Page 3 of 5

ფესვტური სუჯუნაში - ფესვტური 2 სამეგრელოში 28/29/30.05

Posted: 03 ივნ 2010, 23:36
by VANO
მადლობა არჩილს ამ ულამაზესი გასვლისთვის, მადლობა კიდე საგამზადრიოს მასპინძლობისთვის და მადლობა კიდე neo-ს ასეთი გულთბილი შეხვედრა მასპინძლობისთვის :)


http://allshares.ge/download.php?id=A1721C3E22


ბმული ფოტოებისა :)

ფესვტური სუჯუნაში - ფესვტური 2 სამეგრელოში 28/29/30.05

Posted: 03 ივნ 2010, 23:57
by lama
დიდებული დღეები გავატარე ულამაზეს სამეგრელოში....

დილით ჩავედით, დაღლილი ვიყავი ნამეტნავი... უძილობას, რომ ეძახიან იმ მიზეზით ... მივლასლასდი ულამაზეს ტყეში ჩაფლულ ბ-ნი ანზორის ნალიასთან და დავიწყე ფიქრი იმაზე თუ სად დამეძინა... მხოლოდ 6-ის ნახევარი იყო...

გადავწყვიტე "პარალონი" გამეშალა და მინდორზე წამოვწოლილიყავი...

ასეც მოვიქეცი, მაგრამ გავიდა მცირე ხანი და სიცივემ ძალიან შემაწუხა...
ბუნდოვნად მახსოვს ჯნოსი მჭადებს, ყველთან ერთად, როგორ მაწვდიდა ნახევრად მძინარეს და მე როგორ ვიგერიებდი მას....

ძალიან აცივდა. სანამ მზე დაგვადგებოდა მანამდე ათი საათი უნდა გამხდარიყო... მე ეს არ ვიცოდი და ამაოდ ველოდი 2 საათი მზის მოპდგომას...

ავდექი და ავედი ბ-ნი ანზორ სანიკიძის (უკეთილშობილესი ადამიანია, რომელმაც გვიმასპინძლა) ნალიაში...
შევედი და რას ვხედავ ყველა ადგილი დაკავებულია

აუუუუუუუუუუუუუუ
საშინლად შევწუხდი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დავინახე ვანსკი, როგორ ხვრინავდა....

დავფიქრდი და მივედი დასკვნამდე: დამეძინა ერთ მოციცქნულ აივნის კუთხეში, სადაც ქვაბები და ვედროები ელაგა...
მეზარება ქვაბებისა და ვედროების ალაგება და ვდგავარ ასე დაშტერებულკგაშეშებული ვითარცა დამფრთხალი მხეცი, რომელიც მზადაა ჩაიდინოს უდიდესი დანაშაული თვითგადარჩენისთვის....

გაშტერებულდამფრთხალმხეცური მდგომარეობიდან უნდა გამოვსულიყავი და მალევე მიმეღო გადაწყვეტილება....

ხო და როგორც იქნა ავამოძრავე მარჯვენა ჯერ კიდევ გაყინული ფეხი და ვცადე მივახლოებოდი იმ კუთხეს სადაც ავადსახსენებელი ქვაბები და ვედროები იდგა... ერთ ნაბიჯს მეორე მოყვა და დავიწყე გადმოლაგება, თან თავს ვიმხნევებ იმით რომ მალე დავწვები და დამეძინება...

გადმოვალაგე ქვაბგარშოკვედროჭურჭელი და როგორც იქნა დავწექი, მაგრამ ვაიიიიიიიი რას ვამჩნევ... პატარა ზომის აღმოჩნდა საწოლი...
გავიმართე, როგორც იქნა საძილეში და ფეხები მოვკრუნჩხე და თავი მივანდე ფიქრებს დაბურულს... რაღა არ გამახსენდა... დაწყებული ბაღის ასაკიდან დამთავრებული მეორე ფესვ ტურამდე ყველაფერი, მოკლედ წარსულში გადავარდი და კეთილი მომავლის (უახლოესის) იმედით ჩამთვლიმა....

გამომეღვიძა ძძძძძძალიან მაგარ სიცხეში.... ვიგუდებიიიიიიიიიიი....
ძლივს ამოვდივარ საძილიდან გავდივარ ნალიიდან და, რას ვხედავ, ხალხი უკვე სათევზაოდაა წასული....

ზოგი კი მდინარეშია ჩასული და არ ბანაობს!!!!!!!!!!!!!!!!!! :)

რაღა დამრჩენოდა

შევძახე უზარმაზარი შორისდებული და გავექანე მდინარე ტეხურისკენ.... გავექანე, მაგრამ რას გავექანე, როგორც კი მივუახლოვდი მდინარეს იმ წამს გამახსენდა, რომ შესაძლოა ძალიან ცივი ყოფილიყო და შევჩერდიიიიიი... მერე გამამხნვეს და გამხნევებული ლამა ლომივით შევარდა მდინარე ტეხურაში

აი იქ რა მოხდა ეს უკვე საიდუმლოა....

