Page 1 of 7

კავთისხევი - და მის გარშემო

Posted: 09 მაი 2010, 21:53
by Tamari-ch.
1. რეგიონი:
კასპის რაიონი


2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-იდლეთი- კავთისხევი- თვალადი - ქვათახევი - მაღალაანთ ეკლესია - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
ფეხით საშ სირთულის, მანქანით მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
სულ დაჯდა 15 ლარი
სარეისოს 2,5+2,5
ამას დაემატა ადგილზე ნაქირავები ტრანსპორტის თანხა

6. მონაწილეთა რაოდენობა
9

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი
Tamari-ch.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
კავთისხევი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სულ 100 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
იდლეთის სამი ეკლესია
კავთისხევში: კატაულას წმ. გიორგის ეკლესია, ლომისის ეკლესია, ციხაგორას ტაძრის კომპლექსი, წმიდა გიორგის ეკლესია, წმიდა ნიკოლოზის ეკლესია, ნამოსახლარები - ციხაგორაზე
თვალადი - კავთის წმიდა გიორგის ეკლესია, გვერდით იყო კიდევ ერთი პატარა ეკლესია (არ ვიცი ვისი სახელობის)
ქვათახევი
მაღალაანთ კომპლექსი



12. საბანაკე ადგილები:
ყველგან

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფლებში რამდნიმა წყაროა.
ის მხარე მდიდარია წყაროებით

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
განსაკუთრებული არაფერი. ნაწვიმარზე ცოტა უჭირს ასვლა ქვათახევში მანქანას


15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ყველა დრო

16. რისკები, საფრთხეები:
-

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს
გუდალეთი, ლავრისხევი, ეზატი, წინარეხი

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
-

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
იჭერს

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
სარეისოს მძოლი თემური 898808481
ან თამაზი 891170914

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Image

22. სიმაღლე ზღვის დონიდან


23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
5-6

24. სასარგებლო ბმულები
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

კავთისხევი - და მის გარშემო

Posted: 09 მაი 2010, 21:57
by Tamari-ch.
Image

ჩვენი ჯგუფი

კავთისხევი - და მის გარშემო

Posted: 09 მაი 2010, 22:01
by Tamari-ch.
იდლეთში ჩამოვედით
და იქ დაგვხვდა მეორე მძღოლი სარეისოთი - თამაზი.
მოველაპარაკეთ მომაახურებაზე-
ყველა ძეგლს მოგატარებთო
და გავეშურეთ იდლეთის ნათლისმცემლისკენ

მისი გუმბათი გზიდან ჩანდა...

Image

კავთისხევი - და მის გარშემო

Posted: 09 მაი 2010, 22:08
by Tamari-ch.
ავდივართ

Image

Image

კავთისხევი - და მის გარშემო

Posted: 09 მაი 2010, 22:10
by Tamari-ch.
http://saunje.ge/index.php?option=com_c ... 7&Itemid=1

იდლეთის ნათლისმცემელზე

Image

იდლეთი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში, (კავთისხევის საკრებულო). მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 680 მეტრი, კასპიდან 10 კილომეტრი.

სოფელი იდლეთი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში.

სოფელში დგას რამდენიმე ეკლესია:

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (VI საუკუნის)
კვირაცხოვლის ეკლესია (გვიანდელი ფეოდ. ხანა)
მიქელ-გაბრიელის ეკლესია (გვ. ფეოდალური ხანის)

კავთისხევი - და მის გარშემო

Posted: 09 მაი 2010, 22:15
by Tamari-ch.
Image
იქვეა ფერდობზე მიქელ გაბრიელის ეკლესიაც

მიქელ-გაბრიელის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ცენტრში. თარიღდება გვაინდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (15,15 – 5,8 მ.), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენბულია აგური და რიყის ქვაც. თვდაპირვეალდ ეკლესია მცირე ზომისა ყოფილა. მოგვიანებით მისთვის დასავლეთიდან მოზრდილი სათავსი მიუშენებიათ. შესასვლელი დასავლეთ კედლის ცენტრშია, ჩრდილოეთ კარი ამოენებულია. საკურთხეველში ერთი სარკმელია. საკურთხეველი დარბაზის იატაკის დონიდან საკმაოდ ამაღლებულია და სამსაფეხურიანი კიბე აქვს. საკურთხევლის გვერდებზე ვიწრო სათავსებია. ეკლესიის გრძივი კედლები ორი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული (აღმოსავლეთ პილასტრები უფრო მასიურია). ისრული კამარა საბჯენ თაღებს ეყრდნობა. ეკლესიის დანარჩენ სამ კედელში თითო სარკმელია. ჩრდილოეთ სარკმელთან სანათლავი ნიშია. დასავლეთ ფასადზე ფრონტონის ქვეშ გამსოახულია პატარა რელიეფური ჯვარი. ეკლესიას თაროსებრი ლავგარდანი აქვს. სახურავი ორფერდა, გადახურულია კრამიტით (დაზიანებულია).

