პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას, რომ მთელი დღის განმავლობაში მისხალი უარყოფითი ემოცია არ ყოფილა. ეს ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია!! ჩვენ ყველას ერთნაირად გვსიამოვნებდა იქ ყოფნა.
ეხლა დავიწყებ, და სხვები წამომეშველეთ
დილით რომ გავიღვიძე, ქარი კი უბერავდა მარა, ცის ნაგლეჯები ჩანდა და ვიფიქრე კარგი ამინდი იქნება მეთქი. ყველამ ასე იფიქრა და სამთიო ქიმიათან კარგად შევგროვდით. მეც კი არ დამიგვიანია
ჩვენთან ერთად პირველად მოდიოდნენ lerebi, guruli, iwlita
უაზიც გაზაპრავკებული მოვიდა... ჰო, katastrofa... უკაცრავად, lola, აგვიანებდა და ნიკა მანქანით დარჩა. Ms. robinsoni და მისი + (მართლა, ეგ უკვე ძალიან აქტიური +-ია და მოდი რამე სახელი გამოუნახე

) დიღმიდან გასასვლელში გველოდებოდნენ.
ბულაჩაურის გადასახვევში ხორცზე გავჩერდით, თოვლის ნასახი არსად ჩანდა, თოვლის ბაბუის იმედი გადაგვეწურა. პური როგორც ყოველთვის დაგვავიწყდა, აქტიური + დაბრუნდა და მოიტანა, ჩვენ იქმდე ხორცი ყველი ავიღეთ... აქ კახამ შენიშნა რომ კარავი უკვე მამაპაპურ ქართულ გასვლებზე გადავიდაო
ბულაჩაურიდან გზა მალევე აღმართებზე წავიდა და ალაგ-ალაგ თოვლი გამოჩნდა. ერთმა მანქანამ ადგილობრივი ბიძა წამოიყვანა და იმან ხელის გაშვერით აგვიხსნა სად უნდა მივსულიყავით, მანქანით ვერ ახვალთო, მარა სოფელში დატოვეთო, პრობლემა არ არისო. უკვე კარგად თოვლზე ვიყავით მიწა აღარ ჩანდა, მარა თოვლი მშრალი იყო და გუნდა არ კეთდებოდა
სოფლის დასასრულში, ასე 30 მეტრიღა რომ რჩებოდა ჩვენი უაზი დადგა. მოიცა, მოიცა მოგაწვებითო ხალისით დაიძახეს ჩვენებმა.
ეს პროცესი აღწერილი მაქვს ფოტოზე, მარა ოჯახში Photoshopი არ გვაქვს და ეხლა ვერ შემოგთავაზებთ...
გაგრძელება იქნება
