Page 1 of 5
შატილი-ქაჩუ-მუცო-არდოტი-კისტანი-ლებაისკარი, 25-26.09.2010
Posted: 27 სექ 2010, 03:42
by GAMARJOBA SAKARTVELO
რადგან :კარავზე: პირიქითა ხევსურეთზე მრავალი თემაა გახსნილი, აღწერილობის
ნაცვლად ბმულს დავდებ, სადაც ყველა კარავული გასვლაა თავმოყრილი, მათ შორის, ამ გასვლის დაგეგმვის თემაც:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4568&start=0
ვიყავით 24ნი, +ს, მძღოლი
ზვიადი.
გავემგზავრეთ მინიბუსით, აგრეთვე,
ნაიას და
აცას მანქანებით.
მგზავრობა 22-24 ლარის ფარგლებში დაჯდა.
ამას დაემატა ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხა, თითოზე საშუალოდ 5-7 ლარის ფარგლებში.
კარაველებმა, რომლებიც ხევსურეთში ვერ წამოვიდნენ, იმ 11 ხევსურთა ოჯახისთვის 310 ლარი გაგვატანეს, რომლებიც ზამთარში რჩებიან.
140 ლარი კი ადგილზე შეგვიგროვდა.
საქველაქციაში მონაწილოებისთვის ყველას დიდი მადლობა.
ამას ცოტა ქვემოთ დავუბრუნდები.
გასვლაში ვნახეთ ლებაისკარის კოშკი, კისტანის ციხე, შატილი, მუცო, არდოტი.
ტრანსპორტით დაახლოებით 347 კმ გავიარეთ.
ფეხით - მცირე.
1ლ დღეს არაჩვეულებრივი ამინდი გვქონდა.
ცხადია, გასვლა დათვიჯვრის უღელტეხილზე გაჩერებით დავიწყეთ, სადაც პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთი გზას ყოფენ.
იქ ყოფილი საბჭოეთიდან ჩამოსული მოგზაურები შეგხვდნენ და წავუქეიფეთ.
შემდეგ ლებაისკარის კოშკი ვნახეთ. მცირე ხანში კისტანის კოშკებისკენ ავინაცვლეთ და 1 სთ დავყავით.
მხოლოდ ამის შემდეგ შატილში გადავინაცვლეთ, მის თითქმის მოპირდაპირე ძველი ციხე-ქალაქი ქაჩუ ვნახეთ.
საღამოს პირის შემუქების გამო, შატილს თვალი მიმოვაბნიეთ და დაახლოებით 800 მეტრში,
მდინარე არღუნის ჭალებში 11 კარავიანი ბანაკი მოვამზადეთ და დაბნელდა კიდეც
შატილი-ქაჩუ-მუცო-არდოტი-კისტანი-ლებაისკარი, 25-26.09.2010
Posted: 27 სექ 2010, 04:08
by GAMARJOBA SAKARTVELO
ღამით არ უწვიმია, მაგრამ დილის 8 სთიდან გაწვიმდა, კორშამდე არსად გადაუღია.
არდოტში ასვლა კი დაგვცალდა. 1 ხანობა მზემაც კი გამოიჭვრიტანა.
სთზე მეტ ხანს დავყავით.
სამაგიეროდ, უკანა გზაზე სათლისპირულმა წვიმამ მუცოს ციხე-ქალაქის გემრიელად დათვალიერების საშუალება არ მოგვცა.
თუმცა, 4-5 ისეთი მოლაშქრე იყო, მუცოზე მაინც რომ ავიდა.
წვიმამ რა შეიძლება გამოიწვიოს დათვიჯვრის უღელტეხილზე, ანდაც შატილი-გიორგიწმინდას მონაკვეთზე, ბევრმა იცის.
მართლაც, გზებზე კლდეებიდან ჩამოცვენილი ლოდები გვაფერხებდნენ. ხელით ვწმენდდით სამანქანო გზას.
გუდანიდან ამინდი გამოვიდა კიდეც და შემოდგომით დახატული მთები გამოჩნა.
შემდეგ კი თბილისისკენ დავიძარით. გზად ნატახტართან ხინკალი მივირთვით.
კორშის ხევსურული მუზეუმი ვერ ვნახეთ.
ოჯახი, ვისაც მუზეუმის გასაღები აქვს, დღესასწაულზე იყო დუშეთში.
ფრიად ვისიამოვნე შემოდგომის ხედებით.
ვიტყდოდი, რომ ხევსურეთი კიდევ 1ხელ აღმოვაჩინე...
შატილი-ქაჩუ-მუცო-არდოტი-კისტანი-ლებაისკარი, 25-26.09.2010
Posted: 27 სექ 2010, 13:02
by GAMARJOBA SAKARTVELO
გასვლის მონაწილეები:
1. მთა მყვარებია
2. ნინინინუცა
3. ნატა-თბილისი
4. ნაია
5. გამარჯობა საქართველო
6-7. აცაბაცა და მისი + ალექსი
8. იაკო
9. ამიგო
10. ბეთქილა
11. fe_male
12-13. მოუსვენარი და მისი +
14-15. ეკატო და მისი +
16. იანო
17. Tiskrine
18. ქეთო
19. ბურდულა
20. კაკატულის + თათია
21. დათო
22. ნატალიას + თამუნა
23. ინა-უნა
შატილი-ქაჩუ-მუცო-არდოტი-კისტანი-ლებაისკარი, 25-26.09.2010
Posted: 27 სექ 2010, 14:09
by GAMARJOBA SAKARTVELO
პირიქითა ხევსურეთში გასვლას საქველმოქმედო ხასიათიც ჰქონდა.
არდოტისა და მუცოს იმ 8 ოჯახისთვის, ვინც გამოზამთრებას იქ აპირებს, საჩუქრად 50-50 ლარი უნდა მიგვეცა.
რადგან კიდევ უფრო მეტი თაინხა შეიკრიბა, ხონისჭალის 3 ოჯახიც დავამატეთ.
ასე რომ, სულ 11მა ოჯახმა მიიღო კარაველთა და მათი +ების შემოწირულობა.
უზომოდ გახარებული იყო ხალხი.
არც გვეგონა, ვინმეს თუ ვახსოვდითო.
რამდენიმეს კურცხალიც კი ჩამოუვარდა.
თითოეულმა თქვენგანმა ძნ დიდი როლი შეასრულა ამ ადამიანების გახარებაში.
ზოგს 2 ლარი ჰქონდა დადებული, ზოგს 10, 20,. 50 ლარი, მაგრამ კეთილი გულით იყო შეწირული.
შატილის გასვლის მონაწილეთა გარდა, საქველმოქმედო აქციას შეეწივნენ:
Ledi და მისი + შორენა
ფალკონი
meleksa
ნაია
მონადირე
მარმენიო
Mta Mkvarebia
ელენე
mousvenari
ლილიკა
tamari-khevi
t.d
QEBURIUS
კაკატული
გიორგი, კარავულ გასვლებში ჯერ-ჯერობით +ია
optimisti,
მაო- kappa,
Archil-დაკოტა
anano
იაკო
აცაბაცა
მაკენა
რამდენიმე ადამიანი (ნაია, მთაშენკა, მოუსვენარი, იაკო, აცა) იმიტომ მოვიხსენიე, რომ მათ თანხა 2ჯერ დადეს.
განსაკუთრებული მადლობა ოპტიმისტს, იმავე ნანას, მადლობა აცას და ნაიას მანქანებით გაწეული დახმარებისთვის, აგრეთვე, ფულის დარიგებისას სა2განიზაციო საკითხებში გამოენილი დახმარებისთვის აცას +ს ალექსს, იაკოს, მთაშენკას, მოუსვენარსა და მის +ს მარის.
ხუმრობით კომისიის წევრებს ვუწოდებდი.
დაკიდევ, ამ საქმეში გულიანად იყო ჩართული გელა დაიაური.
ყველანი არაჩვეულებრივები და დიდსულოვანნი ხართ.
გმადლობთ
(იმედია, არავინ გამომრჩა)
შატილი-ქაჩუ-მუცო-არდოტი-კისტანი-ლებაისკარი, 25-26.09.2010
Posted: 27 სექ 2010, 15:23
by Iako.
მადლობა შენ გოგა, ვიცი არ გიყვარს როცა გაქებენ, მაგრამ უზომოდ მეამაყები ასეთი ადამიანი რომ ხარ

