Page 1 of 11

დავით გარეჯა და ყაყაჩოების მდელოები, 23 მაისი 2010

Posted: 23 მაი 2010, 22:56
by MIRANDA
დღევანდელი არაჩვეულებრივი გასვლის შესახებ თემის გახსნა მე მერგო წილად. პირველად ვხსნი ლაშქრობის თემას და მაპატიეთ თუ "თემების გახსნის წესით" გათვალისწინებულ ყველა კითხვაზე პასუხს არ მოიცავს... შევეცდები, ძირითადი ინფორმაცია მოგაწოდოთ :)

ამ გასვლაში იყო ყველაფერი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო: წვიმა, მზე, ქარი, სიცივე, სიცხე, ბევრი ადამიანური სითბო, ღრუბელი, მოწმენდილი ცა, ცისარტყელა... არა 2 ცისარტყელა და კიდევ ერთ საჭესთან 2 მძღოლი.
ვნახეთ: ყაყაჩოების მდელო, ტბები მონასტრისკენ გზაზე (სახელები არ ვიცი...), დოდო გარეჯელის მონასტერი (ე.წ. დოდოს რქა), ჩიჩხიტური, დავითის ლავრა და უდაბნო.

ცოტა წამოჟინჟლა ყაყაჩოების მდელოზე, დოდო გარეჯელის მონასტრისკენ გზაზე მზემ გამოანათა, დავითის ლავრაში რომ მივედით დაიწყო ჟინჟვლა, მაგრამ უდაბნოსკენ რომ ავედით უკვე წვიმა წამოვიდა და სანამ ჩამოსვლას დავიწყებდით სულ წვიმდა... დაშვებისას წვიმამ გადაიღო...

ძალიან სასიამოვნო გასვლა იყო... რამდენიმე არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი და ძალიან მიხარია, რომ კარავს შემოუერთდნენ :)

1. რეგიონი:
კახეთი, საგარეჯოს რაიონი

2. ხანგრძლივობა:
ერთი დღე

3. სირთულე:

საშუალო

4. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
380 ლარი (2 მინიბუსი)

5. მონაწილეთა რაოდენობა
35

6. მონაწილეები
1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. GAMARJOBA SAKARTVELOS + აია
3. GAMARJOBA SAKARTVELOS + ნინო
4. GAMARJOBA SAKARTVELOS + მაკა
5. ხრუხუნა
6. stranger
7. stranger-ის +
8. stranger-ის მეორე +
9. იაკო
10. იაკოს + (მისი ქალიშვილი)
11. იაკოს მეორე +
12. ლილიკა
13. ნინი_85
14. ნიცა-ნიცა
15. სანდრო (killroy 13)
16. t.d
17. meleksa
18. SHANSHIKA
19. jaa
20. Falcon
21. მარიშკა
22. მარიშკას +
23. მარიშკას მეორე +
24. მთა მყვარებია
25. კაკატული
26. კაკტულის +
27-28. Ann & Datvi
29. sharaxvetia
30. tiskrine
31. MIRANDA
32. სანდრო
33. L/F
34. ლიკაკოო
35. შალვა
36. ვანსკი

(ან მარიშკას ან stranger-ის ერთ-ერთი პლიუსი არ იყო, მაგრამ არ მახსოვს რომელი არ იყო :D ჰოდა, 1 ადამიანით მეტი სიაში ამიტომაც არის... :D)

7. ორგანიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
საგარეჯო, რუსთავი, სოფელი უდაბნო.

9. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
გარეჯის ლავრა, უდაბნოს კომპლექსი, ჩიჩხიტური, დოდოს რქა.

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
საგარეჯოში,
ლავრაში: წყარო - "დავითის ცრემლები".

11. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
სიცხის შემთხვევაში -
ქუდი, მზისგან დამცავი ნელსაცხებელი, წყალი, მოსახერხებელი ფეხსაცმელი, და არაა სასურველი მოკლედ შარვალში და ღია ფეხსაცმლით სიარული, რადგან შეიძლება გადააწყდეთ გიურზას ან სხვა ქვეწარმავალს;
წვიმის შემთხვევაში -
საწვიმარი, ალბათ წყალი მაინც, მოსახერხებელი ფეხსაცმელი (რომლის ძირიც არ ცურავს), კარგი განწყობა


12. რისკები, საფრთხეები:
ქვეწარმავლები, უწყლობა, წვიმის შემთხვევაში ფეხის დაცურება და წაქცევა (მე სამჯერ წავიქეცი, იმიტომ, რომ ჩემი ფეხსაცმელი არ იყო შესაფერისი და მისი ძირი ძალიან სრიალებდა).

