Page 1 of 3

ბოჭორმა და წივწივღოველთა სექტის დარსება - 06.04.2008

Posted: 16 ივნ 2010, 20:59
by Int3lig3nt
ჯერ პატარა შესავალს გავაკეთებ:

წივწივა 2006-ში თიომ გამაცნო. რუსთაველზე იკრიბებოდნენ - თიო, ნავიგატორი, მგონი ვანდერერიც და კიდევ ერთი-ორი ფორუმელი.
რა თქმა უნდა დაიგვიანა, მოვიდა აჯაჯულ-დაჯაჯული :D, ყველას ხელი ჩამოგვართვა. მე სახლში მეჩქარებოდა და წამოვედი. ისინი მთაწმინდაზე წავიდნენ ფეხით.

შემდეგ ფორუმზე გვქონდა მიმოწერა, ბირთვისების დასუფთავების აქცია უნდა გაგვეკეთებინა. არ მახსოვს რატომ, მაგრამ ვერ მოვაბით თავი. მგონი მანქანა ვერ ვიშოვეთ.

პირველი ერთობლივი ლაშქრობაც ბირთვისებში შედგა, ფორუმელები წავიყვანეთ. მე ორგანიზატორი ვიყავი, წივწივა - მეგზური.

შემდეგ ისევ ფორუმულ ღონისძიებებზე ვხვდებოდით ერთმანეთს, დავახლოვდით და დავმეგობრდით.

პირველად მაშინ გამაკვირვა სასიამოვნოდ, როდესაც 1 ივნისის ღონისძიებაზე, კონცერტის დაწყებამდე სცენაზე ავარდა ეს ამხელა მუტრუკი და კარგად გაართო ბავშვები.

მერე ამას მოყვა მისი "გაჩალიჩებული" პატარ-პატარა სიურპრიზები და მოკლედ აღარ გავაგრძელებ მის ქება-დიდებას და პირდაპირ მოყოლაზე გადავალ.

ბოჭორმა და წივწივღოველთა სექტის დარსება - 06.04.2008

Posted: 16 ივნ 2010, 21:37
by Int3lig3nt
2008 წლის მარტში, როდესაც ყველას ყელში ამოგვივიდა მისი სიურპრიზები, გადავწყვიტეთ, სამაგიერო გადაგვეხადა. თან გადაგვეხადა განსაკუთრებულად და გრანდიოზულად :D.
პირველად მე და ცხელი შიკოლადი ვბჭობდით და არ ვიცი საიდან მომივიდა მაისურების იდეა. ალბათ მანამდე რაღაც ვარიანტებიც გვქონდა, კარგად არ მახსოვს. ანუ უნდა დაგვემზადებინა მაისურები წარწერით - "მე მიყვარს წივწივა" და რომელიმე გასვლაში მოულოდნელად გვეჩვენებინა.

ეს იდეა სხვა მეგობრებსაც გავაცანით. ისეთებსაც, რომლებიც კარგად (ზოგიც საერთოდ) არ იცნობდნენ წივწივას, მაგრამ რატომღაც მაშინვე დაგვთანხმდნენ :).

მოკლედ, შევიძინეთ მაისურები და წარწერაც გავაკეთებინეთ.
ასევე დავამზადეთ დროშა, რომელზეც ეწერა წივწივას ფორუმული ხელმოწერა, ოღონდ მრავლობით რიცხვში - "ბევრი გვაქვს სანახავი!".

ყველაფერი მზად გვქონდა. საჭირო იყო მხოლოდ გასვლის შერჩევა.


პარალელურად მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი წივწივასთან.
30 მარტს ცხელი შიკოლადის დაბადების დღე იყო და მისთვის "გაჩალიჩებაზე"" ვფიქრობდით.

წივწივას მისთვის საძილე ჰქონდა ნაყიდი და ასევე ლაშქრობაში უპირებდა გადაცემას.

დანარჩენი ყველაფერი წივწივასთან ერთად დავგეგმე, ისე რომ არაფერზე ეჭვი არ აუღია :D. ადგილიც თვითონ შეარჩია და დროც ერთად დავთქვით.

ანუ 6 აპრილის ბოჭორმის გასვლაზე დაიგეგმა 2 ოპერაცია:

ოპერაცია "წივწივღოველები"
ბოჭორმის ციხეზე კარგ მომენტს შევარჩევდით, წივწივას დავაყეენებდით ფოტოაპარატით და აპარატიდან რომ გამოგვხედავდა, უცებ გავიხსნიდით ელვა შესაკრავებს და მაისურებს გამოვაჩენდით.