მადლობა ყურადღებისათვის

უდიდესი მადლიერებითა და სიყვარულით

კახა იგივე
ლამა :)

ფესვებ ტურს გაუმარჯოს :)

მიყვარხართ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

წერის ლამური ანუ სიყვარულით სავსე სტილი დაცულია :)

ფესვტური სუჯუნაში - ფესვტური 2 სამეგრელოში 28/29/30.05

Posted: 04 ივნ 2010, 00:10
by Lado meleksishvili
lama
ჩვენც გვიყვარხარ ლამა

ფესვტური სუჯუნაში - ფესვტური 2 სამეგრელოში 28/29/30.05

Posted: 04 ივნ 2010, 00:12
by Lado meleksishvili
მაგ ცივმა მდინარემ მომკლა მე. რაც ჩამოვედით სახლში ვზივარ.

ფესვტური სუჯუნაში - ფესვტური 2 სამეგრელოში 28/29/30.05

Posted: 04 ივნ 2010, 00:13
by lama
Lado meleksishvili
გაიხარე :)

ისე ცივი კი იყო, მაგრამ მერე საღამოთი გაასწორა :)

მაგარი იყო ძალიან :)

ფესვტური სუჯუნაში - ფესვტური 2 სამეგრელოში 28/29/30.05

Posted: 04 ივნ 2010, 18:02
by teo-
Vაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე


ილიას ისეთი ვიდეოები აქვს


ვზივარ და ვტირივარ სიცილისგანნნნნნნნნ


ვახვავხვავხვავხახახახახახახხახა



















ვაჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ :lol: :lol: :lol: :lol:


http://www.facebook.com/profile.php?id=1021562425

აიიიიიიიიი

ფესვტური სუჯუნაში - ფესვტური 2 სამეგრელოში 28/29/30.05

Posted: 06 ივნ 2010, 08:36
by mapalu
მართლა კარგი დრო გიტარებიათ, მაგრამ ხომ ვერ მეტყვით, ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მგზავრებმა რა დავაშავეთ? :)

ის რომელი იყავით გამცილებელს რომ ეუბნებოდა ბოლობოლო 300 ლარის ბილეთი გვაქვს ნაყიდიო? :lol:

ფესვტური სუჯუნაში - ფესვტური 2 სამეგრელოში 28/29/30.05

Posted: 06 ივნ 2010, 09:20
by Lado meleksishvili
mapalu
:lol: :lol: :lol: :lol: :lol:
ისადა შენ როდის გვნახე აქეთა თუ იქითა გზაზე?

ფესვტური სუჯუნაში - ფესვტური 2 სამეგრელოში 28/29/30.05

Posted: 06 ივნ 2010, 11:02
by teo-
Lado meleksishvili
ეს მემგონი იქედან ერთერთია მე და ნუცასთან რო კუპეში იყო დავიდან :DDDDDDDD

ფესვტური სუჯუნაში - ფესვტური 2 სამეგრელოში 28/29/30.05

Posted: 06 ივნ 2010, 11:58
by nusa
mapalu

აქ 2 საყვარელი თემა გვაქვს კარავზე

http://karavi.ge/viewtopic.php?t=4276&start=75
და
http://karavi.ge/viewtopic.php?t=3680&start=270

ჰოდა, აბა შენ იცი ;) :D

ფესვტური სუჯუნაში - ფესვტური 2 სამეგრელოში 28/29/30.05

Posted: 07 ივნ 2010, 01:10
by kotetbeli
შესანიშნავი დრო გიტარებიათ!
მდინარეში ბანაობამ განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა... და, რაღა თქმა უნდა, ემილის მასპინძლობამ!

ამ რეპორტაჟის უამრავ ფოტოსა და აღწერაში დავიგულე სიტუაცია, სადაც უდიდესი სიამოვნებით გავერთობოდი!

გაიხარეთ! :wink:

ფესვტური სუჯუნაში - ფესვტური 2 სამეგრელოში 28/29/30.05

Posted: 09 ივნ 2010, 17:33
by ninola
დიდი მადლობა ჩემს სიხარულს ასეთი საინტერესო ლაშქრობის მოწყობისთვის, დიდად ვისიამოვნე,ძალიან გახარებული ვარ, რადგან სამეგრელოში პირველად დავდგი ფეხი, სიამოვნებით დავლაშქრავდი კიდევ ერთხელ :)

ფესვტური სუჯუნაში - ფესვტური 2 სამეგრელოში 28/29/30.05

Posted: 09 ივნ 2010, 17:33
by ninola
მეგრული ხაჭაპური კი მართლა განუმეორებელი ყოფილა :)

ფესვტური სუჯუნაში - ფესვტური 2 სამეგრელოში 28/29/30.05

Posted: 09 ივნ 2010, 17:38
by ninola
Image
წმ.გიორგის სახელობის ულამაზესი ტაძარი სოფ. სუჯუნაში

ფესვტური სუჯუნაში - ფესვტური 2 სამეგრელოში 28/29/30.05

Posted: 09 ივნ 2010, 17:40
by ninola
ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი ამავე ტაძარში
Image