Page 1 of 2

კვეტერა, მატანის ცხრაკარა,ზ.ხოდაშენი,შიოს მარანი.09.11.10

Posted: 10 ნოე 2010, 10:36
by ln_ln
1. რეგიონი:

კახეთი ,ახმეტის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:

თბილისი-ცხვარიჭამია-თიანეთი-კვეტერა-ახმეტა-მატანი-გომბორი-თბილისი


3. ხანგრძლივობა
:

1 დღე

4. სირთულე:

რთული არ იყო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება

92.40 ლ. :) თანხა თანაბრად გადანაწილდა მონაწილეებზე

6. მონაწილეთა რაოდენობა

5 კაცი

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი

GAMARJOBA SAKARTVELO


8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:

მანქანით 260 კმ.


9. ფეხით გავლილი მანძილი:

მატანის ცხრაკარამდე 2 კმ

10. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:


იყალთო, ალავერდი, ახალი შუამთა

11. საბანაკე ადგილები:

კვეტერასთან თვითონ ეზოშიც არის მაგიდა და სკამები ,ასევე გალავნის გარეთაც.
მატანის ცხრაკარასთან გალავნის გარეთ საკმაოდ ბევრი ადგილია.

12. სასმელი წყალი მარშრუტზე:

მონასტრებთან წყალი არ არის,თუმცა შეგიძლიათ სოფლებში მოიმარაგოთ

13. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:


მონასტრებში ქალებისთვის საჭირო ჩაცმულობა
სანთლები უნდა წამოიგოთ თბილისიდან რადგან ახლო-მახლო ვერ იყიდით
მოხერხებული ფეხსაცმელი
მოიმარაგეთ წყალი

14. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო


ნებისმიერი დრო გარდა ზამთრისა

15. რისკები, საფრთხეები:

წვიმის დროს დიიიიიიიიიიიიიიდი ტალახი

16. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს


ძალინ გვინდოდა ახალი შუამთა მოგვესწრო


17. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის


მატანის ცხრაკარასკენ ჯიპ-ტურისთვის მსვენიერი პირობებია.

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:

კვეტერას მიდამოებში, მატანის ცხრაკარის მიდამოებში არ იჭერს

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო

მოსახლება :)

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები



20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ქულიანი სისტემით

9 (ეს ისე მიკერძოებაში რო არ ჩამითვალოთ)

21. სასარგებლო ბმულები
ბმული ამ გასვლის დაგეგმვის შესახებ:

http://karavi.ge/viewtopic.php?t=4645&p ... sc&start=0

კვეტერა, მატანის ცხრაკარა,ზ.ხოდაშენი,შიოს მარანი.09.11.10

Posted: 10 ნოე 2010, 10:41
by ln_ln
ხალხ მე ბოროტმა დევმა ამაგდო კომპიდან და თქვენ დაიწყეთ სურათების დადება და მეც შემოგიერთდებით

კვეტერა, მატანის ცხრაკარა,ზ.ხოდაშენი,შიოს მარანი.09.11.10

Posted: 10 ნოე 2010, 11:19
by Tamari-ch.
მერე მერე?????

კვეტერა, მატანის ცხრაკარა,ზ.ხოდაშენი,შიოს მარანი.09.11.10

Posted: 10 ნოე 2010, 15:38
by ln_ln
ხო და
დილით შევიკრიობეთ ივერიასთან მარიამო,შორენა, ლეო და ელენი , გოგას გავუარეთ და დავიძარით ცხვარიჭამიისკენ.ძალიან ლამაზი იყო გზა და უკვე ქმნიდა განწყობას.

