გველეთის ჩანჩქერი, გერგეტი არაგვისპირი და ანანური 4-5.09.10
Posted: 06 სექ 2010, 12:05
1. რეგიონი:
I დღე: ადმინისტრაციულად - მცხეთა-მთიანეთი, ყაზბეგის რაიონი.
კუთხე: ხევი , II დღე - ანანური, დუშეთის რ-ნი.
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-სტეფანწმინდა და შეხვედრა მარათონის მონაწილეებთან-ლარსის მშენებარე მონასტერი (II სართულის ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის და გაბრიელის და ასევე წმ. გიორგის სახელობისაა, I სართულის ეკლესია ყოველთა წმინდანთა ქართველთა სახელობისაა)- გველეთის დიდი და პატარა ჩანჩქერები- დევდორაკის პატარა ლამაზი ტბა დევდორაკის მყინვარისკენ მიმავალ გზაზე- გერგეტის სამება-სტეფანწმინდა-არაგვისპირი და დაბანაკება "მრავალვარსკვლავიან სასტუმროში"-ანანური და ჟინვალის წყალსაცავი-თბილისი
3. ხანგრძლივობა:
2 დღე, გასვლის მონაწილეთა ნაწილისთვის 1 დღე ან რამდენიმე საათი
4. სირთულე:
გველეთის ჩანჩქერები- საშუალო, სადამდეც მანქანა მიდის, იქიდან დიდი ჩანჩქერი დაახლოებით 15 წუთის სავალზეა, მერე გზა ორად იყოფა ერთი მარჯვენა მხარეს, მდინარეზე გადასასვლელი პატარა ხიდისკენ მიდის, ეს გზაა დიდი ჩანჩქერის გზა, გზა არ დაგეკარგებათ, ლოდებზე თეთრი და ცისფერი საღებავებით შესრულებული ნიშნულებია. ხიდის საპირისპირო მხარეს, ანუ მარჯვნივ რომ სამანქანო გზა მიდის- პატარა ჩანჩქერთან მიგიყვანთ. იმ მიდამოებში ადრე ბანაკი იყო, ახლაც მშვენიერი ადგილია კარვების გასაშლელად, თავის საცეცხლე ადგილებით და ლოდებისგან გაკეთებული "სკამებით". თუმცა შედარებით ქარიანი ადგილია, სამანქანო გზა რომ წყდება, ბილიკს გაყვებით და პატარა ჩანჩქერთან აღმოჩნდებით.
დევდორაკის ტბა -უადვილესი, რადგან მანქანა ტბამდე მიგიყვანთ. არც ამ ტბას აცდებით, ლოდები თეთრი და წითელი საღებავევითაა მონიშნული. ეს პატარა ტბა დევდორაკის მყინვარისკენ მიმავალ ტურისტულ ბილიკზეა გზად. ტურისტული ბილიკების შესახებ ინფორმაცია გადასახვევთან მდებარე ტურუსტულ დაფაზეა მოცემული.
ყაზბეგი-გერგეტი- საშუალო, აღმართების გამო ცოტა დამღლელი. გზაზე რაღაც სამუშაოებს აწარმოებდნენ და ამიტომ ფეხით მოგვიწია ასვლა. საერთოდ გერგეტის სამებისაკენ სამი გზა მიდის:
I გზა - სამანქანო და უსაშველოდ გრძელი გზა, იმ გზის ფეხით გავლა სულ მცირე 2 საათს მაინც დაგაკარგვინებთ, სამაგიროდ, თქვენს წინ ულამაზესი ხედი გადაიშლება , გერგეტის ტაძარს მთელი სიდიადით იხილავთ
.
II გზა, სოფელ გერეგეტის შუა ნაწილიდან ადის, სადაც წყაროა. ადვილად შეამჩნევთ პატარა ბილიკს ტყეში რომ იკარგება, მერე სამანქანო გზის სერპანტინების გადაკვეთა, გზის ბილიკით მოჭრა და მკვეთრ ფერდობზე ასვლა მოგიწევთ, ამგვარად მონასტერს უკანა გზიდან მოადგებით, სადაც ქვაზე დამაგრებული ხის დიდი ჯვარი დგას. ეს გზა უკან ჩამოსასვლელად უფრო ადვილია, ვიდრე ასასვლელად, ამიტომ ჩვენ III გზით ავედით და II გზით ჩამოვედით უკან.
III გზა- სოფლის ბოლოდან, ეკლესიიდან მარცხნივ რომ ნაშალი ფერდობია იქიდან მიდის, იქვე ციხის ნანგრევია, იმ ციხეს უნდა აუაროთ გვერდი და ბილიკს აჰყვეთ. მკვეთრი აღმართი ცოტა ხანში სწორდება, და სასიარულოდ ძალიან ძნელი არაა. ეკლესია რომ გამოჩნდება, ცოტა ხანს ისევ მაგ ბილიკით ივლით, არ ააჭრათ ფერდობზე, შედარებით რომ გასწორდება ფერდი, მერე უკვე შეიძლება სიმაღლის აღება და სულ თავისუფლად, დაღლის გარეშე მიადგებით ეკლესიას. თავგადასავლის მოყვარულმა კარველებმა , გზის მოჭრა და ფერდობზე ასვლა არჩიეს და ბალახებზე მოჭიდებით ავიდნენ მონასტერში
.
