Page 1 of 3
ტანას ხეობა-ატენი (ქვათახევი-ლავრისხევის ნაცვლად),24.04.2010
Posted: 28 აპრ 2010, 09:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
1. რეგიონი:
გორის რაიონი,
შიდა ქართლი
სამთავისისა და გორის ეპარქია
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-გორი-ატენი-ორმოცი-იფნარა-წერეთი-გორი-თბილისი
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
ავტოტურისთვის რთული
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
10 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა
4
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
გორი, სოფლები ატენი, ბობნევი, ბიისი, ბოშური
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
249 კმ
10. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
სოფელ წერეთის ციხე-კოშკი, წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის ტაძრები, რომლებიც უყურადღებობისგან იშლება.
12. საბანაკე ადგილები:
ძეგლებთან ახლოს, აგრეთვე ხევის ნაპირებთან
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფლებში. დარის დროს ხევის წყალიც გამოიყენება
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
განსაკუთრებული არაფერი. ნაწვიმარზე ტანას ხეობაში მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები გადაადგილდებიან.
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
გაზაფხული-შემოდგომა.
ზამთარი უმეტესად დიდთოვლიანია
16. რისკები, საფრთხეები:
ძნ ცუდი სამანქანო გზა
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს
სოფელ ატენში მდებარე ციხე, კვირაცხოვლის ეკლესია, სოფელ ბოშურის ეკლესია. სოფელ ბიისის ბუნებრივი თბილი მინერალური წყალი
18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ტანაზე ყინულზე ცოცვა, თევზაობა, საფეხოსნო ლაშქრობა, ბიისის თბილ წყალში ბანაობა
19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ხეობაში ბევრგან არც 1 კომპანია იჭერს. ატენში შეუზღუდავი მომსახურებაა
20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
სოფლის მოსახლეობა
21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
22. სიმაღლე ზღვის დონიდან
მასქიმალური სიმაღლე 1627 მეტრი
23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
7,5
24. სასარგებლო ბმულები
ტანას ხეობაზე:
http://webcache.googleusercontent.com/s ... ru&ct=clnk
ატენის სიონზე:
http://webcache.googleusercontent.com/s ... ru&ct=clnk
ტანას ხეობა-ატენი (ქვათახევი-ლავრისხევის ნაცვლად),24.04.2010
Posted: 28 აპრ 2010, 10:19
by GAMARJOBA SAKARTVELO
გასვლის მონაწილეები:
1. ნაია მანქანით
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3. meleksa
4. NINUCA
და ატენთან ე.წ. :ვილისით: შემო1ებული 3 მგზავრი-გამყოლი, დიდებული ხალხი სა20არი ჰუმორით
ტანას ხეობა-ატენი (ქვათახევი-ლავრისხევის ნაცვლად),24.04.2010
Posted: 28 აპრ 2010, 10:19
by GAMARJOBA SAKARTVELO
რადგან წინა დღეებში და გასვლის დღესაც წვიმდა, ქვათახევსა და ლავრისხევის გზა კი ნიადაგისაა,
დასახული გეგმის გახორციელება ტალახის გამო, შეუძლებელი იყო.
ამიტომ გეგმა ნ2 ავამოქმედეთ.
კერძოდ, გადავწყვიტეთ, ატენში სიონის ტაძრის სანახავად წავსულიყავით.
მართლაც, 11 სთზე უკვე ატენში აღმოვჩნდით. სიონსაც ვკიდეთ თვალი. ამის მიუხედავად, მთავარ შესასვლელს გავცდით.
ტაძრის წინამდებარე ეზო, სადაც მანქანები ჩერდებოდნენ, გაუუქმებიათ. ჭიშკარი ზედ ასფალტიან გზაზე ამოუტანიათ,
უწინდელ გასაჩერებელ ადგილზე სამშენებლო მასალაა მიტანილი და როგორც გამვლელებმა გვითხრეს,
დედათა მონასტერი უნდა აშენდეს.
ტანას ხეობა-ატენი (ქვათახევი-ლავრისხევის ნაცვლად),24.04.2010
Posted: 28 აპრ 2010, 10:38
by GAMARJOBA SAKARTVELO
სიონიდან მცირე მანძილით გაცდენის მიუხედავად, გზის გაგრძელება გადავწყვიტეთ.
სოფელ ბობნევთან მიმდებარე ღირსშესანიშნაობებზე თავსაყარზე მდგომი მოსახლეებისგან ცნობები წამოვკრიფეთ.
გვითხრეს, რომ 12 კმში
მდებარე სოფელ ბოშურის განაპირასაა გუმბათიანი ეკლესია და იქით გავემართეთ.
სოფელ ორმოცთან გზა 2 ნაწილად იყოფა. გაჩერებულ :ვილისთან: მივედით და ბოშურის გზა ვიკითხეთ.
რა გინდათო, იკითხა 1-1მა, სახელად ნუკრიმ.
ძეგლების ნახვა-მეთქი.
ჩვენ გამოგვყევით, იმისთან ციხე და ეკლესიები, აგრეთვე, 5-მეტრიანი საფლავი გაჩვენოთ,