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:
გარეჯთან - ნათლისმცემელი, თეთრი უდაბნო, მოწამეთა, საბერიო,
ნინოწმინდაში სამონასტრო კომპლექსი და სხვაც (ალბათ)


14. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით
დღევანდელი გასვლის საერთო შეფასება არ გაგვიკეთებია, ყველა მოლაშქრის მონაწილეობით, მაგრამ ჩემი და უმრავლესობის (და ალბათ ყველას) აზრით ეს ლაშქრობა იყო ძალიან კარგი, სასიამოვნო, დადებითად დამმუხტველი და მრავალფეროვანი და იმსახურებს 9.5 ქულას

ჰოდა, კიდევ, მადლობა, გოგა, ასეთი ლამაზი დღისთვის!

დავით გარეჯა და ყაყაჩოების მდელოები, 23 მაისი 2010

Posted: 23 მაი 2010, 23:12
by MIRANDA
გადმომაქვს მთაშენკას წერილი სამომავლოების თემიდან
Mta Mkvarebia wrote:ვააახ რა მაგარი იყოოო! :D ძალიან სავსე და გემრიელი დღე გამოვიდა, უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ. ყველაფერი იყო, მზეც, ყაყაჩოებიც და წითლადდაწინწყლულ მინდორში ნახტომების სერიაც, მთის კენწეროებზე სიარული, მლაშე ტბას ზემოდან რომ მოვექეცით გადასაღებად, ანარეკლები ტბაში, მწვანე მდელოებზე თეთრ მძივებად გაბნეული ცხვრის ფარა და ცხენზე შემჯდარი მწყემსები თავის კბილებდაკრეჭილი ნაგაზებით, დოდოს რქა და უდაბნოს თავზე ჩრდილში მჯდარი, განახლებულ მონასტერში ჯერჯერობით ერთადერთი ბერი, სენაკები და ფრესკები დოდოს რქის გამოქვაბულებში, ჩახჩახა მზე ჩიჩხიტურის თავზე და საკმაოდ კეთილგანწყობილი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, ქართველი მესაზღვრის და მერე მირანდას ხელისგულზე დაბრძანებული კაწაწკინტელა კუ (აი ზუსტად იმოდენა გუშინ ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტორტზე რომ იჯდა, მაგრამ ამჯერად ნამდვილი :wink: ), მერე იყო დავით გარეჯის უდაბნო, ჭექა-ქუხილი და კოკისპირული წვიმა, თავზე ღრუბელი და ფონზე მზით განათებული კავკასიონი და მზის შუქ-ჩრდილები ზურმუხტისფერ მდელოებზე, ტალახში გორაობა, სრიალ-სრიალ-კოტრიალით ჩამოსვლა უდაბნოდან, ლოცვა და ანთებული სანთლები კარველების ხელში დავით გარეჯელის საფლავთან, ულამაზესი ცისარტყელის ყველაზე სრულყოფილი ნახევარრკალი რაც კი ოდესმე მინახავს, მის ქვეშ კვლავ ნახტომების სერია, ულამაზესი მზის ჩასვლა ღრუბლებში. აი როგორი იყო დღევანდელი დღე :D
და რადგან მე ფოტოები არ მაქვს, ასპარეზს ვუთმობ მათ ვისაც აქვს...

დანარჩენებს კი გთხოვთ, ნურაფერს დაწერთ თემიდან მოშორებულს, ე.წ. ოფტოპიკს :) რომ პირველი გვერდი მაქსიმალურად ინფორმატიული იყოს ყველა თვალსაზრისით...

დავით გარეჯა და ყაყაჩოების მდელოები, 23 მაისი 2010

Posted: 24 მაი 2010, 00:18
by Archil
დოდოს რქის მიწაში ჩამარხულ - ახლად გამოთხრილ-აღდგენილი ეკლესიაც მოინახულეთ?

დავით გარეჯა და ყაყაჩოების მდელოები, 23 მაისი 2010

Posted: 24 მაი 2010, 01:56
by GAMARJOBA SAKARTVELO
ყველას მადლობა მონაწილეობისთვის.
MIRANDAს ქებათ-ქება თემის მშვენივრად გახსნისთვის.

