Page 1 of 4

ულუმბო - მღვიმევი - კაცხის ეკლესია - კაცხისვეტი 14.11.2010

Posted: 15 ნოე 2010, 10:19
by amigo
1. რეგიონი:
ხაშური-ჭიათურის რაიონები

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ულუმბოს მამათა მონასტერი-ჭიათურის მღვიმე-ტაძარი "მღვიმევი"-კაცხის ტაძარი-კაცხისვეტი-თბილისი

3. ხანგრძლივობა: 1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
280 ლარი მივეცით სამარშუტო ტაქსს. გვქონდა 1 დღის სამყოფი საგზალი.

6. მონაწილეთა რაოდენობა
11.

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ჭიათურა, საჩხერე

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
400 კილომეტრი მანქანით

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ფეხით ძალიან ცოტა (კაცხისვეტამდე გაუკეთებიათ სამანქანო მისასვლელი)

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ულუმბოს მამათა მონასტერი
ჭიათურის მღვიმე-მონასტერი "მღვიმევი"
კაცხის ეკლესია
კაცხის სვეტი


12. საბანაკე ადგილები:
კაცხის სვეტთან ახლოს

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მონასტრებში ქალებისთვის საჭირო ჩაცმულობა

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო. განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომისას.

16. რისკები, საფრთხეები:
არანაირი

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს


19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ყველგან იჭერს მობილურები

22. სიმაღლე ზღვის დონიდან
ულუმბო 800 მეტრი
მღვივევი
კაცხისვეტი 1700 მეტრი

23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით
მე 10 ქულას ვიმეტებ

24. სასარგებლო ბმულები

http://saunje.ge/index.php?option=com_c ... cle&id=356

ბმული ამ გასვლის დაგეგმვის შესახებ:
http://karavi.ge/viewtopic.php?t=4660&start=0

ბმულები კაცხისვეტზე:
http://karavi.ge/viewtopic.php?t=3768&start=0
http://karavi.ge/viewtopic.php?t=4227

ბმულები ულუმბოზე:
http://karavi.ge/viewtopic.php?t=2301
http://karavi.ge/viewtopic.php?t=3806



დამატებითი ინფორმაცია ამ გასვლის შესახებ:

22 ადგილიან მანქანაში ვიყავით 11 ადამიანი რაც ადგილების მხრივ დიდ კომფორტს ქმნიდა, ძალიან კარგი ამინდი გვქონდა, რამაც გვასიამოვნა, შემოდგომის ფერები ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი.
ვნახეთ უნიკალური ძეგლები, ვისაც ნანახი არ გვქონდა, ყველამ აღვინშნეთ, რომ ნანახმა გადააჭარბა ჩვენს მოლოდინს! გასვლას თან ახლდა სითბო, სასიამოვნო ატმოსფერო და ხალისობა :)

ულუმბო - მღვიმევი - კაცხის ეკლესია - კაცხისვეტი 14.11.2010

Posted: 15 ნოე 2010, 10:22
by ლეონტი
შეცდომაა:
amigo wrote:
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO
სწორია:

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატ2
GAMARJOBA SAKARTVELO

ულუმბო - მღვიმევი - კაცხის ეკლესია - კაცხისვეტი 14.11.2010

Posted: 15 ნოე 2010, 12:40
by Naia
მოვითხოვ რეპორტაჟს და ფოტოებს!

ულუმბო - მღვიმევი - კაცხის ეკლესია - კაცხისვეტი 14.11.2010

Posted: 15 ნოე 2010, 12:42
by qvevri
იგივე მოთხოვნებს მეც ვაყენებ :!:

ულუმბო - მღვიმევი - კაცხის ეკლესია - კაცხისვეტი 14.11.2010

Posted: 16 ნოე 2010, 00:28
by GAMARJOBA SAKARTVELO
რაღაც კგ გასვლა გამოვიდა, ჰომ იცით?
დილით ულუმბოს მონასტერში ავედით, რომელიც მთავარი გზიდან 6 კმით არის დაშორებული და წვიმების შემდეგ ტალახისგან გაუვალი ხდება.
შემდეგ ჭიათურის მღვიმის დედათა მონასტერში გადავინაცვლეთ.
ეს კომპექსი ქალაქის გულში, კლდეში მდებარეობს, რამდენიმე მცირე ტაძრისგან შედგება და
უაღრესად მდიდრულია ჩუქურთმებით. 1 ტაძარში ფრესკებიც არის.
რამდენიმე ჯვრისწერის მომსწრენი გავხდით.
ღმერთმა ბედნიერი ოჯხები შეაქმნევინოთ.

ჭიათურიდან სოფელ კაცხში წავედით, რომელიც 7 კმთია დაშორებული და 1-1 გამორჩეული ტაძარი ვნახეთ.
ტაძარს ჩუქურთმები და
რელიეფური ფიგურები ამშვენებს, მაგრამ ფრესკები არ აქვს.
პრაქტიკულად, რემონტი დასრულებული დაგვიხვდა.