რომ მადლობებისგან დაიღლებითო - მკვირცხლად მოგვიგო.
მე2მ, სახელად კახამ ნაიას ზურმუხტას, :პაჯერო იოს: ახედ-ჩახედა და უთხრა, შენი მანქანით
კი წამოხვალ, მაგრამ უკან ვეღარ დაბრუნდები, ცუდი გზაა და ყველანი ჩვენ ჩაგვისხედითო.
ნაიამ 1 კი დაიწუწუნა, არ მინდა ეგეთ გზაზე სიარული, თან თბილისში მალე უნდა დავბრუნდეო,
მაგრამ რადგან მის მგზავრებს ძნ გვაინტერესებდა
ამ :სამადლობელი: ძეგლების ნახვა, წამოსვლას დათანხმდა.
ტანას ხეობა-ატენი (ქვათახევი-ლავრისხევის ნაცვლად),24.04.2010
Posted: 28 აპრ 2010, 10:55
by GAMARJOBA SAKARTVELO
3 თანამგზავრს ჩვენ 4ნი დავემატეთ. ისინი, ასე, 38-42 წლის ასაკისანი იყვნენ. 1-1 მათგანი მწყემსად
სოფელ (უფრო სწორად, უკვე ნასოფლარ)
წერეთში უნდა დარჩენილიყო. უკანა გზაზე შედარებით შეთხელებულად ვიმგზავრებდით.
თუმცა, არც 1ლ გზაზე გავტანჯულვართ. მწყემსი საბარგულში მოკალათდა.
ჩვენი მეგზურები ისეთი ენაწყლიანები და ხუმრობამოყვარულები იყვნენ, რომ არ მოგვიწყენია.
თავად გზა ძნ ცუდი იყო. ღრმა ღარებიანი და თხრილებიანი, წვიმისგან ტალახათქვეფილი.
ასეთ გზაზე, მგონი, არც არასოდეს მივლია.
საჭესთა მჯდომი კახა თავისნათქვამა გამოდგა - ნუკრი რომ ეუბნებოდა, იმ მონაკვეთს ვერ გაივლიო, ჯიუტად სწორედ მას მიადგებოდა.
თუმცა, გადაულახავი წინაღობა არ დაგვხვედრია.
მხოლოდ უკანა გზაზე შევფერხდით - როდესაც სოფელ იფნარას ვუახლოვდებოდით,
მანქანა ტალახში ისე ჩაეფლო, რომ ფონს მხოლოდ უღელშებმული ხარებით გამოვიდა.
ტანას ხეობა-ატენი (ქვათახევი-ლავრისხევის ნაცვლად),24.04.2010
Posted: 28 აპრ 2010, 11:13
by GAMARJOBA SAKARTVELO
წერეთი გორიდან 32-34 კმითაა დაშორებული. ის ქართველებთან სისხლაღრეული ოსებით დასახლებული სოფელი იყო.
1990იან წლებში საქართველოში არსებულმა
პოლიტიკურმა ვითარებამ დასახლება მთლიანად დაცალა.
იქაური კერიები ცარიელია, საკვამურები სახურავებში მდუმარედ ამოტუზულან.
1გან ძაღლი ყეფს და ძროხები ღმუიან. თითქოს, სარკმლიდან მკრთალი კვამლიც იმზირება.
ეს, თურმე, მწყემსთა თავშესაფარი ყოფილა, ამ პატარა სოფლის შესასვლელთანვე რომ
უწინდელ მოსახლეს საცხოვრებლად აუგია.
სწორედ ამ სამწყესებელში მიდიოდნენ ჩვენი გამყოლები.
თუმცა, მანამდე ჯერ ძეგლები გვაჩვენეს...
ტანას ხეობა-ატენი (ქვათახევი-ლავრისხევის ნაცვლად),24.04.2010
Posted: 28 აპრ 2010, 13:01
by GAMARJOBA SAKARTVELO
ძეგლები დიდებული იყო. განსაკუთრებით, მრგვალ ციხე-კოშკს გამოვყოფ (ფოტოები იქნება),
ფერდზე რომ დგას, სოფელ წერეთიდან 700 მეტრში. ციხეს 1 შესასვლელი აქვს.
სახურავის გარეშეა.
ცალი მხრიდან ხე აქვს ამოზრდილი, მოუვლელობის გამო.
ციხიდან 350-400 მეტრში, მეზობელ ფერდზე წმინდა გიორგის (ასე გვითხრეს) ეკლესიის ნანგრევებია.
იმ არემარეს კი დილით მოსული თოვლი და ძველი ბალახი აჭრელებს.
ციოდა, ცრიდა და მიტოვებულობა ეულად ყოფნას შეგაგრძნობინებდა.
თუმცაღა, მაინც გასა20არი სილამაზე იყო მიმოფენილი.
სოფელში, იქ, სადაც ხევი ჩამოედინება, ღვთისმშობლის ეკლესია დგას. იქვეა სასაფლაოც. ბოლო
მიცვალებული მრავალი წლის წინათ დაუკრძალავთ.
აქვეა საფლავი, რომელიც ნუკრის თქმით, სიგრძეში 5 მეტრის არის და ახოვანი კაცია დაკრძალული.
ჯერაც ვერ მივხვდი, ამაში რა იყო უცნაური. უფრო გრძელი საფლავებიც მინახავს.
როგორც ჩანს, მისი ნაამბობი ყურადღებით ვერ მოვუსმინე.
ეკლესიას სახურავი ჩამონგრეული აქვს. არ ჩანს ფრესკებისა და წარწერების კვალი. აღმოსავლეთის
კედელზე ბუნებრივად დასერილი ქვებია.
ჩრდილოეთის კედელთან გატეხილნათურიანი ბოძი დგას იმის ნიშნად, რომ ოდესღაც აქ ცხოვრება დუღდა.
იქაურობის სიცოცხლის თანამედროვე ნიშანი კი ხევის წყლის ხმაური და შორიდან უეცრად გამოჩენილი
წაბლა ცხენი იყო, როგორც გაირკვა, საქონლის მომვლელის ვაჟიშვილისა საკუთრება,
რომელიც იმ დღეს წერეთს მცირე ხნით სტუმრობდა
ტანას ხეობა-ატენი (ქვათახევი-ლავრისხევის ნაცვლად),24.04.2010
Posted: 28 აპრ 2010, 18:34
by meleksa
პირველ რიგში დიდი მადლობა ამ გასვლის მონაწილეებს
:)
მართლაც რომ მოულოდნელი მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო გასვლა
გამოგვივიდა, არცერთი ჩვენგანი არ მოველოდით და ვერც წარმოვიდგენდით ამ მარშუტის გავლას...
ტანას ხეობა-ატენი (ქვათახევი-ლავრისხევის ნაცვლად),24.04.2010
Posted: 28 აპრ 2010, 20:28
by meleksa
ამ გასვლის მონაწილენი