დღე, რომელიც სულთმოფენობას დაემთხვა, საინტერესოდ დაიწყო - 35 მონაწილე საგარეჯოს გავლით გარეჯის გზას დავადექით.
სარკმლიდან, მგონი, მთაშენკამ ყაყაჩოების ველებს ჰკიდა თვალი და ჩვენც უმალ შევჩერდით.
თითქმის 1 სთ ველებში ვნავარდობდით.
იქიდან გზად მდებარე მლაშე ტბებისკენ გადავინაცვლეთ.
ფერდობებზე მცირე ლაშქრობა მოვაწყეთ.
არაჩვეულებრივი ხედები იშლებოდა.
მლაშე ტბებთან კიდევ უფრო დიდი დრო დავყავით.

გარეჯის ლავრამდე დაახლოებით 15 კმში დოდოს რქის სამონასტრო კომპლექსის გზის გადასახვევია.
ნიადაგის გზა შედის.
გადასახვევთან მიმართულების აბრა 3-4 დღის წინათ დაუდგამთ, გზაც გასავლელად ვარგისად გაუხდიათ და
რადგან სიმშრალეც იყო, ჩვენც მას დავადექით.
დოდოს რქაზე სამონასტრო ცხოვრება 2010ის 19 ვარდობისთვეს განახლდა.
ჯერ-ჯერობით 3-4 სასულიერი პირი მოღვაწეობს.

დოდოს რქა 1 დროს დიდი კომპლექსი იყო.
მტერსა და ჟამს მტარვული ხელი დაუტყვია.
ფრესკების კვალი მთავარი ტაძრის კანკელზეა, აგრეთვე, 40-50 მეტრში მდებარე გამოქვაბულში,
სადაც დოდო გარეჯელის თავდა1ლი განსასვენებელი იყო. ახლა გარეჯშია დაკრძალული, ნათლისმცემლის
ტაძარში, ისევე, როგორც დავით გარეჯელი.

დოდოს რქის შემდეგ ჩიჩხიტურზე ასვლა განვიზრახეთ. ცაც სრულად მოკრიალდა. კოშკთან
ძირში მყოფი ქართველი მესაზღვრეების წინამძღოლობით მივედით.
ჩვენზე უკეთ სწორედ მათ
შეეძლოთ აზერბაიჯანელ კოლეგებთან სა1ოს გამონახვა და 35 მონაწილის ჩიჩხიტურთან დაუბრკოლებლად მისვლა.
მართლაც, კაი გამარჯობის შემდეგ, ზოგი კოშკზე აძვრა, ზოგიც ხედებით დატკბა.
მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიისა და მესაზღვრეების ფოტოგადაღება იყო აკრძალული.

კოშკი, რომელიც ვაიქართველების დაუდევრულ-ბრიყვული სახელმწიფო-სასაზღვრო პოლიტიკის გამო,
ქართველებს სადავოდ ექცა, მართლაც, რომ კოხტაა.
თუმცაღა, სასაზღვრო პოლიტიკის გამო, დიდ ხანს გაჩერებაც არ შეიძლებოდა.

როდესაც ციხიდან დაშვება დავიწყეთ, სად იყო და სად არა, დიიიიიდი შავი ღრუბელი წამოიმართა, ცა დაფარა და საწვიმრად გაემზადა.
მსუბუქი წვიმა სწორედ მაშინ წამოვიდა, როდესაც გარეჯის ლავრის უდაბნოს გზას დავადექით.
ფეხით მოსიარულეთა იმ ნაწილისთვის, რომელთაც ქანებზე სასიარულოდ შესაფერისი ფეხსაცმელი ეცვა,
გადაადგილება არ ჭირდა.
დაახლოებით 6 სთზე მორჩენილი საგზლით სა1ო სადილობა გავმართეთ.
თუმცა, მანამდე ვეება ცისარტყელის რკალის ცქერით დავტკბით.
ცხადია, ბევრი ფოტო გადავიღეთ.

მკდ, გეგმის მიხედვითაც ვიმოქმედეთ და გადაჭარბებითაც.
რადგან წვიმამ გზა აატალახა, გარეჯიდან ნათლისმცემლის კომპლექსისკენ აღარ წავსულვართ და თბილისში დასაბრუნებლად კვლავ საგარეჯოს მიმართულება ავირჩიეთ.
საღამოს 8ზე თბილისში ვიყავით.
სა1ო ჯამში 232 კმ გავიარეთ.
კგ დღე გამოვიდა.
მადლობა ყველას

დავით გარეჯა და ყაყაჩოების მდელოები, 23 მაისი 2010

Posted: 24 მაი 2010, 08:03
by kakatuli
ყოჩაღ გოგა, შენი გულისა!!!