შემდეგ იყო 2 კმტში მდებარე კაცხისვეტი.
გამაკვირვა ბეტონიანმა გზამ, რომელიც 2 თვის წინათ გაუკეთებიათ.
წინაზე დაბალძირიანი მანქანები სვეტამდე ვერ მიდიოდნენ.
კაცხისვეტი მამათა სავანეა. ამიტომ, სვეტის ტაძარზე მხოლოდ მამაკაცებს უშვებენ.
მამა მაქსიმე ხილით გაგვიმასპინძლდა. შემდეგ ნება დაგვრთო, მონასტრის ეზოში გვესადილა,
რისთვისაც მორჩილებს მაგიდები და ჭურჭელი გამოატანინა.
დაისზე მონასტერი დავტოვეთ.
მზე კაცხისვეტს კვირა დღის უკანასკნელ სხივებს ახატავდა.
საღამოს 9 სთზე ყველანი თბილისში ვიყავით

ულუმბო - მღვიმევი - კაცხის ეკლესია - კაცხისვეტი 14.11.2010

Posted: 16 ნოე 2010, 00:37
by GAMARJOBA SAKARTVELO
მონაწილეთა სია:

1. ამიგო
2 - 3. ლომი & თამუნიკო
4. keto +
5. okulone
6. GAMARJOBA SAKARTVELO
7. ლომპომპო
8. კარაველთა მეგობარი თათია
9. მოდერი კახა
10. კაკატული
11. კაკატულის +


მინიბუსის მძღოლ ანზორისთვის 300 ლარი უნდა მიგვეცა.
რადგანაც ცოტანი ვიყავით, მან შეღავათი გაგვიკეთა და 20 ლარი დაგვიკლო.
მადლობა ანზორს.
amigo wrote:23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით
მე 10 ქულას ვიმეტებ
მართლაც, შესანიშნავი გასვლა გამოვიდა.

ულუმბო - მღვიმევი - კაცხის ეკლესია - კაცხისვეტი 14.11.2010

Posted: 16 ნოე 2010, 09:10
by Archil
amigo

სიმაღლეები საიდან აიღე? რამე მოწყობილობა გქონდა, რუქაზეა დატანილი თუ ისე იცოდი?

ულუმბო - მღვიმევი - კაცხის ეკლესია - კაცხისვეტი 14.11.2010

Posted: 16 ნოე 2010, 12:21
by amigo
საღამოს სახლში რომ მივალ მაშინ შევძლებ სურათების დადებას.
მანამდე თუ ვინმე იყოჩაღებს ეგ კიდევ უკეთესი :)


Archil
სიმაღლეები გოგამ მითხრა, მისი საათი ზომავს :)

ულუმბო - მღვიმევი - კაცხის ეკლესია - კაცხისვეტი 14.11.2010

Posted: 16 ნოე 2010, 19:30
by okulone
ამინდმა ძალიან შეგვიწყო ხელი,კარგი, თბილი, მზიანი ამინდი იყო;



ნუ ჩვენს გულებში რომ მზიანი ამინდი იყო ისედაც, მაგაზე აღარაფერს ვამბობ :roll: :lol:

მღვიმის მონასტერმა გამაოცა :) კიბეებით ადიხარ აღმართზე და შედიხარ მღვიმეში, საიდანაც საფეხურებით გადიხარ მონასტერში :P ესეთი სანახაობა პირველად ვნახე :)

ულუმბო - მღვიმევი - კაცხის ეკლესია - კაცხისვეტი 14.11.2010

Posted: 16 ნოე 2010, 21:49
by amigo
ულუმბოს მამათა მონასტერი

Image

მონასტერთან დენი არ არის გაყვანილი, აქვთ მზის ელემენტებზე მომუშავე სისტემა.

ულუმბო - მღვიმევი - კაცხის ეკლესია - კაცხისვეტი 14.11.2010

Posted: 16 ნოე 2010, 21:50
by amigo
Image

ულუმბო - მღვიმევი - კაცხის ეკლესია - კაცხისვეტი 14.11.2010

Posted: 16 ნოე 2010, 21:50
by amigo
გვიანი შემოდგომაა თუმცა ფერები ჯერ კიდევ ხასხასაა

Image

ულუმბო - მღვიმევი - კაცხის ეკლესია - კაცხისვეტი 14.11.2010

Posted: 16 ნოე 2010, 21:53
by amigo
მღვიმევი. აქ მოსახვედრათ კლდეში უნდა შეხვიდეთ, გზად გაიაროთ პატარა მღვიმე თავისი მოწანწკარე ქვის ჩურჩხელისებრი რაღაცეებით.

Image

ულუმბო - მღვიმევი - კაცხის ეკლესია - კაცხისვეტი 14.11.2010

Posted: 16 ნოე 2010, 21:55
by amigo
აი აქედან წვეთავს

Image

და ესხმება აი ამას

Image

ულუმბო - მღვიმევი - კაცხის ეკლესია - კაცხისვეტი 14.11.2010

Posted: 16 ნოე 2010, 21:56
by amigo
Image