კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.
Posted: 05 ნოე 2010, 14:42
მიუხედავად იმისა რომ ეს ლაშქრობა არ ყოფილა, მაინც წესების დაცვით გავხსნი თემას, რადგან მოცემული ცნობები სხვასაც გამოადგეს. ზოგიერთ პუნქტს გამოვტოვებ, რდგან გასვლის სპეციფიკიდან გამომდინარე კონკრეტული პასუხის გაცემა ძნელია.
1. რეგიონი:
თურქეთი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ვალეს სასაზღვრო პუნქტი-ბანა-გიორემი-ორთაშისარის ციხე-ნევშეჰირი- გორეს პროვინცია (ხოგი ცნობის მიხედვით მიიჩნევა წმ. ნინოს სამშობლოდ) და ამ პროვინციაში ნევშეჰირის სატუსაღოდ გადაკეთებული მე-19 ს. ეკლესია- უჩისარის ციხე--იჰლარას ხეობა და გურჯი ხათუნის სახელობის ეკლესია-დერინქუის მიწისქვეშა ქალაქი-გუზელიურთი - გარედან დავათვალიერეთ სელიმეს სამონასტრო კომპლექსი-ზელვე-ფაშაბარი-ურგუპი (შორიდან დავინახეთ მთაზე შეფენილი ძველი ურგუპის დასახლება)-ჩემილის სებასტიოსის სახელობის ეკლესია-გიორემის ღია ცისქვეშ მუზეუმი-ტოკალი კილისე-ბოღაზკალე ანუ ხათუსა-ხეთების უძველესი, 45 საუკუნის წინანდელი დედაქალაქი თავის აღდგენილი ციხით, განთქმული გვირაბით, ლომების გამოსახულებიანი კარიბჭით, უძველესი ქვევრებით, დევრიშებიანი და მეფეების გამოსახულებიანი სასახლის ნანგრევებით- ტრაპიზონი და აია სოფიას ეკლესია- სუმელას მონასტერი- სარფი-თბილისი
3. ხანგრძლივობა:
5 დღე და ღამე
აქედან 4 ღამე კაპადოკიაში გავათენეთ
4. სირთულე:
არასაფეხოსნო მარშრუტის გამო ერთადერთი სირთულე ტრანსპორტში დიდხანს, დამღლელი ჯდომა იყო.
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
500 ლარი 12 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფისთვის.
აქ სედიოდა ყველაფერი ბილეთების ფასის ჩათვლით.
ვფიქრობ მუზეუმების ბილეთებზე ინფორმაციაც გამოადგება დაინტერესებულ პირებს, ამიტომ რაც მახსოვს აქვე მივუთითებ:
გიორემის ღია ცისქვეს მუზეუმი- 15 ლირა
ბნელი ეკლესია (კარანლიკი) რომელიც ამავე მუზეუმში მდებარეობს ცალკე თანხა ღირს - 8 ლირა
ტოკალი კილისეში (სადაც ღვთისმშობლის ცნობილი ფრესკა მდებარეობს) კი გიორემის მუზეუმის ბილეთითვე შეხვალთ, მიუხედავად იმისა რომ ეს ეკლესია 100 მეტრის დაშორებით მდებარეობს მუზეუმიდან.
დერინქუის მიწისქვეშა ქლალაქში მოგზაურობა 15 ლირა ღირს
აია-სოფიას მონასტერში შესვლა - 3 ლირა
სუმელას მონასტერში კი ადრე 8 ლირა ღირდა ახლა კი 10 ლირა ღირს.
ხეთების დედაქალაქ ხათუსაში (ბოღაზკალე) შესვლა რა ღირს აღარ მახსოვს.
6. მონაწილეთა რაოდენობა
12 კაცი + მძღოლი ზვიადი და მეგზური
1. მთა მყვარებია
2. ლილიკა
3. კარველების მეგობარი გიორგი
4. ნინუცა
5. ტომა
6. კარველების მეგობარი თათია
7. იაკო
8. GOGONA
9. GOGONAს+ მარიკა
10. KAKH-ELI
11. tusho+
12. ჯიმის + ინა
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
მეგზური- გიორგი დვალაშვილი
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოეთი დასახლებული პუნქტი:
სულ დასახლებული პუნქტებია. კაპადოკიაში ორი შედარებით დიდი ქალაქია ახლომახლო: ნევშეჰირი და კაისერი.