დავით გარეჯა და ყაყაჩოების მდელოები, 23 მაისი 2010

Posted: 24 მაი 2010, 09:41
by meleksa
ძალიან დიდი მადლობა ყველას, ერთ-ერთი უმაგრესი და მეტად საინტერესო
დღე იყო ჩემთვის...
მართლაც რომ ყველაფერი იყო ამ გასვლაში რაცშეიძლება რომ ინატრო, ამინდიდან დაწყებული თავგადასავლებით დამთავრებული.....
უღრმესი მადლობა ყველას :) :) :) :)

დავით გარეჯა და ყაყაჩოების მდელოები, 23 მაისი 2010

Posted: 24 მაი 2010, 10:11
by Falcon
ერთ-ერთი გამორჩეული და კარგი დღე კარგ ხალხთან ერთად. მადლობა ყველას.

ჩემს გადაღებულ ფოტოებს მოგვიანებით დავდებ, როგორც კი დრო ამის საშუალებას მომცემს ;)

დავით გარეჯა და ყაყაჩოების მდელოები, 23 მაისი 2010

Posted: 24 მაი 2010, 11:07
by VANO
დიახაც არაჩვეულებრივზე არაჩვეულებრივი დღე იყო.

მერე რა რო იწვიმა? წვიმამაც ხომ თავისი სილამზე მისცა?

მერე რაა რომ დავსველდით და დავისვარეთ? არც არაფერი, პირიქით კარგი იყო დასველება :D :D :D

უმშვენიალურესი გასვლა იყო. მეტი რომ არ შეიძლებოდა ისეთი :)

დავით გარეჯა და ყაყაჩოების მდელოები, 23 მაისი 2010

Posted: 24 მაი 2010, 11:16
by Hereti
სურათები სად არის??

დავით გარეჯა და ყაყაჩოების მდელოები, 23 მაისი 2010

Posted: 24 მაი 2010, 11:23
by stranger
Archil wrote:დოდოს რქის მიწაში ჩამარხულ - ახლად გამოთხრილ-აღდგენილი ეკლესიაც მოინახულეთ?
მოვინახულეთ მარიამ ღვთისმშობლის შობის ეკლესია,რომელიც სულ რაგაც ორი-სამი დღის წინ უკურთხებიათ და უკვე მოქმედი ტაძარია,მოვინახულეთ კიდევ კლდეში ნაკვეთი ორი კელია და სატრაპეზო.

დავით გარეჯა და ყაყაჩოების მდელოები, 23 მაისი 2010

Posted: 24 მაი 2010, 11:28
by stranger
ძალიან კარგი გასვლა იყო.ყვალანი ძალიან კარგები ხართ,როგორც ყოველთვის.დიდი მადლობა გოგას :)

დავით გარეჯა და ყაყაჩოების მდელოები, 23 მაისი 2010

Posted: 24 მაი 2010, 11:38
by VANO
Hereti wrote:სურათები სად არის??

ჩვენ-ჩვენ კომპიუტერებში და ფოტოაპარატებში :D :D :D

დავით გარეჯა და ყაყაჩოების მდელოები, 23 მაისი 2010

Posted: 24 მაი 2010, 14:13
by Shanshika
მოხიბლული ვარ გუშინდელი დღით ...
მოკლედ და კონკრეტულად მიხარიაააა ... :D



ველით ფოტოებს ... :roll:

დავით გარეჯა და ყაყაჩოების მდელოები, 23 მაისი 2010

Posted: 24 მაი 2010, 15:00
by khrukhuna
მართლა ძალიან კარგი გასვლა იყო, გაიხარეთ თქვენ!!

დავით გარეჯა და ყაყაჩოების მდელოები, 23 მაისი 2010

Posted: 24 მაი 2010, 15:03
by Mta Mkvarebia
მეც მოვედი :)
ჩემი გუშინდელი გასვლის შთაბეჭდილება ჩამოსვლისთანავე დავწერე სამომავლო გეგმების განყოფილებასი და მირანდას გადმოუტანია აქეთ :D .

MIRANDA


მართლა, მხოლოდ ახლა შევამჩნიე შენი ხელმოწერა, მართლა შეგიცვლია, მე კიდევ მეგონა ისე თქვი :oops: :*

ახლა კი რეპორტაჯი, რადგან არავინ აქტიურობს, მე დავიწყებ:

შეკრების ადგილას:

Image

ჩვენი გამცილებლები: წივწივა, ნაია და კიკი
Image

Image

Image

Image

Image