ტანას ხეობა-ატენი (ქვათახევი-ლავრისხევის ნაცვლად),24.04.2010
Posted: 28 აპრ 2010, 20:30
by meleksa
ეს გახლავთ ზემოთხსენებული ციხე-კოშკი

ტანას ხეობა-ატენი (ქვათახევი-ლავრისხევის ნაცვლად),24.04.2010
Posted: 28 აპრ 2010, 20:32
by meleksa
ასე ვისხედით მანქანაში

ტანას ხეობა-ატენი (ქვათახევი-ლავრისხევის ნაცვლად),24.04.2010
Posted: 28 აპრ 2010, 20:35
by meleksa
ასე გამოიყურებოდა ტალახში ჩაფლული :ვილისი:

:D:D

ტანას ხეობა-ატენი (ქვათახევი-ლავრისხევის ნაცვლად),24.04.2010
Posted: 28 აპრ 2010, 20:36
by meleksa
თხრილიდან ამოთრევის მომენტი

ტანას ხეობა-ატენი (ქვათახევი-ლავრისხევის ნაცვლად),24.04.2010
Posted: 28 აპრ 2010, 20:41
by meleksa
ჩვენი მოკრძალებული სუფრა

ტანას ხეობა-ატენი (ქვათახევი-ლავრისხევის ნაცვლად),24.04.2010
Posted: 28 აპრ 2010, 20:44
by meleksa