Page 1 of 6

კინჩხა 17-18 ივლისი

Posted: 18 ივლ 2010, 22:22
by mainc
თბილისმ7ობის

17-18 ივლისს შედგა კინჩხას ტური
ეს იყო 9 თვის ნანატრი ლაშქრობა
ყველაზე ნაუცბათევად დაგეგმილ-გადაწყვეტილი- წინა საღამოს გადაწყდა წასვლა, ისე რომ მონაწილეებიც არ ვიცოდი, ვინ იქნებოდნენ
და ყველაზე ექსტრემალური და ლამაზი (იმჰო)

დავიძარით შაბათს, დილას 9 საათისთVის, ჩავედით ჯერ ქუთაისში-->ხონი-->გორდა-->კინჩხა. გზის სწორი მიმართულების ს დასაზუსტებლად გზა და გზა ვეკითხებოდით მოსახლეობას.

Image

Image


დავტოვეთ სამარშრუტო ტაქსი ერთ-ერთI მოსახლის ეზოში, ჩანჩქერებამდე გზა გავაგრძელეთ ფეხით, იყო დიდი აღმართები, დაგვჭირდა ნახევარი საათი. დავათVალიერეთ მიდამო, დავბანაკდით, ვიბანავეთ, ფოტოები გადავიღეთ, ვივახშმეთმ ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, ცეცხლის გარშემო 'რიტუალები' შევასრულეთ, ვიხალისეთ..
Image
Image


მეორე დილას გარემო უკეთესად მოვათველიერეთ, შევისწაველთ, მივედით ჩანჩქერების ძირში, მოულოდნელად მიმართულება შეუცვალა ქარმა ჩანჩქერს და დაგვესხა ზედ, " ბუნებრივი შხაპი" მივიღეთ :D დავსველდით, ჩაბჩქერიდან ჩამოსვლა უფრო გაჭირდა, ვიდრე ასვლა, გზა და გზა ქვები ცვიოდა ხოლმე და სველ სიპ ქვებზე ვსრიალებდით.

წივწივა ერთ-ერთი ჩანჩქერის სათავიდან დაეშვა ძირში, მოიარა მიდამოები და ისევ თოკით ამოვიდა ზევით..
Image


პერიოდულად წვიმდა ხოლმე, მაგრამ წვიმას როდი შევუშინდით, იმდენად სასიამოვნო და ლამზი ტური იყო, წვიმაზე არავის უწუწუნია..

გვყავდნენ რუსი და ყაზახი სტუმრებიც, რომლებმაც ტურს მეტი ხალისი შემატეს :)

Image


შუადღის 3 საათისთვის დავეშვით კვვლავ სამარშრუტოსთან სოფელში, 4ის ნახევრისთVის დავიძარით და 9 საათისთვის კვლავ დავუბრუნდით თბილისქალაქს 8)

ძალიან ნასიამოვნებ-ნაემოციარი ვარ, მაგრამ ამავე დროს დაღლილი, თუ რამე გამომრჩა, ან მოკლედ ვთქვი, სხვა მონაწილეებიც დაამატებენ და გზა და გზა მოგითხრობთ

ისე კი ვიტყვი, რომ ეს აუცილებლად ყველამ უნდა ნახოთ

გული დამწყდა, რომ კანიონების გადავლა ვერ მოესწრო, ნაწილობრივ ამინდის გამოც.

ჰო, ეხლა ეს ტრადიციულ-სავალდებულოები

1. . რეგიონი: იმერეთი-სამეგრელოს საზღვარი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-კინჩხა, კინჩხა-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
მარტივი (ან საშუალოდ რთული)

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
1 კაცი 15 ლარი + კვება

6. მონაწილეთა რაოდენობა

16

მაინც
პატაპუტინა
წივწივა
სტრეინჯერი
შალვა
ბასილა
თამუსია
წივწივას 3 + (სტუმრები)
პატაპუტინას + მაკა
გვანცა და ანდრო
დოქტორ ეკო
მარი
თუშმანა
გოგლა

(ყველას ნიკი არ ვიცი, სამწუხაროდ :) )

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
მაინც

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფელი კინჩხა

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
კინჩხა - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (კინჩხის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე ოკაცეს ხეობაში. ზღვის დონიდან 760 მეტრი, ხონიდან 28 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 62 ადამიანი.

10. ფეხით გავლილი მანძილი:
მაქსიმუმ 3 კმ.

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ჩანჩქერები და მდინარის ულამაზესი ხეობა

12. საბანაკე ადგილები:
მდინარის პირას ბევრი აკრგი ადგილია, თან ჩანჩქერის ხმა სასიამოვნოდ ისმის ღამით

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ჩანჩქერამდე გზად არის, დაახლოებით 700 მეტრში

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
საცურაო კოსტუმი და სხვა საბანაო აქსესუარ-მოწყობილობები, კლდეზე ცოცვის მოწყობილობა

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი ალბათ, მაგრამ ზაფხულში განსაკუთრებით ისიამოვნებთ.