გზად შევჩერდით და ჩევნი მარშუტი განვიხილეთ თან მარიამოს დედიკოს გაკეთებული ღვეზელებიც მოვიხმარეთ გემრიელად :)

Image

კვეტერა, მატანის ცხრაკარა,ზ.ხოდაშენი,შიოს მარანი.09.11.10

Posted: 10 ნოე 2010, 16:00
by ln_ln
შემდეგი გაჩერება კვეტერა იყოო სადაც დროის დაზოგვის მიზნით მანქანით გადავწყვითეთ ასვლა

Image

Image

კვეტერას ეზოში ეკლესიისი ნანგრევები(ასე ვივარაუდეთ) იყო რომელიც სულ მთლად მიწას დაეფარა

Image

ისევ კვეტერა
Image

Image

ესეც კვეტერას ციხე უკანა მხრიდან

Image

კვეტერა, მატანის ცხრაკარა,ზ.ხოდაშენი,შიოს მარანი.09.11.10

Posted: 10 ნოე 2010, 22:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
სასიამოვნოზე სასიამოვნო გასვლა იყო.
თბილისიდან დოულად გავედით.
ჩემს 1-1 ჯილა გზას - თბილისი-თიანეთი-ახმეტის გზას დავადექით.
ყვითელფერშეღებილი შემოდგომა ყველგან თან გვქონდა.
თავდა1ლად, კვეტერას ციხე-ეკლესია ვნახეთ, იქიდან დაახლოებით 4 კმში მდებარე სოფელ მატანში გადავინაცვლეთ, საიდანაც ფეხით ტყეში მდებარე სამონასტორ კომპლექსის ცხრაკარას სანახავად გავემართეთ.
აქვე წავიხემსეთ.
უკანა გზაზე ზემო ხოდაშენში მდებარე ციკე-ეკლესია-მარანი ვნახეთ, შემდეგ, თითქმის მზეჩასულზე, რუსიპირში მდებარე შიოს მონასტერი და მარანი ვნახეთ.
საინტერესო ძეგლია. არის ფრესკებიც.
საღამოს ცხრის ნახევარზე ყველანი თბილისში ვიყავით.

დაკიდევ, სოფელ მატანში 2 ლამაზ აივნიანი სახლი ვნახეთ და გვარიანი ფოტოსესიაც გაიმართა.

კვეტერა, მატანის ცხრაკარა,ზ.ხოდაშენი,შიოს მარანი.09.11.10

Posted: 10 ნოე 2010, 22:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
ყოჩაღ, ln_ln, ყოჩაღ!!!
თემის 1ლად გახსნას გილ20ავ.
ძნ მოწესრიგებულად გაგიკეთებია.

კვეტერა, მატანის ცხრაკარა,ზ.ხოდაშენი,შიოს მარანი.09.11.10

Posted: 11 ნოე 2010, 01:34
by mariamooo
ln_ln wrote:ხალხ მე ბოროტმა დევმა ამაგდო კომპიდან და თქვენ დაიწყეთ სურათების დადება და მეც შემოგიერთდებით
ბოროტ დევს უთხარი, კარგზე კარგი სურათები მაქვს მოსახმარი და გამონაკლისი დაუშვითქოოო :D:D

კვეტერა, მატანის ცხრაკარა,ზ.ხოდაშენი,შიოს მარანი.09.11.10

Posted: 11 ნოე 2010, 01:34
by mariamooo
რაც შეეხება გასვლას, ძალიან, ძალიან კარგი იყო და ალბათ რამოდენიმე დღე გაღიმებული ვივლი :D:D

ულამაზესი ძეგლები ვნახეთ, ამინდითაც ვისიამოვნეთ...

პ.ს. მე ფოტოგრაფობის ნიჭი არ დამაყოლა ღმერთმა და თქვენ არ დაგეზაროთ სურათების დადება :)))

კვეტერა, მატანის ცხრაკარა,ზ.ხოდაშენი,შიოს მარანი.09.11.10

Posted: 11 ნოე 2010, 10:38
by ln_ln
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ყოჩაღ, ln_ln, ყოჩაღ!!!
თემის 1ლად გახსნას გილ20ავ.
ძნ მოწესრიგებულად გაგიკეთებია.
მადლობ შენი გულისა

ხო და გავაგრძელებ

სოფელ მატანში ლამაზ აივნიანი სახლი â„– 1, სოფლის კეთილი ბებოები და ჩვენ

Image

Image
პატრონს თურმე ამ სახლის დაშლა აქვს გადაქყვეტილი,
ჩვენ შევეცადეთ აზრი შეეცვალა
იმედია ჭკუაში დაუჯდება გოგას რჩევები და გადაიფიქრებს მის დაშლას.