ოპერაცია "ცხელი შიკოლადის დღეობა"
ბოჭორმს ციხეზე წრიულ კოშკში შევგროვდებოდით ყველანი და ცხელ შიკოლადს დავავალებდით წივწივას შორს გაყვანას. რომ ვითომ როცა დაბრუნდებოდა, ჩვენ წრეზე დალაგებულები, მაისურებით დავხვდებოდით. სინამდვილეში კი ბუშტები უნდა გაგვებერა და ტორტზეც სანთლები უნდა დაგვენთო. ადვილად რომ მიმხვდარიყო, რა ხდებოდა, ფურცელზე ამობეჭდილი "30 მარტი" გვეჭირებოდა ხელში.
ანუ ამ შემთხვევაში წივწივამ იცოდა რომ შიკოლადი უნდა გაეტყუებინა შორს, შიკოლადს კი პირიქით :D.

უი, სინამდვილეში მესამე ოპერაციაც იგეგმებოდა, რომელიც მოგვიანებით გავიგე :D.

თუ გაუგებრად დავწერე რამე, მითხარით და უფრო დეტალურად ავხსნი.

ბოჭორმა და წივწივღოველთა სექტის დარსება - 06.04.2008

Posted: 16 ივნ 2010, 21:41
by teo-
ისა თქვვენ(ჩვენ) მგონი მალე სვირინგებსაც დავიჩხაპნით

ოხ წივწივ გაგიხმა ტავი

:*

ბოჭორმა და წივწივღოველთა სექტის დარსება - 06.04.2008

Posted: 16 ივნ 2010, 21:51
by Int3lig3nt
6 აპრილს დილით შევიკრიბეთ ვაგზლის მოედანზე.

23 ვიყავით და აქედან ოთხის გარდა ყველას წივწივას მაისური ეცვა.
ოთხი მაისურიანი რიგი მიზეზების გამო ვერ შემოგვიერთდა.

დროშით თავიდანვე დაინტერესდა წივწივა და არ მახსოვს რა ვუპასუხე, ადვილად მოვიშორე.
შიკოლადას არც უკითხავს, ტორტი რატომ მომქონდა, ალბათ იფიქრა, წივიწვას ამბავს ეძღვნებაო.

ყველა ფორუმელია, რამდენიმე მომავალი კარაველი და კარაველებისთვის ნაცნობი:
პერწკლი, დელი, ცხელი შიკოლადი, ნესა, აივერსონი, გვანცა, ალექსა, წივწივა, დიანალო

Image

გზაში რა თქმა უნდა ვმხიარულობდით, სადაც წივწივაა, შეუძლებელია არ იმხიარულო.

ნიკა ბუშტებიანი ძუძუებით:

Image

ბოჭორმა და წივწივღოველთა სექტის დარსება - 06.04.2008

Posted: 16 ივნ 2010, 22:02
by Truli
მე ფეხმონატეხი ვიყავი დააა ვერ წამოვედი, მარა წივწივღოვლების შეთქმულებაში ვიღებდი მონაწილეობას!!!

ბოჭორმა და წივწივღოველთა სექტის დარსება - 06.04.2008

Posted: 16 ივნ 2010, 22:08
by Int3lig3nt
ვაგზალზევე გაჩნდა ეჭვები, რომ ჩვენს შორის გამყიდველ-მოღალატე იყო და წივწივამ იცოდა, რასაც ვგეგმავდით. ეს იმიტომ, რომ წინა დღეებში წივიწვამ რამდენიმეს უთხრა, ვანო რაღაცას მიჩალიჩებსო. (როგორც შემდეგ გაირკვა, ამას იმიტომ აკეთებდა, რომ შიკოლადას თავის თავზე არ აეღო ეჭვი)
ამის გამო მე ნერვებმოშლილი და მოწყენილი ვიყავი და რომ გამეგო ვინ გვყავდა მოღალატე, არ ვიცი რას ვუზამდი :D.
ბოლო იმედად ის მოვიტოვე, რომ შეიძლება დეტალები არ იცის, რას ვუპირებ და ბარემ დროშაზე გადავატანინებ ყურადღებას-თქო.

ჰოდა ჩავედით თუ არა ბოჭორმასთან, შევკრიბე ხალხი და დროშის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი ჩავატარეთ.

