Page 1 of 2

გუდარეხი, ფიტარეთი 11/11/2010

Posted: 12 ნოე 2010, 22:18
by namcecuna
1. რეგიონი:

შიდა ქართლი, თეთრიწყაროს რაიონი

2. მარშუტის დასახელება:

თბილისი--გუდარეხი-ფიტარეთი -ხულუტის ციხე-თბილისი


3. ხანგრძლივობა:

1 დღე

4. სირთულე:

გუდარეხის და ფიტარეთის ტყეებში გაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება

48 ლარამდე, თანხა თანაბრად გადანაწილდა მონაწილეებზე

6. მონაწილეთა რაოდენობა

6 კაცი

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი

GAMARJOBA SAKARTVELO


8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:

მანქანით 200 კმ.


9. ფეხით გავლილი მანძილი:


გუდარეხამდე დაახლოებით 1 კმ, ფიტარეთამდე ბოლომდე მიდის მანქანა. ფიტარეთიდან ხულუტის ციხემდე 3 კმ.

10. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:

ყველაფერი, რაც გზად შეგხვდებათ

11. საბანაკე ადგილები:


გუდარეხის ტყე, თუმცა წყალი არის თუ არა არ ვიცი, ფიტარეთის მიდამოები, მამათა მონასტრის შორიახლოს .

12. სასმელი წყალი მარშრუტზე:

მამათა მონასტერში-ფიტარეთში.

13. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:

მანქანების ტალახში და კვლებში ჩარჩენის საშიშროების გამო-გამწევი საშუალებები და ადამიანური რესურსები-თუ მიწოლა დასჭირდა . წყალი, მონასტრისთვის შესაფერისი ჩაცმულობა, ფრთხილი და გამოცდილი მძროლი.
14. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო

ნებისმიერი დრო გარდა ზამთრისა

15. რისკები, საფრთხეები:

3 ხიდიანი მანქანების მიერ გაფუჭებულია გზა, ტალახი და ვიწრო, ზოგგან ძალიან დამრეცი გასასვლელები, უმჯობესია იაროთ დადაბლებით !

16. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს


ტანძია


17. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის


უგზოობაში სიარულის, ჯიპტურისა და "ექსტრიმის" მოყვარულები ფრიად ისიამონებენ .

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:

გუდარეხის გზაზე გარკვეულ მონაკვეთებში არ იჭერდა, ფიტარეთამდეც ტყეში, ფიტარეთში იჭერს.

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო

მოსახლეობა გუდარეხთან მდებარე სოფელში და ფიატრეთის მამათა მონასტრის ბერები.


20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ქულიანი სისტემით


10

21. სასარგებლო ბმულები
ბმული ამ გასვლის დაგეგმვის შესახებ:

http://karavi.ge/viewtopic.php?t=4657&start=0

22. მონაწილეები:

1. გამარჯობა საქართველო- შენი გულისა
2.ნაია -ყოჩაღი
3. ლეო 1 -მოვიხმაროთ
4.ლეოს + ლევანი საყვარა-დაბალი სიჩქარით
5. ალექსანდრე- ალეკო, გუგული, ჭიკჭიკა
6. ნამცეც-ა


:D

მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ გასვლაში მოანწილეობსდა გამო, ყოჩაღ, გოგა, ყოჩაღ!!!!! :D

გუდარეხი, ფიტარეთი 11/11/2010

Posted: 12 ნოე 2010, 22:49
by namcecuna
მაშ ასე, 11 ნოემბერს, დილის 8 საათზე გამოვცხადდი ივერიასთან, ისეთი ცივი დილა იყო, ცხვირიც კი არ მიჩანდა ქურთუკში :D

შეხვედრის ადგილას ლეო დამხვდა და თვალის შევლებისთანავე მიხვდა, რომ მე მე ვიყავი და იმ დღეს საერთო თავგადასავლები გვექნებოდა :D

ასე გავიცანით ერთმანეთი :)

აი, ისიც

Image

რამდენიმე წუთში გოგაც შემოგვიერთდა, მალე ნაია და ლევანიც ჩვენს გვერდით აღმოჩნდნენ და ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, 2 მანქანით გავუდექით გზას... თუმცა გზად გუგულად და გნებავთ ჭიკჭიკად წოდებული ალექსანდრე უნდა შემოგვერთებოდა... :)

შემოგვიერთდა და თან როგორ, შენი გულისა :D

Image

სამწუხაროდ მისი სახის ამსახველი ფოტოები არ აღმოჩნდა ჩემს ფოტოა რქივში, ალექსა გულმოდგინედ ერიდებოდა ობიექტივს :)

