ბანა, ჭულე, ზარზმა 2-3/10/10
Posted: 05 ოქტ 2010, 11:27
მოგესალმებით ყველას 
ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის და ძალიან მოკლედ მოგითხრობთ ამ გასვლის შესახებ, იმედია სხვები შეავსებენ ფოტოებით და შთაბეჭდილებებით
2 ოქტომბერს, დილის 7 საათზე აჭარასთან შეკრებილი 19 კარაველი და მათი პლიუსები წივწივამ და კიკიმ-მისმა დიიიდმა ძაღლუკამ-გაგვაცილეს
))
ქალაქიდან 8 საათზე გავდით და გავუდექით გზას ძალიან ლამაზი ზღაპრის შესახვედრად
საკმაოდ მხიარული და საკვებით დახუნძლული 2 საათიანი მგზავრობის შემდეგ შევედით ახალციხეში და დავათვალიერეთ რაბათის ძალიან საინტერესო მუზეუმი .
შემდეგ მოვინახულეთ ზარზმა, ჭულე და უამინდობის გამო-საფარას ნაცვლად გეზი ავიღეთ აბასთუმნისაკენ -სადაც დავბანაკდით კიდეც, ობსერვატორიის საოცარ ტერიტორიაზე.
ძალიან დიდი სურვილი გვქონდა ღამით თანავარსკვლავედები დაგვენახა ობსერვატორიის ტელესკოპიდან, მაგრამ მოღრუბლული ცა მთელი ძალისხმევით გვიწევდა წინააღმდეგობას, წვიმდა, წვიმდა, წვიმდა დაუსრულებლად.
დილის 9 საათზე გავეშურეთ ვალეს მიმართულებით და მზემაც გამოანათა
3 საათი გავიდა, სანამ ბანას მიმზიდველი და თბილი კონტურები გამოჩნდებოდნენ. იდგა ისევ ისეთი, მარტოსული, დაღლილი, მონატრებული, თითქმის დანგრეული და სტკიოდა, ძალიან სტკიოდა ყველა დაკარგული ლოდი და კენჭი, თითოეული მეტრი-ჩვენგან რომ აშორებდა... მძიმე იყო, ძალიან მძიმე და თბილი ის ძალიან მცირე დრო, რაც ბანას მოსაფერებლად გავატარეთ მის წიაღში...
ძალიან მიმძიმს ტაოზე საუბარი, წერა, კითხვა...
მრჩება მხოლოდ იმედი და სასწაულის მძაფრი მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენ დავბრუნდებით, ის ძეგლები და მიწები დაბრუნდებიან და...
იქ საქართველო იგრძნობა... იქ საქართველოა და იქნება... მე ამის მჯერა
ფოტოები არ მაქვს, ამიტომ თემას გასვლის მონაწილეებს გადავულოცავ, გასალამაზებლად და გასამრავალფეროვნებლად
1. ნინი-ა
2. ნინი -ა +
3. ნამცეცუნა -
4. ნამცეცუნა +
5 .პატაჰპუტინა
6. პატაპუტნას + მაკა
7. Mari_kela
8. ნუსა
9. თამუნა_გუდარეხი
10. თამუნა_გუდარეხის + მაკა
11.თამუნა_გუდარეხის + თეო
12. დათო იამანიძე
13. L/F
14.კაპპა
15. KAKH-ELI
16. tusho+
17. tusho+ მარი
18. tusho+მარიშა
19. tusho+ხათო
დიდი მადლობა ყველას, ვინც იღებდა, ვერ იღებდა თუ არ იღებდა მონაწილეობას ამ გასვლაში
სულ გავლილი მანძილი 920 კმ .
მაპატიეთ თემის არასტანდარტულად გახსნა
p.s
ხედი ბანადან. ავტორი ნუსა ...