Image

წივწივას რაღაც დიდი სიხარული არ გამოუხატავს. სჯობს თვითონ დაწეროს რატომაც და რა გეგმები ჰქონია ჩვენთან დაკავშირებით :evil:

ამ გეგმის ნაწილი იყო ასევე მესამე ოპერაციაც, რომელიც ჩემს გარეშე დაგეგმეს.
აი ისიც - სიგელი სირისტიანთა ოცეულის მეთაურისგან:
(გარმონივით არ უჭირავს დროშა :D?)
Image

რა სიგელია და ვისგან გადმომეცემა, ზედ შეგიძლიათ ამოიკითხოთ.

Image

სირისტიანთა ოცეული:

Image

ბოჭორმა და წივწივღოველთა სექტის დარსება - 06.04.2008

Posted: 16 ივნ 2010, 22:19
by Int3lig3nt
ბოჭორმის ციხის აღმართს დავადექით.

ძალიან დაგვცხა. წივწივამ გაიძრო ზედა და მაისურის ამარა მოდიოდა და ჩვენც გევუბნებოდა, გაიხსენით, არ გცხელათო? მარა რას გავიხსნიდით :D.

Image

ფოტოაპარატი ცუცქას გადავაბარე და ტორტის ზიდვის მძიმე ტვირთი ჩემს თავზე ავიღე.

Image

აღმართები ბევრი იყო

Image

და რთული:

Image

ალბათ გული უგრძნობს, რომ დაბადების დღე აქვს დღეს... იპრანჭება 8)

Image

როგორც იქნა ავაღწიეთ და დროშა საკადრის ადგილას დავარჭეთ

Image

ბოჭორმა და წივწივღოველთა სექტის დარსება - 06.04.2008

Posted: 16 ივნ 2010, 22:47
by la cioccolata calda
ვაიმე ეს რა თემა მაპოვნინე წივწივ :*

როგორ გამიხარდა ხო აზრზე არა ხარ

მინდა ავღნიშნო იდეალურად იყო დაგეგმილი, შეშურდებოდა ბევრ საიდუმლო სამსახურს და ბევრ ორმაგ ბრმა აგენტს :))))))
როგორი დარწმუნებული ვიყავი რომ მხოლოდ წივწივას ვუჩალიჩებდით და მე არავითარი "საფრთხე" არ მელოდა :)))))

პ.ს. პატივცემულო ფარისეველო ინტელიგენტო აქაურ სახელს ნუ მითარგმნით და ნი მიმახინჯებთ რა :( იმიტომ რომ ვიცი არსებობს ვიღაც ცხელი შოკოლადი მე კი ლÑŒა ჩიოკოლატა ვარ კალდა :)))

ბოჭორმა და წივწივღოველთა სექტის დარსება - 06.04.2008

Posted: 16 ივნ 2010, 22:47
by Int3lig3nt
მიდამო რომ დავათვალიერეთ, აივერსონმა მოიმიზეზა ცუდად ვარო და წივწივა და შიკოლადი გავაყოლეთ მოშორებით.
შიკოლადამ იცოდა, რომ გეგმის მიხდვით, ციხეში დავხვდებოდით და უცებ გამოვაჩენდით მაისურებს.

ამასობაში ბურთები დავბერეთ, ტორტზე სანთლებიც დავანთეთ და დაველოდეთ.

სამწუხაროდ ფოტოაპარატის მომზადება არ გამახსენდა და პირველი რეაქცია ვერ დავაფიქსირე.

შემოვიდა შიკოლადა და გაკვირვებული გვიყურებდა, მაისურები რომ კვლავ დამალული გვქონდა. უცებ რა ლამაზი დღეა დავაგუგუნეთ და მაინც ვერ მიხვდა.
მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე, "30 მარტი" რომ დაინახა.

აი ფოტოებიც:

Image

Image

Image

Image

საჩუქარიც მიიღო

Image

ნეტა რა არის?

Image

საძილე ტომარა... მარა რათ უნდა... ერთხელ ეძინა შიგ, ისიც სახლში.
სირცხვილი და თავის მოჭრა შენ!.. შიკოლადო!

Image

ბოჭორმა და წივწივღოველთა სექტის დარსება - 06.04.2008

Posted: 16 ივნ 2010, 22:47
by Mta Mkvarebia
Int3lig3nt
საინტერესო ამბავს ყვები ძალიან. აბა ველი გაგრძელებას :D
ჰოდა ერთი მაისური მე მინდა კიდევ :wink:...