სახლი â„–2

Image


Image
ლეოს ფოტო

Image
ესეც ლეოს ფოტოა

კვეტერა, მატანის ცხრაკარა,ზ.ხოდაშენი,შიოს მარანი.09.11.10

Posted: 11 ნოე 2010, 10:49
by ln_ln
ბუნება კი ისეთი ლამაზი იყო გადავწყვიტეთ მატანის ცხრაკარაზე ნახევარი გზა მაინც ფეხით ავსულიყავით

Image

Image

Image

კვეტერა, მატანის ცხრაკარა,ზ.ხოდაშენი,შიოს მარანი.09.11.10

Posted: 11 ნოე 2010, 11:10
by ln_ln
ესეც მატანის ცხრაკარა

Image


Image

კვეტერა, მატანის ცხრაკარა,ზ.ხოდაშენი,შიოს მარანი.09.11.10

Posted: 11 ნოე 2010, 11:38
by ln_ln
მატანის ცხრაკარას მონასტერი სოფელ მატანთან ახლოს, მთებით გარშემორტყმულ ხევშია აგებული. ცხრაკარას სახელი ეკლესიაში შემავალი ცხრა კარიდან გამომდინარეობს. მონასტერი ქვის გალავნითაა შემოზღუდული და რამდენიმე ეკლესიასა და ნაგებობას მოიცავს.

მონასტრის მთავარი შენობა სამნავიანი ბაზილიკაა, რომელიც V-VI სს. არის დათარიღებული. მას გარს ეკვრის მოგვიანებით, XV-XVI სს., მიშენებული ეკლესიები. მომცრო, თლილი ქვით ნაშენი ეკლესია, უკვე გვეიან შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი ქვის კარნიზებით არის შემკული. ეკლესია ფრესკებით იყო მოხატული, დღეისათვის მხატვრობა საკურთხეველზეა შემორჩენილი. ბაზილიკა რიყისა და ნატეხი ქვითაა აგებული.

მონასტერი, სავარაუდოდ, VIII-IX სს. აიგო, თუმცა მშენებლობის დასაწყისად შესაძლოა სამნავიანი ბაზილიკის აგების თარიღი V-VI სს. ჩაითვალოს.

მონასტერი რამდენჯერმეა გადაკეთებული, აქ მშენებლობა XVIII საუკუნემდე გრძელდებოდა. XV-XVI საუკუნეებში იგი ფრესკული წარწერებით მოიწერა.

ამჟამად კი ასეთი მდგომარეობაა :(

Image

Image

Image

Image

Image

Image

კვეტერა, მატანის ცხრაკარა,ზ.ხოდაშენი,შიოს მარანი.09.11.10

Posted: 11 ნოე 2010, 11:51
by ln_ln
ეზოში კი ისეთი მყუდროება იყო, სრული სიჩუმე რომელსაც ჩიტების ჟღურტული, ფოთლების ცვენის ხმა არღვევდა და ჩვენ :)


Image

Image

Image

Image

ეზოში წარმატებიით და გემრიელად მოვიხმარეთ ჩვენი საგზალი და უკან გამოვემართეთ.


უნდა აღინისნოს რო მონასტრებში ასე თუ ისე სისუფთავე იყი,თუმცა ცხრაკარას ეზოში გოგამ ერთი პარკი ნაგავი მაინც მოაგროვამოაგროვა

კვეტერა, მატანის ცხრაკარა,ზ.ხოდაშენი,შიოს მარანი.09.11.10

Posted: 11 ნოე 2010, 12:04
by ln_ln
სოფელ მატანში მოვინახულეთ წმ.ნიკოლოზის ეკლესია XVI ს.

Image