნებული ვარ ასეთი მდიდრული ტაძრები უწარწერ-ჩუქურთმოთ არ იქნებოდა აშენებული.

ქსილისის მთა-ვარჯაანი-გუდალეთი

Posted: 29 ნოე 2010, 15:31
by nagli33
qvevri wrote:nagli33
წარწერებსა და ჩუქუღმებისათვის ხომ არ მიგიგცევიათ ყურადღება?
სამწუხაროდ არა. ღამე იყო ეკლესიასთან რომ მივედით.
აცაბაცამ გადაიღო, იმედია კიდევ დადებს სურათებს.

ერთადერთი ინფორმაცია ეს არის:
ნაოფლარი ვარჯაანი და მთავარანგელოზის ეკლესია, არქეოლოგიური, არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფლის სამხრეთით 4 კმ-ზე. ნასოფლარზე დადასტურდა ოთხი ქრონოლოგიური ფენა: თიხის ჭურჭლის ნამტვრევები ანტიკური და ადრინდელ ფეოდალურ ხანას განეკუთვნება; განვითარებული ფეოდალური ხანისაა მთავარანგელოზის ეკლესია და სამაროვანი: გვიანდელი ფეოდალური ხანისა - უინვენტარო ქვაყუთი, რომელშიც ადამიანის ჩონჩხი ესვენა.

მთავარანგელოზის ეკლესია დარბაზულია (8X4 მ), ნაგებია საშუალო და დიდი ზომის ნატეხი ქვით, გამოყენებულია ქვიშაქვაც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე მოზრდილი სარკმელია, რომლის ქვეშ კედელზე სატრაპეზო ქვაა მიდგმული. ეკლესიაში ყოფილა მოჩუქურთმებული ხის კანკელი (ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე წყვილი სამსაფეხურიანი პილასტრია, რომელზეც გადადის კამარის საბჯენი თაღი. სამრეთ კედელში ორი სარკმელია. ეკლესია შელესილი და მოხატული ყოფილა. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ ჩასმულია ცისფერი ტუფის ფილა. ლავგარდანი შირიმისაა. ეკლესიის სახურავი ორფერდაა. ეკლესიას სამხრეთით ჰქონია მინაშენი, რომელსაც შესასვლელი სამხრეთით აქვს. ეკლესიას შემოვლებული ჰქონია ქვის ოთხკუთხა გალავანი (შემორჩენილია ფრაგმენტები).

კვიტაიშვილი რ.
http://www.saunje.ge/index.php?id=538&lang=ka

ქსილისის მთა-ვარჯაანი-გუდალეთი

Posted: 29 ნოე 2010, 15:58
by shalva
ჰოდა ჩვენც მივედით გუდალეთში

Image

Image


Image

Image

ქსილისის მთა-ვარჯაანი-გუდალეთი

Posted: 29 ნოე 2010, 16:02
by shalva
Image

Image

Image

Image

ქსილისის მთა-ვარჯაანი-გუდალეთი

Posted: 29 ნოე 2010, 16:03
by nagli33
shalva
ეგრე რაა.. გამოუშვი ფოტოები :D

ქსილისის მთა-ვარჯაანი-გუდალეთი

Posted: 29 ნოე 2010, 16:57
by nagli33
იმედი მქონდა რომ მე არ მომიწევდა რეპორტაჟის გაკეთება :D

მაშ ასე
ეს გასვლა დაიგეგმა შაბათს საღამოს, და კვირას დილით ავიღეთ გეზი გუდალეთისაკენ. 1 საათში ვიყავით სოფლის "ბირჟაზე", სადაც უკვე შეკრებილიყვნენ ყოჩაღი ხალხი და ტყეში წასასვლელად ემზადებოდნენ.
ერთ-ერთმა ჩემი მანქანა საიმედო ადგილზე თავისივე სახლის ეზოში გამაჩერებინა, და რომ დავბრუნდი
ბირჟაზე შალვას უკვე დაეჯავშნა ადგილები სატვირთო მანქანაზე, რომელიც წიფორში მიდიოდა.. და აქვე ჩვენი გეგმა შეიცვალა..გვირჩიეს რომ გავყოლოდით მანქანას წიფორის გავლით ტყემდე, და იქიდან დაგვეწყო მთაზე ასვლა( პირველი გეგმა პირიქით იყო, ვარჯაანი, ქსილისი, წიფორი, გუდალეთი)