5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
გერგეტის სამებასთან სოფელი გერგეტი, დაბა სტეფანწმინდა,
გველეთის ჩანჩქერთან სოფელი გველეთი(1,5 კმ), ცდო 3,5 კმ დაბა სტეფანწმინდა(8 კმ)
6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-სტეფანწმინდა - დაახლ. 150 კმ, ლარსის მონასტრამდე დაახლ. 10 კმ.
7. ფეხით გავლილი მანძილი:
გველეთის ჩანჩქერები- დაახლოებით - 2 კმ, ორივე გზა.
გერგეტის სამება-დაახლ 4 კმ. ორივე გზა,
ანანურთან წყალსსაცავზე საბანაო ადგილამდე- დაახლოებით 2 კმ ორივე გზა.
8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
ალექსანდრე ყაზბეგის საგვარეულო ეკლესია და იქვე მდებარე მუზეუმი ყაზბეგში,
გერგეტის სამება ულამაზესი მთიანი, მათ შორის - მყინვარწვერიანი ხედებით
9. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში,
შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:
ყაზბეგის რაიონი ბუნებისგან ისე უხვად არის გალამაზებული, მრავალი დღეც არ იქნება საკმარისი სრულად სანახავად.
ახლო-მახლოს კი შეიძლება ინახოს:
ყუროს მთა იქვე, დარიალის ხეობა (ყაზბეგიდან 18-20კმ), თრსუსოს ხეობა (20 კმ), სნოს (6კმ) კოშკი და ეკლესიები, მათ შორის
საქართველოში ვახტანგ გორგასლის სახელობის 1ად1 ეკლესია, აგრეთვე, აჩხოტის ეკლესია (4კმ), სიონის ეკლესია
ძველი კოშკით (5კმ), ხოლო ფანშეთის კოშკები თერგის მარცხენა სანაპიროს (4 კმ)
10. საბანაკე ადგილები და 10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
გერგეტის სამებასთან მამების მიერ დაბანაკება არაა ნებადართული.
დაახლოებით 300 მეტრში, ტყის სიახლოვეს გაკარვება შესაძლებელია.
სოფელ გერგეტისა და სამების საბილიკეზე, ხუციშვილების მცირე სასაფლაოსთან ცივილურად მოწყობილი
საქეიფო და საბანაკე ადგილია, აქვეა წყაროც. წყალი მოდის გერგეტის სამების ეზოში, მამების სენაკებთანაც
11.საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
განსაკუთრებული არაფერი. მარტ-აპრილში გუდაური-კობის გზა ზვავსაშიშროების გამო, 11:00დან 17:00მდე იკეტება ხოლმე.
სასურველია ნასვამ მოხევეებთან თავის არიდება
12.გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
მაისი-ნოემბერი
13.რისკები, საფრთხეები:
ქვათაცვენა, ფხვიერი ფერდობები
14.მონაწილეთა რაოდენობა
თავდაპირველად 17 კარველი და მათი მეგობარი გავემართეთ ხევისკენ:
1. კარვის პლიუსი თათია, ჩვენი მასპინძელი
2. გიორგი ბუნტური
3. ფალკონი
4. თამუნა-გუდარეხი
5.ნინუცა
6.მთა მყვარებია
7. გიორგი ბუნტური+
8. გიორგი ბუნტური+
9. ტომა
10. ელენე
11. იანო
12. ლილიკა
13. ამიგო
14. ჯნოსი
15. Eh_Dato
16. გიორგი ბუნტური+
17. დათო
სტეფანწმინდაში შემოგვიერთდნენ სირბილში მარათონის მონაწილე კარველები: ნინი 85 და ბასილა. ასევე ვნახეთ სხვა კარველი მონაწილეებიც: გოგოლა, კაპა და მისი პლიუსი ნიკა. წივწივაც ყოფილა მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო ფინიშთან მოსული და ვერ ვნახეთ.
მეორე დღეს დილიდან შემოგვიერთდნენ: თიკალო, ბამბინა, იანოს + ია, მანამდე დილის 7 საათზე საძილეებში მზინარეებს დაგვადგნენ ილია, ბუტკუცუნა ანუ ლადო მელექსიშვილი და ჰერაკლე, რომლებიც ხევსურეტში მიდიოდნენ ველოშეჯიბრებაზე, გაიტაძეს ბუნტური ტავის ველოსიპედიტ და მალევე დაგვტოვეს. . ანანურის ახლოს ჟინვალის წყალსაცავზე გასაგრილებლად ჩასულებს შემოგვიერთდნენ თუშო +, კახ ელი, მარმენიო, მისი და ხათუნა, ლედი-ს და შორენა, და მათი პლიუსი ალეკო, მონადირე, მისი პლიუსი სოფო, მელექსა, ასევე კარველების მეგობარი გიორგი.
15.გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
მთა მყვარებია
16.სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
ყაზბეგი ტურის 2განიზება
Tel.: 330170
Mobile: 899-515335
E.mail: gsanadiradze@wwfgeo.org.ge
17. რუქა:
http://www.ewpnet.com/trip_maps/kazbek.htm (მშვენიერი რუქაა)
http://wikimapia.org/#lat=42.657602&lon ... =0&m=a&v=2
http://travel.yahoo.com/p-map-487993-map_of_kazbegi-i
შენიშვნის სახით:
გერგეტის სამება მყინვარწვერიანად ულამაზესია გამთენიისას.
მზის სხივები 1ლად მყინვარს ეცემა და ხედს ულამაზეს ხდის, რაც ფოტოგადაღებებისთვის მისწრებაა.
პ.ს. ზოგიერთი სასარგებლო ცნობა გამარჯობას საქართველოს თემიდან გადმოვიტანე.