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-ვალე-გიორემი - 1200 კმ და გიორემი-ტრაპიზონი-თბილისი - 1400 კმ.
10. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
სადაც არ უნდა გაიხედოთ ყველაფერი ყურადრებას იპყრობს
12. საბანაკე ადგილები:
თითქმის არსად. თურქეთში აკრძალულია კარავში დაბანაკება და შეიძლება ჯანდარმრია დაგადგეთ და დაგაჯარიმოთ.
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
მთიან რეგიონში (5 უღელტეხილი გადავიარეთ) გვხვდება წყაროები. ისე ტრაპიზონში და დიდ ქალქებში წყალი ონკანიდან არ ისმევა.
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მთავარი აღჭურვილობა ფოტოკამერაა
თორემ მერე ინანებთ იმ სილამაზის აღბეჭდვის და კადრის გამარადიულების შესაზლებლობა თუ არ გექნათ
. რჩევებს რაც შეეხება:
თურქეთს და ჩვენ დროში განსხვავება გვაქვს, თურქეთი ჩვენ ერთი საათით ჩამოგვრჩება. ამ პერიოდში კი (31 ოქტომბრიდან) განსხვავება კიდევ 1 საათით იმატებს. ამის გამო მუზეუმები ჩვენი დროით 10 საათზე იღებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად დილით ადრე ვდგებოდით და ისეთი ძეგლების დათვალიერებას ვასწრებდით, რომელიც სამუზეუმო ზონაში არ შედის (დერვენთის ხეობა, ზელვე და ფაშა-ბარი, ავანოსი და ა.შ.) ძალიან ლამაზია მზის ამოსვლა, ნელ-ნელა რომ ეფინება მზის სხივები უჩისარის ციხეს . მზის ამოსვლისას იწყებენ ცაში აფრენას საჰაერო ბურთები და მაგ ულამაზესი სანახაობისთვის მერწმუნეთ, ღირს ძილის გატეხვა
მაგრამ თუ საჰაერო ბურთების აღლუმის ხილვა გინდათ, ამისთვის გიორემსი უნდა გაჩერდეთმ სხვა ქალაქებიდან ამ სილამზეს ვერ დაინახავთ. გარდა ამისა, გიორემი მართლა ეგზოტიკური პატარა ქალაქია, შეიძლება ურგუპში უფრო მეტად კომფორტული და კეთილმოწყობილი სასტუმროები ნახოთ, მაგრამ გიორემს სხვა უპირატესობები აქვს.
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
მაისი-ოქტომბერი. ნოემბრიდან აქ სეზონი იხურება, ამის გამო 1 ნოემბერს 2 ეკლესია ვერ ვნახეთ, დაკეტილი დაგვხვდა გაზაფხულამდე. მაგრამ ზამთარში თოვლით დაფარული კაპადოკია ულამაზესია
16. რისკები, საფრთხეები:
თუ წესრიგს არ დაარღვევთ, ისეთი არაფერი
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს
სუმელა, ტრაპიზონი, აია სოფია. სუმელას მონასტერი თუ ნანახი არ გაქვთ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ, ასევე ვალედან გადასვლის შემთხვევაში ნახევარი საათით ბანაშიც შეგიძლიათ შეირბინოთ. ჩვენც ასე მოვიქეცით.
18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
საჰაერო ბურთით გასეირნება და ულამაზესი ხედებით ტკბობა. მაგრამ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა - 150 ევრო ერთი კაცი.
ასევე სეგიძლიათ კვადროციკლების და მოტოციკლების დაქირავება, თუმცა ფასი არ ვიცი.
19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ბილაინი იჭერს, ავტომატურად ირთვება როუმინგი. შემომავალი სმს უფასოა (მხოლოდ გამგზავნი იხდის 6 თეთრს), გამავალი სმს კი 80 თეთრი ღირს
20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
შემდეგ დავდებ
21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
რუქას მოგვიანებით ჩავსვამ:
22. სიმაღლე ზღვის დონიდან
გიორემი და უჩისარი დაახლ 1100-1200 მ. სხვა ადგილებში ცოტა უფრო მაღალი.
23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით
ქულებით არ შეგვიფასებია, მაგრამ ნანახით კმაყოფილი დავრჩით
24. სასარგებლო ბმულები
წინა გასვლის ბმული
კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008