16. რისკები, საფრთხეები:
უფსკრულები და კლდეები და ჩანჩქერები, ქვები ვარდება ხოლმე და სრიალებს ფეხი.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

ასეთი გზად ბევრია

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ტყეც არის, მინდორიც, მიდნარეც

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მაგთი იჭერდა მხოლოდ


20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
არ ვიცი

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები

[/img]http://radikal.ru/F/s003.radikal.ru/i20 ... g.html[img]

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით

10-დან 9
:roll: [/img]

კინჩხა 17-18 ივლისი

Posted: 18 ივლ 2010, 22:24
by ARCHILI
mainc


სურათ ზომ ვარე...

:)

კინჩხა 17-18 ივლისი

Posted: 18 ივლ 2010, 22:26
by mainc
ჰო, დიდი იყო და ჩავასწორე არჩილ :P

კინჩხა 17-18 ივლისი

Posted: 18 ივლ 2010, 22:29
by ARCHILI
mainc

გენიალურ

!!!


მოლოდცი

:)

კინჩხა 17-18 ივლისი

Posted: 18 ივლ 2010, 22:31
by pataputina
მოულოდნელობის და არცოდნის ეფექტი ამართლებს

კი არა და


მშუენიერი იყო


:oops:



მადლობა ლაშქრობის თითოეულ მონაწილეს
ამ ორი დღისთვის

თუ როგორც ამბობენ ხოლმე


: D


მოკლედ
აღფრთოვანებულ........... :oops:

კინჩხა 17-18 ივლისი

Posted: 18 ივლ 2010, 22:39
by mainc
ძალიან ბევრი კარგი ფოტოა
იმედია, სხვებიც დადებენ და თანდათან შეივსება
8)

:whew:

Image


Image

Image

Image

კინჩხა 17-18 ივლისი

Posted: 18 ივლ 2010, 22:49
by Naia
პირწიგნაკზე ვნახე ფოტოები და აღვფრთოვანდი :) არ იბანავეთ?

კინჩხა 17-18 ივლისი

Posted: 18 ივლ 2010, 23:13
by Int3lig3nt
მშურს, მშურს, მშურს!

თუშმაას სად ეძინა :D?

კინჩხა 17-18 ივლისი

Posted: 18 ივლ 2010, 23:24
by civciva
Int3lig3nt
ჩემ გვერდძე



მარშუტი მშვენიარი იყო და კიდე შესასწავლია



ერთერთი ის არ მომეწონა ამ ლაშქრობაი

ბუხუტი და გერონტი დიდ ხვეწნის შემდეგ გამოვიდნე კარვიდან შემოგვიერთდნე ვახშამზ

ერთი რამ ვისწავლოთ

ერთად სადილი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


ბუხუტი და გერონტი ვუხდი ბოდიშ მარ ვინმესგან ხომუნდადავიწყოტ რომ ეს მავნე ჩვევა გადავაგდოთ

კინჩხა 17-18 ივლისი

Posted: 19 ივლ 2010, 00:24
by GAMARJOBA SAKARTVELO
mainc
ყოჩაღ შენ ამ გასვლის მოთავეობისთვის.
2-3 წელია, მეც ვფიქრობ მანდ წასვლას და სამაგისო დრო ვერ გამოვნახე.

კინჩხა 17-18 ივლისი

Posted: 19 ივლ 2010, 00:42
by mainc
GAMARJOBA SAKARTVELO

ჰო
მეც აგერ უკვე 9 თვის თავზე ძლივს ვიხილე საკუთარი თვალით :)

მაგრამ წივწივა რომ არა, არც ახლა შედგებოდა ეს ტური, 1 საღამოში უორგანიზატორა
და წამომსვლელებს სულ სათითაოდ შესთავაზა და მოანდომა :))))


ნ----

მე და ხათო :oops:

Image

კინჩხა 17-18 ივლისი

Posted: 19 ივლ 2010, 00:57
by fly_away
Int3lig3nt
შენს კარავში : :D :D

ღამე ისმოდა ბომბის ხმა, კი

კინჩხა 17-18 ივლისი

Posted: 19 ივლ 2010, 09:39
by konstantine
არანორმალურად ლამაზი ადგილებია...

კინჩხა 17-18 ივლისი

Posted: 19 ივლ 2010, 11:47
by shalva
მაინც წავედით!

მაინც ვიბანავეთ!

მაინც ... :?: :arrow:


ძააან მაგარი ადგილებია კიდე უნდა მოვაწყოთ კინჩხაში გასვლები რომ უკეთ შევისწავლოთ დარწმუნბული ვარ კიდევ ბევრი კარგი ადგილია მანდ რომელიც უნდა ვნახოთ :oops: :wink:


მადლიობა ვის ...?

მადლიობა მაინც :wink:

კინჩხა 17-18 ივლისი

Posted: 19 ივლ 2010, 11:47
by shalva
fly_away

რომელი ხარ შენა?