ფრონტონის კეხზე დგას აგურით ნაგები სამრეკლო - ოთხბოძიანი თაღებით გახსნილი ფანჩატური, რომელსაც პირამიდული სახურავი აქვს.

კავთისხევი - და მის გარშემო

Posted: 09 მაი 2010, 22:49
by karavi87
გაიხარეთ კარველებო!

კავთისხევი - და მის გარშემო

Posted: 10 მაი 2010, 08:22
by Tamari-ch.
Image

იდლეთი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.V.-თბ.,1990.-გვ.165-166.

იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია, არქიტექტურულ მონუმენტური ხელოვნების ძეგლი, დგას სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით გავაკებულ ფერდობზე. თარიღდება VI საუკუნის I ნახევრით. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია (7,5X 7 მ. ), ნაგებია ქვიშაქვის დიდი ლოდებით. ნაგებობის გეგმა თანაბარმკლავიან ჯვარს წარმოადგენს. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთ მკლავში ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდში და სამხრეთ მკლავში თითო სარკმელია. აფსიდში, სარკმლის ქვეშ, კედელზე მყარად მიმაგრებულია მოზრდილი სატრაპეზო ქვა. გუმბათის ყელის საბჯენი თაღების ქუსლებთან, კუთხეებში მასიური თაროებია დაყოლებული. თაროების დონეზე საბჯენი თაღები 0,12-0,14 მ-ით მკლავის სიღრმეშია შეწეული, რითაც უფრო ფართო კვადრატი წარმოიქმნება. ამ კვადრატზე აღმართულია გუმბათის ყელი. გუმბათის ყელის ოთხივე კუთხეში ტრომპებია. მათ საბჯენი თაღები არა აქვთ და ამოყვანილია ქარგილებით. გუმბათის კამარის ქუსლამდე გრძელდება ტრომპებზე აყვანილი სიბრტყეები, რომელთა თავზე იქმნება სამკუთხოვანი თაროები. აქედან კამარის წვერამდე გუმბათს ოთხივე ნაკერი გასდევს. გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია: აღმოსავლეთისა შედარებით ფართო და თაღოვანია, დანარჩენი სამი სწორკუთხა. გუმბათის ყელის კუბური სივრცე გადახურულია ოთხი სეგმენტით შეკრული კამარით. გუმბათი ზევითკენ ვიწროვდება და ოთხივე კუთხე ჩამოთლილი აქვს.

ეკლესია შიგნით შელესილი და მოხატული ყოფილა. შემორჩენილია შელესილობისა და XII საუკუნის მხატვრობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები. გუმბათში გაირჩევა ამაღლების კომპოზიცია თორმეტი მოციქულით. საკურთხევლის კონქში ვედრების ფრაგმენია, ქვემოთ, საკურთხევლის კედლებზე - ეკლესიის მამათა ექვსი ფიგურა. საკურთხევლის სარკმელი შემკულია ორი ორნამენტული ზოლით (კიბისებრი და უსასრულო ღეროს მოტივი). სამხრეთ მკლავის სამხრეთ კედელზე გამოსახულია ჰეროდეს ნადიმის სცენა, აღმოსავლეთ კედელზე ნათლისღების ფრაგმენტია. ჩრდილოეთ მკლავის კამარაში ჩანს წმინდანის აბრისები. მოხატულობის განაწილება კედლებზე, ზოგ შემთხვევაში, არ არის ისე ზუსტად შეფარდებული არქიტექტურულ ფორმებთან, როგორც ეს დამახასიათებელია XI საუკუნის მხატვრობისათვის (გუმბათის ყელში მოციქულთა ფიგურები ტრომპების ჩაზნექილ ზედაპირზე გადადის). ნახატი მკაცრი და ამავე დროს მოქნილია, ფერადოვანი ზედაპირის დამუშავება გრაფიკული ხასიათისაა. მოხატულობის კოლორიტი მოწითალო-ყავისფერისა და ნაცრისფერის შეხამებაზეა აგებული. ეკლესიის გუმბათის ყელზე გამოსახულია სამი რელიეფური ჯვარი: ერთი სამხრეთ წიბოზე, სარკმლიდან მარჯვნივ, ორი ჩრდილოეთ წიბოზე, დასავლეთ ფასადზე შესასვლელი არქიტრავი თითქმის მთელ დასავლეთ მკლავს მიჰყვება.

დასავლეთის მხრიდან ეკლესიისათვის მოგვიანებით მიუშენებიათ სათავსი - ე.წ. საქალებო. გეგმით სწორკუთხა ნაგებობის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე ამოყვანილია სამი წყვილი მასიური პილასტრი, რომელთა თავზე ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები გადადის. შესავლელი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშია, ერთდერთი სარკმელი - დასავლეთ კედელში, საქალებოს აშენების დროს ეკლესია შეუკეთებიათ და მისთვის ლავგარდანი შემოუყოლებიათ.

