Page 1 of 5

ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 18 მაი 2010, 10:57
by GAMARJOBA SAKARTVELO
გასვლა 2010ის 14 ვარდობისთვეს, საღამოს დაიწყო და 2010ის 17 ვარდობისთვის, დილის 8 სთზე დასრულდა.
მძღოლის ჩათვლით, თავდა1ლად, 19ნი ვიყავით. 1 თანამონაწილე აია სოფია-სუმელას ნახვის შემდეგ ბათუმში დაბრუნდა.

1ლ დღეს, ანუ 15ში მოგზაურობა მცირე აია სოფიათი დავიწყეთ.
ტაძარი-მუზეუმი მნახველთათვის 9 სთზე იხსნება. ჩვენ 40 წთით ადრე მივედით.
ამ დროისთვის თბილისიდან-ტრაბზონამდე დაახლოებით 600 კმ უკვე გამოვლილი გვქონდა.

თითოზე ბილეთის საფასურის 3 ლირის გადახდის შემდეგ მცველებმა აია სოფიაში ვადაზე ადრე შეგვიშვეს.

1 სთში სუმელას მონასტრის გზას დავადექით.
აია სოფიადან დაახლოებით 55 კმია.
ბოლო 15-17 კმ გზა ტყიან-აღმართიანი და კოხტაა.
1გან მშვენიერი ჩანჩქერიც მოჩქეფს.

დაახლოებით 12ის ნახევარზე მონასტერში აღმოვჩნდით. ისიც მუზეუმის სტატუსითაა სახელდებული.
ხალხმრავლობა იყო. ბილეთი 8 ლირა ღირდა. რიგში დგომა დიდ ხანს არ მოგვიწია.
ეს მონასტერი ცნობლია როგორც სიძველით, ასევე ფრესკების სიუხვით.
მონასტრიდან მინიბუსამდე
არა ასფალტიანი გზით, არამედ მკ გზით - კიბეებით დავბრუნდით.
კიბე 500 მეტრიანია,
ბევრისთვის აღმართზე ამოსვლა რთულია და ამიტომ, მინიბუსით პირდაპირ მონასტერთან მოდიან.
უკან კი - მსურველები კიბეებით ბრუნდებიან, რომელიც რესტორან-სასადილომდე ჩადის
და 1გვარ ტურისტილ ცენტრსაც წამოადგენს.
სუმელადან ახალთამდე (იუსუფელი) კი ხანგრძლივი გზა დაგვრჩა გასავლელი. იქიდან პარხალის ხეობაში ღამის გასათევად მივდიოდით.
ახალთაში შორი გზიდან - ხოფიდან მოვუარეთ, რადგან მე2 გზა, რომელიც 120-150 კმით მკ იყო, 1-1 ადგილობრივის
თქმით, ცუდი იყო, ამასთან ხოფაში თანამგზავრი ოთო უნდა დაგვეტოვებინა.

1ლი დღე სასტუმრო :აგარაშო: გემრიელი ვახშმით დავასრულეთ.

ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 18 მაი 2010, 11:12
by GAMARJOBA SAKARTVELO
მე2 დღე ადრიანი საუზმით დავიწყეთ. სასტუმრო 8 სთზე დავტოვეთ.
გზად უთავის ციხე შორიდან გადავიღეთ. პარხალის ხეობაშივეა.
რადგან ვაჩეძორი-ხანძთაც უნდა გვენახა, ქართული სოფლები და პარხალის ტაძარი იმ დღის გეგმებში ვეღარ ეტეოდა.
ოშკამდე, მოგეხსენებათ. თორთუმის ჩანჩქერი და ტბაა (წყალსაცავი). 10ოდე წთით ტბასთან ფოტოების გადასაღებად გავჩერდით.
ოშკის ტაძარში დილის 10ზე მივედით. მთავარი გზიდან 7კმში, პატარა სოფელში მდებარეობს.
ჩემთვის იქ ყოფნა ძნ ნაყოფიერი იყო. ამ ტაძრის გადასაღებად ახალი კუთხეებიც ვიპოვე.
შემდეგ გეზი ვაჩეძორისკენ ავიღეთ. მთავარი გზიდან გადასვლის შემდეგ ნიადაგის უმშვენიერესი გზა დაიწყო,
ბუნებაში პირდაპირ რომ ჩახატულია.
მდინარე ისე ადიდებული დაგვიხვდა, რომ გზის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

რა გაეწყობოდა?
უკან დავბრუნდით. იქვე გზად წყაროს წყლისთვის სოფელში შევიარეთ და შემდეგ ხანძთის გზას გავუყევით.

ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 18 მაი 2010, 11:32
by GAMARJOBA SAKARTVELO
ხანძთაში საღამოს პირს ვიყავით, ამ დროს მზის სხივები ქულა ღრუბლებსღა თუ ანათებდა.
თუმცა, დღის სინათლე ისეთი იყო, რომ ტაძარი და შემოგარენი გადავიღეთ.
მინიბუსი ხანძთამდე ბოლომდე ვერ მიდის.
გზა ფერდობთან ჩერდება. იქვე ახლოს სახლი დგას. სწორედ ამ სახლთან გადის ხანძთისკენ ამავალი 300-350 მეტრიანი ბილიკი.

ხანძთის ტაძარში, რომელიც თურქების საზაფხულო სოფელშია, დაბინდებამდე ვიყავით.
Nini_Aს ნათესავი გელა ლექსებს კითხულობდა.
იქვე 1-1მა მაცხოვრებელმა ჩაიზე დაგვპატიჟა.
შემდეგ მასპინძელი მინიბუსამდე ჩამოვიყვანეთ და ქართული საჩუქრები გადავეცით.
ბინდში 12 კმიანი ნიადაგის გზა გავიარეთ, ოპიზის გადასახვევიც ჩამოვიტოვეთ და მთავარ, ასფალტიან გზას შევუ1დით.
ართვინი დაახლოებით 60 კმში იყო, ისიც ჩამოვიტოვეთ. ბორჩხაში, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს, მანქანა
საწვავით გავმართეთ და ხოფა-ბათუმი-თბილისის გზას დავადექით.
საქართველოს საზღვარი ღამით, 2 სთზე გადმოვკვეთეთ. შემდეგ კი თბილისამდე 6 სთიანი გზა იყო.
17ში, დილის 8 სთზე კი ტური დავასრულეთ

ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 18 მაი 2010, 11:36
by GAMARJOBA SAKARTVELO
გასვლის მონაწილეები:

1. Nini_A
2-4. GAMARJOBA SAKARTVELO და მისი 2 +, ფრანსისი, ალექსანდრე.
5-6. ნაია და მისი ძმა ვალერი
7. მარიშკა
8. კაკატული
9. teo_si
10-13. tamuna_gudarexi-ს 4+
14. ოთო
15. Nino M
16-17. ზღარბელიგენტი
18. ოთო
19. NINI_A +

ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 18 მაი 2010, 12:00
by GAMARJOBA SAKARTVELO
გასვლის მოთავები Nini_A და GAMARJOBA SAKARTVELO.
ნინის განსაკუთრებული მადლობა.
თითოეულს ეს გასვლა დაუჯდა 30 დოლარი (სასტუმროს საფასური) და 50 ლარი (მგზავრობა).
დაახლოებით 100 ლარი კაცზე.
ეგ კი არადა, ნინიმ თქვა, ხურდაც დაგვრჩაო.
მორჩენილი თანხით გასვლის მონაწილეებისგან ფოტოგამოფენა მოეწყობა.
წარმოდგენილი იქნება ხანძთისა და ოშკის ფოტოები.
გამოფენის მიზანი ამ ძეგლების სავალალო მდგომარეობაზე ფართო საზოგადოების ყურადღების მიქცევაა.
თითქოს, სახელმწიფომ დაიწყო ოშკის გადარჩენაზე ზრუნვა, მაგრამ გარეგნულად ჩანს,
რომ ეს ჯერ მხოლოდ განცხადების დონეზეა.
გამოფენის დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.


აქვე დავსძენ, რომ Nini_A ყოჩაღი მოთავე აღმოჩნდა. შეგიძლიათ, მის ტაო-კლარჯეთულ გასვლებს შეუ1დეთ.
მით უფრო, ამ გასვლაშიც კიდევ უფრო მეტი გამ20დილება მიიღო.
მადლობა ნინი, მადლობა ყველა მონაწილეს.
მადლობა ჩვენს 1-1 თანამონაწილეს, ფრანგ ფოტოგრაფს ფრანსისს თავისი ქართველური დამოკიდებულებისთვის.
ის საქართველოს დიდი მეგობარია. დღეს სამშობლოში მიემგზავრება და მარიამობისთვეს ჩამოვა.