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, ადვილად შევნიშნეთ რომ საოცარი დარი იდგა და შემოდგომის მზის ხავერდოვანი სხივები მთელი დღის მანძილზე ჩვენს მხიარულ განწყობას გაათბობდნენ და გაალამაზებდნენ... :)


Image
Image
Image
Image
Image

Image

თეთრიწყაროს ახლადდაგებული გზატკეცილი და ნაიას და გოგას შეხმატკბილებული მეგზურობა :)
Image

გუდარეხი, ფიტარეთი 11/11/2010

Posted: 12 ნოე 2010, 22:54
by namcecuna
აი ისიც, ამ ზღაპრული გასვლის ორგანიზატორი :)

Image
გუდარეხისაკენ მიმავალი გზა,
Image



Image

სადაც გაგვაფრთხილეს რომ ნაიას ზურმუხტას გაუწირდება გადასვლაო... თუმცა, მათ ხომ არ იცოდნენ, რა ყოჩაღი გოგო გვყავდა საჭესთან :D


Image

Image

Image
Image



Image
Image
Image

გუდარეხი, ფიტარეთი 11/11/2010

Posted: 12 ნოე 2010, 23:06
by namcecuna
Image

Image

Image

მივდიოდით საოცრად ყვითელ ტყეში, ირგვლივ მხოლოდ სიწყნარე და ფოთლების უსასრულო ხალიჩა... წინ-რთული და ამაღელვებელი გზა, დაძაბული მონაკვეთებით... ნაიას მანქანა რამდენიმე ადგილას ძნელად გადავიდა, დაზიანებას გადაურჩა, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით მე და ალექსანდრე ლეოს მანქანაში გადავბარგდით, სადაც სრულიად განსხვავებულ გარემოში აღმოვჩბდით :D

ნაიასთან ქართული, სამხმოვანი სიმღერების ფონზე ნება-ნება მივიკვლევდით გზას, ლეოსთან ელექტრონული მუსიკა , უგზოობის თემაზე გაშლილი საუბარი და მეტი ადრენალინი დაგვხვდა :D


Image
Image
Image
Image
Image

გუდარეხი, ფიტარეთი 11/11/2010

Posted: 12 ნოე 2010, 23:25
by namcecuna
ყვითელი, წითელი, მწავნე, ოქრო, ხავერდი, შრიალი, სიმშვიდე, ჰაერი, ცა, მზე.... :)

Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image



Image


Image


Image

გუდარეხი....



Image

ტაძარში შემორჩენილი ფრესკები...


Image

Image

Image

Image

გუდარეხი, ფიტარეთი 11/11/2010

Posted: 12 ნოე 2010, 23:35
by namcecuna
Image

საქართველოში ყველაზე ძველი დათარიღებული სამრაკლო...

Image

Image

ძალიან ჰგავს ჯვარცმული ქრისტეს გამოსახულებას...

Image

Image

Image

Image

Image

გუდარეხი, ფიტარეთი 11/11/2010

Posted: 12 ნოე 2010, 23:38
by namcecuna
ძალიან, ძალიან გვენანებოდა, მაგრამ, მაინც დავტოვეთ გუდარეხი და გავუდექით გზას ფიტარეთისკენ...

ისევ მზე...

Image

ისევ გზა...

Image


Image


Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

გუდარეხი, ფიტარეთი 11/11/2010

Posted: 12 ნოე 2010, 23:43
by namcecuna
ისევ ჩვენ ... :)


Image

Image

Image

გუდარეხი, ფიტარეთი 11/11/2010

Posted: 12 ნოე 2010, 23:45
by namcecuna
ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ და... როგორც იქნა, გამოჩნდა !!!!!

"ახლა ყველაფერი ოქროს ზღაპარია!!!"

ფიტარეთი....

Image


Image


Image


Image


Image


Image


Image

გუდარეხი, ფიტარეთი 11/11/2010

Posted: 13 ნოე 2010, 00:00
by namcecuna
ფიტარეთის შესახებ მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა... საოცარი სილამაზის ტაძარია, შემკული ულამაზესი ჩუქურთმებით, დაზიანებული გუმბათი გამაგრებულია და ასე გადაურჩენიათ ჩამონგრევას, ალბათ ჩუქურთმების შესანარჩუნებლადაც ჩაუსვამთ რკინის კონსტუქციაში.... მკვეთრი ფერის და თვალწარმტაცი ფრესკები სავალალო მდგომარეობაშია, რამდენიმე ადგილას აწეული ჰქონდა კიდე ზედა ფენას და სულ ცოტა დრო და -ჩამოიფშვნება ალბათ ის მონაკვეთი, საცოდაობა და გულსატკენია ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავთ ფასდაუდებელ მემკვიდრეობას... ვიმედოვნებ გადაარჩენენ ფრესკებს ... სამწუხაროდ მათი ამსახველი კადრები არ გამაჩნია....


ფიტარეთიდან ხულუტის ციხისკენ გავეშურეთ, რომელიც 3 კმ-ში მდებარეობდა, ციხემდე 200 მ. არ იქნებოდა, ლეოს მანქანით უზარმაზარ თხრილში რომ გადავეშვით და მარცხენა უკანა საბურავი საფუძვლიანად ჩაეფლო ტალახში.... :roll:
ბიჭების მონდომებით მალევე ამოგვბობღდით და ციხემდე ფეხიტ გავუდექით გზას.... :) )))

უკანა გზაზე დაგვაღამდა, რის გამოც კიდევ უფრო გართულდა ის მგზავრობა, ერთი მონაკვეთი ნაისთვისაც ძნელად გადასალახი აღმოჩნდა და აქ ისევ ბიჭების ძალ-ღონემ გაიყვანა სამშვიდობოს :) ))))

საბედნიეროდ, ჩვენი მზიან-ოქროსფერი გასვლა მშვიდობიანად დასრულდა, გავიცანი ძაალინ საინტერესო და კარგი ადამიანები და მათ შორის ალექსანდრე, იგივე გუგული ახალია, რაც მეტისმეტად მახარებს, აი, ალექს, ხომ გითხარი დავწერ-მეთქი :D


ლხინი იქაც, ლხინი აქაც,
ფქვილი იქაც, ფქვილი აქაც... :)

მე დავასრულე, ახლა სხვა მონაწილეებმა იყოჩაღონ :) )))

Image

გუდარეხი, ფიტარეთი 11/11/2010

Posted: 13 ნოე 2010, 00:39
by GAMARJOBA SAKARTVELO
namcecuna
შენი გულისა, მომწონს შენი რეპორტაჟი.
შენივე ფოტოებში შესანიშნავად ჩანს ის შემოდგომა, რის გამოც წავედით - ოქროსფერი და ზამთრისპირული.

ფოტოებიც მომეწონა, გამოვყოფდი, სამრეკლოს თაღიდან გუდარეხის ტაძარსა და შენს ჩრდილს.

ამ გასვლის ყველა მონაწილეს დიდი მადლობა.

გუდარეხი, ფიტარეთი 11/11/2010

Posted: 13 ნოე 2010, 00:48
by GAMARJOBA SAKARTVELO
დაკიდევ, თეთრიწყარო-დომანისი (ზოგი1 წყაროთი დმანისი ჰქვია)-ფიტარეთის გზა ურთულესი და გაუვალია.
გზა, რომელიც სოფლიდან ტაძრამდე 12 კმია, შეშის მჭრელთა მძიმე მანქანებით გაუბედურებულია.
გზებზე გადმოწოლილია ტოტები, რაც მანქანას ფხაჭნის.

მოსახერხებელია ბოლნისი-ტანძიის გზიდან მისვლა, ისიც, მდინარემდე.
შემდეგ უკვე საფეხოსნო ხიდით.
ფიტარეთის ღვთისმსახურებმა გვითხრეს, მდინარეზე მანქანით არ გადახვიდეთ, ადიდებულიაო.
არადა, ტანძიიდან თბილისისკენ პრიალა გზა მიდის

გუდარეხი, ფიტარეთი 11/11/2010

Posted: 13 ნოე 2010, 00:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
ბოლო წელიწადნახევრაში გუდარეხის 3 გასვლა გავაკეთე და რად გინდა, თამუნა-გუდარეხმა
ვერც 1ხელ მოახერხა წამოსვლა

გუდარეხი, ფიტარეთი 11/11/2010

Posted: 13 ნოე 2010, 01:05
by legenda
მიყვარს ფიტარეთი :roll:

გმადლოB გვანცი, ერთხელ კიდევ შემავლებინე თვალი გენაცვალე :wink:

გუდარეხი, ფიტარეთი 11/11/2010

Posted: 13 ნოე 2010, 22:38
by GAMARJOBA SAKARTVELO
ფიტარეთი
Image