იდლეთის ნათლსიმცემლის ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ოთხკუთხა დაბალი გუმბათი, რაც გამონაკლისია ფეოდალური ხანის ქართულ არქიტექტურაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკლესიას ერთდერთი კარი აქვს დასავლეთ მკლავში (გვხვდება აგრეთვე ოყალთოსა და შიომღვიმის მცირე ეკლესიებში).

კავთისხევი - და მის გარშემო

Posted: 10 მაი 2010, 08:27
by Tamari-ch.
Image

კვირაცხოვლის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის ცენტრში, ბექობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია განსაკუთრებით მისი ჩრდილოეთ მხარე, ღმადაა მიწაში ჩამჯდარი. ეკლესია დარბაზულია (4,45 X 3,85 მ),ნაგებია დიდი ნატეხი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და აგურიც. შესასვლელი დასავლეთიდანაა. სწორკუთხა საკურთხეველში და დასავლეთ კედელში თითო ვიწრო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი ლოდებით, რომლებიც ამავე დროს თაროსებრ ლავგარდანს ქმნიდა. აღმოსავლეთით ლავგარდნის ორიოდე ქვაა შემორჩენილი. დასავლეთსი კარის თავზე ჩასმულია რელიეფური ქვაჯვარი, რომლის კიდეებზე ორ სვეტად სომხური წარწერაა, ეკლესია სომხურია.



მართალია,
ძეგლთა აღწერილობაში ეკლესიაზე წერია, რომ სომხურიაო,
წარწერა შესასვლელის თავზე მართლაც სომხურია,
მაგრამ მე შთაბეჭდილება შემექმნა , რომ სომხურწარწერიანი ქვა მოგვიანებითაა იქ ჩასმული
ეკლესიის ფორმები ქართულს ჰგავს.
Image

კავთისხევი - და მის გარშემო

Posted: 10 მაი 2010, 08:35
by Tamari-ch.
შემდეგ წავედით ციხისგორასაკენ

ყველაზე საინტერესო ადგილია კავთისხევში...

ეს იყო უძველესი ქალაქი - ციხე-
სადაც არქეოლოგებმა რემდენიმე ფენა აღმოაჩინეს

ყველაზე ძველი თარიღდება 6000 წლის წინანდელი ნანგრევებით - ადრეული ბრინჯაოს ხანა

შემდეგ მოდის გვიანდელი ბრინჯაოს ხანა 4000 წლის წინანდელი ფენა

და ბოლოს ყველაზე კარგად შემორჩენილი ნანგრეევბი ეკუთვნის ანტიკურ ხანას

Image

კავთისხევი - და მის გარშემო

Posted: 10 მაი 2010, 08:37
by Tamari-ch.
ტაძრის ეზოში აღმართული იყო ეს საკურთხეველი
ზედ საკურთხველზე არქეოლოგებს თავის დროზე უპოვიათ ცხვრის ძვლები და დანა

Image


მის პირდაპირ იყო ორი კარი - შესასვლელი და გასასვლელი - აღმოსავლეთ - დასავლეთით

ანუ ამომავალი და ჩამავალი მზის სხივი პირდაპირ ამ საკურთხეველს ეცემოდა

ეს იყო მზის და ცეცხლის საკულტო ტაძAრი

Image

კავთისხევი - და მის გარშემო

Posted: 10 მაი 2010, 08:44
by Tamari-ch.
ტაძარი ბოლოს უმსხვერპლია ხანძარსბ რაც ეტყობა კიდეც დამწვარი ხის გამო

ამ სათAვსოში კი რომელიც ტაძარს აკრავს ჩრდილოეთიდან
ორსართულიანი განყოფილება იყო

Image

კავთისხევი - და მის გარშემო

Posted: 10 მაი 2010, 09:42
by qvevri
ციხიაგორას ტაძარს გააჩნდა შესანიშნავი მარანი, რომელიც იტევდა 28 ტონა ღვინოს.
Image

კავთისხევი - და მის გარშემო

Posted: 10 მაი 2010, 09:49
by Tamari-ch.
qvevri
მარანი ვერ ვნახეთ

ახლა ეს ადგილი დაფარულია ბალახით

Image


ფოტოზე გვერდით ჩვენი მძროლი - თამაზია
ოდესღაც თავად მონაწილეობდა გათხრებში აქ
და ახლა გვიხსნის რომ ამ ადგილას რამდენი რამ იყო გათხრილი..
საერთოდ მიკვირს ჩვენი ტურისტული სამინისტროსი-
რამდენი რამეს გაკეთება შეიძლება საქართველოში და სძინავთ
მუზეუმი ღია ცის ქვეშ -
რა უნდა ამის თავის მობმას თუნდაც ციხეგორას მაგალითზე?
კარგი რეკლამა, სკოლებში დარიგება ბუკლეტების და ბავშვების წამოყვანა ექსკურსიებზე
ყველა ადმინისტრაციული რესურსი ხელთ აქვთ

რატომ სძინავთ?

კავთისხევი - და მის გარშემო

Posted: 10 მაი 2010, 12:31
by arcivi9
კარგი იყო, რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი :)