Page 1 of 6

კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.

Posted: 05 ნოე 2010, 14:42
by Mta Mkvarebia
მიუხედავად იმისა რომ ეს ლაშქრობა არ ყოფილა, მაინც წესების დაცვით გავხსნი თემას, რადგან მოცემული ცნობები სხვასაც გამოადგეს. ზოგიერთ პუნქტს გამოვტოვებ, რდგან გასვლის სპეციფიკიდან გამომდინარე კონკრეტული პასუხის გაცემა ძნელია.

1. რეგიონი:
თურქეთი

2. მარშუტის დასახელება:

თბილისი-ვალეს სასაზღვრო პუნქტი-ბანა-გიორემი-ორთაშისარის ციხე-ნევშეჰირი- გორეს პროვინცია (ხოგი ცნობის მიხედვით მიიჩნევა წმ. ნინოს სამშობლოდ) და ამ პროვინციაში ნევშეჰირის სატუსაღოდ გადაკეთებული მე-19 ს. ეკლესია- უჩისარის ციხე--იჰლარას ხეობა და გურჯი ხათუნის სახელობის ეკლესია-დერინქუის მიწისქვეშა ქალაქი-გუზელიურთი - გარედან დავათვალიერეთ სელიმეს სამონასტრო კომპლექსი-ზელვე-ფაშაბარი-ურგუპი (შორიდან დავინახეთ მთაზე შეფენილი ძველი ურგუპის დასახლება)-ჩემილის სებასტიოსის სახელობის ეკლესია-გიორემის ღია ცისქვეშ მუზეუმი-ტოკალი კილისე-ბოღაზკალე ანუ ხათუსა-ხეთების უძველესი, 45 საუკუნის წინანდელი დედაქალაქი თავის აღდგენილი ციხით, განთქმული გვირაბით, ლომების გამოსახულებიანი კარიბჭით, უძველესი ქვევრებით, დევრიშებიანი და მეფეების გამოსახულებიანი სასახლის ნანგრევებით- ტრაპიზონი და აია სოფიას ეკლესია- სუმელას მონასტერი- სარფი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
5 დღე და ღამე
აქედან 4 ღამე კაპადოკიაში გავათენეთ

4. სირთულე:
არასაფეხოსნო მარშრუტის გამო ერთადერთი სირთულე ტრანსპორტში დიდხანს, დამღლელი ჯდომა იყო.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
500 ლარი 12 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფისთვის.
აქ სედიოდა ყველაფერი ბილეთების ფასის ჩათვლით.
ვფიქრობ მუზეუმების ბილეთებზე ინფორმაციაც გამოადგება დაინტერესებულ პირებს, ამიტომ რაც მახსოვს აქვე მივუთითებ:
გიორემის ღია ცისქვეს მუზეუმი- 15 ლირა
ბნელი ეკლესია (კარანლიკი) რომელიც ამავე მუზეუმში მდებარეობს ცალკე თანხა ღირს - 8 ლირა
ტოკალი კილისეში (სადაც ღვთისმშობლის ცნობილი ფრესკა მდებარეობს) კი გიორემის მუზეუმის ბილეთითვე შეხვალთ, მიუხედავად იმისა რომ ეს ეკლესია 100 მეტრის დაშორებით მდებარეობს მუზეუმიდან.
დერინქუის მიწისქვეშა ქლალაქში მოგზაურობა 15 ლირა ღირს
აია-სოფიას მონასტერში შესვლა - 3 ლირა
სუმელას მონასტერში კი ადრე 8 ლირა ღირდა ახლა კი 10 ლირა ღირს.
ხეთების დედაქალაქ ხათუსაში (ბოღაზკალე) შესვლა რა ღირს აღარ მახსოვს.

6. მონაწილეთა რაოდენობა
12 კაცი + მძღოლი ზვიადი და მეგზური

1. მთა მყვარებია
2. ლილიკა
3. კარველების მეგობარი გიორგი
4. ნინუცა
5. ტომა
6. კარველების მეგობარი თათია
7. იაკო
8. GOGONA
9. GOGONAს+ მარიკა
10. KAKH-ELI
11. tusho+
12. ჯიმის + ინა


7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
მეგზური- გიორგი დვალაშვილი

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოეთი დასახლებული პუნქტი:
სულ დასახლებული პუნქტებია. კაპადოკიაში ორი შედარებით დიდი ქალაქია ახლომახლო: ნევშეჰირი და კაისერი.

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-ვალე-გიორემი - 1200 კმ და გიორემი-ტრაპიზონი-თბილისი - 1400 კმ.

10. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
სადაც არ უნდა გაიხედოთ ყველაფერი ყურადრებას იპყრობს

12. საბანაკე ადგილები:
თითქმის არსად. თურქეთში აკრძალულია კარავში დაბანაკება და შეიძლება ჯანდარმრია დაგადგეთ და დაგაჯარიმოთ.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
მთიან რეგიონში (5 უღელტეხილი გადავიარეთ) გვხვდება წყაროები. ისე ტრაპიზონში და დიდ ქალქებში წყალი ონკანიდან არ ისმევა.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მთავარი აღჭურვილობა ფოტოკამერაა ;) თორემ მერე ინანებთ იმ სილამაზის აღბეჭდვის და კადრის გამარადიულების შესაზლებლობა თუ არ გექნათ :). რჩევებს რაც შეეხება:
თურქეთს და ჩვენ დროში განსხვავება გვაქვს, თურქეთი ჩვენ ერთი საათით ჩამოგვრჩება. ამ პერიოდში კი (31 ოქტომბრიდან) განსხვავება კიდევ 1 საათით იმატებს. ამის გამო მუზეუმები ჩვენი დროით 10 საათზე იღებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად დილით ადრე ვდგებოდით და ისეთი ძეგლების დათვალიერებას ვასწრებდით, რომელიც სამუზეუმო ზონაში არ შედის (დერვენთის ხეობა, ზელვე და ფაშა-ბარი, ავანოსი და ა.შ.) ძალიან ლამაზია მზის ამოსვლა, ნელ-ნელა რომ ეფინება მზის სხივები უჩისარის ციხეს . მზის ამოსვლისას იწყებენ ცაში აფრენას საჰაერო ბურთები და მაგ ულამაზესი სანახაობისთვის მერწმუნეთ, ღირს ძილის გატეხვა :) მაგრამ თუ საჰაერო ბურთების აღლუმის ხილვა გინდათ, ამისთვის გიორემსი უნდა გაჩერდეთმ სხვა ქალაქებიდან ამ სილამზეს ვერ დაინახავთ. გარდა ამისა, გიორემი მართლა ეგზოტიკური პატარა ქალაქია, შეიძლება ურგუპში უფრო მეტად კომფორტული და კეთილმოწყობილი სასტუმროები ნახოთ, მაგრამ გიორემს სხვა უპირატესობები აქვს.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
მაისი-ოქტომბერი. ნოემბრიდან აქ სეზონი იხურება, ამის გამო 1 ნოემბერს 2 ეკლესია ვერ ვნახეთ, დაკეტილი დაგვხვდა გაზაფხულამდე. მაგრამ ზამთარში თოვლით დაფარული კაპადოკია ულამაზესია

16. რისკები, საფრთხეები:
თუ წესრიგს არ დაარღვევთ, ისეთი არაფერი

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

სუმელა, ტრაპიზონი, აია სოფია. სუმელას მონასტერი თუ ნანახი არ გაქვთ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ, ასევე ვალედან გადასვლის შემთხვევაში ნახევარი საათით ბანაშიც შეგიძლიათ შეირბინოთ. ჩვენც ასე მოვიქეცით.

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
საჰაერო ბურთით გასეირნება და ულამაზესი ხედებით ტკბობა. მაგრამ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა - 150 ევრო ერთი კაცი.
ასევე სეგიძლიათ კვადროციკლების და მოტოციკლების დაქირავება, თუმცა ფასი არ ვიცი.

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ბილაინი იჭერს, ავტომატურად ირთვება როუმინგი. შემომავალი სმს უფასოა (მხოლოდ გამგზავნი იხდის 6 თეთრს), გამავალი სმს კი 80 თეთრი ღირს

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
შემდეგ დავდებ

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
რუქას მოგვიანებით ჩავსვამ:

22. სიმაღლე ზღვის დონიდან
გიორემი და უჩისარი დაახლ 1100-1200 მ. სხვა ადგილებში ცოტა უფრო მაღალი.

23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით
ქულებით არ შეგვიფასებია, მაგრამ ნანახით კმაყოფილი დავრჩით

24. სასარგებლო ბმულები
წინა გასვლის ბმული

კაპადოკიიდან სუმელას მონასტრამდე - 8-12 მაისი, 2008

კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.

Posted: 05 ნოე 2010, 14:44
by Mta Mkvarebia
ძალიან ლამაზი და საინტერესო მოგზაურობა გამოგვივიდა კაპადოკიაში. ორი წლის წინ მომაჯადოვა ლამაზი ცხენების ქვეყანამ (სწორედ ასე ითარგმნება "კაპადოკია") და მას შემდეგ ამ მოგზაურობის გამეორების დიდი სურვილი მქონდა და განვახორციელეთ კიდეც ეს ჩანაფიქრი კარველების ნაწილმა.

ახლა ღირშესანიშნაობების რამდენიმე ფოტოს დავდებ რამდენიმე ფოტოს კიდევ განწყობისთვის და იქაურობის ენერგეტიკის შესაგრძნობად, ხოლო დაწვრილებით და ვრცელ რეპორტაჟს მერე შემოგთავაზებთ :D

უჩისარის ციხე მზის ამოსვლისას

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.

Posted: 05 ნოე 2010, 14:45
by Mta Mkvarebia
ხედები უჩისარის ციხიდან
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.

Posted: 05 ნოე 2010, 14:46
by Mta Mkvarebia
ესეც ღამის გიორემი და განათებული უჩისარის ციხე. ამ ხედს ვუმზერდით ღამღამობით მუთაქებზე ფეხმორთხმულები ჩვენი პატარა სასტუმროს სამი მხრიდან შემინული დარბაზიდან :D:

Image

Image

გუზელიურთის დასახლება
Image

ორთაშისარის ციხე
Image

Image

Image

დერინქუის მიწისქვეშა ქალაქი
Image

Image

Image

იჰლარას ხეობაში გურჯი ხათუნის მიერ აგებული წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (თურქების მიერ კირკდამალტად გადარქმეული) . ფრესკაზე მარჯვნივ (წმინდა გიორგის გვერდზე) თავად გურჯი ხათუნი- თამარ მეფის შვილიშვილი, თავადაც თამარია გამოსახული.

Image

Image

Image

კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.

Posted: 05 ნოე 2010, 14:47
by Mta Mkvarebia
კვლავ იჰლარას ხეობა, ამჯერად სხვა (სამინლიგის ) ეკლესია
Image

Image

Image

სელიმეს სამონასტრო კომპლექსი:

Image

კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.

Posted: 05 ნოე 2010, 14:48
by Mta Mkvarebia
გიორემის ღია ცისქვეშ მუზეუმში

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.

Posted: 05 ნოე 2010, 14:51
by Mta Mkvarebia
აქლემები

Image

Image

აღმოსავლური ეგზოტიკა

Image

Image

სუვენირები, სუვენიერები:

Image

Image

Image

კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.

Posted: 05 ნოე 2010, 14:51
by Mta Mkvarebia
იქაურობისთვის დამახასიათებელი ფერები და სიჭრელე:

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.

Posted: 05 ნოე 2010, 14:52
by Mta Mkvarebia
გზად:


Image

Image

Image

Image

Image

Image

კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.

Posted: 05 ნოე 2010, 14:53
by Mta Mkvarebia
ხათუსა
ლომების კარიბჭე

Image

Image

Image

ხათუსას უზარმაზარი ლოდებისაგან და არანაირი დუღაბისგან ნაგები განთქმული გვირაბი

Image

ხათუსას ნაქალაქარი

Image

Image

Image

უძველესი ქვევრები ხათუსას ნაქალაქარში:

Image

კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.

Posted: 05 ნოე 2010, 14:54
by Mta Mkvarebia
აია სოფია
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.

Posted: 05 ნოე 2010, 14:55
by Mta Mkvarebia
სუმელას მონასტერი

Image

Image

Image

Image


დანარჩენი მერე.
მანამდე კი სხვის შთაბეჭდილებებს მოვუსმინოთ:)

კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.

Posted: 05 ნოე 2010, 14:59
by Int3lig3nt
Mta Mkvarebia
ჩიტები მომეწონა ძალიან :).

ლირა ლართან როგორ არის?

კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.

Posted: 05 ნოე 2010, 15:05
by Mta Mkvarebia
Int3lig3nt
თურქეთში ლირას დოლარზე თუ გადაცვლი, კაპადოკიაში უფრო ცუდი კურსია, ტრაპიზონში უკეთესი - 1დოლარს 1,42 ლირად იყიდიდი, 1 დოლარს კიდევ კიდევ 1,40 ლირად გადაცვლიდი (ეს ტრაპიზონში), თუმცა სარფთან ახლოს "სტამბულ-ბაზარის" სავაჭრო ცენტრში ლარზეც შეგეზლო გადახურდავება 1 ლირას 0.80 ლარად გადაახურდავებდი.

კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.

Posted: 05 ნოე 2010, 15:08
by Iako.
ლიკა, გაიხარე :*
ულამაზესი გასვლა იყო, ეხლაც გაოგნებული ვზივარ და ვიხსენებ ყველაფერს, უკვე ძალიან მენატრება იქაურობა და ის ხალხი ვისთან ერთადაც ვიყავი.
დაუვიწყარი მოგზაურობა გამოვიდა