ბოჭორმა და წივწივღოველთა სექტის დარსება - 06.04.2008

Posted: 16 ივნ 2010, 22:51
by Mta Mkvarebia
Int3lig3nt
ახლა გახსნა :wink: კი არ გაპოვნინა :)

Int3lig3nt


აუუ ინტელ, იცი რაზე ვიხალისე ყველაზე მეტად? 30 აპრილი რომ გეწერათ A4 ფორმატზე, მაშინვე ზღარბის ფსევდო დაბადების დღე, ტაო-კლარჯეთში გაცილება და 30 ივნისის წარწერა გამახსენდა, არადა ღმერთი, რჯული, აზრზე არ ვიყავი ტუ თქვენც მსგავსი რამ გააკეთეთ :lol:

ბოჭორმა და წივწივღოველთა სექტის დარსება - 06.04.2008

Posted: 16 ივნ 2010, 22:52
by la cioccolata calda
Int3lig3nt wrote: აივერსონმა მოიმიზეზა ცუდად ვარო და წივწივა და შიკოლადი გავაყოლეთ მოშორებით.
შიკოლადამ იცოდა, რომ გეგმის მიხდვით, ციხეში დავხვდებოდით და უცებ გამოვაჩენდით მაისურებს.
ხოოო და რა მონდომებით ვიყენებდი ჩემს სამედიცინო ცოდნას , არ მახსოვს რა ჭირდა ვითომ აივერსონა მაგრამ ორივე დიიდ მონდომებით ვატყუებდით წივწივას სინამდვილეში კი მე მატყუებდნენ თურმე ორივე :)))))))))))))

ბოჭორმა და წივწივღოველთა სექტის დარსება - 06.04.2008

Posted: 16 ივნ 2010, 23:05
by Int3lig3nt
la cioccolata calda
პ.ს. პატივცემულო ფარისეველო ინტელიგენტო აქაურ სახელს ნუ მითარგმნით და ნი მიმახინჯებთ რა Sad იმიტომ რომ ვიცი არსებობს ვიღაც ცხელი შოკოლადი მე კი ლÑŒა ჩიოკოლატა ვარ კალდა Smile))
სანამ არ "გამოსწორდები" და ლაშქრობებში სიარულს არ დაიწყებ, მანამდე შიკოლადა იქნები ჩემთვის.
ვოტ!

Mta Mkvarebia
აპრილი კი არა, მარტი :P.
არადა ღმერთი, რჯული, აზრზე არ ვიყავი ტუ თქვენც მსგავსი რამ გააკეთეთ
კაი ახლა, მთაშენკა მაინც არ გერქვას. გეცოდინებოდა როგორღაც :D.

ბოჭორმა და წივწივღოველთა სექტის დარსება - 06.04.2008

Posted: 16 ივნ 2010, 23:14
by Int3lig3nt
შემდეგ წივწივას ჯერიც დადგა

გავედით ციხის წინ მინდორში და ფოტოების გადაღება დავიწყეთ.

ყველანი დავლაგდით, ფოტოაპარატი მივაჩეჩეთ წივწივას ხელში და მოვემზადეთ.

ამასობაში ნიკამ დაითრია წივწივა, მიაბრუნა და რაღაცას ეჩურჩულებოდა. ვისარგებლეთ მომენტით და გამოვაჩინეთ მაისურები.

ეს ყველაფერი ვიდეოზეა დაფიქსირებული, თუმცა ოპერატორი არ გვივარგოდა და პირველი რეაქცია ვერც აქ დაფიქსირდა :(.
მერე ძალიან ვინანე რომ თვითონ არ გადავიღე ადგილიდან, მაგრამ არაუშავს, გასახსენებლად ესეც საკმარისია :).

რა დღეში ჩავარდა წივწივა, თვითონ ნახავთ :).

დროებით myvideo.ge-ს ბმულს დავდებ და ცოტა ხანში Youtube-ზე აიტვირთება და ჩავანაცვლებ.

აი ვიდეოც:
http://www.myvideo.ge/?video_id=154073


წივიწვღოველთა სექტა, ბელადთან ერთად:

Image

ბოჭორმა და წივწივღოველთა სექტის დარსება - 06.04.2008

Posted: 16 ივნ 2010, 23:28
by Int3lig3nt
სუფრა გავშალეთ და შემოვუსხედით:

Image

ტორტიც გაიჭრა :)

Image

Image

და გემრიელადაც მივირთვით

Image