2. მარშუტის დასახელება: თბილისი-დავათი (ტაძრის მონახულება) -ახატანი (ტაძრის მონახულება, დაბანაკება, გართობა)-თბილისი
3. ხანგრძლივობა: 1 დღე
4. სირთულე: მარტივი
5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: დავათი, ახატანი
6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: თბილისი-დავათი-ახატანი-თბილისი 120 კილომეტრი
7. ფეხით გავლილი მანძილი: დაახლოებით 6 კილომეტრი. ტყეში სიარული, ჯერ აღმართია, დავათის ტაძრამდე, შემდეგ კი დაღმართი ახატანის ტაძრამდე.
8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:დავათის (ზღვის დონიდან 1360 მეტრი) და ახატანის (ზღვის დონიდან 940 მეტრი) ტაძრები. ახატანის ტაძარში შემორჩენილია ძველი ფრესკების ნაშთები.
9. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს: მცხეთა, ნატახტარი, ჭოპორტი
10. საბანაკე ადგილები და სასმელი წყალი მარშრუტზე: ახატანის ტაძრამდე ადის მანქანა და იქვე არის კარგი საბანაკე ადგილი, არის მაგიდაც და ცეცხლის დასანთები ადგილი, არის სისუფთავე. ულამაზესი ტყეა და ახლოს არის პატარა მინდორიც. წყალი არის მხოლოდ დავათის ტაძართან, თუმცა იმათაც ჭიდან ამოაქვთ, ამიტომ კარგი იქნება თუ თან იქონიებთ.
11.საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები: დავათის ტაძართან შენდება სენაკები, ტაძარი ჯერ არაა მოქმედი, ამიტომ გასაღები უნდა იკითხოთ სოფელში ემზარისთან.
12.გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო მაისი-ნოემბერი
13.რისკები, საფრთხეები: დავათიდან ახატანისკენ დაშვებისას შინდის ხეებია უხვად და მის კრეფაში დრო შეიძლება შეუმჩნევლად გაგეპაროთ

14.მონაწილეთა რაოდენობა 17 (მინიბუსით) + 3 (მანქანით)
1. გამარჯობა საქართველო
2. იაკო
3. ამიგო
4. ბამბინას + სოფო
5.თამარი-ხევი
6. ნაია
7. მე (ვანო Smile )
8. ბამბინას + ნათია
9. ბამბინას + გიორგი
10. მარი
11. იაკოს + ანი
12. მრს.რობინსონი
13. ქეთი, გოგას +
14. ბამბინა
15. ბურდულა (თU არ იწვიმა)
16.ლიბრა
17.მ-ა-რ-თ-ა
18. გამარჯობა საქართველოს + ზუკა
19. ნიცა-ნიცა
20.ნიცა-ნიცას +
15.გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი GAMARJOBA SAKARTVELO
მშვენიერი ლაშქრობა გამოვიდა, ორგანიზატორმა სწორად გათვალა, ამინდმა ივაჟკაცა, სულიკომაც იყოჩაღა და კარაველებმაც ვივარგეთ


ლაშქრობის ფრაზა - ყოჩაღ!

P.S. გირჩევთ ამ ლაშქრობას თუ ერთი დღე გაქვთ დროის ლიმიტი, აღმართ-დაღმართ 6 კილომეტრის გავლა შეგიძლიათ, ტაძრების ნახვა გსურთ, დასვენებაზე და პურის ჭამაზე არ ხართ უარზე და გართობაც გნებავთ.