მადლობა ნაიას - ასეთი ქალი მძღოლი პირადად არ მინახავს

მადლობა მთაშენკას და კომისიის წევრებს

ყველას დიდი მადლობა, ამ გასვლაში მონაწილეობისათვის :*
შატილი-ქაჩუ-მუცო-არდოტი-კისტანი-ლებაისკარი, 25-26.09.2010
Posted: 27 სექ 2010, 15:24
by Mta Mkvarebia
Iako.
გაიხარე გოგა, გაიხარე, იაკო.
მაგრამ ასე უნდა გეთქვა:
ყოჩაღ, გოგა, ყოჩაღ!

შატილი-ქაჩუ-მუცო-არდოტი-კისტანი-ლებაისკარი, 25-26.09.2010
Posted: 27 სექ 2010, 15:25
by Mta Mkvarebia
შატილი-ქაჩუ-მუცო-არდოტი-კისტანი-ლებაისკარი, 25-26.09.2010
Posted: 27 სექ 2010, 15:27
by Mta Mkvarebia
შატილი-ქაჩუ-მუცო-არდოტი-კისტანი-ლებაისკარი, 25-26.09.2010
Posted: 27 სექ 2010, 15:28
by Mta Mkvarebia
შატილი-ქაჩუ-მუცო-არდოტი-კისტანი-ლებაისკარი, 25-26.09.2010
Posted: 27 სექ 2010, 15:29
by Mta Mkvarebia
შატილი-ქაჩუ-მუცო-არდოტი-კისტანი-ლებაისკარი, 25-26.09.2010
Posted: 27 სექ 2010, 15:31
by Mta Mkvarebia
შატილი-ქაჩუ-მუცო-არდოტი-კისტანი-ლებაისკარი, 25-26.09.2010
Posted: 27 სექ 2010, 15:32
by Mta Mkvarebia
შატილი-ქაჩუ-მუცო-არდოტი-კისტანი-ლებაისკარი, 25-26.09.2010
Posted: 27 სექ 2010, 15:40
by Mta Mkvarebia
შატილი-ქაჩუ-მუცო-არდოტი-კისტანი-ლებაისკარი, 25-26.09.2010
Posted: 27 სექ 2010, 15:41
by Mta Mkvarebia
შატილი-ქაჩუ-მუცო-არდოტი-კისტანი-ლებაისკარი, 25-26.09.2010
Posted: 27 სექ 2010, 17:39
by nata-tbilisi
მადლობა ამ ლაშქრობის ორგანიზატორს გოგა ჩანადირს, ნამდვილად ლამაზი ორი დღე გავატარეთ პირიქითა ხევსურეთში