იგივე გზა გამოვიარეთ მცირეოდენი ცვლილებებით

როგორც ხედავთ, მყინვარწვერი გავცვითე სურათების გადაღებით

როგორც უკვე გითხარით, მეტეოდან სამსაათნახევარში გერგეთის სამებასთან დავასკდით. ამჯერად აქ წავიკითხეთ ფსალმუნი
შემდეგ ჩავსხედით ყველგანმავალ 06-ში, რომელიც უკვე მესამე დღე იყო, რაც გველოდა

და გამოვემართეთ თბილისისკენ

სტეფანწმინდიდან 10-15 წუთის სავალზე ჯერ ხის ჩრდილში მივირთვით ყაზბეგში შეძენილი კიტრი, პამიდორი, თონის პური და ლიმონათი, რაც მშვენიერი იყო სამდღიანი ძეხვეულის შემდეგ
სადღაც ფასანაურთან ახლოს კი არაგვის პირზე ხინკალი, მწვადი და ლუდიც არ იყო ნაკლები

მშვიდობით ჩამოვედით