ჰოოო, გააააააააანსაკუთრებული მადლობა ჩვენს სიურპრიზა გამცილებლებს - Tomas, NINUCAს, მთაშენკას,
Falconს, tamuna_gudarexiს, გიორგი.ლ.ს, tiko_r, guruliს, აცას, ვანსკის, paata_ს.
ძნ გაგვახარეთ თქვენი სიურპრიზებითა და სიგიჟეებით.
ახლაც სასიამოვნოთ მეღინება.
მე მაჯობეთ სიურპრიზებში, შენი გულისა

ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 18 მაი 2010, 12:08
by GAMARJOBA SAKARTVELO
იხილეთ ამ გასვლის დაგეგმვის შესახებ გახსნილი თემის ბმული:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4210&start=0

ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 18 მაი 2010, 14:14
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:[ჰოოო, გააააააააანსაკუთრებული მადლობა ჩვენს სიურპრიზა გამცილებლებს - Tomas, NINUCAს, მთაშენკას,
Falconს, tamuna_gudarexiს, გიორგი.ლ.ს, tiko_r, guruliს, აცას, ვანსკის, paata_ს.
ძნ გაგვახარეთ თქვენი სიურპრიზებითა და სიგიჟეებით.
ახლაც სასიამოვნოთ მეღინება.
მე მაჯობეთ სიურპრიზებში, შენი გულისა
:D :D :D

აი ამ გაცილების დეტალები. აქაც იდოს ბმული:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 435#300435

ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 18 მაი 2010, 16:55
by Domeniko
GAMARJOBA SAKARTVELO

ვაჩეძორი როგორ ვიპოვო, მომწერე რა.

ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 18 მაი 2010, 21:33
by guruli
ფოტოები სად არის ამ თემაში? :twisted: :twisted:

ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 19 მაი 2010, 00:49
by LEVANIKO
სურათები მაინც გვანახეთ :roll:

ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 19 მაი 2010, 09:50
by deida kama
მეც მაგ დროს ვიყავი.და ვფიქრობდი იქნებ სადმე შევხვდე კარაველებსთქო.
შემდეგ ხახულში უცებ დავინახე მონადირე და ფაუნა.და ჰოი საოცრებავთქო:)))) ძალიან გამიხარდა. და აღმოჩნდა რომ ერთ სასტუმროშიც ვყოფილვართ :)))) მაგრამ ჩვენი ჯგუფი სხვა გეგმით დავდიოდით, ამათი სხვა გეგმით. ჩვენ ხანძთაში და ოთხთაში წირვა ჩავატარეთ. და ხანძთაში ჯვარიც დავწერეთ. :)))))
აპააა ესეთი ამბები იყო ჩემთან :lol: :roll:

ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 19 მაი 2010, 09:54
by guruli
deida kama
შემდეგ ხახულში უცებ დავინახე მონადირე და ფაუნა
მოკლედ, ჩემს გარდა ყველა ტაოში ყოფილხართ ამ დღეებში. :)

ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 19 მაი 2010, 09:57
by deida kama
კი ბეშლარი ბეშლარი(მემგონი ესე ამბობდნენ) და იხში იახში :)))
ხო იქ კიდე ერთს ანბანიც დავუწერეთ (ვერცერთს ვერ მოგვაფიქრდა წიგნი წაგვეღო :( ) რომ ჩამოვალთ ჩაგვაბარებთქო :)))))) და კიო პირობაც მოგვცა. ქართული აფთიაქიც ვნახეთ :))))))

ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 19 მაი 2010, 10:08
by guruli
deida kama
ქართული აფთიაქიც ვნახეთ
ეს სად - იუსუფელში (ახალთაში) ხომ არა? :roll: :roll:

ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Posted: 19 მაი 2010, 10:51
by deida kama
კი მანდ :D(ჯერ ყველგან ქართულს ვეძებდი, და მერე რომ დავინახე მერე ისე გამიკვირდა :))))))) თან ეს ახალი რუკა მქონდა და ძალიან გამომადგა.ამიტომ მადლობა სასკვას, რომ ეს რუკა მომცა :))))